ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის მე-6 პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ოლექსანდრის ძე ზელენსკი (უკრ.

25 იანვარი, 1978, კრივოი-როგი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის პრეზიდენტი 2019 წლის 20 მაისიდან.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი უკრაინის მე-6 პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 მაისი, 2019
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გროისმანი, ალექსეი გონჩარუკი, დენის შმიგალი
წინამორბედიპეტრო პოროშენკო

დაბადებული25 იანვარი, 1978 (1978-01-25) (46 წლის)
კრივოი-როგი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობაუკრაინის დროშა უკრაინა
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
მეუღლეოლენა კიაშკო (დ. 2003)
შვილები2
განათლებაკიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი
ხელმოწერავოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

უფრო ადრე ცნობილი იყო როგორც შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. სტუდია „კვარტალ-95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და შეუცვლელი ლიდერი. 2010–2012 წლებში იყო ტელეარხ „ინტერის“ მმართველობის წევრი და მთავარი პროდიუსერი.

2019 წელს იყო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და მთავარი ფავორიტი. პირველ ტურში მან ხმების 30,24% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ტურში კი ხმების 73,23 პროცენტით პეტრო პოროშენკო დაამარცხა და უკრაინის პრეზიდენტი გახდა.

ზელენსკიმ მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ დაასრულებდა გაჭიანურებულ კონფლიქტს. ცდილობდა დიალოგის დაწყებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. 2021 წელს შექმნილ ესკალაციას 2022 წელს მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ზელენსკის სტრატეგია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სიტუაციის გამწვავების დროს იყო უკრაინელი მოსახლეობის დამშვიდება და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, რომ უკრაინა არ აპირებდა სამხედრო მოქმედებებს.

კრიზისის დროს მისმა ლიდერობის უნარმა აღფრთოვანება გამოიწვია საერთაშორისო დონეზე და მას უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოს უწოდებენ.

ადრეული ცხოვრება

ზელენსკი დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრ-ში, სსრკ-ში, ებრაელი მშობლების ოჯახში. მისი პაპა, სიმიონ ივანეს ძე ზელენსკი მსახურობდა წითელ არმიაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სემიონის მამა და სამი ძმა ჰოლოკოსტის დროს დახოცეს. მისი მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელი. დედა, რიმა ზელენსკა მუშაობდა ინჟინრად. დაწყებითი სკოლის დაწყებამდე ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში სადაც მისი მამა მუშაობდა. 16 წლის ასაკში ჩააბარა ტესტი ინგლისურ ენაში და მიიღო საგანმანათლებლო გრანტი ისრაელში სასწავლებლად წასვლისათვის, მაგრამ მამამისმა არ დართო ნება.

ზელენსკი ფლობს კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიულ დიპლომს. მიუხედავად ამისა მას არასდროს უმუშავია პროფესიით. ზელენსკი ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

სამსახიობო კარიერა

17 წლის ასაკში ზელენსკი შეუერთდა ადგილობრივ „კავეენს“, (კომედიური შეჯიბრება) და მოგივანებით მიიწვიეს უკრაინულ გუნდ „ზაპოროჟია-კრივოი-როგ ტრანზიტში“ რომელმაც მონაწილეობა მიიღო „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში და 1997 წელს გუნდმა გამარჯვებაც მოახერხა. ამავე წელს მან შექმნა „კვარტალ 95“. 1998-2003 წლებში „კვარტალ 95“ მონაწილეობდა „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში. გუნდი დროს ძირითადად მოსკოვში ატარებდა და ძირითადად დადიოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარშემო. 2003 წელს გუნდმა დაიწყო შოუების შექმნა უკრაინული ტელეარხ „1+1“-სთვის და 2005 წელს გადაინაცვლა ტელევიზია „Inter“-ში.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „სიყვარული დიდ ქალაქში“, მოგვიანებით ითამაშა ფილმის მეორე ნაწილშიც. ზელენსკიმ თავისი სამსახიობო კარიერა გააგრძელა 2011 წელს გადაღებული ფილმით „საოფისე რომანი. ჩვენი დრო“. და ფილმით „რჟევსკი ნაპოლოენის წინააღმდეგ“, 2012 წელს. „სიყვარული დიდ ქალაქში 3“ გამოვიდა 2014 წელს. 2012 წელს ზელენსკიმ ითამაშა ფილმში „8 პირველი პაემანი“. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ფილმის შემდეგ სერიებში

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
ზელენსკი პრაღაში, 2009

2010-2012 წლებში ზელენსკი იყო უკრაინული ტელევიზია „Inter“-ის გენერალურ პროდიუსერთა საბჭოს წევრი.

2014 წლის აგვისტოში ზელენსკიმ გააპროტესტა უკრაინის კულტურის სამინისტროს გადაწყევტილება, აკრძალულიყო რუსი მსახიობების მოღვაწეობა უკრაინაში. 2015 წლიდან უკრაინამ აკრძალა რუსი მსახიობებისა და სხვა რუსი კულტურის მუშაკების უკრაინაში შესვლა. 2018 წელს ფილმი „სიყვარული დიდ ქალაქში 2“ უკრაინაში აკრძალული იქნა. ფილმში მონაწილეობას იღებდა ზელენსკი.

მას შემდეგ რაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი დაიწყო, „კვარტალ 95“-მა უკრაინის არმიას 1 მილიონი გრივნა შესწირა. ამ პერიოდში ზოგიერთმა რუსმა პოლიტიკოსმა და მსახიობმა მოითხოვა შეედგინათ პეტიცია, რომ ზელენსკის რუსეთში მუშაობა აკრძალვოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
„კვარტალ 95“ 2018 წელს

მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 2015 წელს გადაღებულმა სერიალმა „ხალხის მსახური“. სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილი პეტრეს ძე გოლობოროდკოს ისტორია, რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით იმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი იწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

2017 წელს ზელენსკის ფილმის „Svaty“ ჩვენება უკრაინის ტერიოტირაზე აიკრძალა. აკრძალვა 2019 წლის მარტში მოიხსნა.

ზელენსკი უმეტესად რუსულ ენაზე მუშაობდა. პირველი უკრაინულენოვანი ფილმი, რომელშიც მან ითამაშა იყო 2018 წელს გამოსული რომანტიკული კომედია „მე, შენ, ის და ის“ (უკრ. Я, ти, він, вона). ფილმი უკრაინაში 2018 წლის დეკემბერში გამოჩნდა.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

2018 წლის მარტში ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკური პარტია „ხალხის მსახური“, რომელიც „კვარტალ 95“-ის წევრებმა და სერიალ „ხალხის მსახურის“ შემქმნელებმა შექმნეს.

2019 წლის მარტში „Der Spiegel“-თან ინტერვიუში განაცხადა რომ მოდიოდა პოლიტიკაში რათა აღედგინა ხალხის ნდობა პოლიტიკოსების მიმართ და შემოაყვანა პოლიტიკაში პროფესიონალი კადრები.

2018 წლის 31 დეკემბერს, ზელენსკიმ დაიწყო თითქმის მთლიანად ვირტუალური საპრეზიდენტო კამპანია რათა დაემარცხებინა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. 31 მარტს ზელენსკიმ პირველ ტურში დაიკავა პირველი ადგილი, მაგრამ ვერ მოახერხა ხმათა 50%-ის მიღება და დაინიშნა მეორე ტური, 21 აპრილს გამართულ მეორე ტურში ვლადმიერ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ზელენკის ერთ-ერთ მთავარი დაპირება იყო რომ ის პრეზიდენტის თანამდეობობას მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებს.

2019 წლის საპრეზიდენტო კამპანია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
ზელენსკი და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, 19 აპრილი 2019

2018 წლის მარტში, ზელენსკის პროდიუსერული კომპანიის კვარტალ 95-ის წევრებმა დაარეგისტრირეს ახალი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით „ხალხის მსახური“, ზუსტად იმ სახელით რომელსაც ზელენსკი უშვებდა სამი წლის განმავლობაში. ზელენსკიმ უარყო პოლიტიკაში შესვლის რაიმე დაუყოვნებელი გეგმა და თქვა, რომ მან მხოლოდ დაარეგისტრირა პარტიის სახელი, რათა თავიდან აიცილოს მისი მითვისება სხვების მიერ, გავრცელდა ვარაუდი, რომ ის აპირებდა კენჭისყრას. ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში, მისი წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე სამი თვით ადრე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, ის უკვე იყო გამოკითხვების ლიდერი. 31 დეკემბერს, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ზელენსკიმ გამოაცხადა რომ იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი მოახლოებულ არჩევნებში, ტელეარხ 1+1-ის საღამოს საახალწლო გადაცემაში.

ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანია პოროშენკოს წინააღმდეგ თითქმის მთლიანად ვირტუალური იყო. მან არ გამოაქვეყნა დეტალური ხედვების პლატფორმა და მისი აქტივობა მეინსტრიმ მედიასთან მინიმალური იყო; ამის ნაცვლად, ის ამომრჩეველს სოციალური მედიის არხებით და YouTube კლიპებით დაუკავშირდა. ტრადიციული საარჩევნო შეხვედრების მაგივრად საარჩევნო კამპანიის დროს კვარტალ 95-თან ერთად ატარებდა სთენდ აფებს. 2019 წლის 16 აპრილს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 20-მა უკრაინულმა საინფორმაციო გამოცემამ მოუწოდა ზელენსკის „შეწყვიტოს ჟურნალისტებისგან თავის არიდება“. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ ემალება ჟურნალისტებს, მაგრამ არ სურდა თოქ-შოუებში წასვლა, სადაც „ძველი ძალაუფლების ხალხი“ „უბრალოდ პიარს აკეთებდნენ“, მისი განცხადებით მას არ ჰქონდა დრო დაეკმაყოფილებინა ყველა მოთხოვნა ინტერვიუზე.

უკრაინის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

2019 წლის 21 აპრილს გამართულ მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია ამავე წლის 20 მაისს შედგა. ცერემონიას უკრაინის პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) ესწრებოდნენ სხვადასხვა უცხოელი ოფიციალური პირები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი (საქართველო), კერსტი კალიულაიდი (ესტონეთი), რაიმონდს ვეიონისი (ლატვია), დალია გრიბაუსკაიტე (ლიეტუვა), იანოშ ადერი (უნგრეთი), მაროშ შეფშოვიჩი (ევროკავშირი) და რიკ პერი (აშშ).

2019 წლის 28 მაისს ზელენსკიმ აღუდგინა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ექს-პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს.

გონჩარუკის მთავრობა

2019 წლის 21 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში, ზელენსკის პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის მსახურმა“, მოიპოვა პირველი ერთპარტიული უმრავლესობა უკრაინის თანამედროვე ისტორიაში პარლამენტში, პარტიული სიის ხმების 43 პროცენტით. მისმა პარტიამ 424 ადგილიდან 254 მოიპოვა. არჩევნების შემდეგ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრად ალექსეი გონჩარუკი წარადგინა, რომელიც მალევე დაამტკიცა პარლამენტმა. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა ანდრეი ზაჰოროდნიუკი თავდაცვის მინისტრად, ვადიმ პრისტაიკო საგარეო საქმეთა მინისტრად და ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად.

ზელენსკიმ 2020 წლის 11 თებერვალს გაათავისუფლა ბოგდანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და მის შემცვლელად ანდრეი ერმაკი დანიშნა.

შმიგალის მთავრობა

2020 წლის 6 მარტს გონარჩუკის მთავრობა დენის შმიგალის მთავრობამ ჩაანაცვლა. გონარჩუკის მოულოდნელმა წასვლამ პრესაში გაურკვევლობა გამოიწვია. 2020 წლის სექტემბრისთვის ზელენსკის რეიტინგი 32%-მდე დაეცა.

დონბასის კონფლიქტის დასრულების მცდელობა

ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო დონბასში ომის დასრულება და იქ რუსეთის მიერ დაფინანსებული სეპარატისტული მოძრაობის გაქრობა. 3 ივნისს ზელენსკიმ კონფლიქტის მოგვარების მიზნით უკრაინის ყოფილი პრპეზიდენტი ლეონიდ კუჩმა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენლად დანიშნა. 2019 წლის 11 ივლისს ზელენსკიმ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც მან მოუწოდა პუტინს დაწყებულიყო მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნების შუამავლობით. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ორივე მხარის მიერ დაკავებული პატიმრების გაცვლა. 2019 წლის ოქტომბერში, ზელენსკიმ გამოაცხადა სეპარატისტებთან დადებული წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა პატივს სცემს რეგიონში გამართულ არჩევნებს, რუსეთის მიერ „პატარა მწვანე კაცების“ გაყვანის სანაცვლოდ (ამ ტერმინით აღნიშნავენ ჯარს ფორმალურად რუსული ფორმის გარეშე). შეთანხმებას მძიმე კრიტიკა და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა როგორც პოლიტიკოსებში, ისე უკრაინულ საზოგადოებაში. მოწინააღმდეგეებმა აღნიშნეს, რომ დონბასში ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რადგან სეპარატისტებმა დიდი ხანია განდევნეს პრო-უკრაინელი მაცხოვრებლების უმეტესობა რეგიონიდან პრორუსული უმრავლესობის უზრუნველსაყოფად. Zelenskyy defended his negotiations, saying the elections would not be held before a Russian withdrawal. შეთანხმებამ ვერ შეძლო კონფლიქტის განმუხტვა, რადგან სეპარატისტებმა განაგრძეს თავდასხმები და რუსეთი აგრძელებდა მათთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.

რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი 2022 წლის 28 თებერვალს ომის დროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ
ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის რეგიონში მებრძოლ ჯარისკაცთან, სამხედრო ჰოსპიტალში, 13 მარტს

უკრაინის დროით 05:00 საათამდე (UTC+2) (06:00 მოსკოვის დროით, UTC+3) 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსულმა რაკეტებმა უკრაინაში რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაარტყეს და ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ზელენსკიმ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საბოლოოდ წყდება, გადაწყვეტილება შემოღებისთანავე ამოქმედდა. მოგვიანებით მან საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

25 თებერვალს ზელენსკიმ თქვა, რომ მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ისახავდა მიზნად, ისინი სამოქალაქო ობიექტებსაც ურტყამდნენ და თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ამავე დღეს დილით გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რუსეთის მხრიდან მისი სამიზნეში ამოღების შესახებ, მაგრამ ის რჩება კიევში და მისი ოჯახი დარჩება ქვეყანაში. „მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით“, - თქვა მან.

26 თებერვლის დილით, კიევიზე რუსული ჯარების ყველაზე მასობრივი და გარდამტეხი თავდასხმის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და თურქეთის პრეზიდენტმა რეფეჯ თაიფ ერდოღანმა მოუწოდეს ზელენსკის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას, რაშიც ორივე დახმარებას აღუთქვამდა. ზელენსკიმ უარი განაცხადა ორივე შეთავაზება და არჩია დარჩენა კიევში თავის თავდაცვის ძალებთან ერთად. „ბრძოლა აქ არის [კიევში], მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა გაქცევა“.

უკრაინის მოსახლეობის 90% მხარეს უჭერდა ზელენსკის ქმედებებეს, მათ შორის 90%-ზე მეტი დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში და 80%-ზე მეტი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. „Pew Research Center“-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 72%-ს ჰქონდა ნდობა ზელენსკის საერთაშორისო აქტების მიმართ.

ზელენსკიმ მოიპოვა მსოფლიო აღიარება, როგორც უკრაინის ლიდერმა რომელიც შეუპოვრად ებრძვის რუსულ აგრესიას, ისტორიკოსმა ენდრიუ რობერტსმა ზელენსკი უინსტონ ჩერჩილს შეადარა.

რუსეთის ძალების მიერ მოკლულ მშვიდობიან უკრაინელებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა:

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
„ჩვენ არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ, ჩვენ დავსჯით ყველას, ვინც ახორციელებს ამ სადიზმს ჩვენს ტერიტორიაზე. ყველა ნაძირალამ, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ჩვენს ტერიტორიას, ხალხს, დაბომბა ჩვენი მიწა, ისროდა რაკეტებს, იძლეოდა განკარგულებას და აჭერდა თითს ღილაკს, უნდა იცოდეს: თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ მშვიდ ადგილს ამ მიწაზე, გარდა სამარისა“

„Times of Israel“-მა ვოლოდიმირ ზელენსკის „უკრაინული დემოკრატიის ებრაელი მცველი“ უწოდა. Gal Beckerman of „The Atlantic“-ის ჟურნალისტმა გალ ბეკერმანმა აღწერა ზელენსკი როგორც „მსოფლიოსთვის ბოძებული ებრაელი გმირი“.

7 მარტს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გადაწყვიტა ზელენსკთვის მიენიჭებინა ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი ლომის ორდენი „მისი მამაცობისა და გამბედაობისთვის რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
ზელენსკი პოლონეთის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, კიევი, 15 მარტი

ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვედრასა და მოლაპარაკებებზე, განაცხადა: „რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ეხლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე! რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“. ზელენსკიმ განაცხადა რომ ის „99,9%-ით“ დარწმუნებულია იმაში რომ პუტინს თვლიდა, რომ უკრაინელები მის აგრესორ ძალებს „ყვავილებითა და ღიმილით“ დახვდებოდნენ.

7 მარტს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთმა მოითხოვა უკრაინის ნეიტრალიტეტი, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აღიარება რუსეთის ტერიტორიად და დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა უკრაინის მიერ. 8 მარტს ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა განეხილა პუტინის მოთხოვნები. ზელენკის თქმით ის მზადაა „დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის“.

2022 წლის 15 მარტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ.

16 მარტს ინტერნეტში გამოჩნდა დამონტაჟებული ყალბი ვიდეო, რომელშიც თითქოსდა ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს რუსეთისთვის დანებებას მოუწოდებდა.

2022 წლის 27 მარტს სლოვაკეთმა მიანიჭა ზელენსკის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, ალექსანდრე დუბჩეკის სახელმწიფო ჯილდო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში შეადარა 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრას.

პოლიტიკური ხედვები

რუსეთ-უკრაინის ომი

ზელენსკი აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდანის მოძრაობას. დონბასის ომის დროს ის აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინულ არმიას. ზელენსკი ფინანსურად დაეხმარა დონბასში მებრძოლ უკრაინულ ბატალიონს.

სამთავრობო რეფორმები

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზელენსკი მოსახლეობას დაჰპირდა კანონპროექტებს კორუფციასთან საბრძოლველად, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტის, უმაღლესი რადას (უკრაინის პარლამენტის) წევრებისა და მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის მოხსნას, კანონს იმპიჩმენტის შესახებ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას და ეფექტური სასამართლო პროცესის უზრუნველყოფას მოსამართლეთა მიერ. მან პირობა დადო, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასი „ნატოს სტანდარტის“ დონემდე გაიზრდება.

პანდორას დოსიე

2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული Pandora Papers-ის დოკუმენტებში სხვა ქვენყების ლიდერებეთან ერთად ფიგურირებდა ვოლოდიმირ ზელენსკიც. დოკუმენტებით გაირკვა რომ ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ფლობდა წილს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ოფშორ კომპანიაში.

პირადი ცხოვრება

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

2003 წლის სექტემბერში ზელენსკი დაქორწინდა ოლენა ზელენსკაზე (კიაშკო). ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

წყვლის პირველი ქალიშვილი ალექსანდრა, 2004 წლის ივლისში შეეძინა. ზელენსკის 2014 წელს გადაღებულ ფილმში 8 New Dates, მან ითამაშას პროტაგონისტის ქალიშვილის, საშას როლი. 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო შოუში The Comedy Comet Company Comedy's Kids და მოიგო 50 000 გრივნა. წყვილის მეორე შვილი, კირილო 2013 წლის იანვარში დაიბადა.

ზელენსკის ქონება 2018 წელს დაახლოებით 37 მილიონი გრივნას (დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.

2020 წლის 9 ნოემბერს ზელენსკის დაუდასტურდა COVID-19 და სამი დღის შემდეგ ჰოსპიტალიზირებული იქნა. 23 ნოემბერს ცნობილი გახდა რომ ზელენსკი სრულად გამოჯანმრთელდა ვირუსისგან.

ჯილდოები და დეკორაციები

ფილმოგრაფია

წელი ფილმის სახელი როლი
2009 „სიყვარული დიდ ქალაქში“ იგორი
2011 „საოფისე რომანი. ჩვენი დრო“ ანატოლი ნოვოსელცევი
2012 „სიყვარული დიდ ქალაქში 2“ იგორი
2012 „რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ“ ნაპოლეონი
2012 „8 პირველი პაემანი“ ნიკიტა სოკოლოვი
2014 „სიყვარული ვეგასში“ იგორ ზელენსკი
2015 „8 ახალი პაემანი“ ნიკიტა სოკოლოვი
2018 „მე, შენ, ის და ის“ მაქსიმ ტკაჩენკო

სერიალები და შოუები

წელი სახელი როლი შენიშვნა
2006 „ცეკვა ვარსკვლავებთან“ კონკურსანტი
2008–2012 „Svaty“ პროდიუსერი
2015–2019 ხალხის მსახური ვასილი გოლობოროდკო

რესურსები ინტერნეტში

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრეული ცხოვრება, სამსახიობო კარიერა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო


Tags:

ვოლოდიმირ ზელენსკი ადრეული ცხოვრებავოლოდიმირ ზელენსკი სამსახიობო კარიერავოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკური კარიერის დასაწყისივოლოდიმირ ზელენსკი 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიავოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტივოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკური ხედვებივოლოდიმირ ზელენსკი პანდორას დოსიევოლოდიმირ ზელენსკი პირადი ცხოვრებავოლოდიმირ ზელენსკი ჯილდოები და დეკორაციებივოლოდიმირ ზელენსკი ფილმოგრაფიავოლოდიმირ ზელენსკი რესურსები ინტერნეტშივოლოდიმირ ზელენსკი სქოლიოვოლოდიმირ ზელენსკი1978201925 იანვარიკრივოი-როგისსრკუკრაინელებიუკრაინის პრეზიდენტიუკრაინის სსრუკრაინული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სასმელი წყალიაპენდიციტისანტიმეტრიგერმანიანიუტონის კანონებიაფრიკაქართული გვარისაქართველოს ქალაქებიოქსიდიჰემოგლობინიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგიორგი ყიფშიძეემპათიაიუსტინიანე Iშუშანიკის წამებამარათონის ბრძოლაალექსანდრე ყაზბეგიენგურის ჰიდროელექტროსადგურითბილისის ისტორიაქუთაისიჩინეთის დიდი კედელიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგამთლიანი შიდა პროდუქტი24 აპრილიანტონიმიკავკასიონიბარდა სკლიაროსიმსოფლიოს მოსახლეობაკაცია-ადამიანი?!მეჰმედ IIბუდიზმიანდებისაქართველოს კონსტიტუციანეკერჩხალილობიომეორე მსოფლიო ომიქისტებიესპანეთილუვრიიესო ქრისტეილია IIკათოლიციზმიბახტრიონის ბრძოლახეოფსის პირამიდასალომე ზურაბიშვილინიუ-იორკირიკოთის უღელტეხილიალბანეთიმინერალებინაირა გელაშვილიკლიმატის ცვლილებაგრიგოლ ხანძთელიკრწანისის ბრძოლაჩვეულებრივი სელაპიკუნთებიქვეშეთიკონსერვატიზმისაქართველოს მდინარეების სიაქართლირომის იმპერატორების სიასასანიანთა იმპერიაპრომეთეწითელი წიგნიდეციმეტრიოგანესონიიაკობ გოგებაშვილიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსაქართველოს მმართველთა სიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპარალელოგრამიეგზისტენციალიზმილიზა იასკოალექსანდრე პუშკინიქვეყნების სიადემეტრე Iდემეტრე II თავდადებულიმიხეილ ჯავახიშვილიშაშვისაბერძნეთი🡆 More