ეფრემ მცირე: ქართველი ფილოსოფსი, ფილოლოგი

წმინდა ეფრემ მცირე (XI საუკუნე) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი.

ეფრემ მცირე: ქართველი ფილოსოფსი, ფილოლოგი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფრემი (მრავალმნიშვნელოვანი).

შემოქმედება

1027 წელს ბაგრატ მეოთხის გამეფებით უკმაყოფილო თავადებმა (სამხრეთ საქართველოდან) დატოვეს საქართველო და საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდნენ. მათ შორის იყო თავადი — ვაჩე კარიჭისძე, ისტორიკოსები თვლიან, რომ სწორედ ვაჩე იყო ეფრემ მცირეს მამა.

ეფრემმა მიიღო ბრწყინვალე განათლება კონსტანტინოპოლში და გაემგზავრა შავ მთაზე ანტიოქიასთან ახლოს. დიდია ეფრემ მცირის დამსახურება ქართულ და ბერძნულ სასულიერო ფილოსოფიურ ლიტერატურაში. მისი თხზულებები ეხება საეკლესიო ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, მასვე ეკუთვნის ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი დიონისე არეოპაგელის ხუთი თხზულება, მათ შორის არის ფსალმუნების „კომენტარები“, „წმინდა მოციქულთა წერილები“ და სხვ.

ეფრემმა შექმნა თარგმნის საკუთარი თეორია, რომელიც შემდეგში გახდა შუა საუკუნეების საქართველოში ყველა ნათარგმნი ლიტერატურის საფუძველი.

ეფრემ მცირეს ეკუთვნის წიგნი ქართველთა გაქრისტიანების შესახებ, რომელიც სხვადასხვა საისტორიო წყაროების სახით მოიპოვება; ამ ნაწარმოების შექმნის წინაპირობა ესეთია: XI საუკუნის მეორე ნახევარში საბერძნეთის სასულიერო პირებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ შავ მთაზე და ანტიოქიაში არ ცნობდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, ამის მიზეზად ისინი ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა მოციქულების მიერ არ იყო ნაქადაგები, აუცილებელი გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დამტკიცება. შავ მთაზე მყოფმა ქართული სასულიერო პირების დასმა ეს საქმე ეფრემ მცირეს დაავალა. ეფრემმა დაწვრილებით შეისწავლა ბერძნული საისტორიო წყაროები და შექმნა ქართული ეკლესიის თვითმყოფადობის დამამტკიცებელი ფუნდამენტალური დოკუმენტი.

ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. იგი გარდაიცვალა დაახლოებით 1101 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების აქტებში მას იხსენიებენ როგორც გარდაცვლილს.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

XI საუკუნემთარგმნელიმწერალიფილოლოგიფილოსოფოსიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მათემატიკადიდება (ჰიმნი)აღდგომაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაერთა ლიგასტამბოლიბერძნული ხელოვნებაოპერაბუდუ ზივზივაძეენდომეტრიოზიაბსცისაადამიანინიუტონის კანონებიშვედეთიავსტრალიაიუსტინიანე Iქართული დამწერლობაკვადრატული მეტრიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიანბანიფუტიბათუმიქანი (გეოლოგია)სტრასბურინაწლავებიპროტესტანტიზმიმუშთაიდის ბაღიგლიცინიავიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიშიდსიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)თავისუფლების ქანდაკებასალომე ზურაბიშვილისინგაპურინაცვალსახელივატიგულიალუდა ქეთელაურიგიორგი V ბრწყინვალებერლინის კედელისამკურნალო მცენარეებისსრკ-ის დაშლაანტარქტიდაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიტიტანიკისარკაზმიმეორე მსოფლიო ომივიკიპედიაეროზიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსაფრანგეთიძირითადი საშუალების ცვეთანიჰილიზმირომანტიზმიმართლმადიდებლობასაქართველოალკანირიკოთის უღელტეხილისაათი (ერთეული)აბრეშუმის დიდი გზაკვარცირაჭამცხეთასაბერძნეთიბრაზილიაევროპის პარლამენტიიგლუავტორიტარიზმიაბრეშუმის ჭიაგონიოს ციხემონაკორომის იმპერატორების სიაქაქუცა ჩოლოყაშვილიიგი🡆 More