ირაკლი კობახიძე: ქართველი პოლიტიკოსი

ირაკლი კობახიძე (დ.

25 სექტემბერი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, ლექტორი, პროფესორი და პოლიტიკოსი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 8 თებერვლიდან. საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდე. 2024 წლის 1 თებერვლიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი. სამართლის დოქტორი.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება
ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 თებერვალი, 2024
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი, 2021 – 24 იანვარი, 2024
წინამორბედიბიძინა ივანიშვილი
მემკვიდრეირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 2019 – 19 თებერვალი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგიორგი ვოლსკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 21 ივნისი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე
წინამორბედიდავით უსუფაშვილი
მემკვიდრეარჩილ თალაკვაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – 20 თებერვალი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული25 სექტემბერი, 1978 (1978-09-25) (45 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მამაგიორგი კობახიძე
დედათამარ ზაალიშვილი
მეუღლენატალია მოწონელიძე
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2000)
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (2005)
სამეცნიერო ხარისხიფილოსოფიის დოქტორი
პროფესიაიურისტი
პოლიტიკოსი
ხელმოწერაირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება

ბიოგრაფია

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995–2000 წლებში, აგრეთვე გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში 2002–2006 წლებში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში, 2000–2001 წლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი. 2006–2014 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი. 2009 წელს გამოიცა კობახიძის მხატვრული ნაწარმოები „დაბრუნება ტერანუოვაში“.

2015 წელს „ქართულ ოცნებაში“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად, განახორციელა შიდაპარტიული რეფორმები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება 
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან ერთად
ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება 
ირაკლი კობახიძე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი; 18 დეკემბერი, 2017

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი კობახიძე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე — საარჩევნო შტაბის უფროსი. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017–2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა. ვენეციის კომიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გაწეული სამუშაოსთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხდა. მისი შეფასებით კობახიძემ „შრომითა და თავდადებით“ ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად. 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

2017–2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. 2017 წლის ნოემბერში მიენიჭა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.

ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში შეიქმნა საქართველო-უკრაინა-მოლდოვისა და საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეები, დაიდო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტთან. 2017 წლის 18 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ პოლონეთის სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკისთან და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. 2018 წლის 16 იანვარს საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე და ლაატვის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე აწერენ. 2018 წლის 22 იანვარს საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 2019 წლის 28 მარტს საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა მოაწერეს ხელი.

მისი ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

2019 წლის 21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ამის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს.

მე-10 მოწვევის პარლამენტი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-3-ე ნომრად დასახელდა. არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020–) პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი (2020–2022), აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.

2021 წლის 11 იანვარს ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. 16 იანვარს კობახიძე აირჩიეს „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარედ. კობახიძეს მხარი პარტიის ყრილობაზე შეკრებილმა 400-მდე დელეგატმა დაუჭირა.

2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დააჯილდოვა თავისუფლების საპარლამენტო ორდენით.

კობახიძე ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს. იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

2022 წლის 14 მაისს კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია.

2023 წლის 29 იანვარს კობახიძეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

2023 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე კობახიძე „ქართული ოცნების“ 3 დეპუტატთან ერთად (ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი) იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

2024 წლის 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენას გეგმავდა. ინფორმაცია ამავე დღეს დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. 2024 წლის 1 თებერვალს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა.

2024 წლის 2 თებერვალს პარლამენტის ბიურომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) განხილვის თაობაზე იმსჯელა, სადაც განხილული იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მიმართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის წარდგენის შესახებ. კობახიძის სამთავრობო პროგრამაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორადაა მოხსენიებული, სტრატეგიულ პარტნიორადაა მოხსენებიული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც.

2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა.

პოლიტიკური მოსაზრებები

ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება 
ირაკლი კობახიძე 2020 წლის ოქტომბერში

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას კობახიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი დასდო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „რუსული სცენარის“ განვითარების ხელშეწყობაში. კობახიძის შეფასებით ომი რუსულმა მხარემ დაიწყო, მაგრამ რომ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს არ მოხდებოდა.

კობახიძის შეფასებით საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა „ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა“ გაატარა. სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე სიტყვით გამოსვლილას კობახიძემ ახალი კონსტიტუცია ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივის აღმომფხვრელად შეაფასა.

2021 წლის 17 ივნისს კობახიძემ განაცხადა რომ „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება უპასუხისმგებლობა იქნებოდა და ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა მიეღოთ. კობახიძის თქმით ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ლგბტ პირთა დაცვას შეეხებოდა, „ქართული ოცნება“ შიდა-პარტიული განხილვების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილებით არ შეუერთდა. კობახიძის თქმით 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები „პრაიდის“ უკან მდგომი „რადიკალური ოპოზიციის“: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში შედიოდა. კობახიძემ 2021 წლის 16 ნოემბერს კობახიძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის ანტისიმბოლოდ შეაფასა. გამოქვეყნებულ წერილში მან ისაუბრა და განიხილა თუ როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი შეფასებით ისეთ ქვეყანაში სადაც სამართლის უზენაესობა ღირებულია სააკაშვილმა თავისი ქმედებებისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს უსაფუძვლო შიმშილობა მისი განთავისუფლების საფუძველი არ უნდა გახდეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ დააფიქსირა პოზიცია რომ საქართველო უერთდება ყველა დოკუმენტს, რომელშიც დაგმობილია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია. მისი თქმით არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც მიზნად საქართველოში საომარი მდგომარეობის დაწყებას და მის „უკრაინიზაციას“ ისახავს მიზნად. კობახიძე თვლის „გლობალური ომის პარტიის“ გავლენა იგრძნობა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებში. მისი განცადებით „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებშია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 2023 წლის 15 ივნისს კობახიძემ განაცხადა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ვაშაძე, გიორგი გახარია, „გირჩი — მეტი თავისუფლება“ და „ლელო“ „გლობალური ომის პარტიის“ აგენტები არიან. 2023 წლის 5 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების საკითხს რეალურად „გლობალური ომის პარტია“ წყვეტს და სურვილის შემთხვევაში ისინი კიდევ ერთხელ დაბლოკავენ საქართველოს. კობახიძის თქმით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზანი ხელისუფლების გადატრიალება იყო, რის შემდეგაც ის ხელისუფლებაში გიორგი გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოვიდოდა, რასაც საქართველოს ომში ჩართვა მოჰყვებოდა. კობახიძის შეფასებით დეოლიგარქიზაციაში მოსაზრებული არიან მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, სააკაშვილის ციხეში ყოფნით კი დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

2023 წლის მარტში საქართველოში „უცხოური გავლენების შესახებ კანონის“ გარშემო გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს განვითარებული მოვლენები კობახიძემ ოპოზიციის მიერ „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა.

2023 წლის 24 ივნისს რუსეთში ვაგნერის ჯგუფის აჯანყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე პასუხად კობახიძემ ყველას სიმშვიდესკენ მოუწოდა.

2023 წლის 4 ივლისს კობახიძემ მედიას გააცნო ხელისუფლებისა და პარლამენტის მუშაობის ანგარიში. მისი განცხადებით საქართველომ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი პრინციპულად შეასრულა. მან აგრეთვე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე და მას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.

კობახიძის თქმით ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ხელისუფლების დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა. მისი შეფასებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში უარყოფითი როლი შეასრულა.

კობახიძის შეფასებით 2003 წელს მომხდარმა ვარდების რევოლუციამ საქართველოს „დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა.“

აკადემიური საქმიანობა

ირაკლი კობახიძე არის ორი სახელმძღვანელოსა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2008 წელს გამოსცა სახელმძღვანელო: „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“; 2019 წელს კი – „კონსტიტუციური სამართალი“.

2006-2017 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ასოცირებული პროფესორი. 2011-2014 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე ნატალია მოწონელიძე (დ. 1985) და ორი შვილი. მისი მამა არის ქართველი პოლიტიკოსი და ფიზიკოსი, გიორგი კობახიძე. ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება 
არის გვერდი თემაზე:
ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია, აკადემიური საქმიანობა, პირადი ცხოვრება 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2016 – 2019
შემდეგი:
არჩილ თალაკვაძე
წინამორბედი:
ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე
2021 –2024
შემდეგი:
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედი:
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2024 –დღემდე
შემდეგი:

Tags:

ირაკლი კობახიძე ბიოგრაფიაირაკლი კობახიძე აკადემიური საქმიანობაირაკლი კობახიძე პირადი ცხოვრებაირაკლი კობახიძე რესურსები ინტერნეტშიირაკლი კობახიძე სქოლიოირაკლი კობახიძე1 თებერვალი16 იანვარი18 ნოემბერი1978201620192021202421 ივნისი24 იანვარი25 სექტემბერი8 თებერვალითბილისიპოლიტიკოსისაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს სსრქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოწელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეჩხუმიექვთიმე თაყაიშვილისამებატელეფონების ნომრები საქართველოშითბილისის ზღვარესპუბლიკამიხეილ ხერგიანიცხელი ძაღლიბუდუ ზივზივაძექართლის გაქრისტიანებაგრიგოლ ხანძთელილონდონიანტონიმიგიორგი ლეონიძედენის ძალაპერსონალური კომპიუტერიჯიხვიჯაყოს ხიზნებიამერიკის შეერთებული შტატებიირაკლი კობახიძეკახეთის აჯანყება (1659)აქლემიზუგდიდიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიბორჯომი (წყალი)აფრიკაორგაზმიფუტკრებიქრომოსომასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიყვავილოვანი მცენარეებიზაქარია ფალიაშვილიქართლიცისფერყანწელებიარაბთა გაერთიანებული საამიროებიუფლისციხეოპერადავით IV აღმაშენებელიბარბიტურატებიჰიდროცეფალიალამპრობაფაშიზმისაქართველოს მმართველთა სიაგოდერძი ჩოხელიპარიზიგორიკაცხის სვეტიოკეანეშვედეთიგოგირდიდაირაეგრისის დიდი ომიკაცია-ადამიანი?!კახეთირაბათის ციხეირემიეროზიახელისუფლების დანაწილებადელფინებიგიორგი V ბრწყინვალეეპითეტირუსთავიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიკალიებიალუდა ქეთელაურიძველი ეგვიპტებუდაპეშტიკუნილინგუსიქრისტეფორე კოლუმბიზმნიზედაცხოველებიღანძილისაქართველოს პრეზიდენტიგეორგიევსკის ტრაქტატიყაზახეთიაფხაზეთიიოჰან სებასტიან ბახინატურალური რიცხვიტერენტი გრანელი🡆 More