სენეგალი

სენეგალი (ფრანგ.

სენეგალს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მავრიტანია, აღმოსავლეთიდან მალი, სამხრეთი-აღმოსავლეთიდან გვინეა და სამხრეთი-დასავლეთით გვინეა-ბისაუ. სენეგალს კაბო-ვერდესთან საზღვაო საზღვარი აქვს. სენეგალის პოლიტიკური და ეკონომიკური დედაქალაქია დაკარი. ის აფროევრაზიის ყველაზე დასავლეთით არსებული ქვეყანაა. მისი სახელი მომდინარეობს მდინარე სენეგალიდან. თვითონ მდინარის საელი მომდინარეობს ვოლოფური სიტყვა „სუნი გაალიდან“ რაც ნიშნავს „ჩვენ ნავს“. სენეგალი მოიცავს 197 000 კმ²-ს. და დაახლოებით 15 მილიონი მოსახლე ცხოვრობს. კლიმატი არის საჰელი წვიმების სეზონებით.

სენეგალის რესპუბლიკა
République du Sénégal
სენეგალი
სენეგალი სენეგალის
დროშა გერბი
დევიზი: ”Un Peuple, Un But, Une Foi”
"ერთი ხალხი, ერთი მიზანი, ერთი რწმენა"
ჰიმნი: 
Pincez Tous vos Koras, Frappez les Balafons
ყველამ აჟღარუნეთ თქვენი კორა, დაარტყით ბალაფონს

სენეგალი
სენეგალის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დაკარი
14°40′ ჩ. გ. 17°25′ დ. გ. / 14.667° ჩ. გ. 17.417° დ. გ. / 14.667; -17.417
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაკი სალი
 -  პრემიერ-მინისტრი მოჰამედ დიონე
ფართობი
 -  სულ 196 712 კმ2 (87-ე)
 -  წყალი (%) 2.1
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 15 589 485 (72-ე)
 -  14 320 055 აღწერა 2016 
 -  სიმჭიდროვე 68,7 კაცი/კმ2 (134-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასებით
 -  სულ $43.326 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $2,732 
აგი (2015) 0.494 (დაბალი) (162-ე)
ვალუტა აფრიკული ფრანკი (XOF)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი SEN
Internet TLD .sn
სატელეფონო კოდი 221

სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს მდინარე სენეგალიდან, რომლის ეტიმოლოგიაც სადავოა. დავიდ ბოილატის მიერ 1853 წელს შემოთავაზებული პოპულარული თეორიის მიხედვით მომდინარეობს ვოლოფური გამონათქვამიდან: sunu gaal - ჩვენი კანოე ან ჩვენი პირაგუა. ეს იდეა გამოიყენება ეროვნული სოლიდარობის პროპაგანდისთვის - "ჩვენ ყველა ერთი ნავიდან ვართ".

თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სახელი მომდინარეობს მდინარის ჩრდილოეთით მცხოვრები ბერბერებისგან. ამ თეორიის მიხედვით სახელი მომდინარეობს შუა საუკუნეების ქალაქ "სანგანა"-დან, რომელიც არაბი გეოგრაფის ალ-ბაკრის 1068 წელის აღწერის მიხედვით მდინარის სათავესთან მდებარეობდა.

სამხრეთით მცხოვრები სერერები მიიჩნევენ, რომ მდინარის სახელი მომდინარეობს სერერული ტერმინების: სენე (სერერების რელიგიის უმთავრესი ღვთაება) და ო გალ ("წყლის სხეული").

ისტორია

სენეგალის ტერიტორიაზე XV საუკუნეში პორტუგალიელები მოვიდნენ. მათ იქედან გაჰქონდათ სპილოს ძვალი, გუმიარაბიკი, ოქროს ქვიშა, XVI საუკუნიდან კი მონებით ვაჭრობაც დაიწყეს. XVI-XVII საუკუნეებში სენეგალის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბრძოლა ვაჭრობის მონოპოლიისათვის პორტუგალიას, ნიდერლანდებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს შორის. 1633 წელს ფრანგებმა დააარსეს სენეგალის კომპანია, 1638 წელს კი მდინარე სენეგალის შესართავთან - ფაქტორია (1659 წლიდან - ქალაქი სენ-ლუი), რომელიც შემდგომი კოლონიური ექსპედიციების დასაყრდენი პუნქტი გახდა.

სენეგალი 
კოლონიური სენ-ლუი. 1900 წელი

1895 წელს სენეგალის ტერიტორია საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში შევიდა, დაკარი კი მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა (1904 წლიდან).

სენეგალის ეკონომიკა ცალმხრივად ვითარდებოდა. XIX საუკუნის დასასრულს აშენდა პირველი რკინიგზები, ერთგვარად განვითარდა მოპოვებითი და დამუშავებითი მრეწველობა, გაიზარდა დაქირავებული შრომით დაკავებულ პირთა რიცხვი, ჩამოყალიბდა ეროვნული ინტელიგენცია, ქალაქებში: დაკარში, სენ-ლუიში, რიუფისკსა და კუნძულ გორეზე შეიქმნა „სრულუფლებიანი კომუნები”. კუნძულის მცხოვრებლები საფრანგეთის მოქალაქეებად ითვლებოდნენ და საფრანგეთის პარლამენტში ერთი დეპუტატის არჩევის უფლებით სარგებლობდნენ, სენეგალის დანარჩენ მოსახლეობას პოლიტიკური უფლებები წართმეული ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა პირველი პოლიტიკური ორგანიზაციები; სტიქიური ანტიკოლონისტური გამოსვლების გვერდით ეწყობოდა პირველი გაფიცვები.

მეორე მსოფლიო ომის წლებში სენეგალი და განსაკუთრებით დაკარი, „მებრძოლი საფრანგეთის” ერთ-ერთი საყრდენი ბაზა და მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო. ომის შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია გახდა 1948 წელს შექმნილი სენეგალის დემოკრატიული ბლოკი, რომლის სათავეში ლ. ს. სენგორი იდგა. 1958 წელს სენეგალი გახდა ავტონომიური სახელმწიფო საფრანგეთის გაერთიანების შემადგენლობაში. 1960 წლის 20 აგვისტოს სენეგალი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი დარჩა საფრანგეთის საფრანგეთის წევრად და საფრანგეთთან დადებული ყველა შეთანხმება აღიარა. 1960 წლის 28 სექტემბერს სენეგალი გაეროში მიიღეს. ჰქონდა ტერიტორიული დავები მავრიტანიასთან.

გეოგრაფია

სენეგალი 

ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, 12-17 განედებსა და 11-18 გრძედებს შორის.

სენეგალი გარედან შემოსაზღვრულია: დასავლეთიდან ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთიდან მავრიტანიით, აღმოსავლეთიდან მალით, სამხრეთიდან გვინეათი და გვინეა-ბისაუთი. შიგნიდა ის თითქმის მთლიანად (აღმოსავლეთით ატლანტიკის ოკენის სანაპიროს გარდა) საზღვრავს გამბიას.

სენეგალის ლანდშაფტი ძირითადად დასავლეთი საჰელის ქვიშიანი ბორცვებისგან. ქვეყნის უმაღლესი ადგილის სიმაღლე შეადგენს 648 მეტრს. ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს მდინარე სენეგალი. ქვეყნის სხვა დიდი მდინარეებია: გამბია და კაზამანსი. დედაქალაქი მდებარეობს აფრიკის უკიდურეს დასავლეთ წერტილში - კაპ-ვერის ნახევარკუნძულზე. ქვეყნის ფართობი წარმოადგენს 196 192 კმ²-ს.

მწვანე კონცხის ნახევარკუნძულის რაიონში არის ჩამქრალი ვულკანები. სანაპირო დაკარის ჩრდილოეთით მოსწორებულია, სამხრეთით დანაწევრებულია მდინარეთა ესტუარებით. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ფოსფორიტები, ალუმინფოსფატები, რკინის მადანი, ილმენიტი, რუტილი, ცირკონიუმი, ქვამარილი, ბოქსიტი. შელფურ ზონაში ნავთობის საბადოებია.

ჰავა ტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 30 °C. ნალექები ჩრდილოეთით 250-300 მმ-ია წელიწადში, სამხრეთით დაახლოებით 1 500 მმ. მთავარი მდინარეებია სენეგალი, კაზამანსი, გამბია (ზემო დინება). ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მოწითალო-მურა ნიადაგებზე, გაუდაბნოებული სავანაა. სამხრეთით აქა-იქ ჩნდება ხეები (აკაცია, ბაობაბი), უფრო სამხრეთით, წითელ-მურა ნიადაგებზე, განვითარებულია ტიპური სავანა, მდინარე კაზამანსის ქვემო დინებაში შერეული ფოთოლმცვივან-მარადმწვანე ტყეა. სავანაში შემორჩენილია ანტილოპები, ჩრდილო-განაპირა რაიონებში და ეროვნულ პარკებში - ტურა, აფთარი, ჯიქი, ავაზა. ბევრია მღრღნელი, ფრინველი ქვეწარმავალი, მწერი. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით (თინუსი, მაკრელი, სარდინი, ქორჭილა და სხვა). გვხვდება ზვიგენიც.

სახელმწიფო

სენეგალი 
მაკი სალი პრეზიდენტი 2012 წლიდან.

სენეგალის სახელმწიფო სისტემაა საპრეზიდენტო რესპუბლიკა. 2001 წლიდან პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო არჩევნებზე 5 წლით (მანამდე ირჩეოდა 7 წლით). პირველი პრეზიდენტი იყო ოეტი და მწერალი ლეოპოლდ სედარ სენგორი, ის პირველი აფრიკელი გახდა რომელიც Académie française-ში აირჩიეს. მეორე პრეზიდენტი აბდუ დიუფი, საპრეზიდენტი ვადის შემდეგ ის მსახურობდა Organisation de la Francophonie-ის გენერალურ მდივნად. მესამე პრეზიდენტი იყო - აბდულაი ვადი იურისტი, ხოლო მეოთხე და დღევანდელი პროზიდენტი მაკი სალი პოსტს 2012 წლიდან იკავებს.

სენეგალში 80-ზე მეტი პოლიტიკური პარტია მოღვაწეობს. სენეგალის ეროვნული ყრილობა წარმოადგენს ერთპალატიან პარლამენტს 150 პარლამენტარით. 1999-2001 და 2007-2012 წლებში ქვეყანაში ასევე მოქმედებდა სენატი.

ადმინისტრაციული დაყოფა

სენეგალი 
სენეგალის რეგიონები

სენეგალი დაყოფილია 14 რეგიონად, თითოეული იმართება რეგიონალური საბჭოთი (Conseil Régional), რომელსაც არჩევნებზე ირჩევენ. რეგიონები დაყოფილია 45 დეპარტამენტად (Départements), დეპარტამენტები თავისმხრივ 113 არონდისმანად (Arrondissement) იყოფა, რომლებსად ადმინისტრაციული ფუნქცია აქვთ.

რეგიონების დედაქალაქებს ქვიათ შესაბამისი რეგიონის სახელები:

  • დაკარი
  • დიურბელი
  • ფატიკი
  • კაფრინი
  • კაოლაკი
  • კედუგუ
  • კოლდა
  • ლუგა
  • მატამი
  • სენ-ლუი
  • სედიუ
  • ტამბაკუნდა
  • ტიესი
  • ზიგინჩორი

დემოგრაფია

სენეგალი 
სენეგალის მოსახლეობის ზრდა 1962-2004 წლებში.

სენეგალის მოსახლეობა დაახლოებით 13,5 მილიონს შეადგენს. მათგან 42 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის უმეტესობა ისლამია.

ეთნიკური ჯგუფები

სენეგალი 
ქუჩის ბაზარი მალენ-ჰოდარში

სენეგალში ბევრი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს: ყველაზე მრავალრიცხოვანია ვოლოფი, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 43 %; ფულბე და ტუკულიორები 24 %-ს (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰალპულაარები ანუ პილაარზე-მოსაუბრეები); სერერები 14,7 %; ჯოლა 4 %; მანდინკა 3 % და სხვა მცირე ჯგუფები 9 %.

სენეგალში ასევე ცხოვრობს დაახლოებით 50 000 ევროპელი (ძირითადად ფრანგები) და ლიბანელი. ლიბანელების უმეტესობა დასაქმებულია ვაჭრობაში. ქვეყნის ჩრდილოეთში ასევე ცხოვრობს ათეულობით ათასი მავრიტანიელი ლტოლვილი.

ენები

სენეგალი 
დაკარის უბანი იოფი.

ოფიციალური ენაა ფრანგული. მოსახლეობა ასევე საუბრობს მათ მშობლიურ ენებზეც. სხვა გავრცელებული ენებია: ვოლოფი, რომელიც ლინგვა ფრანკაა, პულაარი, რომელზეც საუბრობენ ფულბე და ტუკულიორები, სერერი, რომელზეც საუბრობენ, როგორც სერერები, ასევე გავრცელებულია სხვა ეთნიკურ ჯგუფებშიც. ჯოლას ენები ფართოდაა გავრცელებული კაზამანსეს რეგიონში.

სენეგალის რამდენიმე ენას აქვს ეროვნული ენის სტატუსი: ბალანტა, ჰასანია, ჯოლა-ფონი, მანდინკა, მანდიაკი, მანკანია, ნუნი, პულაარი, სერერი, სონინკე, ვოლოფი.

ქალაქები

სენეგალის უდიდესი ქალაქია დედაქალაქი დაკარი 2 მილიონზე მეტი მოსახლით. სიდიდით მეორე ქალაქია ტუბა ნახევარი მილიონი მოსახლით. სხვა დიდი ქალაქებია ტიესი და კაოლაკი.

ეკონომიკა

სენეგალი 
სენეგალის ექსპორტის პროპორციული გრაფიკა.

1993 წელს სენეგალმა საერთაშორისო დონორების დახმარებით ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო. რეფორმები ქვეყნის ვალუტის 50 %-იანი დევალვაციით დაიწყო. გაუქმდა ფასის კონტროლი და სახელმწიფო სუბსიდიები. შედეგად სენეგალის ინფლაცია შემცირდა, ინვესტიციები გაიზარდა და მშპ 1995-2001 წლებში დაახლოებით 5 %-ით გაიზარდა.

ქვეყნის ძირითადი ინდუსტრიებია: საკვები მრეწველობა, წიაღისეულის მოპოვება, ცემენტის წარმოება, სასუქის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, საფეიქრო მრეწველობა, აფინაჟი, ტურიზმი. ექსპორტზე გადის: თევზი, ქიმიური ნაწარმი, ბამბა, ქსოვილები, მიწის თხილი და კალციუმის ფოსფატი. 1998 წლის მიხედვით ყველაზე დიდ უცხოური ბაზრის წილი ჰქონდა ინდოეთს - 26,7 %.

სენეგალს გააჩნია 22 კილომეტრიანი სათევზაო ზონა. წელიწადში დაახლოებით 300 000 ტონა თევზის უკანონოდ მოპოვება ხდება, მათგან უმეტესობა ხორციელდება უცხო ქვეყნებში რეგიტრირებული გემებით. 2014 წელს გვინეა-ბისაუს საზღვაო საზღვართან მოხდა რუსული ტრალერის Oleg Naydenov-ის დაკავება.

მემკვიდრეობა

ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი:

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 285-286.
  • Babou, Cheikh Anta, Fighting the Greater Jihad: Amadu Bamba and the Founding of the Muridiyya of Senegal, 1853–1913, (Ohio University Press, 2007)
  • Behrman, Lucy C, Muslim Brotherhood and Politics in Senegal, (iUniverse.com, 1999)
  • Buggenhage, Beth A, Muslim Families in Global Senegal: Money Takes Care of Shame, (Indiana University Press, 2012)
  • Bugul, Ken, The Abandoned Baobab: The Autobiography of a Senegalese Woman, (University of Virginia Press, 2008)
  • Foley, Ellen E, Your Pocket is What Cures You: The Politics of Health in Senegal, (Rutgers University Press, 2010)
  • Gellar, Sheldon, Democracy in Senegal: Tocquevillian Analytics in Africa, (Palgrave Macmillan, 2005)
  • Glover, John, Sufism and Jihad in Modern Senegal: The Murid Order, (University of Rochester Press, 2007)
  • Kane, Katharina, Lonely Planet Guide: The Gambia and Senegal, (Lonely Planet Publications, 2009)
  • Kueniza, Michelle, Education and Democracy in Senegal, (Palgrave Macmillan, 2011)
  • Mbacké, Khadim, Sufism and Religious Brotherhoods in Senegal, (Markus Wiener Publishing Inc., 2005)
  • Streissguth, Thomas, Senegal in Pictures, (Twentyfirst Century Books, 2009)
  • Various, Insight Guide: Gambia and Senegal, (APA Publications Pte Ltd., 2009)
  • Various, New Perspectives on Islam in Senegal: Conversion, Migration, Wealth, Power, and Femininity, (Palgrave Macmillan, 2009)
  • Various, Senegal: Essays in Statecraft, (Codesria, 2003)
  • Various, Street Children in Senegal, (GYAN France, 2006)

რესურსები ინტერნეტში

სენეგალი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

სენეგალი სახელწოდებასენეგალი ისტორიასენეგალი გეოგრაფიასენეგალი სახელმწიფოსენეგალი დემოგრაფიასენეგალი ეკონომიკასენეგალი მემკვიდრეობასენეგალი ლიტერატურასენეგალი რესურსები ინტერნეტშისენეგალი სქოლიოსენეგალიაფროევრაზიაგვინეაგვინეა-ბისაუდაკარიდასავლეთი აფრიკავოლოფი (ენა)კაბო-ვერდემავრიტანიამალისაჰელისენეგალი (მდინარე)ფრანგული ენაწვიმების სეზონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დაუნის სინდრომიძველი საბერძნეთიდიდგორის ბრძოლაავსტრიათევზებინიკოლოზ ბარათაშვილიინდოეთირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიაშშ-ის ისტორიაევროპამარჯნის რიფიალცჰაიმერის დაავადებაპოლონეთიცილებინიკო ნიკოლაძეიუდაიზმირუსეთილომისუვერენიტეტიდათა თუთაშხიამონანიება (ფილმი)მათემატიკაბარბიტურატებივარდების რევოლუციაანანურის ციხეშუშანიკის წამებაკანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატილეჩხუმისაჰარაჰარი პოტერიალპებიგიორგი I (საქართველოს მეფე)ასტრიდ ლინდგრენიმსოფლიოს მოსახლეობასაქართველოს მდინარეების სიამინერალების სიაუჯრედინარიყალაკონსტანტინოპოლის დაცემაადიშის ოთხთავიკახეთის აჯანყება (1659)დედამიწის დღესახელმწიფო საზღვარისპილოსებრნიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითფსორიაზიმსოფლიო მიზიდულობის კანონინაპოლეონ ბონაპარტიქვეშეთიიასამანიალბანეთიალაზნის ვაკეჰაერის დაბინძურებაფესახიელდარის დაბლობიბოლშევიკებიჯემალ ქარჩხაძეთეიმურაზ Iგიორგი VIIIალკოჰოლიზმიექსპრესიონიზმისაფრანგეთიაღა-მაჰმად-ხანირიონითხის რქა (ასტროლოგია)არაპენეტრაციული სექსიიოსებ სტალინიბუნებაკეთილშობილი ირემიგანათლება საქართველოშიკალათბურთიეგრისის დიდი ომილეონარდო და ვინჩიქართველები რუსეთშიგასტრიტიკუებიდეციმეტრისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია🡆 More