ტირიფონის არხი

ტირიფონის მაგისტრალური არხი — საინჟინრო სარწყავი სისტემა შიდა ქართლში ტირიფონის ვაკეზე.

იწყება ქალაქ ცხინვალის სამხრეთით მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე. მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, გადაკვეთს მდინარეებს პატარა ლიახვს, აძურას, ჭარებულას და თავდება სოფელ პატარა ხურვალეთის მახლობლად მდინარე კირბალულასთან. სიგრძე 42 კილომეტრი. წყლის ხარჯი 14 მ³/წმ. მწყობრში ჩადგა 1929 წელს. 1960-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად 3-ჯერ მეტი ფართობი ირწყვება. რწყავს გორის მუნიციპალიტეტის 30,6 ათ. ჰექტარს; 3-ჯერ კვეთს რუსეთის საოკუპაციო ხაზს და ასარწყავებს აგრეთვე ოსურ სოფლებს: არცევი, გოიათა (ერედვის მუნიციპალიტეტი), წინაგარი (ახალგორის მუნიციპალიტეტი) და სხვ. არხზე აგებულია ტირიფონის ჰესი.

2008 წლის აგვისტომ ომის შემდეგ არხის სათავე ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გატაკეტა, რის შედეგადაც მრავალი სოფელი სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. ცხინვალის სათავე ნაგებობის ალტერნატივად 2009 წელს მსოფლიო ბანკის პროგრამით აშენდა და 2010 წელს ექსპლოატაციაში შევიდა მეღვრეკისის სატუმბი სადგური, რომელიც დაჭირხნულ წყალს აწვდის ტირიფონის მაგისტრალურ არხს. 2012–2013 წლებში USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა მაგისტრალური და გამანაწილებელი არხებისა და სოფ. კარბის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მოეწყო 85 ერთეული წყალგამშვები ჭა, აშენდა 13 ერთეული შემტბორავი ნაგებობა და გაკეთდა წყალგამყოფი კვანძები.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

1929არცევი (ერედვის მუნიციპალიტეტი)ახალგორის მუნიციპალიტეტიგოიათაგორის მუნიციპალიტეტიდიდი ლიახვიერედვის მუნიციპალიტეტიმ³მდინარეპატარა ლიახვიპატარა ხურვალეთიტირიფონის ვაკეშიდა ქართლის მხარეცხინვალიწინაგარიწმჭარებულაჰექტარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული სამზარეულოაფხაზეთიუკრაინალურჯი ვეშაპირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაარწივირომიდაცვის სიგელიტელეფონების ნომრები საქართველოშირომის რესპუბლიკადავით IIIსერგო ორჯონიკიძესაქართველოს ოქროს ხანახეოფსის პირამიდაბიზანტიის იმპერიალიბერალიზმი საქართველოშისოლომონ II26 აპრილივიქტორ დოლიძეალკენიგორივენაეკვატორული კლიმატური სარტყელისაფრანგეთის რევოლუციაანჩისხატითევზები (ასტროლოგია)ელექტრული დენიოგანესონიოქროს საწმისიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავასაქართველოს სამოქალაქო ომიბიოლოგიური სისტემატიკაედუარდ შევარდნაძებათუმის ბოტანიკური ბაღიიბერიასითბოლავრენტი ბერიამწერებიფოტოსინთეზინავთობიპერსონალური კომპიუტერივენერაეკოლოგიაფარნავაზ Iსაქართველო XV საუკუნეშისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაბას I (ირანი)პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიგამზრდელი (პოემა)ინგლისის რევოლუციათანდებულიალაზანიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაალეგორიასაქართველოს სახელმწიფო დროშასაჭმლის მომნელებელი სისტემაგიორგი ანწუხელიძენოე ჟორდანიაძაღლიბენიტო მუსოლინიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიშემოდგომანიკოლოზ ბარათაშვილისაჰარამამუკა მდინარაძეხევსურეთიჩინეთის დიდი კედელიტაო-კლარჯეთიჩეხეთირელიგია საქართველოშიკალათბურთიტკიპებისაქართველოს მმართველთა სიასაქართველოს დაცული ტერიტორიებიბელგიამარტინ ლუთერ კინგი🡆 More