ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ახალციხე.

ადმინისტრაციული ერთეული
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ახალციხე
კოორდინატები 41°38′20″ ჩ. გ. 42°59′10″ ა. გ. / 41.638889° ჩ. გ. 42.986111° ა. გ. / 41.638889; 42.986111
მერი ირაკლი ლაზარაშვილი
დაარსდა 1935
ფართობი 1010.3 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ახალციხის მუნიციპალიტეტი 38 895 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 38,51 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 68 %
სომხები 30,9 %
რუსები 0,4 %
ბერძნები 0,2 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 68 %
გრიგორიანები 17,4 %
კათოლიკეები 12,6 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://akhaltsikhe.ge
ახალციხის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან - ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან - ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ისტორია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 2014 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გამოეყო ქალაქი ახალციხე.

გეოგრაფია

მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვისწყლის ხეობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია — 1010 კვ.კმ-ა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 410 კვ.კმ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან: სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები. მის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საერთაშორისო ავტომაგისტრალები ს 8 და ს 11; აგრეთვე ახალციხე - ბათუმის გზა, ასევე ხაშური-ვალეს რკინიგზის მონაკვეთი.

რელიეფი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის. რელიეფი რთულია, გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც განლაგებულია 950 მ-დან (სოფელი აწყურთან) 2964 მ-მდე (მთა გუმბათი). მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ეროზიული მთა-ხეობათა რელიეფია. მუნიციპალიტეტი მდიდარია წიაღისეულით. მოიპოვება მურა ნახშირი, დიატომიტი, აქატი, თაბაშირი, საშენი მასალა.

ჰავა

ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე, ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ-ს არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ-ს არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისსა (64 მმ) და ივნისში (86 მმ) მინიმუმი ზამთრის თვეებში (იანვარი 20 მმ, თებერვალი 25 მმ).

შიგა წყლები

მთავარი მდინარეებია; მტკვარი, ფოცხოვისწყალი და მისი შენაკადები ქვაბლიანი და ურაველი. პატარა მდინარეებია; წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები.

მცენარეული საფარი

მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი ზონაა; გარდამავალი ტყესტეპისა, მთის ტყისა და მდელოსი. დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია. ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა, დიდი ფართობი უჭირავს ველის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან-რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.

ცხოველთა სამყარო

მუნიციპალიტეტში აქა იქ გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, გველი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი, ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო, მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტბის ბაყაყი, მდინარეებში არის კალმახი, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვა.

სასარგებლო წიაღისეული

ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა საბადოებით. სოფელ მუსხის მიდამოებში არის დიატომიტის საბადო, სოფელ ბოგასა და გიორგიწმინდაში - ახალციხის აქატის საბადოები, ხოლო ვალესა და ნაოხრების მიმდებარე ტერიტორიაზე არის ახალციხის მურა ნახშირის საბადო.

მოსახლეობა

მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია (68 %), ეთნიკური სომხები კი 30,9 %-ს შეადგენენ.

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 54 747
2002 45 741 ახალციხის მუნიციპალიტეტი 
2014 38 895 ახალციხის მუნიციპალიტეტი 
2021 39 500 ახალციხის მუნიციპალიტეტი 

ადგილობრივი თვითმმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირია გამგებელი. ტერიტორიული ერთეულებია:

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 28 27                                                    
  ნაციონალური მოძრაობა 2 8              
  საქართველოსთვის 2    
  ევროპული საქართველო 3 1  
  დამოუკიდებელი * 1  
სულ 33 39  
* გამოეყო „ქართულ ოცნებას“

ეკონომიკა

ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.

განათლება და კულტურა

მუნიციპალიტეტში არის 9 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო სკოლა და ვალეს სამუსიკო სკოლა. მუნიციპალიტეტში არის 42 ბიბლიოთეკა.

ღირსშესანიშნაობანი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ახალციხის მუნიციპალიტეტი ისტორიაახალციხის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიაახალციხის მუნიციპალიტეტი მოსახლეობაახალციხის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობაახალციხის მუნიციპალიტეტი ეკონომიკაახალციხის მუნიციპალიტეტი განათლება და კულტურაახალციხის მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობანიახალციხის მუნიციპალიტეტი რესურსები ინტერნეტშიახალციხის მუნიციპალიტეტი სქოლიოახალციხის მუნიციპალიტეტიახალციხესამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რენესანსისამხრეთი ამერიკასაქართველოს პრეზიდენტიშოთა რუსთაველისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაბაში-აჩუკიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითბათუმიღანძილიპორტრეტისამხრეთი კორეახელოვნური ინტელექტიგორიმიუზიკლიქართული სამზარეულოივანე მაჩაბელიქართული ხალხური ცეკვებიგიორგი III (საქართველოს მეფე)კავკასიონიThe Beatlesადამიანის ჩონჩხიხინკალიმტკვარიკილომეტრითხის რქა (ასტროლოგია)იოჰან სებასტიან ბახიგაზაფხულიცხენისწყალიმინერალებიშუშანიკის წამებაკურო (ასტროლოგია)უფლისციხერაჭაამერიკის შეერთებული შტატებივიტამინებიგიორგი მამარდაშვილიშავი ზღვის თევზების სიავენერათანდებულიმიხეილ ხერგიანირიცხვითი სახელიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემა16 აპრილიჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიმონაკოფეხბურთიკახა კალაძელომი (ასტროლოგია)ყინწვისის მონასტერიპაბლო პიკასოერთიანი ნაციონალური მოძრაობაბიძინა ჩოლოყაშვილინარკომანიარელიგიაბალდუინ IV იერუსალიმელიდემოკრატიარუსუდანიაქლემივანიკონსტიტუციალეიკოციტებიფუტკრებიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაკუებისაქართველოს მუნიციპალიტეტებითინათინ ბოკუჩავანიზიბისის ზავისვანეთიამერიგო ვესპუჩიხმელთაშუა ზღვაპირველი მსოფლიო ომიბრუნებასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიგერმანიაეროზიასაქართველოს წითელი ნუსხა🡆 More