მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე (დ.

9 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.

მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე
2019 წელს
მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივნისი, 2018 – 2 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიგიორგი კვირიკაშვილი
მემკვიდრეგიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017 – 20 ივნისი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდიმიტრი ქუმსიშვილი
მემკვიდრენიკოლოზ გაგუა

დაბადებული9 ივნისი, 1982 (1982-06-09) (41 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
INSEAD
სამეცნიერო ხარისხიტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
პროფესიაეკონომისტი, ინჟინერი
ხელმოწერამამუკა ბახტაძე

განათლება

1999 წელს დაამთავრა თბილსიის 169-ე საჯარო სკოლა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მამუკა ბახტაძე 
მამუკა ბახტაძე და ილჰამ ალიევი

„ქართულმა ოცნებამ“ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მემკვიდრედ იმ დროისთვის 36 წლის ბახტაძე წარადგინა. იმ დროისთვის ის მეტწილად პოლიტიკური უცნობი იყო. 2018 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 55%-ს არ სმენოდა მის შესახებ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ბახტაძე 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ბახტაძემ 2018 წელს გამოაქვეყნა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სისტემასთან დაკავშირებული გეგმები. ბახტაძე ჩართულ იყო სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში. მან არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება „დემოკრატიის გამარჯვებად“ შეაფასა.

მამუკა ბახტაძე 
ბახტაძე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, 2019 წ.

ბახტაძის პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში 2018 წლის ივლისში შედგა, სადაც მან ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირისკენ მისწრაფებების ერთგული. 2018 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეაზე მიმართვაში ბახტაძემ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ისაუბრა საქართველოს შესახებ. მხარეებს შესთავაზა ახალი სამშვიდობო ინიციატივები.

2019 წლის 2 სექტემბერს ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაწერა, სადაც მან გადადგომის მიზეზად დაასახელა: „მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“. მამუკა ბახტაძე თანამდებობაზე გიორგი გახარიამ შეცვალა, რომელიც ბახტაძის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიმიტრი ქუმსიშვილი
ფინანსთა მინისტრი
13 ნოემბერი, 2017 - 20 ივნისი, 2018
შემდეგი:
ნიკოლოზ გაგუა
წინამორბედი:
გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი
20 ივნისი, 2018 - 2 სექტემბერი, 2019
შემდეგი:
გიორგი გახარია

Tags:

მამუკა ბახტაძე განათლებამამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე რესურსები ინტერნეტშიმამუკა ბახტაძე სქოლიომამუკა ბახტაძე13 ნოემბერი19822 სექტემბერი201020122013201720199 ივნისიაპრილითბილისისაქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს რკინიგზასაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციასაქართველოს სსრსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანდაზათავისუფლების ქანდაკებაშხარაალექსანდრე მაკედონელიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ალკოჰოლიზმიიტალიასალამურიბულგარეთიკუბური მეტრიაჭარარომიგერმანიალაზებისაქართველოს სახელმწიფო დროშაძველი ეგვიპტემეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიბიზანტიის იმპერიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისაერთაშორისო სამართალიმტირალას ეროვნული პარკისინგაპურიწყალითბილისური ეზოაფხაზეთიკუნილინგუსიქისტებიქართული დამწერლობათბილისის ზღვამეგობრობაპროტესტანტული რეფორმაციაარაბთა დაპყრობითი ომებიწმინდა ნინობერძნული ხელოვნებანარკომანიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაქართველოს დიდი სოფლებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაებრაული დღესასწაულებიპირველი მსოფლიო ომიშარკა ბლუქვეშეთიარაბთა გაერთიანებული საამიროებისოფლის მეურნეობამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითგიორგი ნიკოლაძეკურო (ასტროლოგია)ძირითადი საშუალების ცვეთაევერესტიფოთისამცხე-ჯავახეთის მხარეთეიმურაზ Iავოკადოახალქალაქირევაზ ინანიშვილიიესო ქრისტეებრაელებიბათუმიშოთა რუსთაველიThe Beatlesგურამ დოჩანაშვილისაქართველოს მმართველთა სიაქრისტიანობაღამურაწიგნიმელამერკურიამეთვისტომუშთაიდის ბაღინიუ-იორკისქესობრივი აქტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასალომე ზურაბიშვილისინონიმებიწიგნი სიბრძნე სიცრუისაკუთხეაპენდიციტი🡆 More