წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში.

ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წყალტუბო.

ადმინისტრაციული ერთეული
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი წყალტუბო
კოორდინატები 42°20′23″ ჩ. გ. 42°35′57″ ა. გ. / 42.33972° ჩ. გ. 42.59917° ა. გ. / 42.33972; 42.59917
გამგებელი გიორგი იოსელიანი     
ფართობი 707.5 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 56 883 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 80,40 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99.50 %
რუსები 0.26 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,93 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ბუნება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707,5 კვ.მ. უკავია, გავრცელებულია წითელმიწა, ეწერი და ნეშომპალა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა რიონი შენაკადებით წყალტუბოსწყალი და გუბისწყალი. მათი წლიური ჩამონაედნი 1690 მლნ. კუბ. მეტრია, ხოლო წყლის ხარჯი წამში 0,28 მ³, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა კი 1420 მმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა თავშავას ტბა, ასევე ხელოვნურად შექმნილი „ცივი ტბა“ ქალაქ წყალტუბოში.

მუნიციპალიტეტის ტყის საერთო ფართი შეადგენს 24 685 ჰექტარს. წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს. აქ არის დინოზავრების ნაკვალევი და სათაფლიის კარსტული მღვიმეები, რომლებიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ. მეტრი ფართობი უჭირავს.

მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა წიაღისეული:

კურორტ წყალტუბოში მოიპოვება მინერალური თერმული წყალი.

ისტორია

წყალტუბოს მხარეში ქვის ხანის კიდევ მრავალი ნამოსახლარია აღმოჩენილი: ხომულის მღვიმე, ქვილიშორის მღვიმე, შავგორას მღვიმე, საქაჯიას მღვიმე, საწურბლიას ეხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნასოფლარი მელოური, მუხიანის, ფარცხანაყანევისა და ქვედა მაღლაკის ანტიკური სამაროვნები.

გათხრების შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ზედა პალეოლითში (ძველი ქვის ხანა) 30-40 ათასი წლის წინათ და ქვა-სპილენძის ხანაში, 7 ათასი წლის წინათ უცხოვრია. თეთრ მღვიმეში ნაპოვნი იქნა კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის IV-V ათასწლეულით თარიღდება.

1939 წლის 11 ივლისს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით წყალტუბოს რაუინი ქუთაისის რაიონს გამოეყო.

მოსახლეობა

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 75 061
2002 73 304 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 
2014 56 883 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 
2021 46 800 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 

მმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 48 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 47 სოფელი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი გერბი და დროშა.

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 25 25                                                
  ნაციონალური მოძრაობა 5 13                          
  საქართველოსთვის 1  
  ევროპული საქართველო 2
სულ 32 39  

ეკონომიკა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 
ყუმისთავის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელი

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია ტურიზმი. აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებს კურორტი წყალტუბო, რომელიც განთქმულია სამკურნალო თერმული წყლით. აქვე აღსანიშნავია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს სპელეოლოგიური ძეგლები: კარსტული მღვიმეები, ძაბრები და ეხები. მათგან აღსანიშნავია სათაფლიის კარსტული მღვიმეები, ხომულის მღვიმე, თეთრი მღვიმე, ყუმისთავის მღვიმე, საწურბლიას ეხი, ცხუნკურის მღვიმე.

მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 30 543 ჰექტარია. სოფლის მეურნეობაში ძირითადად განვითარებულია მებოსტნეობა, მეხილეობა, მემარცვლეობა.

ღირსშესანიშნაობები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 
გეგუთის სასახლის ნანგრევები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემორჩენილი საერო ისტორიული ძეგლებია: ხომულის, მექვენას, ქვილიშორის, გვიშტიბის, დღნორისას შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემორჩენილი საეკლესიო ისტორიული ძეგლებია: ცხუნკურის, მაღლაკის, ჭოლევის, ჭაშლეთის, დერჩის, ზედა მესხეთის, ქვედა მესხეთის, საყულიას, ფარცხანაყანევის, ზარათის, ოფშკვითის, მექვენას ეკლესიები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებიდან კი ყველაზე გამორჩეულია XII საუკუნის ქართველ მეფეთა ციხე-დარბაზი სოფელ გეგუთში - გეგუთის სასახლე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი მოქმედი მუზეუმია. ესენია: გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ წყალტუბოში, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი სოფელ დერჩში, შალვა ნუძუბიძის სახლ-მუზეუმი ფარცხანაყანევში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი სოფელ ოფშკვითში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ბუნებაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი ისტორიაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი მოსახლეობაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი მმართველობაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი ეკონომიკაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობებიწყალტუბოს მუნიციპალიტეტი სქოლიოწყალტუბოს მუნიციპალიტეტიიმერეთის მხარეწყალტუბო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სოზარ სუბარიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიტოტალიტარიზმიიბერიასაქართველოს პარლამენტიგიორგი V ბრწყინვალემწვერვალიერთეულთა საერთაშორისო სისტემამეიოზიშოთა რუსთაველიკლიმატილიბერალიზმირესპუბლიკაკურო (ასტროლოგია)ნაკრძალიმილიმეტრიარჩვიდემოკრატიააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაკვორუმილითიუმიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიარაბობა საქართველოშიდიმიტრი სამხარაძებუნებრივი გადარჩევასეფსისიქართველებილუვრიერეკლე IIთამბაქოავსტრალია (კონტინენტი)მთაწმინდის პანთეონიმარკ ტვენიშავი ზღვასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაეკოლოგიაპირველი მსოფლიო ომიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაბიბლიასაქართველოს სატელეფონო კოდებიქართული სამზარეულოთბოგამტარობახემარწყვაიულონ გაგოშიძესასანიანთა იმპერიასაქართველოს კონსტიტუციაგარემოს დაცვაფთორისაქართველოს მუნიციპალიტეტებიქრომოსომაერლინგ ჰოლანიფრინველთა მიმოფრენასაქართველოს კანონიაფხაზეთის ომი (1992-1993)ხვიჩა კვარაცხელიადუბაინიჰილიზმისახელმწიფოავტომობილიმალტაჩრდილოეთი აფრიკაბალდუინ IV იერუსალიმელიშველიიურიდიული პირიმსოფლიოს შვიდი საოცრებაფარავანიანა კალანდაძეალაზანიკანადალანა როუდსისიონის ტაძარიკენგურუებირომაული ხელოვნებასინონიმებივინსენტ ვან გოგისაქართველო XII-XIII საუკუნეებშილადო ასათიანიფარსმან II ქველი🡆 More