რცხილა

რცხილა (ლათ.

Carpinus) — მერქნიან მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. ზაფხულმწვანე ხეები ან მაღალი ბუჩქებია, რუხი ფერის გლუვი და ოდნავ დამსკდარი ქერქი აქვს. ფოთოლი მარტივია, და ორმაგხერკბილა. ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები შეკრებილია დაკიდულ მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ერთბუდიანი და ერთთესლიანი კაკლუჭაა.

რცხილა
რცხილა
კავკასიური რცხილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  რცხილა
ლათინური სახელი
Carpinus L., 1753
სინონიმები
  • Distegocarpus Siebold & Zucc, 1846

50-მდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება 2 სახეობა — კავკასიური რცხილა და ჯაგრცხილა. გარდა ამ 2 აბორიგენული სახეობისა, ინტროდუცირებულია 2 სახეობაც.

კავკასიური რცხილა და კგრცხილა მთელ საქართველოში გავრცელებული, მთის შუა, ზოგან ზემო სარტყლამდე. რცხილა ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და მეზოფილური მცენარეა. ყინვა არ აზიანებს. ნიადაგის მიმართ მომთხოვნია, თუმცა ზოგიერთი სახეობა (ჯაგრცხილა) მშრალ და ხრიოკ მთის კალთებზეც ხარობს. ქმნის როგორც წმინდა, ისე შერეულ კორომებსაც წაბლთან, მუხასთან (მთის ქვედა სარტყელში) და წიფელთან (შუა და ზედა სარტყელში) ერთად.

ყვავილობს ფოთლის გამოტანისთანავე. ნაყოფმსხმოიარობს 20 წლიდან. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. მერქანს იყენებენ მუსიკალური საკრევებისათვის, მანქანათმშენებლობაში. რცხილა კარგად იტანს კრეჭას.

ლიტერატურა

Tags:

არყისებრნიგვარი (ბიოლოგია)კაკლუჭალათინური ენამერქნიანი ჯიშებინაყოფი (მცენარე)ოჯახი (ბიოლოგია)ფოთოლიყვავილი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აქლემიკუთხემაროკოალკოჰოლიზმისაქართველოს ეროვნული მუზეუმიარგონავტებიშოთა რუსთაველიაკაკი წერეთელიტრეფიკინგიამფიბიებიაზიათეთნულდიისლამირომბიკუბური მეტრისვანეთიგასტრიტიელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიტიციან ტაბიძეკავკასიური ცარცის წრერუმინეთითავისუფლება (ფილოსოფია)ამირანი (მითოლოგია)მერაბ კოსტავაოლიმპიური თამაშებიუილიამ შექსპირითბილისის ბოტანიკური ბაღიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდავითიანი (ნაწარმოები)ბაბუაწვერაკორუფციაევოლუციათევზები (ასტროლოგია)დავით სარაჯიშვილიზმნიზედამამებისა და შვილების ბრძოლასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეჯვაროსნული ლაშქრობებიქართული გვარიდემეტრე II თავდადებულიქართული ხელნაწერი წიგნისაქართველოს მდინარეების სიაკონტინენტიბალდუინ IV იერუსალიმელითურქეთისაქართველოს მუნიციპალიტეტებიზომიერი სარტყლებიკეთრიბარბიტურატებისაქართველოს სახელმწიფო დროშახევისბერი გოჩაერთა ლიგასტოიციზმიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითკარლეს პუჩდემონიანალური სექსიკორდილიერებიმონღოლთა იმპერიანიუ-იორკიდავით VI ნარინისინგაპურიზვიად გამსახურდიაკავკასიური ნაგაზიგიორგი I (საქართველოს მეფე)ტაილანდივიკისაწყობილანდშაფტიათონის ივერთა მონასტერიოპერასი ქოული ბატაბათუმირიცხვითი სახელირუსეთიათეიზმიიგიალაზანისაქართველოს კლიმატისასწორი (ასტროლოგია)🡆 More