უზბეკეთი

უზბეკეთი (უზბეკ.

Oʻzbekiston), ოფიციალურად უზბეკეთის რესპუბლიკა (უზბეკ. Oʻzbekiston Respublikasi) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მას ასევე ესაზღვრება ხუთი ქვეყანა, რომლებსაც თვითონაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი: ჩრდილოეთით ყაზახეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთი, სამხრეთით ავღანეთი და სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთი. იგი არის უნიტარული, კონსტიტუციური და საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს თორმეტ რეგიონს, ერთ ავტონომიურ რესპუბლიკას და დედაქალაქს.

უზბეკეთის რესპუბლიკა
O‘zbekiston Respublikasi
უზბეკეთი
უზბეკეთი უზბეკეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: უზბეკეთის ჰიმნი

უზბეკეთი
უზბეკეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტაშკენტი
41°16′ ჩ. გ. 69°13′ ა. გ. / 41.267° ჩ. გ. 69.217° ა. გ. / 41.267; 69.217
ოფიციალური ენა უზბეკური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი
 -  პრ.-მინისტრი აბდულა არხიპოვი
ფართობი
 -  სულ 447 400 კმ2 (56-ე)
 -  წყალი (%) 4.9
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 31 576 400 (42-ე)
 -  სიმჭიდროვე 70,3 კაცი/კმ2 (136-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასებით
 -  სულ $183.933 მილიარდი (62-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $5939 (125-ე)
აგი (2007) 0.702 (საშუალო) (113-ე)
ვალუტა სომი (UZS)
დროის სარტყელი UTC+05:00
ქვეყნის კოდი UZB
Internet TLD .uz
სატელეფონო კოდი 998

ერთ დროს თურქთა სახაკანოს და მოგვიანებით თემურიდების რეგიონის ნაწილი, რომელიც დღეს მოიცავს უზბეკეთის რესპუბლიკას, ადრეულ XVI საუკუნეში დაიპყრეს აღმოსავლეთ თურქულენოვანმა მომთაბარე ტომებმა. XIX საუკუნეში უზბეკეთის შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მოგვიანებით, 1924 წელს, გახდა სსრკ-ს ნაწილი, როგორც უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უზბეკეთის სსრ). 1991 წლის 31 აგვისტოს გახდა უზბეკეთის რესპუბლიკა (ოფიციალურად აღინიშნება მომდევნო დღე) და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უზბეკეთმა ჯერ 29 დეკემბერს ჩაატარა რეფერენდუმი, ხოლო შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

უზბეკეთი ოფიციალურად დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. ქვეყნის ოფიციალური ენა არის უზბეკური, თურქული ენა, რომელიც იყენებს ლათინურ ანბანს და რომელზეც საუბრობს მოსახლეობის დაახლოებით 85 %, თუმცა, რუსული რჩება ფართოდ გამოყენებაში. უზბეკეთის მოსახლეობის 81 % წარმოადგენენ უზბეკები, მათ მოჰყვება რუსები (5,4 %), ტაჯიკები (4,0 %), ყაზახები (3,0 %) და სხვა (6,5 %). უზბეკების უმრავლესობა მუსლიმია. უზბეკეთი დსთ-ს, ეუთო-ს, გაეროს და შთო-ს წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უზბეკეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაზღვრავენ უზბეკეთს, როგორც „ავტორიტარული სახელმწიფო შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით“.

უზბეკეთის ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე, მათ შორის ბამბის, ოქროს, ურანის და ბუნებრივი აირის. მიუხედავად დეკლარირებული მიზნისა, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, უზბეკეთის მთავრობა განაგრძობს ეკონომიკურ კონტროლს, რომელიც აფერხებს იმპორტს შიდა იმპორტის სასარგებლოდ.

სახელწოდება

  • ოფიციალური: უზბეკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Ozbekiston Respublikasi.

უახლესი ისტორია

1991 წელს გამოცხადდა უზბეკეთის დამოუკიდებლობა. იგი არის დსთ-ს, სუუამის და სხვა რეგიონული და საფინანსო ორგანიზაციების წევრი.

გეოგრაფია

უზბეკეთი 
უზბეკეთის რუკა.
უზბეკეთი 
უზბეკეთის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით.

უზბეკეთის ფართობი შეადგენს 447 400 კვადრატულ კილომეტრს. ტერიტორიის სიდიდით, მსოფლიოს 56-ე უდიდესი ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს 42-ე ქვეყანაა. ასევე, დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ტერიტორიით მე-4 უდიდესი და მოსახლეობით მე-2 უმსხვილესი ქვეყანაა.

უზბეკეთი მდებარეობს ჩრდილოეთი განედის 37° და 46° და დასავლეთი გრძედის 56° და 74° პარალელზე. იგი გადაჭიმულია 1425 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და 930 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ყაზახეთსა და არალის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთს და ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთს, აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა და ცენტრალური აზიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ესაზღვრება ყველა სხვა ოთხ ქვეყანას. უზბეკეთს, ასევე მოკლე საზღვარი აქვს (არანაკლებ 150 კმ) ავღანეთთან სამხრეთში.

უზბეკეთი ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე წვდომა. ასევე, უზბეკეთი ერთ-ერთი იმ ორი ქვეყნიდანაა, რომელიც ორმაგად ჩაკეტილია ანუ ქვეყანაა, რომელიც გარშემორტყმულია ჩაკეტილი ქვეყნებით, სხვა ასეთია ლიხტენშტაინი. გარდა ამისა, მისი ადგილმდებარეობის გამო რიგი აუზი გაუდინარი არეა, ქვეყნის არცერთ მდინარეს არ აქვს ზღვაზე გასვლის საშუალება. ქვეყნის ტერიტორიის არანაკლებ 10 % ინტენსიურად დამუშავებული სარწყავი მიწაა, რომელიც მდებარეობს მდინარის ხეობებსა და ოაზისებში. დანარჩენი ტერიტორია უზარმაზარ უდაბნოსა (ყიზილყუმი) და მთებს უჭირავთ.

უზბეკეთის უმაღლესი წერტილია ჰასრეთ სულთანი, სიმაღლე შეადგენს 4643 მეტრს ზღვის დონიდან, მდებარეობს ჰისარის ქედის სამხრეთ ნაწილში სურხანდარიის ოლქში, ტაჯიკეთის საზღვართან, დუშანბეს დასავლეთით (ძველად „კომუნისტური პარტიის 22-ე კონგრესის პიკი“).

უზბეკეთის რესპუბლიკის კლიმატი კონტინენტურია, წლიური მცირე ნალექით (100-200 მმ.). ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა არის 40 °C (104 °F), ხოლო ზამთრის საშუალო დაბალი ტემპერატურაა დაახლოებით -23 °C (-9 °F).

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 12 რეგიონი (viloyat), 1 რესპუბლიკა (respublika – ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა) და 1 ქალაქი (shahar – ტაშკენტი).

დემოგრაფია

ეკონომიკა

უზბეკეთი 
ტაშკენტი

უზბეკეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ბუნებრივი აირი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი და მოლიბდენი. იგი ამჟამად სიდიდით ბამბის მე-3 ექსპორტიორია მსოფლიოში. მის საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი, ოქრო, ქიმიკატები, ასევე კვების პროდუქტები, ლითონები, საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული ვალუტა - სუმი (UZS);

კულტურა

  • არქიტექტურა: იჩან-ყალა, ბუხარის და შაჰრისიაბზის ისტორიული ცენტრები, სამარყანდი;
  • ლიტერატურა: უზბეკურ-ყაზახური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).

სქოლიო

Tags:

უზბეკეთი სახელწოდებაუზბეკეთი უახლესი ისტორიაუზბეკეთი გეოგრაფიაუზბეკეთი სახელმწიფოუზბეკეთი ადმინისტრაციული დაყოფაუზბეკეთი დემოგრაფიაუზბეკეთი ეკონომიკაუზბეკეთი კულტურაუზბეკეთი სქოლიოუზბეკეთიავღანეთიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებითურქმენეთისამხრეთიტაჯიკეთიუზბეკური ენაყაზახეთიყირგიზეთიჩრდილოეთიცენტრალური აზია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აშშ-ის პრეზიდენტების სიამონღოლებიაკა მორჩილაძეჩრდილოეთი აფრიკადომენტი მშვენიერაძეევოლუციაარაგვირიცხვითი სახელისისხლიისლანდიალობიქართული სამზარეულოისრაელიბაგრატის ტაძარიმენსტრუაციატაო-კლარჯეთიცენტნერითერგდალეულებიქართლიდედამიწაშარლ მიშელიქაშვეთის ეკლესიალეონარდო და ვინჩიკონსტანტინოპოლივალტორნახელისუფლების დანაწილებასაქართველოს სამეფოთევზები (ასტროლოგია)ალკოჰოლური სასმელირთველიფთორიფეხბურთიფარნავაზ Iდასავლეთ რომის იმპერიის დაცემამუშთაიდის ბაღიჩინეთიმთვარეტურიზმინაკიანი წელიწადიცადამაყვანაჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაიუსტინიანე Iსაქართველო XV საუკუნეშიპარიზიშენგენის ზონახემარწყვაბენიტო მუსოლინიევროპა-აზიის საზღვარინერვული სისტემასაქართველოს სოფლებიოსმალეთის იმპერიაკალიებითეატრიტუბერკულოზიპარაცეტამოლიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიმალტაკანონიერი ქურდიიულონ გაგოშიძეევროპის ჰიმნიჰარი პოტერიწყალითბილისის მეტროპოლიტენიგელათის მონასტერიდიდი პანდაYouTubeლიბერალიზმიიგლუსამოქალაქო საზოგადოებათევზებიბოლნისის სიონიაბანოთუბანიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიცოტნე დადიანიპანკრეასიკონტინენტიძუძუმწოვრები🡆 More