ლევან გაჩეჩილაძე

ლევან ჯონდოს ძე გაჩეჩილაძე (დ.

ლევან გაჩეჩილაძე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩეჩილაძე.

20 ივლისი, 1964, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი; კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS) დამფუძნებელი. საქართველოს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე მოწვევების პარლამენტის წევრი.

ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1964 (1964-07-20) (59 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა დროშა: საქართველო საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ახალი მემარჯვენეები (2000-2004)
ეროვნული საბჭო (2007-2009)
ქართული პარტია (2010-2011)
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

ლევან გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. გაჩეჩილაძემ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ბიზნესმენმა. 1994 წელს მან დააფუძნა კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS), რომელიც 1999 წელს ის საქართველოს „წლის კომპანიად" დასახელდა, ხოლო თავად გაჩეჩილაძემ კი „წლის ბიზნესმენის" წოდება მიიღო. მისი პირადი ქონება $10 მილიონი აშშ-ის დოლარით იყო შეფასებული. მისი მთავარი შემოსავლის წყაროა მის მიერ 1994 წელს დაფუძნებული.

პოლიტიკური კარიერა

პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

პირადი ცხოვრება

არის დაოჯახებული. ჰყავს ძმა, შოუმენი გია გაჩეჩილაძე.

ლევან გაჩეჩილაძე 
არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლევან გაჩეჩილაძე ბიოგრაფიალევან გაჩეჩილაძე პირადი ცხოვრებალევან გაჩეჩილაძე რესურსები ინტერნეტშილევან გაჩეჩილაძე სქოლიოლევან გაჩეჩილაძე196420 ივლისითბილისიპოლიტიკოსისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1999საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2004საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2008ქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტაო-კლარჯეთიაფხაზეთის ომი (1992-1993)ლიმფოციტებიწიგნი სიბრძნე სიცრუისამონღოლთა ბატონობა საქართველოშიწყალდიდობაგულიფოცხვერიგოგა ხაინდრავამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)მუნიმონა ლიზაშამქორის ბრძოლა (1195)ინგლისიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)შუა საუკუნეებიფესახიჩრდილოეთი კორეაათეროსკლეროზიკატაეგვიპტედედამიწის დღემსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითკუებიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)განახლებადი ენერგიაგაზაფხულიბახტრიონი (პოემა)იგავ-არაკიპაკისტანიზამთარიდედა ენასაქართველოს სატელეფონო კოდებიკორუფციადავითგარეჯაესპანეთიგელათის მონასტერიშენგენის ზონამიგრაციადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ტაივანიენერგიამთვარეფოთიაია-სოფიას ტაძარიჰოლოკოსტიკობიკათოლიციზმიინგლისური ენასამეგრელოსასმელი წყალიძუძუმწოვრებისაქართველო XVIII საუკუნეშითავისუფლების ქანდაკებაბაგრატის ტაძარიშიდსიოგანესონიუჯრედიჭადრაკისვანური ენავიკიპედიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობათამარ მეფეიტალიამდინარემურა დათვიაფხაზეთიSWOT-ანალიზიბუდიზმისაქართველოს პრემიერ-მინისტრითირკმელისანქტ-პეტერბურგიკონსტანტინოპოლის დაცემაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი ანწუხელიძემინერალების სიაოქროს საწმისი🡆 More