ძროხა

ძროხა, ფური — დედალი მსხვილი რქოსანი საქონელი, რომელმაც მოიგო ხბო.

დედალს, რომელსაც არასდროს მოუგია, უშობელი ეწოდება. ძროხებს იყენებენ მსხვილი რქოსანი საქონლის ჯოგის მოსამრავებლად, ასევე რძისა და ხორცის პროდუქტების მისაღებად.

ძროხა
ძროხა

ძროხის საზარდულის ნაწილში მდებარეობს ცური/ჯიქანი (სარძევე ჯირკვლები), რომელიც შედგება ერთმანეთისაგან გამოყოფილი 2 წინა, ანუ მუცლის, და 2 უკანა, ანუ ბარძაყის, ნაწილისგან. მერძეული ძროხის ჯიქანი ჯამისებრი ფორმისაა, სხეულზე მტკიცედაა შეერთებული, აქვს გრძელი, დაკლაკნილი, მკვეთრად გამოხატული ვენები; ჯიქნის ნაწილები თანაბარი და სიმეტრიულად განლაგებულია. ხბოს სქესობრივი სიმწიფე 7–10 თვეში დგება, შთამომავლობის მისაღებად პირველ დამაკებას (ან ხელოვნურ განაყოფიერებას) ახდენენ 16–18 თვის ასაკში. მაკეობა 250–310 დღე გრძელდება. ხბოს მოგების წინ ძროხას „აშრობენ“ (წყვეტენ წველას), რის შემდეგაც ლაქტაცია წყდება, დგება ე.წ. მშრალობის პერიოდი, რომელიც 45–60 დღე გრძელდება. ლაქტაციის პერიოდი 280–320 დღეა. პროდუქტიულობის პიკი მე-5–6 ლაქტაციაზეა. ძროხის სამეურნეო გამოყენების მაქსიმალური ვადა 9–12 ლაქტაციამდეა, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს შეადგენს. ხორცისა და რძის პროდუქტიულობის მაჩვენებლები დამოკიდებულია ჯიშის თვისებებზე, კვებისა და შენახვის პირობებზე.

ფურს ასევე ეძახიან ზოგიერთ დედალ დიდი ზომის წყვილჩლიქოსან ცხოველს (ირემს, ლოსს და სხვ.).

სქოლიო

Tags:

მსხვილი რქოსანი საქონელირძეხორცი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტემპერამენტის ტიპებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაზედსართავი სახელიწრეწირირომის რესპუბლიკაგიორგი ჩაკვეტაძექართული გვარიმონაკოსაფრანგეთის რევოლუციამილიმეტრისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაგურიის მხარეკახა კალაძეელინიზმიქეთო და კოტე (ოპერა)ალეკო ელისაშვილიხემარწყვაპლურალიზმიანა კალანდაძეკევინ დე ბრეინემსოფლიოს უდიდესი ქალაქებითბილისის ეროვნული პარკითბილისის კურორტების ჯგუფისაქართველოს დაცული ტერიტორიებიკრავაი ჯაყელი18 აპრილიკარტოფილისისხლის მიმოქცევის სისტემაერლინგ ჰოლანიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისაქართველოს სახელმწიფო დროშაძველი ეგვიპტესამკუთხედიეკოლოგიართველიაფრიკის ქვეყნების სიარენესანსილანა როუდსიდედამიწაბაროკოქრომოსომაზამთარისუფრის მარილიანარქიზმიგონიოს ციხეტემპერატურაალექსანდრე I დიდითანდებულიპუნიკური ომებიდეკლარაციაქვეწარმავლებიგიორგი II (საქართველოს მეფე)საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიკირჩხიბი (ასტროლოგია)სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველო IV საუკუნეშიქვეყნების სიაისრაელიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაანა დოლიძეიმერეთის მხარეპეტრე I დიდითევზები (ასტროლოგია)ტოლგვერდა სამკუთხედიმზის სისტემაევროკავშირიქაქუცა ჩოლოყაშვილისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაბო თბილელის წამებადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებივიკისაწყობიკახეთიოპერაინგლისიანტარქტიდადემაგოგიაბაგრატიონები🡆 More