ყვავილი

ყვავილი — თესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული ყლორტია, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება.

ყვავილი ტერმინს „ყვავილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ყვავილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. ყვავილსაჯდომი სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი ფოტოსინთეზის დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება მწერების მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის ყვავილსაფარს. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.

ყვავილი
გერბერას ყვავილი
ყვავილი
Zantedeschia aethiopica

ყვავილის ცენტრში მტვრიანები და ნაყოფფოთლებია. წარმოშობისა და ფუნქციის მიხედვით მტვრიანები მიკროსპოროფილებია. მათგან უფრო პრიმიტიული მტვრიანები წარმოადგენს ბაბთისებრ ფირფიტას, რომელზეც ფირფიტის ქსოვილში მეტ-ნაკლებად ჩამჯდარი 4 წყვილ-წყვილად განწყობლი მიკროსპორანგიუმებია. ევოლუციურად უფრო მაღალ საფეხურზე მტვრიანა შედგება სამტვრე ძაფისა და სამტვრე პარკისაგან.

ყვავილების მტვრიანების ერთობლიობას ანდროცეუმი ეწოდება. ზოგჯერ მტვრიანები სამტვრე ძაფებით არის შეზრდილი ერთმანეთთან, ყვავილსაფართან და ნაყოფფოთლებთან. მტვრიანები შეიძლება სამტვრე პარკებითაც იყოს შეზრდილი.

ნაყოფფოთლები სახეშეცვლილი მეგასპოროფილებია. ნაყოფფოთლების შედარებით უფრო პრიმიტიული ტიპი ახასიათებს დეგენერიას და ტასმანიას გვარებს. ნაყოფფოთლის ზედა ნაწილი წაგრძელებულია და ქმნის სვეტს, რომელიც სპეციალური ჯირკვლოვანი ქსოვილით — დინგით ბოლოვდება.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 634.
  • Первухина Н. В., Проблемы морфологии и биологии цветка, Л., 1970;
  • Эсау К., Анатомия растений, пер. с англ., М., 1969.

Tags:

თესლოვანი მცენარეებიმწერებიორგანოფოტოსინთეზიყვავილსაჯდომიყლორტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვაკურდღელიკავკასიონიფანდურითორნიკე ოქრიაშვილირკინაცენტნერიკრიშტიანუ რონალდუენერგიაკორდილიერებიშიდსიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითპუნიკური ომებიაფხაზეთის მოსახლეობამერცხლისებრნიგერმანიის ქალაქების სიადავით გურამიშვილირესპუბლიკაბაგრატიონებიწიგნი სიბრძნე სიცრუისაპითაგორას თეორემასაუდის არაბეთიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითგიორგი III (საქართველოს მეფე)ნახშირწყლებიმცხეთაელექტროენერგიის სექტორი სომხეთშილუქსემბურგითბილისის მეტროპოლიტენიფერეიდნელებიხემარიამ მეგვიპტელიილია ჭავჭავაძეგველებიძაღლიხორვატიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიქუთაისიმერწყულიშავი ზღვაალუდა ქეთელაური (მომღერალი)ელენე ახვლედიანიკონსტანტინე გამსახურდიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიმემედ აბაშიძელუდვიგ ვან ბეთჰოვენიჰოლოკოსტიგერმანიაიგიპოლონეთიკვების ჯაჭვისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიფრედი მერკურიდიალიზივერძი (ასტროლოგია)სოციალიზმისოხუმის დაცემასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმსოფლიოს მოსახლეობაიუპიტერისიმკვრივექაქუცა ჩოლოყაშვილისინგაპურირიცხვითი სახელისტიქიური უბედურებაბუდაპეშტიკუთხეჩერნობილის კატასტროფასაქართველო XVIII საუკუნეშიEuropebetოტელო (ვერდის ოპერა)ვახტანგ I გორგასალინიკოლოზ ბარათაშვილილანა როუდსიკურო (ასტროლოგია)აკაკი წერეთელი🡆 More