კალმახები

კალმახები — თევზები ორაგულისებრთა ოჯახისა.

კალმახები ტერმინს „კალმახი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კალმახი (ციხესიმაგრე).

გამსვლელ ორაგულთა გვარის (Salmo და Oncorhynchus) მტკნარი წყლის ფორმებია. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. უყვართ ცივი, ჟანგბადით მდიდარი, სუფთა წყალი. ტბებში უფრო დიდი კალმახებია (ზოგჯერ 34 კგ აღწევს), მდინარეებში პატარებია (0,8 კგ, იშვიათად 2 კგ-მდე). სხეულზე ემჩნევათ წითელი, შავი, ნარინჯისფერი და სხვა ფერის ხალები. ცნობილია ევროპული კალმახები და ჩრდილოამერიკული ანუ ცისარტყელოვანი კალმახები. ცისარტყელოვან კალმახებს სხეულის გვერდებზე გასდევს ცისარტყელასებრი ზოლები. მისი კვერცხი მსხვილია (დიამეტრი 5 მმ-მდე აღწევს), ნარინჯისფერი. სწრაფად იზრდება, კარგად უძლებს დაავადებებს და სითბოს. კალმახები საქართველოში გავრცელებულია ფარავნის, საღამოს, ტაბაწყურის, რიწის ტბებსა და მრავალ მდინარეში. იკვებებიან კიბოსნაირებით, მწერებით, თევზებით და სხვა. სარეწაო მნიშვნელობა აქვს დიდი ტბების, მდინარეებსი კალმახებს. აკლიმატიზაციისა და ტბორული მეთევზეობის ძვირფასი ობიექტია. საქართველოში ცისარტყელოვანი კალმახების მეურნეობაა აფხაზეთსა და რუისში (ქარელის რაიონი).

კალმახები
ყავისფერი კალმახი (Salmo trutta m. fario).

ლიტერატურა

Tags:

თევზებიორაგულისებრნირიწასაქართველოსაღამოს ტბატაბაწყურიფარავანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იესო ქრისტემღრღნელებილამპრობაბირთვული იარაღისაქართველოს მუნიციპალიტეტებიამაზონიათონის ივერთა მონასტერისამებატერორიზმირელიგია საქართველოშისაქართველოს მთებიჰორმონებიიგიმამებისა და შვილების ბრძოლაგრიგოლ რობაქიძებათუმის ბოტანიკური ბაღიმცხეთის ჯვრის მონასტერითითაობაბაზალეთის ტბაკვადრატიხვანჭკარა (ღვინო)დავით I კურაპალატიაბანოთუბანიყივანახველანარკომანიაანგარიშთა გეგმასაქართველოს დამოუკიდებლობის დღერუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიკახეთის აჯანყება (1659)ტოლერანტობათამბაქო25 აპრილიაბრაამ ლინკოლნიცისფერყანწელებივეფხვიალექსანდრე I დიდიქაქუცა ჩოლოყაშვილისათბურის ეფექტიწითელი წიგნიკუთხეკეთილშობილი ირემიეგრისის დიდი ომიჰემანგიომასომხური სამოციქულო ეკლესიარელიგიაბარსელონამარტინ ლუთერ კინგიანანურის ციხეირლანდიაკატალიზატორიცხელი ძაღლისაქართველო XVIII საუკუნეშირენესანსიბაგრატიონებიჯვაროსნული ლაშქრობებიმაჰმადიჭიამაიასებრნიასურეთიბიძინა ჩოლოყაშვილიუილიამ შექსპირიყინწვისის მონასტერიიტალიათავისუფლების მოედანი (თბილისი)ვირუსებიადოლფ ჰიტლერითბილისის ისტორიაძველი თბილისივულკანისახელმწიფო საზღვარიგასტრიტიმეტაფორახელისუფლების დანაწილებაწნევადიდი ხუთშაბათიფენიქსი (მითოლოგია)ალექსანდრე მაკედონელი🡆 More