გიმნაზია (პოლ.
ბერძნ. γυμνάζω, შემდეგ – სახელმწიფო სასწავლოაღმზრ დელობითი დაწესებულება ძვ. საბერძნეთსა და ელინისტურ აღმოსავლეთში) — საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სასწავლებელი, ჩვეულებრივ, მკვეთრად გამოხატული ჰუმანიტარულფილო ლოგიური განხრით.
პირველი გიმნაზია 1526 წელს ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა. 1528 წელს გიმნაზია გაიხსნა საქსონიაში, ხოლო 1538 წელს — ქ. სტრას ბურგში. XVI–XVIII საუკუნეებში. გიმნაზიები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქალაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ ბურგში – 1725 წელს, მოსკოვში – 1755 წელს); XIX საკუნეში ავსტრიაუნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებში. გიმნაზია ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვა დასხვა ქვეყანაში დაარსდა რეალური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარდამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლე ბოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლასიკურ გებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გის ეს ტიპი მაინც რჩებოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში.
საქართველოში პირველი გიმნაზია — თბილისის პირველი გიმნაზია – გაიხსნა 1830 წელს. 1864 წლიდან რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, საქართველოშიც, გატარდა საგანმანათ ლებლო რეფორმა. დაარსდა სამი ტიპის გიმნაზია: ბერძნული ენის გაძლიერებული სწავლებით, ლათინური ენის გაძლიერებული სწავლებითა და რეალური გიმნაზია – საბუნებისმეტყველო დისციპლინებისა და თანამედროვე ენების გაძლიერებული სწავლებით. გიმნაზიადამთავრებულებს ჰქონდათ სწავლის გაგრძელების უფლება. პირველი ორი ტიპის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, განეგრძოთ სწავლა უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რეალური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კი – მხოლოდ უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში. XIX საუკუნის 60-იან წლებში გაიხსნა ქალთა გიმნაზიებიც. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებობდა შემდეგი გიმნაზიები: თბილისში – თბილისის ქართული გიმნაზია (1879), სათავადაზნაურო გიმნაზია (1918–21 – ვაჟთა VII გ.), ვაჟთა II (1887–1921), ვაჟთა III (1894– 1921), თბილისის ვაჟთა ქართული (1900–21), ვაჟთა IV (1905–21), ვაჟ თა V (1908–21), ვაჟთა VI (1912– 20), ქალთა I (1872–1921), ქალთა II (1874–1921), ქალთა III (1884– 1921), ქალთა IV (1903–21), ქალთა V (1906–21), ქალთა VI (1910–21), ქალთა VII (1863–1919), ქალთა VIII (1892–1919) და ქალთა ქართული (1906–19) გიმნაზიები. გიმნაზიები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში – ვაჟთა (1850–1921), ქუთაისის სათავადაზნაურო ვაჟთა ქართული (1880–1921) და ქალთა (1903–21) გიმნაზიები; ფოთში – ვაჟთა (1906–21), ქალთა (1902–21); ბათუმში – ქალთა (1900–21); გორში – ქალთა (1915–21); ხონში – ვაჟთა (1916–21); ხაშურში – ვაჟთა (1916– 21) გიმნაზიები. სოხუმში გაიხსნა ქალთა პროგიმნაზიაც. გიმნაზიების უმრავლესობა 1921 წლის შემდეგ გადაკეთდა სახელმწიფო განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. ამჟამად გიმნაზია არსებობს მხოლოდ კერძო სექტორში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიმნაზია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.