გრაკლა

გრაკალა (ლათ.

ჩვეულებრივ 1-1,5 სიმაღლის ბუჩქია. აქვს მორიგეობით განლაგებული დაკბილული ფოთლები, ქოლგისებრ ან ფარისებრ ყვავილედებში თავმოყრილი თეთრი ან ვარდისფერი ორ- ან ცალსქესიანი ყვავილები. ნაყოფი მრავალფოთლურაა. ცნობილი 100-მდე სახეობა. ხარობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში.

გრაკლა
რდილოეთ ამერიკულ-ევრაზიული ტირიფფოთოლა გრაკლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Spiraea

საქართველოში და მთელს კავკასიაში ველურად იზრდება 2 სახეობა — ჩვეულებრივი ანუ კრაზანაფოთოლა გრაკლა (ლათ. Spiraea hypericifolia) და ხერხკბილა გრაკლა (ლათ. Spiraea crenata). პირველი გავრცელებულია ნახევარუდაბნოს, ველისა და ტყის სარტყელში, ზოგან კი მაღალმთის ზონაშიც, სადაც გვხვდება მისი სუბალპური სახესხვაობა (var. subalpina). მეორე უფრო ქსეროფილურია და უმთავრესად სამხრეთ მთიანეთის მთის შუა სარტყლამდე იზრდება, ქმნიან ბუჩქნარებს - გრაკლიანებს.

ტიპოლოგიურად საქართველოს გრაკლიანები უმეტესად მარცვლიან-ნაირბალახიანი ფიტოცენოზებია, მათი უკიდურესად ქსეროფილური ვარიანტები კი - მარცვლოვნიანი. ჩვენში გრაკლიანები ჩვეულებრივ გაჩეხილი ტყის ადგილას იზრდება და მეორეულ გრაკლიანებს წარმოადგენს. ბუნებრივ გრაკლიანებს გრუნტ-ნიადაგცვითი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მოშენებულია გრაკლას 30-მდე უცხო სახეობა. მათგან უფრო ხშირია აღმოსავლეთ აზიური ტუნბერგის გრაკლა (ლათ. Spiraea thunbergii), იაპონური გრაკლა (ლათ. Spiraea japonica), ჰენრის გრაკლა (ლათ. Spiraea henryi), კანტონური გრაკლა (ლათ. Spiraea cantoniensis), ჩრდილოეთ ამერიკულ-ევრაზიული ტირიფფოთოლა გრაკლა (ლათ. Spiraea salicifolia) და სხვა. გრაკლას ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის გამო ფართოდ იყენებენ დეკორატიული მებაღეობაში. რგავებ ცოცხალ ღობეებად და ბორდიურებად. ამრავლებენ თესლით, მწვანე და გამერქნებული კალმით, ფესვის ამონაყარით, გადაწვენით და ბუჩქის დაყოფით. მნიშვნელოვანი თაფლოვანი მცენარეა. გრაკლის ღეროებისაგან ძველად ისრის ტარებს თლიდნენ.

ლიტერატურა

Tags:

გვარი (ბიოლოგია)ვარდისებრნილათინური ენამეტრინაყოფი (მცენარე)ოჯახი (ბიოლოგია)სახეობაფოთოლიყვავილი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ამირანი (მითოლოგია)აჰმედ Iთბოგამტარობამურად IVმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითაია-სოფიას ტაძარიმენისკისაქართველო IV საუკუნეშიეროვნული ლიგაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაფარავანირელიგიალეონარდო და ვინჩიეიფელის კოშკილამპრობაჩერნობილის კატასტროფაკარლეს პუჩდემონითაშმიჯაბისაბერძნეთიარგენტინასიგნალ იდუნა პარკირითმაგოდერძი ჩოხელიჩუტყვავილადაუნის სინდრომიჰამბურგიჩრდილოეთი კავკასიამერაბ სეფაშვილიაღმოსავლეთი საქართველოვერის უბნის მელოდიებიაფორიზმიბუნებრივი რესურსებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიკაიროგამაფრთხილებელი შეფერილობათერგდალეულებიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგადავით კლდიაშვილირომის რესპუბლიკაგიორგი ქვილითაიაგერმანიაჯიხვითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიკახეთისომხეთისაერთაშორისო ურთიერთობებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008ძირითადი საშუალების ცვეთაბაში-აჩუკიზაფხულიპოპ-მუსიკაჯაყოს ხიზნებიიულიუს კეისარიხარებაგვირილაინგლისიმტკვარიქართველებიგრიგორიანული კალენდარიაფხაზეთის ომი (1992-1993)ბიზანტიის იმპერიათბილისიპოლონეთიუილიამ შექსპირიშვედეთისოლომონ დოდაშვილიბერძნული მითოლოგიაალმასიმიტოზიწრეწირიხმელთაშუა ზღვაალეგორიაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)როსტომი (ქართლის მეფე)საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიახვიჩა კვარაცხელიალითოსფერო🡆 More