არსენ იყალთოელი

არსენ იყალთოელი — XI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი.

არსენ იყალთოელი
არსენ იყალთოელი
დაიბადა 1050
გარდაიცვალა 1127
მოღვაწეობა ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, კალიგრაფი, მწერალი და მთარგმნელი

ცხოვრება და მოღვაწეობა

წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ მთაზე (სირია), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოსულა საქართველოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად, არსენ იყალთოელს დავით აღმაშენებლის დახმარებით იყალთოს მონასტერთან დაუარსებია იყალთოს აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრებულა.

სამწიგნობრო მოღვაწეობა

არსენ იყალთოელმა თარგმა და ერთ კრებულში „დოგმატიკონში“ (ყველაზე სრული ნუსხაა S - 1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიური-თეოლოგიური თხზულებები: ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი, თეოდორე აბუკარას პოლემიკური ეპისტოლენი, მიქაელ ფსელოსის „პირმშოსათვის“, კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები, მრავალი უავტორო პოლემიკური თხზულება და სხვა. არსენ იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე „დიდი სჯულისკანონი“, გიორგი ამარტოლის „ხრონოღრაფი“ და სხვა.

არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიურ და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ — „ანატომიკოსად“ (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია „ვინ ნაჭარმაგევს მეფენი“. არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკური საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტოტელიზმის მიმდევარია.

არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ იყალთოელს აიგივებს არსენ ბერთან.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

არსენ იყალთოელი ცხოვრება და მოღვაწეობაარსენ იყალთოელი სამწიგნობრო მოღვაწეობაარსენ იყალთოელი ლიტერატურაარსენ იყალთოელი რესურსები ინტერნეტშიარსენ იყალთოელიXI საუკუნეXII საუკუნექართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეგზისტენციალეგიტიმაციაჰაერის დაბინძურებაერეკლე IIდედამიწის ისტორიანატრიუმიეიფელის კოშკიმერწყულიბუდუ ზივზივაძეუქმე დღეები საქართველოშიოგანესონისაქართველოს გეოგრაფიამიხეილ ლომონოსოვირუსეთის იმპერიაარაგვიბაბუაწვერაბოლნისის სიონიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიათავისუფლება (ფილოსოფია)მსოფლიოს მოსახლეობასამეგრელოკლიმატისაქართველოს კონსტიტუციამზექრისტიანობადაირამენსტრუაციასიყვარულის დღეზმნაფილების ტექტონიკახარებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარენარიყალაგურიასაქართველო IX-X საუკუნეებშიჰემოფილიატყეევროპის დროშადედაენაპეპ გვარდიოლაქართული ვაზის ჯიშებინატურალური რიცხვისტიგმაოქსიდიკაპიტალიზმიქუნთრუშაპლებისციტიეგზისტენციალიზმისამკუთხედივეშაპისნაირნიიესო ქრისტეგურიის მხარებაყაყიმიხეილ ჯავახიშვილიპანკრეასიწიგნი სიბრძნე სიცრუისაობობებიკურდღელიჩინეთისაჰარახემარწყვა24 აპრილიშენგენის ზონათირკმელიმიხეილ სააკაშვილისერგო ორჯონიკიძეთბილისის ისტორიამგელივატიკანითავისუფლების მოედანი (თბილისი)მონა ლიზაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობავინსენტ ვან გოგიპოლონეთიელინიზმი🡆 More