მესაქონლეობა

მესაქონლეობა — მეცხოველეობის ძირითადი დარგი, რომელიც მიმართულია მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლებაზე რძის, ხორცის, ტყავის მისაღებად, ასევე გამთრევი ძალის გამოსაყენებლად.

მესაქონლეობა
ძროხა, ნიდერლანდები

მოღვაწეობის ძირითად მიმართულებასთან დამოკიდებულებით მესაქონლეობის მეურნეობები იყოფა მერძევეობის და მეხორცეობის დარგებად. მეურნეობის ტიპის მიხედვით იყოფა მომთაბარე მესაქონლეობად (ყველაზე უფრო ადრინდელი), ნახევრადმომთაბარე მესაქონლეობად და საძოვრიან მესაქონლეობად, რაც დღეისათვის ყველაზე უფრო მეტად განვითარებულია.

მესაქონლეობას მისდევენ მთელ მსოფლიოში და იგი მთავარ როლს ასრულებს ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში. დღეისათვის მსხვილი რქოსანი საქონლის სულადობის მხრივ ლიდერობენ ინდოეთი, ბრაზილია, აშშ, ჩინეთი და არგენტინა, ხოლო რძის წარმოების მხრივ — ინდოეთი, აშშ, ჩინეთი, გერმანია და ბრაზილია.

საქართველოს პირობებში არსებული მესაქონლეობის ძირითადი ფორმებია მთური, მთაბარული, ბარული და მომთაბარე. მთური მესაქონლეობისთვის დამახასიათებელია ძირითადი საცხოვრებელი ადგილებისა და მთის საძოვრების მუდმივი ურთიერთკავშირი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ხდება საქონლის მთაზე წაყვანა გარკვეული დროით.

მთაბარული მესაქონლეობის დროს საქონელი მთელი წლის განმავლობაში საძოვარზეა. ის მუდმივად მოძრაობს საზამთრო, საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო საძოვრებზე. ამ შემთხვევაში გამორიცხულია საქონლის ბაგური კვება ძირითად დასახლებულ ადგილებში, თუმცა აქვს დასახლებასთან მუდმივი ეკონომიკური და ორგანიზაციული კავშირი.

ბარული მესაქონლეობა კი დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებთან არსებულ საძოვრებთან. ის მთელი სეზონის მანძილზე იმყოფება სასოფლო საძოვრებზე, მოსავლის აღების შემდეგ სავარგულო მიწებზე ტყიან თუ ბუჩქნარ ადგილებში. მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი უხდებათ მათი ძოვება სოფლად, ყანისპირებში და ღამის გათევა იქვე, დროებით გამართულ გომურებში, ზოგჯერ ჰყავთ ბაგურ კვებაზედაც. ასე, რომ მთელი წლის განმავლობაში, მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი და სხვა სოფლის ირგვლივ მოძრაობს.

მომთაბარე მესაქონლეობა საქართველოში ხასიათდება ცხოველთა გადაყვანა-გადმოყვანით ბარის საზამთრო საძოვრებიდან მთის საზაფხულო საძოვრებისაკენ და პირიქით. რაც შეეხება ნახევრად მომთაბარულ მესაქონლეობას, ადგილი ჰქონდა საქართველოს სინამდვილეშიც და ხასიათდება საზამთრო საძოვრების ზონაში დასახლებებისა და სამიწათმოქმედო ბაზების გაჩენით.

განვითარების ისტორია

მესაქონლეობა 
სცენა სოფლის ცხოვრებიდან, ჟიულენ დიუპრეს ნახატი

მსხვილი რქოსანი საქონლის მოვლა-შენახვის დასაწყისი მიეკუთვნება ნეოლითის ხანას, როდესაც ნადირობას და შემგროვებლობას თანდათანობით ენაცვლებოდა მესაქონლეობა და მიწათმოქმედება (იხ. ნეოლითური რევოლუცია). მესაქონლეობის უძველესი კვალი მოცემულ მომენტში აღმოჩენილია ნოყიერი ნახევარმთვარის რეგიონში, ასევე ირანში.

დიდი ხნის განმავლობაში მესაქონლეობა ითვალისწინებდა მწყემსების მიერ შინაური ცხოველების საძოვრებზე ბალახით კვებას. დღის განმავლობაში პირუტყვი ერთხელ ჩერდებოდა წყლის დასალევად და ისვენებდა. ზოგჯერ მწყემსები საძოვრებზე შინაურ ძაღლებსაც იყენებდნენ.

დღეისათვის განვითარებულ ქვეყნებში ფართედ გამოიყენება პირუტყვის მოვლა მეცხოველეობის ფერმებში.

გავლენა გლობალურ დათბობაზე

მსხვილი რქოსანი საქონლის მოვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ დათბობაზე ცხოველთა ნაწლავებში ანთროპოგენური სათბურის აირების დაახლოებით 10 % გამომუშავების შედეგად: ნახშირორჟანგის (CO2), მეთანის (CH4), აზოტის ოქსიდი(I)ს (N2O) და ზოგიერთი სხვა. გამონაბოლქვის შესამცირებლად წარმოდგენილია სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ჯერჯერობით გამოიყენება მხოლოდ ექსპერიმენტებში, ასევე სულადობის შემცირება, მაგალითად მათი ხორცის მოხმარების შემცირება (რაც პროპაგანდირებულია სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ).

სქოლიო

Tags:

მეცხოველეობამსხვილი რქოსანი საქონელირძეტყავიხორცი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პლებისციტინარკოტიკიდალი (მითოლოგია)ორალური სექსითბილისისაქართველოს ეროვნული პარკების სიავახტანგ VIშარლ მიშელიქართული გვარიენერგიარომბიალაზანისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაLOUDspeakersნოდარ დუმბაძემიგრაციაევროპა-აზიის საზღვარილეონარდო და ვინჩიდემოკრატიააშშ-ის პრეზიდენტების სიაკონსტანტინოპოლის დაცემასიღნაღიიტალიარუსთავინოე ჟორდანიადუნაიპარიზინაცვალსახელისულხან-საბა ორბელიანისვანეთიკალათბურთითავისუფლება (ფილოსოფია)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკანინო წილოსანიემპათიაადამიანის ჩონჩხიგია ყანჩელიიოჰან სებასტიან ბახიქართლის სამეფოაზერბაიჯანიმეორე მსოფლიო ომიკირჩხიბი (ასტროლოგია)საქართველოს კანონინიდერლანდებიადამიანიგელათის მონასტერიკანონი (ნორმატიული აქტი)რესპუბლიკამარიამ ლაშხიოლიმპიური თამაშებიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ჯონ მალკოვიჩისაქართველოს სახელმწიფო დროშაელინიზმიკეთილშობილი ირემიჭადრაკიგლობალიზაციაორგაზმიუკრაინადედა ენასაქართველოს თავდაცვის ძალებიტაო-კლარჯეთირაკეტასაქართველოს რევოლუციური კომიტეტითრომბოციტებიადოლფ ჰიტლერიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიმზის სისტემაასურელი მამებიბათუმის ბოტანიკური ბაღისაქართველოს მდინარეების სიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარინუსხურიმიტოზიპარაცეტამოლიგოგა ხაინდრავაგერგეტის სამების ეკლესიაქართული მითოლოგიავეფხვი🡆 More