ქვახვრელი

ქვახვრელი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს.

თემის ცენტრი (სოფლები: ავკვეთი, ველები, უფლისციხე). ზღვის დონიდან 550 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი. სოფლის აღმოსავლეთით მდებარეობს ადრინდელი ფეოდალური ხანის გამოქვაბულების კომპლექსი.

სოფელი
ქვახვრელი
ქვახვრელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ქვახვრელი
კოორდინატები 41°57′26″ ჩ. გ. 44°12′44″ ა. გ. / 41.95722° ჩ. გ. 44.21222° ა. გ. / 41.95722; 44.21222
ცენტრის სიმაღლე 550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2091 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
ოსები 0,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვახვრელი — საქართველო
ქვახვრელი
ქვახვრელი — შიდა ქართლი
ქვახვრელი
ქვახვრელი — გორის მუნიციპალიტეტი
ქვახვრელი

ისტორია

სოფელი ქვახვრელი წყაროებში პირველად იხსენიება 975 წლისთვის, ქართლის ერისთავ იოანე მარუშისძის მიერ დავით კურაპალატისათვის უფლისციხის გადაცემასთან დაკავშირებით. 1064 წ. ბაგრატ IV-ის (1027-1072) ბრძანებით შეიპყრეს კვირიკე სომეხთა მეფე და მისი ძმა სუმბატი. როდესაც ამის შესახებ ბაგრატს შეატყობინეს, იგი ქვახვრელში გადასულა. ტყვეები მეფისათვის კლდეკართან მოუგვრიათ. ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს (1478-1505) ზაზა ფანასკერტელისა და მისი შვილებისათვის უბოძებია ქვახვრელი, უფლისციხე და კარალეთი თავისი მამულებით. ქვახვრელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1978 წ. ქვახვრელის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების (დირჰემების) განძი, რომლიდანაც 10 მონეტა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოხვდა. დანარჩენი მონეტები დაიკარგა. 1027 წ. მოჭრილი მონეტები ეკუთვნოდა თბილისის ამირა ალი იბნ-ჯაფარს.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2091 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 2374 1124 1250
2014 ქვახვრელი  2091 1012 1079

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ქვახვრელი ისტორიაქვახვრელი დემოგრაფიაქვახვრელი ლიტერატურაქვახვრელი სქოლიოქვახვრელიავკვეთიაღმოსავლეთი საქართველოგორიგორის მუნიციპალიტეტიველებიზღვის დონეთემიმდინარემტკვარისოფელიუფლისციხე (გორის მუნიციპალიტეტი)ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსიშიდა ქართლის მხარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წყალიბრაზილიაჰაერის დაბინძურებაპოლიტიკური გეოგრაფიასუვერენული სახელმწიფოსაქართველო XV საუკუნეშისოფლის მეურნეობაბათუმისტამბოლიკონსტანტინოპოლის დაცემაწითელანარკომანიაარაბთა სახალიფოეპითეტიზენონი (იარაჯული)წიგნი სიბრძნე სიცრუისალეიკოციტებისაათი (ერთეული)ბიუროკრატიალეკებიგასტრიტითბილისის ზღვაგალაკტიონ ტაბიძესპილოსებრნიანტონიმიდიდი ბარიერული რიფიეოზონოფილებითავის ტვინიადაპტაციაეთიოპიაამაზონიპროტესტანტული რეფორმაციადაღესტანიაქლემისაქართველოს ტერიტორიული მოწყობასაქართველოს სახელმწიფო დროშაქართლის გაქრისტიანებაალექსანდრე ყაზბეგისტივენ სიგალიდავით I კურაპალატიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომეორე მსოფლიო ომითავისუფლების მოედანი (თბილისი)ვიქტორ დოლიძემარტივი და შედგენილი რიცხვებირთველიჯიხვიხვანჭკარა (ღვინო)სისხლის მიმოქცევის სისტემატაილანდივაჟა-ფშაველადიმიტრი ყიფიანიებრაელებირელიგიაშარკა ბლუორალური სექსითორნიკე ერისთავიარაბობა საქართველოშილითონებიცილებიტერენტი გრანელისაქართველოს ფაუნაამერიგო ვესპუჩიბიპოლარული აშლილობაიური გაგარინიშუშანიკის წამებაგიორგი IV ლაშაარაგვისამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმენსტრუაციაკალათბურთითირკმელიფენიქსი (მითოლოგია)რუმინეთილამპრობარელიგია საქართველოშიპანეტონეკვიპროსი🡆 More