მატეუშ იაკუბ მორავეცკი (პოლ.
20 ივნისი, 1968) — პოლონელი პოლიტიკოსი, მენეჯერი, ბანკირი, ეკონომისტი და ისტორიკოსი, რომელიც ამჟამად პოლონეთის პრემიერ-მინისტრია. მას ასევე ეკავა პრემიერ-მინისტრის მოადგილის, განვითარების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები. 2007-დან 2015 წლამდე ის ასევე იყო ზახოდნი ბანკის თავმჯდომარე.
მატეუშ მორავეცკი | |
პოლონეთის მე-17 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 დეკემბერი 2017 |
პრეზიდენტი | ანჯეი დუდა |
წინამორბედი | ბეატა შიდლო |
ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 სექტემბერი 2016 – 9 იანვარი 2018 | |
პრემიერ-მინისტრი | ბეატა შიდლო |
წინამორბედი | პაველ შალამახა |
მემკვიდრე | ტერესა ჩერვინსკა |
განვითარების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ნოემბერი 2015 – 9 იანვარი 2018 | |
პრემიერ-მინისტრი | ბეატა შიდლო |
წინამორბედი | მარია ვასიაკი |
მემკვიდრე | ჯეჟი კვეცინსკი |
დაბადებული | 20 ივნისი, 1968 ვროცლავი, პოლონეთი |
პოლიტიკური პარტია | კანონი და სამართალი |
მამა | კორნელ მორავეცკი |
მეუღლე | ივონა მორავეცკა |
შვილები | 4 |
განათლება | ვროცლავის უნივერსიტეტი ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ვროცლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი ჰამბურგის უნივერსიტეტი ბაზელის უნივერსიტეტი |
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია |
საიტი | ოფიცილაური საიტი |
2017 წლის 8 დეკემბერს მორავეცკი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ხოლო 11 დეკემბერს დადო ფიცი. მისი არჩევის შემდეგ, პირველ საპარლამენტო მიმართვაში მორავეცკიმ პირობა დადო, რომ პარტიის პოლიტიკის შეცვლის ნაცვლად, მის შენარჩუნებას განაგრძობდა.
ვარშავაში მომხდარი რასისტული ინციდენტის შემდეგ, 2018 წლის იანვარში მორავეცკიმ განაცხადა: ,,პოლონეთში რასიზმის ადგილი არ არის. გოგონაზე თავდასხმა მისი კანის ფერის გამო უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლონეთი ყველსთვის უსაფრთხო ქვეყანა გახდეს."
2018 წლის დასაწყისში პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატამ (სეიმმა და სენატმა) მიიღო კანონი ეროვნული ხსოვნის ინსტიუტის შესახებ, რომლის მიხედვითაც უარყოფილიქნა პოლონელების როლი ჰოლოკოსტში და ტერმინი ,,პოლონური სასიკვდილო ბანაკი" აიკრძალა.
2018 წლის მარტში ახალმა პოლონურმა კანონმა აკრძალა ყველა სახის ვაჭრობა კვირა დღეს, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია დიდი სუპერმარკეტების დახურვაზე. ეს კანონი პარტიის კანონი და სამართალი დეპუტატებმა, მორავეცკის მხარდეჭრით, მიიღეს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მატეუშ მორავეცკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.