ენციკლოპედია საქართველო

ენციკლოპედია საქართველო — ქართული მრავალტომეული სამეცნიერულო გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საქართველოსა და ქართველებზე, აგრეთვე საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე.

ენციკლოპედია საქართველო სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი).

„საქართველო“ ანბანური წესით აგებული ენციკლოპედიაა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში: ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით საქართველო და ქართველი ერი წარმოჩენილია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად.

„ენციკლოპედია საქართველო“
ენციკლოპედია საქართველო
ენციკლოპედია „საქართველოს“ პირველი ტომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
გამომცემელი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
გამოცემის თარიღი 1997

ისტორია

საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ მოღვაწეობას მდიდარი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ და საისტორიო-ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს ხშირად ახლდა ენციკლოპედიური ხასიათის კომენტარი. სამეცნიერო ცნებების (ტერმინების), უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა განმარტებანი მრავლად არის ეფრემ მცირის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელისა და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომებში. შემორჩენილია იმავე ხანის თარგმნილ ლექსიკონთა ფრაგმენტები, ქართული საენციკლოპედიო-ლექსიკოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა სულხან-საბა ორბელიანის „ქართულმა ლექსიკონმა“ (1685-1716). იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიური ნაშრომი „კალმასობა“ (1813-1828) ასახავს მაშინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგს. 1898-99 წლებში ივანე როსტომაშვილის რედაქციით გამოვიდა მრავალტომეულად განზრახული „რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პირველი ოთხი წიგნი. XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ცაგარელის, ვასილ პეტრიაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის მეთაურობით გადაწყვიტეს გამოეცათ „საქართველოს ენციკლოპედია“. შეიქმნა ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საგანგებო ამხანაგობა, შედგენილ იქნა გამოცემის ვრცელი პროგრამა, მაგრამ ამ საქმეს გახორციელება არ ეწერა. 1930-იან წლებში ასევე უშედეგო აღმოჩნდა „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ „ენციკლოპედია საქართველოს“ მასალების შერჩევისა და აგების ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებში კარდინალური ცვლილებებია შეტანილი. უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ცალმხრივი იდეოლოგიზაციის, მცდარი შეფასებების, სტერეოტიპებისა და დოგმების დაძლევა. ამ გამოცემაში შესულია მრავალი ახალი ტერმინი, დანარჩენი სტატიები კი როგორც წესი ხელახლა დაწერილი ან გადახალისებული და გადამუშავებულია.

„ენციკლოპედია საქართველო“ გამოცემულია ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ. 2018 წლისთვის დაბეჭდილია ოთხი ტომი.

შემადგენლობა

ტომი დასახელება გამოცემის წელი
1  — გილდია 1997
2 გიმნაზია — ენდრო 2012
3 ენდრონიკა — თეზამი 2014
4 თეზიკვირა 2018

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ენციკლოპედია საქართველო ისტორიაენციკლოპედია საქართველო შემადგენლობაენციკლოპედია საქართველო იხილეთ აგრეთვეენციკლოპედია საქართველო ლიტერატურაენციკლოპედია საქართველო რესურსები ინტერნეტშიენციკლოპედია საქართველოანბანიენციკლოპედიასაქართველოქართველებიცივილიზაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აქემენიანთა იმპერიახელოვნებავნების კვირაბიძინა ჩოლოყაშვილიგაერთიანებული ერების ორგანიზაციამთვარებარდა სკლიაროსიამერიგო ვესპუჩიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემამგელიმეწყერიჰემოგლობინისაქართველო XVIII საუკუნეშიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემათბილისური ეზოებრაელებიქალწული (ასტროლოგია)მდინარეძაღლიმონღოლთა იმპერიაკვიპროსი69 (სექსუალური პოზა)ინდოეთილუდვიგ ვან ბეთჰოვენიხეოფსის პირამიდასამკურნალო მცენარეებიშოთა რუსთაველინარიყალანიჰილიზმიხვიჩა კვარაცხელიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიკორუფციაავთანდილ ჭრიკიშვილიშუა საუკუნეებიბახტრიონი (პოემა)ვარძიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს ოქროს ხანაქართველები რუსეთშიგერგეტის სამების ეკლესიააბას I (ირანი)მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)მტკნარი წყალიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაგამარჯვების დღეპარალელოგრამითხის რქა (ასტროლოგია)YouTubeლარიქართული ხალხური ცეკვებიქაქუცა ჩოლოყაშვილიარჩვი22 აპრილიკრწანისის ბრძოლამუნიარაპენეტრაციული სექსიერთეულთა საერთაშორისო სისტემაარასამთავრობო ორგანიზაციაბუღა თურქის შემოსევაბასიანის ბრძოლაარაგვიელდარის დაბლობიფუტიმინერალების სიაოქროს საწმისიმართლმადიდებლობაშენგენის ზონაბეჰემოთიალაზანიქართული ვაზის ჯიშები9 აპრილის ტრაგედიაბოლშევიკებიცხელი ძაღლივაჟა-ფშაველაიაკობ გოგებაშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემასაქართველოს დემოგრაფიავერცხლი🡆 More