გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი.

ადმინისტრაციული ერთეული
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
გორის მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი გორი
კოორდინატები 41°58′00″ ჩ. გ. 44°06′00″ ა. გ. / 41.966694° ჩ. გ. 44.100000° ა. გ. / 41.966694; 44.100000
მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ფართობი 1352 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა გორის მუნიციპალიტეტი 125 692 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 92,97 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,4 %
ოსები 1,4 %
სომხები 1,1 %
აზერბაიჯანელები 0,4 %
რუსები 0,3 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 97,35 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 370
საფოსტო ინდექსი 1400–1499
ოფიციალური საიტი https://www.gori.gov.ge/
გორის მუნიციპალიტეტი — საქართველო
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტი — შიდა ქართლი
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

ისტორია

ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიდა ქართლის („ზენა სოფლის“) ისტორიულად დაწინაურებული რეგიონი იყო. იგი საქართველოს ცენტრალურ მხარეს — „ქვეყანას“ წარმოადგენდა. აქ იკვეთებოდა საქართველოს უმთავრესი სამიმოსვლო გზები. ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის ნაკვალევი მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტერიტორია ინტენსიურად არის ათვისებული ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში. ამ პერიოდში შეიმჩნევა ზოგიერთი სამოსახლოს გამსხვილება და გარკვეული მიკრორაიონის ცენტრად გადაქცევის ტენდენცია (მაგ., გუდაბერტყა). ადრინდელი ანტიკური ხანისათვის (ძვ. წ. VI–IV სს.) აღმოსავლეთ საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მათგან ერთ-ერთი იყო „ზენა სოფელი“, რომლის ცენტრი მდებარეობდა უფლისციხის მიდამოებში. ადრინდელი ფეოდალიზმის ხანაში ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მტკვრის სამხრით მდებარე ნაწილი შედიოდა ტანისხევში, ჩრდილოეთ ნაწილი კი რეხას, გვერდისძირს, საცხუმეთსა და აჩაბეთის ხევს ეკუთვნოდა. X საუკუნეში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოიქმნა ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული „ქვეყანა“ (ცენტრი — უფლისციხე), მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე — მეორე „ქვეყანა“, რატი ბაღვაშის საერისთავოდ წოდებული (ცენტრი — ატენი). XII–XIII სსაუკუნეებში ნაჭარმაგევში (ახლანდ. კარალეთი) მდებარეობდა გაერთიანებული საქართველოს მეფეთა სასახლეები. XV საუკუნიდან ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა საამილახვროს, სამაჩაბლოს, ქსნის საერისთავოს და საციციანოს შემადგენლობაში. XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ ანუ სასარდლოდ. რეგიონის ტერიტორია შედიოდა მეორე და მეოთხე სადროშოში, სადაც ერთის სათავეში იდგა ამილახვართა ფეოდალური სახლობა, ხოლო მეორისაში — ციციშვილთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლობა. ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, ნიქოზის, რუისისა და მცხეთის საეპისკოპოსოებზე. 1802 წელს შეიქმნა გორის მაზრა.

გორის რაიონი შეიქმნა 1930 წელს. 1991 წლის კანონით მას შეუერთდა ყოფილი ცხინვალის რაიონი, თუმცა ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო კანონი პრაქტიკულად არ აღსრულებულა. 2006 წლიდან ძველ საზღვრებში ეწოდა გორის მუნიციპალიტეტი. 2014 წელს განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის ნაცვლად რამდენიმე ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება. 2014-17 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო თვითმმართველი ქალაქი გორი („ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი“).

ბუნება

გეოგრაფიული მდებარეობა

გორის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. გორის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია (ცხინვალის რეგიონი), აღმოსავლეთით — კასპის, დასავლეთით — ქარელის, სამხრეთით კი ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი (გორი), 21 სასოფლო თემი (ატენი, ახალუბანი, ბერბუკი, ბოშური, დიცი, ვარიანი, ზეღდულეთი, კარალეთი, მერეთი, მეჯვრისხევი, მღებრიანი, ნიქოზი, საყავრე, სკრა, ტინისხიდი, ტირძნისი, ტყვიავი, ქვახვრელი, შავშვები, შინდისი, ძევერა) და ერთი სათავო სოფელი (ხიდისთავი).

რელიეფი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი (გორის ვაკე და შუა მტკვრის ხეობის ძირი) აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, კენჭნარით, ქვიშნარითა და თიხნარით, სამხრეთის ნაწილი — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა — უმთავრესად პალეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, მერგელებით, თიხებით, კირქვებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით და ცარცული ასაკის ნალექებით: კირქვებით, მერგელებით, თიხებით, ავგიტიანი პორფირიტებით და მათი ტუფებით, ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და სხვ. კვერნაქის ქედი, აგრეთვე თრიალეთის ქედის მთისწინეთის ნაწილი აგებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, იშვიათად კირქვებითა და მერგელებით. მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ოთხი მთავარი მორფოლოგიური ერთეული: 1. გორის ვაკე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლ. 39,7 % უჭირავს. მისი საშუალო სიმაღლეა 745 მ, დახრილია სამხრით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიკრორელიეფის მთავარი ელემენტებია ეროზიული ხეობები და მეოთხეული ტერასები, რომლებიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული მდ. ლიახვის გასწვრივ; 2. შუა მტკვრის ხეობა, რომლის ძირზე გაშლილია ვრცელი ტერასული ვაკეები. აქ აკუმულაციურ ფორმებთან ერთად გვხვდება რელიეფის დენუდაციური და მეწყრული ფორმები; 3. კვერნაქის ქედი. იგი ვაკის ზედაპირიდან 100-120 მ-ზეა, ხოლო მტკვრის ხეობის ძირიდან თითქმის 170-200 მ-მდე მაღლდება, უმაღლესი წერტილის აბსოლუტური სიმაღლე 879 მ აღწევს; 4. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართული შტოქედებითა და მათ შორის ღრმად ჩაჭრილი ეროზიული (ნაწილობრივ ტექტონიკური) ხეობებით. შტოქედები ზოგან მტკვრის ნაპირს ებჯინება და ციცაბოდ ეშვება ხეობაში. თრიალეთის ჩრდ. კალთისათვის ნიშანდობლივია საფეხურებად განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები.

ჰავა

გორის ვაკეზე და შუა მტკვრის ხეობაში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, საშუალმთიან ზონაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში. თრიალეთის ქედის თხემურ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების მინიმუმით ზამთარში. ვაკე ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10-10,9 °C, მთიან ზონაში 7,7 °C ფარგლებში მერყეობს. იანვრის საშუალო ტემპერატურა ვაკეზე — 1,2 -1,7 °C, ხოლო მთიან ზონაში — 3,2 °C-მდე ეცემა, უფრო დაბალი ტემპერატურაა საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ვაკეზე აგვისტოს საშუალო ტემპემპერატურაა 22,5 °C, დაბალმთიან ზონაში 18,6 °C. ვაკეზე აბსოლუტური მაქსიმუმი 38-40 °C აღწევს, მთიან ზონაში 36 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 31 °C-მდეა, ვაკეზე ნალექები 585 მმ წელიწადში, დაბალმთიან ზონაში — 608 მმ. შედარებით მეტი ნალექი მოდის საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ნალექების მინიმუმი მოდის აგვისტოში (გორი 34 მმ), მაქსიმუმი — მაისში (სოფ. ორმოცი 84 მმ). გორის მუნიციპალიტეტში მთელი წლის განმავლობაში ქრის დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, ჭარბობს დასავლეთის ქარი. მთიან სამხრეთ ნაწილში იცის მთა-ხეობათა ქარები.

გორი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
36
 
 
4
−4
 
 
34
 
 
5
−3
 
 
36
 
 
11
1
 
 
53
 
 
17
6
 
 
76
 
 
21
10
 
 
72
 
 
25
14
 
 
54
 
 
28
17
 
 
49
 
 
28
17
 
 
44
 
 
24
13
 
 
55
 
 
18
8
 
 
52
 
 
12
2
 
 
42
 
 
7
−2
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climatebase.ru
ტირძნისი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
43
 
 
2
−7
 
 
43
 
 
4
−6
 
 
48
 
 
8
−2
 
 
69
 
 
15
3
 
 
93
 
 
20
8
 
 
92
 
 
23
11
 
 
70
 
 
26
14
 
 
62
 
 
26
14
 
 
56
 
 
22
9
 
 
65
 
 
16
5
 
 
61
 
 
9
0
 
 
54
 
 
4
−4
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climate-data.org
ქვემო ბოშური
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
35
 
 
1
−8
 
 
40
 
 
2
−7
 
 
47
 
 
7
−4
 
 
72
 
 
13
1
 
 
100
 
 
18
6
 
 
98
 
 
21
9
 
 
69
 
 
24
11
 
 
61
 
 
24
11
 
 
54
 
 
20
7
 
 
58
 
 
15
3
 
 
55
 
 
8
−2
 
 
43
 
 
3
−6
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climate-data.org
ნადარბაზი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
32
 
 
0
−10
 
 
43
 
 
1
−9
 
 
54
 
 
5
−5
 
 
82
 
 
10
−1
 
 
117
 
 
16
4
 
 
115
 
 
19
7
 
 
82
 
 
22
9
 
 
75
 
 
22
9
 
 
59
 
 
18
5
 
 
57
 
 
14
1
 
 
54
 
 
7
−3
 
 
39
 
 
2
−7
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climate-data.org

შიგა წყლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე მტკვარი, რომელსაც აქ ერთვის მდინარე ლიახვი (მარცხნიდან) და ტანა (მარჯვნიდან). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: პატარა ლიახვი, მეჯუდა (ლიახვის მარცხენა შენაკადები) და თეძამი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი). ლიახვსა და მისი სისტემის მდინარეებს სათავე კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აქვთ, ხოლო ტანასა და თეძამს — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით, ლიახვი საზრდოობს აგრეთვე მყინვარული წყლით. მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. გორის მუნიციპალიტეტის მდინარეები გამოყენებულია სარწყავად და ენერგეტიკის მიზნით. გაყვანილია სარწვავი სისტემები: ტირიფონის, დოეს-გრაკალის, სკრა-ქარელის, სალთვისისა და სხვა არხები. ტირიფონის სარწყავ არხზე აგებულია ტირიფონჰესი.

ნიადაგები

ვაკეზე გავრცელებულია ალუვიური (ძველი ალუვიური), მდელოს კარბონატული და ალუვიური ყავისფერი კარბონატული, ნიადაგები. თრიალეთის ქედის კალთაზე (ქვემოთ), მთისწინეთში და კვერნაქის ქედზე ტყის ყავისფერი ნიადაგებია. საშუალმთიან ზონაში განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. აქა-იქ (კეერნაქზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე) გვხვდება სხეადასხვა ტიპის მცირე სისქის სუსტად განვითარებული ნიადაგები, რომლებიც ზოგან ძლიერადაა ჩამორეცხილი. ალუვიური ნიადაგები, ასევვ ტყის ყავისფერი ნიადაგები მაღალნაყოფიერია და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის (ბაღები, ვენახები, მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული).

მცენარეული საფარი

გორის მუნიციპალიტეტის მცენარეულობა მრავალფეროვანია. ტერიტორიის 42,3% (58,8 ათ. ჰა) ტყე და ბუჩქნარია, ტყისშემქმნელი ჯიშებია: მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, ნაწილობრივ წიწვოვნებიც. ვაკეზე ძირითადად კულტურული მცენარეულობაა, მაგრამ შერჩენილია ბუნებრივი მცენარეულობაც. მდინარეთა გასწერივ გვხვდება ჭალის ტყეები. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობაა: მთისწინეთსა და კალთების ქვემო ნაწილში განვითარებულია მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანები, უფრო ზემოთ — მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ტყის ზოლის ზემო ნაწილში წიფლნარი ცვლის. არის წიწვიანებიც (ფიჭვნარი, ნაძვნარ-სოჭნარი). თრიალეთის ქედის თხემურ ნაწილში სუბალპური მდელოებია. მთისწინეთში, კვერნაქის ქედზე და ვაკეზე ფართოდაა გაერცელებული ჯაგეკლიანი მუხქნარი და ველის ბალახმცენარეულობა.

ცხოველთა სამყარო

გორის მუნიციპალიტეტში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება გარეული ღორი, შველი, კეთილშობილი ირემი, კვერნა, მაჩვი, დედოფალა, მგელი, ტურა, მელა, მურა დათვი, ტყის კატა, ფოცხვერი, ფართოდ არიან გავრცელებული ციყვი, თაგვისებრი მღრღნელები, კურდღელი, ზღარბი, თხუნელასებრნი და სხვა; ფრინველებიდან აღსანიშნავია როჭო, გნოლი, კაკაბი, მიმინო, ქორი, შევარდენი, სვავი, ყორანი, ბეღურა, მწყერჩიტა და სხვა; ქვეწარმავლებიდანკუ, ნაირგვარი ხვლიკები და გველები; ამფიბიებიდან — ბაყაყი, გომბეშო, ვასაკა, ტრიტონი, თევზებიდანციმორი, მურწა, წვერა, ხრამული, ტობი და სხვა.

ძირითადი ლანდშაფტები

გორის მუნიციპალიტეტში განვითარებულია ოთხი სახის ლანდშაფტი: 1. ზომიერად მშრალი ჰავის სუბტროპიკული ვაკეების ჯაგეკლიანი სტეპი ალუვიურ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე, 2. ზომიერად მშრალი ჰავიანი ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთის ბუჩქოვან-სტეპიანი და მეჩხერტყიანი ლანდშაფტი ტყის ყავისფერ ნიადაგებზე, 3. ზომიერ ნოტიო ჰაერანი შერეულფოთლოვანი და წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის ლანდშაფტი ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 4. ბუჩქოვან-მდელოიანი სუბალპები.

მოსახლეობა

ეთნიკური შემადგენლობა (ქ. გორი, 2014)
ქართველები
  
95.6%
სომხები
  
1.7%
ოსები
  
1.2%
სხვა
  
1.5%
ეთნიკური შემადგენლობა (სოფლები, 2014)
ქართველები
  
96.9%
ოსები
  
1.5%
სომხები
  
0.6%
სხვა
  
1.0%
გორის მუნიციპალიტეტი 
გარემოვაჭრე გორში

უკანასკნელი საყოველთაო აღწერის მონაცემებით (2014), გორის მუნიციპალიტეტში (ქ. გორის გარეშე) მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ქართველები (96,9 %), ცხოვრობენ აგრეთვე ოსები (1,5 %), მცირე რაოდენობით — სომხები (0,6 %) და სხვ. (1,0 %). ქალაქ გორშიც უმრავლესობას წარმოადგენენ ქართველები (95,6 %), შემდეგ მოდიან სომხები (1,7 %), ოსები (1,2 %) და სხვ. (1,5 %).

აღმსარებლობის მხრივ აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარია (ქ. გორში 97,7 %, სოფლებში 97,1 %), შემდეგ მოდიან იეჰოვას მოწმეები (0,9 % და 1,2 %) და სხვ. (1,4 % და 1,7 %).

სოფლებში კერძო შინამეურნეობათა რაოდენობამ — 23 263, ხოლო ერთწევრიანი შინამეურნეობების რაოდენობამ 4127 შეადგინა. ქალაქ გორში შესაბამისად 15 021 და 2581.

მოსახლეობა წლების მიხედვით

წელი მოსახლეობა
1959 წ. აღწ 103 445
1970 წ. აღწ. გორის მუნიციპალიტეტი  124 743
1979 წ. აღწ გორის მუნიციპალიტეტი  135 694
1989 წ. აღწ. გორის მუნიციპალიტეტი  149 759
1991 გორის მუნიციპალიტეტი  151,4 ათ.
წელი მოსახლ. 1 იანვ. საშ. წლ. მოსახლ. (ათ. კაცი) საყოველთ. აღწ.
1994 გორის მუნიციპალიტეტი  163,8 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  160,7
1995 გორის მუნიციპალიტეტი  157,6 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  155,5
1996 გორის მუნიციპალიტეტი  153,4 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  151,2
1997 გორის მუნიციპალიტეტი  149,0 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  147,5
1998 გორის მუნიციპალიტეტი  145,9 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  144,4
1999 გორის მუნიციპალიტეტი  142,9 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  141,9
2000 გორის მუნიციპალიტეტი  140,9 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  138,5
2001 გორის მუნიციპალიტეტი  136,1 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  133,7
2002 გორის მუნიციპალიტეტი  131,4 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  131,0 გორის მუნიციპალიტეტი  135 456
2003 გორის მუნიციპალიტეტი  130,7 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  130,5
2004 გორის მუნიციპალიტეტი  130,2 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  129,9
2005 გორის მუნიციპალიტეტი  129,5 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  129,2
2006 გორის მუნიციპალიტეტი  118,0 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  117,7
2007 გორის მუნიციპალიტეტი  117,5 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  117,3
2008 გორის მუნიციპალიტეტი  117,0 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  122,2
2009 გორის მუნიციპალიტეტი  127,3 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  127,1
2010 გორის მუნიციპალიტეტი  127,0 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  127,0
2011 გორის მუნიციპალიტეტი  127,0 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  126,7
2012 გორის მუნიციპალიტეტი  126,5 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  126,3
2013 გორის მუნიციპალიტეტი  126,1 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  126,0
2014 გორის მუნიციპალიტეტი  125,9 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  125,6 გორის მუნიციპალიტეტი  125 692
2015 გორის მუნიციპალიტეტი  125,4 ათ. გორის მუნიციპალიტეტი  125,0
2016 გორის მუნიციპალიტეტი  124 674 გორის მუნიციპალიტეტი  124,3
2017 გორის მუნიციპალიტეტი  123 841 გორის მუნიციპალიტეტი  123,5
2018 გორის მუნიციპალიტეტი  123 233 გორის მუნიციპალიტეტი  122,7
2019 გორის მუნიციპალიტეტი  122 193

კომენტარები

ეთნიკური შემადგენლობა

გორის მუნიციპალიტეტი (ქ. გორის გარეშე)
წელი სულ ქართველები ოსები სომხები რუსები აზერბაიჯანელები ბერძნები სხვა
1970 76 562 69 240 5815 515 357 201 26 408
1979 81 236 71 359 7935 773 354 557 123 135
1989 81 685 71 955 7799 712 347 580 106 186
2002 99 170 92 443 4905 742 366 567 45 102
2014 77 549 75 160 1162 483 149 459 40 96
ქ. გორი
წელი სულ ქართველები ოსები სომხები რუსები აზერბაიჯანელები ბერძნები უკრაინელები ებრაელები სხვა
1970 48 181 33 452 5763 2619 3616 106 75 2550
1979 54 977 39 936 7155 2624 3342 114 96 485 1031 191
1989 67 787 52 156 8222 2630 2791 162 131 489 1206
2002 49 516 45 514 1500 1230 770 40 52 94 316
2014 48 143 46 044 574 838 289 66 45 90 98 99

პოლიტიკა

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 31 24                                              
  ნაციონალური მოძრაობა 3 9                  
  საქართველოსთვის 1 3      
  ევროპული საქართველო 2
  შენების მოძრაობა 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
  დამოუკიდებელი 1
სულ 40 36  

საპარლამენტო არჩევნები

საპარლამენტო არჩევნების შედეგები წლებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიხედვით
წელი ტიპი I ადგილი II ადგილი III ადგილი IV ადგილი V ადგილი წყარო
2008 პარტიული ნაციონალური მოძრაობა (74,86%) გაერთიანებული ოპოზიცია (10,25%) ლეიბორისტული პარტია (6,74%) ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (5,01%) რესპუბლიკური პარტია (2,3%)
მაჟორიტარული გიორგი ტატიშვილი (ენმ, 71,81%) გიორგი მოსიძე (გაერთ. ოპოზიცია, 12, 06%) ბესიკი საბაშვილი (სლპ, 5,2%) დავით რაზმაძე (რესპ. პარტია, 5,24%) შალვა ტლაშაძე („ქართული პოლიტიკა“, 1,3%)
2012 პარტიული „ქართული ოცნება“ (47,79%) ნაციონალური მოძრაობა (46,63%) ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (2,6%) ლეიბორისტული პარტია (1,68%) ახალი მემარჯვენეები (0,46%)
მაჟორიტარული მალხაზ ვახტანგაშვილი (ქართული ოცნება, 47,33%) გიორგი ტატიშვილი (ენმ, 46,09%) ზურაბ როსებაშვილი (ქრისტ.-დემოკრ., 3%) მალხაზ მამესწარაშვილი (სლპ, 1,54%) იოსებ ბორცვაძე (ახალი მემარჯვენეები, 0,87%)
2016
ოლქი №
41
პარტიული „ქართული ოცნება“ (46,57%) ნაციონალური მოძრაობა (27,02%) თავისუფალი დემოკრატები (5,74%) დემოკრატიული მოძრაობა (4,17) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (3,65%)
მაჟორიტარული თენგიზ ხუბულური (ქართული ოცნება, 41,56%) ბადრი ბასიშვილი (ენმ, 24,79%) ჯაბა იმერლიშვილი (საინიც. ჯგუფი, 8,68%) თეიმურაზ მურადაშვილი (თავისუფ. დემოკრ., 5,1%) მალხაზ ვახტანგაშვილი (ეროვნული ფორუმი, 4,23%)
თენგიზ ხუბულური (73,86%) ბადრი ბასიშვილი (26,04%) ← მეორე ტური
ოლქი №
42
პარტიული „ქართული ოცნება“ (41%) ნაციონალური მოძრაობა (23,73%) თავისუფალი დემოკრატები (14,03%) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (4,56%) დემოკრატიული მოძრაობა (4,32)
მაჟორიტარული იოსებ მაკრახიძე (ქართული ოცნება, 33,72%) ირაკლი ალასანია (თავისუფ. დემოკრ., 19,39%) ირაკლი ოქრუაშვილი (საინიც. ჯგუფი, 17,34%) ალექსი გოგლიძე (ენმ, 15,92%) შოთა წკრიალაშვილი (სახელმწიფო ხალხისათვის, 3,28%)
იოსებ მაკრახიძე (84,89%) ირაკლი ალასანია (15,03%) ← მეორე ტური
2020
ოლქი №
15
პარტიული „ქართული ოცნება“ (51,91%) ენმ„ძალა ერთობაშია“ (27,92%) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (3,95%) „ევროპული საქართველო“ (2,38%) „სტრატეგია აღმაშენებელი“ (2,53%)
მაჟორიტარული გიორგი ხოჯევანიშვილი („ქართული ოცნება, 55,58%) ბადრი ბასიშვილი (ენმ, 27,96%) კობა მაზანაშვილი (პატრიოტთა ალიანსი, 3,95%) ირაკლი ოქრუაშვილი („გამარჯვებული საქართველოს“, 3,53%) პაპუნა კობერიძე („ლელო“,3,36%)

საპრეზიდენტო არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები წლებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიხედვით
წელი I ადგილი II ადგილი III ადგილი IV ადგილი V ადგილი წყარო
2008 მიხეილ სააკაშვილი (ენმ, 63,18%) ლევან გაჩეჩილაძე („თავისუფლება“, 18,08%) შალვა ნათელაშვილი (სლპ, 6,18%) ბადრი პატარკაციშვილი (5,12%) დავით გამყრელიძე („ახალი მემარჯვენეები“, 3,72%)
2013 გიორგი მარგველაშვილი (ქართული ოცნება, 61,74%) დავით ბაქრაძე (ენმ, 19,16%) ნინო ბურჯანაძე (ერთიანი საქართველო, 12,02%) შალვა ნათელაშვილი (სლპ, 3,69%) გიორგი თარგამაძე (ქდმ, 1,54%)
    ბოლო არჩევნები
კანდიდატი I ტური II ტური
რაოდეობა % რაოდენობა %
გრიგოლ ვაშაძე
ენმ (ძალა ერთობაშია)
20 994 42,50 გორის მუნიციპალიტეტი  25 294 გორის მუნიციპალიტეტი  38,01
სალომე ზურაბიშვილი
დამოუკიდებელი (ქართული ოცნების მხარდაჭერილი)
17 099 34,61 გორის მუნიციპალიტეტი  41 258 გორის მუნიციპალიტეტი  61,99
დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო
5822 11,79
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
2258 4,57
დავით უსუფაშვილი
თავისუფალი დემოკრატები (შენების მოძრაობა)
802 1,62
მიღებული ბიულეტენები 49 398 97,80 66 552 97,41
ბათილი ბიულეტენები 1487 2,92 1769 2,59
აქტივობა 50 909 45,61 გორის მუნიციპალიტეტი  68 344 გორის მუნიციპალიტეტი  61,06
ამომრჩეველი 111 623 100,00 111 930 100,00
წყარო: არჩევნების მონაწილეთა სტატისტიკური მონაცემები, არჩევნების შედეგები


მმართველობა

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას უწევს მერიის საქმიანობას.

ადმინისტრაციული ერთეულები

გორის მუნიციპალიტეტში 23 ტერიტორიული ერთეულია, ესენია:

  1. ქალაქი გორის ადმინისტრაციული ერთეულები: დევნილთა ჩასახლება, ვერხვების დასახლება, კვერნაქის დასახლება, კომბინატის დასახლების 1-ლი უბანი, კომბინატის დასახლების მე-2 უბანი, სადგური-ელექტროფიკაციის დასახლება, ცენტრალური დასახლების მე-2 უბანი, წმინდაწყლის (ვოლოგდის) მე-2 უბანი, წმინდაწყლის 1-ლი უბანი, ჭალა-წყაროსუბნის დასახლება, ცენტრალური დასახლების 1-ლი უბანი;
  2. ადმინისტრაციული ერთეული ბერბუკი — ბერბუკი, ზემო რეხა, თორტიზა, ქვემო რეხა, სვენეთი, ხელთუბანი;
  3. ადმინისტრაციული ერთეული კარალეთი — დიდი გარეჯვარი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, სათბურების დასახლება;
  4. ადმინისტრაციული ერთეული შავშვები — ახალი ხურვალეთი, დიდი ხურვალეთი, ნადარბაზევი, ნაწრეტი, პატარა ხურვალეთი, ქვემო შავშვები, შავშვები, წითელუბანი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული მეჯვრისხევი — დიდი მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხითი, პატარა მეჯვრისხევი, მეჯუდისპირი, ფაბრიკის დასახლება;
  6. ადმინისტრაციული ერთეული მერეთი — გუგუტიანთკარი, ზარდიანთკარი, კარბი, კოშკა, მერეთი, ქერე;
  7. ადმინისტრაციული ერთეული სკრა — ბეთლემი, დიდი გორიჯვარი, კოშკები, პატარა გორიჯვარი, ქვემო რიეთი, სკრა;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ტირძნისი — ბროწლეთი, ერგნეთი, თერგვისი, მეღვრეკისი, ტირძნისი;
  9. ადმინისტრაციული ერთეული დიცი — არბო, დიცი, ქორდი;
  10. ადმინისტრაციული ერთეული ტინისხიდი — თედოწმინდა, ორთაშენი, ტინისხიდი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ვარიანი — არაშენდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი;
  12. ადმინისტრაციული ერთეული ქვახვრელი — ავკვეთი, ველები, უფლისციხე, ქვახვრელი;
  13. ადმინისტრაციული ერთეული შინდისი — ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული, შინდისი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული ძევერა — სათემო, ქიწნისი, შერთული, ძევერა;
  15. ადმინისტრაციული ერთეული ზეღდულეთი — ახალშენი, ბერშუეთი, ზემო სობისი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი;
  16. ადმინისტრაციული ერთეული ახალუბანი — აძვი, ახალუბანი, ახრისი, მუმლაანთკარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ატენი — ბნავისი, გარდატენი, დეგეულა, დიდი ატენი, დრე, ზემო ქსოვრისი, იკვნევი, ოლოზი, პატარა ატენი, ღვარები, ღვედრეთი, წედისი, ჭეჭელაანთუბანი, ხანდისი, ჯებირი;
  18. ადმინისტრაციული ერთეული ნიქოზი — ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ნიქოზი;
  19. ადმინისტრაციული ერთეული მღებრიანი — ბორცვანა, დიდი წერეთი, დიდი ჭვარები, მღებრიანი, ოქიანი, პატარა წერეთი, პატარა ჭვარები, პიტნარა, სახორცე, ტამი, ჭანჭახა;
  20. ადმინისტრაციული ერთეული ბოშური — ბიისი, ბობნევი, გაიჩაანთუბანი, გაგლუანთუბანი, ზემო ბოშური, თხინალა, იფნარა, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრები, ფეტვისხევი, ქვემო ბოშური, ყველაანთუბანი;
  21. ადმინისტრაციული ერთეული საყავრე — გულხანდისი, დიდთავი, ზემო ახალსოფელი, ლული, ნადარბაზი, საყავრე, ფელი, ფიცესი, წითელიწყარო;
  22. ადმინისტრაციული ერთეული ტყვიავი — მარანა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი;
  23. ადმინისტრაციული ერთეული ხიდისთავი — ხიდისთავი.

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა მრავალდარგოვანია. სპეციალიზებული დარგებია მებაღეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა მეხილეობა (უმთავრესად მოჰყავთ ვაშლი). აქაური ხილი გამოირჩევა შაქრიანობით, არომატულობითა და ტრანსპორტაბელობით. განვითარებულია მევენახეობა, ძირითადად გავრცელებულია ვაზის შამპანური ჯიშები. ნათეს ფართობში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საშემოდგომო ხორბალს, საკვებ ბალახებსა და სხვ. მოჰყავთ პარკოსანი კულტურები, უმთავრესად ლობიო. განვითარებულია მეცხოველეობა, კერძოდ, მესაქონლეობა, მეფრინველეობა; მისდევენ მეფუტკრეობას.

მრეწველობა

წარმოება შედარებით სუსტადაა განვითარებული. ძირითადად წარმოდგენილია კვების მრეწველობის საწარმოები. ბერბუკში, შინდისსა და კვარხითში არის საკონსერვო ქარხნები, ფუნქციონირებენ ღვინის, აგრეთვე საშენ მასალათა და ადგილობრივი მრეწველობის წვრილი საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა მცირე სიმძლავრის ტირიფონის ჰესი (აგებულია ტირიფონის სარწყავი არხის ვარდნილზე).

ქალაქ გორში მოქმედებს კვების მრეწველობის (პურ-პროდუქტების, ღვინის, უალკოჰოლო სასმელების, საკონსერვო) საწარმოები.

ბუნებრივი რესურსები

ლიახვის ხეობაში, სოფ. მერეთის და ტყვიავის მიდამოებში, მოიპოვება ბეტონის მსუბუქი შემავსებლები, რომლებიც გამოიყენება ცემენტის წარმოებაში; დიაბაზს მოიპოვებენ მდ. ვერის ხეობაში, იყენებენ ქუჩების მოსაკირწყლავად და მასალად; ინერტული მასალა — ქვიშა და ხრეში, რომელიც რეალიზდება სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისათვის, მოიპოვება ხიდისთავის, ტინისხიდის, ბერბუკისა და თედოწმინდის მიდამოებში.

სამკურნალო მინერალური და ბალნეოლოგიური გოგირდოვანი წყლებია სოფ. ბიისსა და გორიჯვარში.

ტრანსპორტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი, ევროპის ავტომაგისტრალი E60 და სხვა საავტომობილო გზები.

კულტურა

რაიონში 101 სახელმწიფო და 5 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 85 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 6 მუზეუმი.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები

მუნიციპალიტეტის ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ზემო ნიქოზის ღვთაების კომპლექსი (V–XVII სს.), ატენის სიონის გუმბათოვანი ტაძარი (VII ს.), ვერეს ეკლესია გარდატენის მიდამოებში (VI ს., გადაკეთებულია XI ს-ში), მღებრიანის კლიკის ჯვრის (VII–VIII სს.), არბოს წმინდა გიორგის (X ს.), საორბისის (1152) ეკლესიები, უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი (ძვ. წ. ბოლო საუკუნეები – შუა საუკ.), გორის ციხე (ძვ. წ. III–II სს. – შუა საუკ.), გორიჯვრის ეკლესია და ციხე (ორივე შუა საუკუნეების), ბობნევის (1683), ბოშურის (შუა საუკუნეები), შინდისის, აშურიანის ეკლესიები: ქვახვრელის გამოქვაბული კომპლექსი (ადრინდელი ფეოდალური ხანა; ეკლესია — 1716), მეჯვრისხევის, ტირძნისის, ტყვიავის ციხე-დარბაზები (ყველა გვიანდელი ფეოდალური ხანა და სხვ.).

დაძმობილებული ქალაქები და მუნიციპალიტეტები

დაძმობილებული ქალაქები: დაძმობილებული მუნიციპალიტეტები:

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

გორის მუნიციპალიტეტი ისტორიაგორის მუნიციპალიტეტი ბუნებაგორის მუნიციპალიტეტი მოსახლეობაგორის მუნიციპალიტეტი პოლიტიკაგორის მუნიციპალიტეტი მმართველობაგორის მუნიციპალიტეტი ეკონომიკაგორის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტიგორის მუნიციპალიტეტი კულტურაგორის მუნიციპალიტეტი ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლებიგორის მუნიციპალიტეტი დაძმობილებული ქალაქები და მუნიციპალიტეტებიგორის მუნიციპალიტეტი გალერეაგორის მუნიციპალიტეტი ლიტერატურაგორის მუნიციპალიტეტი სქოლიოგორის მუნიციპალიტეტიგორისაქართველოშიდა ქართლის მხარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

EDMისლამიხარებაანემიანიუეერითროციტებიადამიანიაჭარაგოგირდიდიდი პანდაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებარუსუდანიღვარცოფიირანის ისტორიასისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსამცხე-ჯავახეთის მხარემეგობრობაქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებიხევისბერი გოჩარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასპორტისაქართველოს დაცული ტერიტორიებიამფიბიებიეკოსისტემარიცხვითი სახელიმერწყულიჯულიანო მედიჩიინგლისიგარემოს დაბინძურებაუქმე დღეები საქართველოშიტურიზმინინო ბურდულიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიტოტალიტარიზმიფოთოლიედუარდ შევარდნაძეიგლუსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაინდოეთიმთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს ეროვნული მუზეუმიკაპიტალიზმინელსონ მანდელახოხობიკვადრატული კილომეტრითევზებიავსტრალიამონღოლეთიერლინგ ჰოლანიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმსოფლიოს ვალუტებითავისუფლების მოედანი (თბილისი)კვადრატიკავკასიონიქართული დამწერლობასაქართველო XIII საუკუნეშიHatful of Hollowჩრდილოეთი ამერიკაბარდა სკლიაროსიაფხაზეთის ისტორიაზღვაშხარათირკმელიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიქანდაკებაოქტავიანე ავგუსტუსიანბანიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიტრანსპორტიკონსტანტინოპოლიკურდღელიესემთაწმინდაექვთიმე თაყაიშვილი🡆 More