Covid-19

COVID-19 (ინგლ.

2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის პანდემია 2019-2020. ზოგად სიმპტომებს შორის არის ტემპერატურის მომატება, ხველება და სუნთქვის უკმარისობა. შედარებით ნაკლებად წარმოჩენილი სიმპტომებია კუნთების ტკივილი, ნახველი და ყელის ტკივილი. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პნევმონია და პოლიორგანული უკმარისობა. ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1-დან 5 პროცენტამდეა, მაგრამ მერყეობს ასაკისა და სხვა თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)
Covid-19
ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)
Covid-19
ახალი კორონავირუსის აგებულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ვირუსები
ოჯახი:  კორონავირუსები
ლათინური სახელი
SARS-CoV-2

ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფექცია გადადის რესპირატორული წვეთებით, რომლებიც ძირითადად ხველებისა და დაცემინების დროს წარმოიქმნება. სიმპტომები ინფიცირებიდან 2-14 დღეში ვლინდება, საშუალოდ კი 5 დღეში. დიაგნოზირების სტანდარტული მეთოდია ყელ-ცხვირის ნაცხის ან ნახველის ნიმუშის პოლიმერაზის ჯაჭვის რევერსულ-ტრანსკრიფციული რეაქცია (rRT-PCR). ასევე შესაძლებელია სისხლის შრატის იმუნოანალიზის გამოყენება. ინფექციის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სიმპტომების კომბინაციით, რისკ-ფაქტორებითა და კომპიუტერული ტომოგრაფიისას პნევმონიის მახასიათებლების დაფიქსირებით.

დაავადების თავიდან აცილების რეკომენდებულ ზომებს შორის არის ხელების ხშირი ბანვა, სხვა ადამიანებისგან დისტანციის შენარჩუნება და საკუთარ სახეზე ხელების არშეხება. პირბადეების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ვირუსის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები აღენიშნება; ნიღბის გამოყენება ჯანმრთელი ადამიანისთვის უსარგებლოა. დაავადების მართბვა მოიცავს სიმპტომების მკურნალობას, მზრუნველობით მოვლას და ექსპერიმენტულ ზომებს.

2020 წლის 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის 2019-2020 წლის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, 11 მარტს კი პანდემიად. ადგილობრივი გადადება დაფიქსირდა დაავადების გავრცელების ყველა რეგიონში.

ეპიდემიოლოგია

პირველად ეპიდემიის გავრცელება შეინიშნა 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ქალაქ უხანში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით, ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. შემდგომში ვირუსი გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰონგ-კონგში, ტაილანდში, იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. ინფიცირებულები ასევე დაფიქსირდნენ სინგაპურსა და ნეპალში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. 2020 წლის 7 იანვარს ახალი ტიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, ვირუსი კი მიაკუთვნეს კორონავირუსებრთა ოჯახს.

2020 წლის 11 მარტის მდგომარეობით დაფიქსირდა ინფიცირების 121 124 შემთხვევა, რომელთაგან 80 967 იმყოფება ჩინეთის ტერიტორიაზე. მონაცემებს ადასტურებს ჩინეთის მთავრობა; დანარჩენი დაინფიცირებულები არიან ტურისტები, რომლებიც ამ დროის შუალედში უხანში იმყოფებოდნენ და შემდეგ ქვეყანა დატოვეს; ასევე ის პირები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულებთან. 2020 წლის 11 მარტის მდგომარეობით კორონავირუსს 4 368 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 66 216. 20 იანვარს, ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა.

სიმპტომები და მიმდინარეობა

Covid-19 
2019-nCoV პროტეაზას (პეპტიდაზას) დიაგრამა

2019-nCoV კორონავირუსის საწყისი სიპტომები მიმსგავსებულია პნევმონიის და მწვავე რესპირატორულ სინდრომებთან. სიმპტომები მოიცავს

  • ციებ-ცხელება
  • მოთენთილობა
  • სუნთქვის გაძნელება (უკმარისობა)
  • მაღალი ტემპერატურა (38°C მაღალი)
  • მშრალი ხველება
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • თავის ტკივილი
  • მიალგია
  • გონების დაკარგვა (ფილტვის ქსოვილების პროგრესიული დაშლის შედეგად)
  • პნევმონია
  • თირკმლის უკმარისობა
  • გარდაცვალება (ზოგიერთ შემთხვევაში)

საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაწესებულებებში შეყვანისას იყო სტაბილური, მათ აღენიშნებოდათ ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობა) და ლიმფოპენია (სისხლში ლიმფოციტების დაბალი შემცველობა. ამ პაციენტთა უმრავლესობას ასევე ჰქონდათ ჰიპერტონია, დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით

2020 წლის 26 მარტის მონაცემებით ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით:

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Covid-19 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

Covid-19 ეპიდემიოლოგიაCovid-19 სიმპტომები და მიმდინარეობაCovid-19 გავრცელება მსოფლიოს მასშტაბითCovid-19 იხილეთ აგრეთვეCovid-19 რესურსები ინტერნეტშიCovid-19 სქოლიოCovid-19SARS-CoV-2ინგლისური ენაინფექციური დაავადებებიკორონავირუსის პანდემია 2019-2020პნევმონია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიხეილ სააკაშვილიწყალიშუა საუკუნეებიელენე ახვლედიანითეიმურაზ Iაფრიკის ქვეყნების სიასვეტიცხოველიესპანეთიგონიოს ციხეგლიცინიააშშ-ის სამოქალაქო ომიYouTubeალკანიალკოჰოლური სასმელივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიშინაური კატასაქართველოს პარლამენტისოკოებიქრისტიანობაინგლისისახელმწიფოკონსტიტუციალაშა ტალახაძეიმერეთიერთა ლიგაჭიანჭველასებრნიივანე ჯავახიშვილითურქეთის ისტორიასაქართველოს სატელეფონო კოდებიეპილეფსიადავით კლდიაშვილიმიქელანჯელო ბუონაროტივაჟა-ფშაველაარისტოტელეკუთხეწმინდა სამების საკათედრო ტაძარიბეჰემოთილუდვიგ ვან ბეთჰოვენიათეროსკლეროზიძველი ეგვიპტევერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ქართული ვაზის ჯიშებიპაკისტანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ანალური სექსიმერკურილითიუმიპაბლო პიკასოაკაკი წერეთელიალექსანდრე ყაზბეგიყაზახეთიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს სამოქალაქო ომიღორის სოლიტერითელავიწითელაარწივიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)მწერებიბიძინა ჩოლოყაშვილიჩემი ცოლის დაქალებიგოგა ხაინდრავარუსთავიმარკეტინგიავსტრალია (კონტინენტი)უეფა-ს ჩემპიონთა ლიგამერაბ მამარდაშვილიC ჰეპატიტიბალეტისიონის ტაძარირთველიმტკნარი წყალიბესლანის ტერაქტიქართლის ცხოვრებათეთრი დათვიფრინველებიმთლიანი შიდა პროდუქტიქუნთრუშა🡆 More