ლანჩხუთი

ლანჩხუთი — ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის დაწესებულებები, სამი საჯარო და ერთი სამრევლო სკოლა, თეატრი. გამოდის ორი გაზეთი: „ლაჩხუთი+“ და „ჰო და არა“. მოქმედებს მუნიციპალური ბიბლიოთეკა.

ქალაქი
ლანჩხუთი
ლანჩხუთი
ქალაქის ხედი სოფელ შუხუთიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′15″ ჩ. გ. 42°02′10″ ა. გ. / 42.08750° ჩ. გ. 42.03611° ა. გ. / 42.08750; 42.03611
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1961
ცენტრის სიმაღლე 25 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ლანჩხუთი 6395 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,2 %
სომხები 1,0 %
რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 494
საფოსტო ინდექსი 2800
ოფიციალური საიტი lanchkhuti.gov.ge
ლანჩხუთი — საქართველო
ლანჩხუთი
ლანჩხუთი — გურიის მხარე
ლანჩხუთი

ეტიმოლოგია

ლეგენდის თანახმად სალაშქროდ მიმავალ თამარ მეფეს ლანჩხუთის ტერიტორიაზე მისვლამდე ცხენებს ხუთი ლანჩის გამოცვლა დასჭირდა და ამის მიხედვით თითქოსდა ეს დასახელებაც აქედან მომდონარეობს.

ლანჩხუთის ეტიმოლოგია მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შეხედულებით, რომელიც შემდეგ გაიმეორა და განავრცო ზურაბ ჭუმბურიძემ, ქალაქის სახელი უკავშირდება მეგრულ-ჭანურ სიტყვა ჩხუ-ს (ჩხოუ-ს), რაც ძროხას ნიშნავს. ამრიგად, ლანჩხუთი აღნიშნავს საძროხეს.

სხვა მოსაზრება ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილის ციტატას ლანჩხუთის შესახებ:

ლანჩხუთი 
„...აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთს სამხრით წამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად...“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

მისი მიხედვით ტიპონიმის თავდაპირველი ძირი იყო „ჩქუ“ და არა „ჩხუ“. „ჩქუ“ მეგრულად სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩანს“. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლანჩქუთი, იგივე ლანჩხუთი ნიშნავს „სამზერს“, „გადასახედს“. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ უწინდელი სოფელი ლანჩქუთი მაღლობში, გურიის ქედზე იყო გაშენებული და მოსახლეობამ ქვევით, დაბლობში მოგვიანებით გადაინაცვლა.

გეოგრაფია

მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მ. ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,8 °C, იანვარში 4,2 °C, ივლისში 23 °C, ნალექებია 1980 მმ წელიწადში.

ქალაქი დაშორებულია თბილისიდან 274 კმ-ით, ბათუმიდან 85 კმ-ით, ფოთიდან 42 კმ-ით. ლანჩხუთში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12.

ლაშისღელე

ლაშისღელე, იგივე ლაშე 1908 წელს ცალკე სოფლადაა აღრიცხული მოსახლეობით 618 ადამიანი. საბჭოთა პერიოდში ლანჩხუთის საქალაქო საბჭოში შედიოდა სოფელ ლაშისღელის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მდინარებს - ლაშისღელესა და საჭინკლეს შორის, ზღვის დონიდან 80 მ., ლანჩხუთის ცენტრიდან 1 კმ. ამჟამად ლაშისღელე ცალკე სოფლად აღარ მოიხსენიება.

ისტორია

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. 1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი. 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, ხოლო 1900 წელს — ბიბლიოთეკა. 1907 წლიდან ლანჩხუთის სასწავლებელი სამკლასიანი გახდა. 1912 წელს ლანჩხუთში იდგა წმინდა გიორგისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები. ნათლისმცემლის ეკლესია ქვის იყო და ქვისავე გალავანი ჰქონდა, ხოლო წმინდა გიორგის ეკლესია კი ხით იყო ნაგები. მოქმედებდა ორკლასიანი საქალებო სკოლა. 1916 წელს ლანჩხუთში მოქმედებდა თეატრი. ამავე წლიდან ლანჩხუთის სამკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად. 1922 წლის 26 მაისს სოფლის ცენტრში გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია. ლანჩხუთი რაიონის ცენტრი გახდა 1930 წელს. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893 3069
1911 ლანჩხუთი  4382
1922 ლანჩხუთი  2500
1939 ლანჩხუთი  4153 1960 2193
1959 ლანჩხუთი  6738 3017 3721
1970 ლანჩხუთი  7837 3607 4230
1979 ლანჩხუთი  6506 2942 3564
1989 ლანჩხუთი  9021 4199 4822
2002 ლანჩხუთი  7873
2014 ლანჩხუთი  6395

რელიგია

ლანჩხუთში არის შემოქმედის ეპარქიის რეზიდენცია. დგას ოთხი ეკლესია: ღვთისმშობლის, წმინდა ბარბარეს, იოანე ნათლისმცემლის და წმინდა პანტელეიმონის სახელობისა.

მუზეუმები

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ლანჩხუთში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს. დღესდღეობით მუზეუმში 7886 არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სახვითი ხელოვნების, ეთნოგრაფიული, ბუნების, ისტორიული ექსპონატია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია, ანტიკური ხანის კერამიკა, IV საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, XI საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე, გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები და სხვ.

ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმი

ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმი დაარსდა 2009 წლის 12 ნოემბერს. იგი ატარებს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობისა და რეჟისორის, ვალოდია ეპიფანეს ძე წულაძის სახელს. მუზეუმში განთავსებულია ვალოდია წულაძის მოღვაწეობის ამსახველი კადრები, მისი ნივთები, მასთან დაკავშირებული ადამიანების ფოტოსურათები და ა. შ.

თემურ ფირცხალაიშვილის სახლ-მუზეუმი

თემურ ფირცხალაიშვილი სახელობის შემოქმედთა მუზეუმი დაარსდა 2011 წლის პირველ მარტს, ხოლო გაიხსნა 2011 წლის 20 ივლისს, პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით. მუზეუმი განთავსებულია კერძო სახლში, რომელიც აგებულია XX საუკუნის 50-იან წლებში. დღეისათვის მუზეუმი შენობის მეორე სართულის ორ დარბაზშია განთავსებული. პირველი დარბაზი მთლიანად ეთმობა მწერლებს, პოეტებს, პუბლიცისტებს, ხოლო მეორე დარბაზში გამოფენილია კომპოზიტორების, მომღერლების, მხატვრების, ლოტბარების, მოცეკვავეებისა და ფოტოხელოვანთა შემოქმედება.

სპორტი

ქალაქ ლანჩხუთის ისტორიისა და მოსახლეობის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საფეხბურთო კლუბი „გურია“, რომელიც ორჯერ თამაშობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. კლუბი ჩამოყალიბდა 1925 წელს და ერქვა „კიმი“. სახელწოდება „გურია“ გუნდმა ოზურგეთის საფეხბურთო კლუბთან ორთაბრძოლაში მოიპოვა. ერთხელ მოიპოვა საქართველოს თასი, ხოლო ორჯერ დაკავა მეორე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში. ამჟამად კლუბი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

ისტორიული ძეგლები

ლანჩხუთის უბან აგარაკში შემორჩენილია ნაეკლესიარი გალავნის ფრაგმენტითა და სამრეკლოთი. ქვის ცილინდრული ფორმის, ოთხი მეტრი. სიმაღლის სამრეკლო ჩატანებულია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაშენია ფლეთილი ქვით.

ცნობილი ადამიანები

ლანჩხუთში დაიბადნენ:

დაძმობილებული ქალაქები

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლანჩხუთი ეტიმოლოგიალანჩხუთი გეოგრაფიალანჩხუთი ისტორიალანჩხუთი მოსახლეობალანჩხუთი რელიგიალანჩხუთი მუზეუმებილანჩხუთი სპორტილანჩხუთი ისტორიული ძეგლებილანჩხუთი ცნობილი ადამიანებილანჩხუთი დაძმობილებული ქალაქებილანჩხუთი გალერეალანჩხუთი ლიტერატურალანჩხუთი რესურსები ინტერნეტშილანჩხუთი სქოლიოლანჩხუთიბიბლიოთეკაგურიის მხარელანჩხუთის მუნიციპალიტეტისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

23 აპრილიჯემალ ქარჩხაძეერთეულთა საერთაშორისო სისტემაროდოსის კოლოსიეკოლოგიაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაკობიდედამიწის დღემინერალებიჩემი ცოლის დაქალებიხევსურეთისეტყვაადამიანის უფლებებინაცვალსახელითამარ მეფეხელოვნებაკავკასიონიანალური სექსივერცხლიბიძინა ივანიშვილიქაქუცა ჩოლოყაშვილიინგლისური ენასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითნოქალაქევიპირველი მსოფლიო ომიჰემანგიომაქუნთრუშაფემინიზმიალუდა ქეთელაური (მომღერალი)ნიჰილიზმირომისულხან-საბა ორბელიანითეიმურაზ IIუცხოური აგენტების კანონისაქართველოს სახელმწიფო გერბიიუდაიზმიკვარცისასწორი (ასტროლოგია)სამცხე-ჯავახეთის მხარეხარებამიტოზიაზოშვეიცარიარევაზ ინანიშვილისაქართველობაგრატის ტაძარისოკოებინაირა გელაშვილიბერლინის კედელისაქართველოს პარლამენტიჰარი პოტერიქრომოსომამასტურბაციაგალაკტიონ ტაბიძებიზანტიის იმპერიამწერებიინტერნეტიგეორგიევსკის ტრაქტატიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმარიხუანამეტაფორაანტარქტიდანიკორწმინდის ტაძარი24 აპრილიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშირიონიზვიგენებივარშავის პაქტიამერიკის შეერთებული შტატებიინდოეთიანდაზაალკოჰოლიზმინაციონალიზმიილია ჭავჭავაძესიმკვრივემერწყულიჰიპერბოლა (ენა)🡆 More