ფეხსახსრიანები

ფეხსახსრიანები (ლათ.

Arthropoda) — ყველაზე მაღალგანვითარებულ და მრავალრიცხოვან უხერხემლო ცხოველთა ტიპი. აერთიანებს 1,5 მილიონამდე წყლის, ხმელეთისა და პარაზიტულ სახეობას, რომელთაც აქვთ დასეგმენტებული სხეული და დასახსრული კიდურები.

ფეხსახსრიანები
ფეხსახსრიანები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ლათინური სახელი
Arthropoda

ზოგადი აღწერა

ფეხსახსრიანების სხეული შედგება თავის, მკერდისა და მუცლის განყოფილებისაგან. თავი და მკერდი ხშირად შერწყმულია და წარმოიქმნება ე. წ. თავმკერდი. კიდურები ასრულებს სხვადასხვა (მოძრაობის, საკვების მოპოვებისა და დაქუცმაცების, სუნთქვის) ფუნქციას, მუცლის კიდურები უმეტესობას ატროფირებული აქვს. სხეული დაფარულია მკვრივი ქიტინოვანი კუტიკულით, რომელიც წარმოქმნის გარეგან ჩონჩხს — იცავს ცხოველს დაზიანებისა და გამოშრობისაგან.

ფეხსახსრიანების ზრდა დაკავშირებულია ქიტინოვანი საფარვლის პერიოდულ ცვლასთან (გაქუცვასთან). მაშინ, როდესაც ძველი კუტიკულა სცილდება და ახალი ჯერ კიდევ არ არის გამაგრებული, ზრდა ინტენსიურია. კუნთები განივზოლიანია და არ წარმოქმნის კან–კუნთოვან პარკს. ნერვული სისტემა რთულია, შედგება წყვილი თავის განგლიონისაგან, ხახის ირგვლივი კომისურებისა და მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. თავის ტვინი სამნაწილიანია: წინა, შუა და უკანა ტვინი. შემჩნეულია მუცლის ნერვული განგლიონების გაერთიანებაც. აქვთ რთული ფასეტური თვალები.

საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება ექტოდერმული წინა, უკანა და ენტოდერმული შუა ნაწლავებისგან. შუა ნაწლავთან დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სადინარები. სუნთქვის სისტემა სხვადასხვანაირია: წყალში მცხოვრებნი სუნთქავენ ლაყუჩებით, ხმელეთის ფორმები — ფილტვებით, უმაღლესი განვითარების ხმელეთის ფეხსახსრიანები — ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, წარმოდგენილია ცენტრალური მფეთქავი ორგანოთი — გულით, რომელიც ნაწლავის ზემოთაა მოთავსებული. აქვთ მსხვილი სისხლძარღვები — არტერია და აორტა. გამომყოფი სისტემა კოქსალური, ანტენალური და მაქსილარული ჯირკვლებია. ხმელეთის ფორმებისა — მალპიგის მილები და ცხიმოვანი ქსოვილი. ცალსქესიანები არიან. კარგად აქვთ განვითარებული გამოხატული სქესობრივი დიმოფორმიზმი. ზოგჯერ პართენოგენეზურად მრავლდებიან. ემბრიონული განვითარება ხშირად მეტამორფოზით მიმდინარეობს.

ამჟამად ფეხსახსრიანების ტიპს ყოფენ 4 ქვეტიპად: ლაყუჩით მსუნთქავნი (ერთი კლასი — კიბოსნაირები); ტრაქეებით მსუნთქავნი (მრავალფეხიანები და მწერები); ქელიცერიანები (მახვილკუდანი, კიბომორიელები და ობობასებრნი); ტრილობიტები.

ფეხსახსრიანების ცხოვრების ნირი მეტად მრავალფეროვანია. უმაღლესი განვითარების ფეხსახსრიანებს (ფუტკრები, ჭიანჭველები) ახასიათებთ საკმაოდ რთული ინსტინქტები. ბევრი სასარგებლოა (ფუტკარი, აბრეშუმის ჭია და სხვ.). მწერების დიდი რაოდენობა ტყის (ლაფნიჭამია, ხერხიები), ჩაის, ციტრუსებისა და (ვაზის ცრუფარიანები, ფილოქსერა), მარცვლოვან მცენარეთა (სწორფრთიანები, ხოჭოები), ხილისა და ბოსტნეულის და სხვების მავნებელია, ზოგი ავრცელებს ადამიანის და სასოფლო–სამეურნეო ცხოველების სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას (მუნის ტკიპა, ტილი, ბაღლინჯო, იქსოდისებრი ტკიპები) ან გადააქვს მალარია (კოღო ანოფელესი).

ლიტერატურა

  • სტივენ ჯეი გულდი (1990). Wonderful Life: The Burgess Shale and the Nature of History. Hutchinson Radius. ISBN 0091742714. 
  • Ruppert, E. E., R. S. Fox & R. D. Barnes (2004). Invertebrate Zoology, 7th, Brooks/Cole. ISBN 0030259827. 

რესურსები ინტერნეტში

ფეხსახსრიანები 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ლათინური ენაპარაზიტისახეობატიპიუხერხემლოებიცხოველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მირიან IIIსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიადამიანის უფლებებიმცენარეებიქრისტეფორე კოლუმბინიუ-იორკიქრომოსომაემპათიასაქართველო XVIII საუკუნეშიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)სუვერენიტეტიუცხოური აგენტების კანონითავისუფლება (ფილოსოფია)ფოტოსინთეზიპანკრეასიორგაზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ქართული ვაზის ჯიშებისაქართველოს გეოგრაფიაირლანდიაეგრისის დიდი ომისაქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს პრემიერ-მინისტრიგერმანიასაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებიჰარი პოტერიბათუმიუდაბნოპლანეტაასტრიდ ლინდგრენიდემაგოგიასაქართველოს მდინარეების სიაგურიის მხარეკვადრატიირაკლი კობახიძეასურეთიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიშველიზურაბ ჟვანიაფარსმან II ქველირიონიკანონიერი ქურდიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასაფრანგეთის რევოლუციაძუძუმწოვრებივეფხვინინო წილოსანიეპითეტიყინწვისის მონასტერიმერცხლისებრნითინათინ ბოკუჩავავეფხისტყაოსანიმგელირომაული ხელოვნებავიკისაწყობიდიმიტრი ყიფიანიქვეწარმავლებიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდისკრიმინაციაბზობამართლმადიდებლობამარი ანტუანეტიბიბლიასინონიმებიერთა ლიგააფრიკის ქვეყნების სიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეიმერეთის მხარეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიილია თოფურიაჩრდილოეთი აფრიკასოზარ სუბარიმთავარი გვერდიწიგნი სიბრძნე სიცრუისასსრკ-ის დაშლარაკეტა🡆 More