განედი

განედი (ლათ.

Latitudo) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს დედამიწის ზედაპირის წერტილების მდგომარეობას (გეოგრაფიული კოორდინატები, გეოდეზიური კოორდინატები), ციურ სფეროებსა (ციური კოორდინატები) და მზის, მთვარისა და პლანეტების ზედაპირზე (ჰელიოცენტრული კოორდინატები, სელენოგრაფიული კოორდინატები, პლანეტოგრაფიული კოორდინატები). გეოგრაფიული განედი არის კუთხე, რომელსაც ქმნის მოცემული წერტილის შვეული ეკვატორის სიბრტყესთან. მანძილი დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილამდე ეკვატორის ჩრდილოეთით ან სამხრეთით, გამოხატული გრადუსებით. გეოგრაფიულ განედს აითვლიან ეკვატორიდან ჩრდილოეთით (ჩ. გ.) და სამხრეთით (ს. გ.) 0-იდან 90°-მდე. გეოგრაფიული განედი განსაზღვრავს წერტილის მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე. გეოგრაფიული განედი „φ“ არის კუთხე შვეულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის. ტერმინი „შვეული ხაზი“ აღნიშნავს მიმართულებას სიმძიმის ცენტრისაკენ („ასტრონომიული განედი“) ან პერპენდიკულარს მოცემული წერტილის ზედაპირისკენ („გეოდეზიური განედი“). უკანასკნელ შემთხვევაში „ზედაპირის“ გაგებაში ჩვეულებრივ, იგულისხმება დედამიწის ელიფსოიდის მიახლოებითი ფორმა. წერტილების გეოგრაფიული განედი, რომელიც განფენილია ჩრდილოეთ ნახევარფეროში (ჩრდილოეთი განედი) მიჩნეულია დადებითად, ხოლო წერტილების განედი სამხრეთ ნახევარსფეროში — უარყოფითად. გარდა ამისა, ეკვატორთან მიახლოებულ განედებს უწოდებენ „დაბალს“, ხოლო პოლუსებთან ახლოს მდებარე განედებს — „მაღალს“. ადგილის განედის განსაზღვრა შესაძლებელია ისეთი ასტრონომიული ხელსაწყოების დახმარებით, როგორებიცაა სექსტანტი და გნომონი (პირდაპირი გაზომვა), აგრეთვე შესაძლებელია GPS-ისა და GLONASS-ის სისტემების გამოყენებაც (ირიბი გაზომვა).

განედი
დედამიწის რუკა
გრძედი (λ)
ამ პროექციაზე არსებული გრძედის ხაზები გამრუდებულია და ვერტიკალურ მდგომარეობაშია განლაგებული, თუმცა, სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ დიდი წრეების ნახევარს.
განედი (φ)
ამ პროექციაზე არსებული განედის ხაზები სწორია და ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია განლაგებული, თუმცა, სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა რადიუსის მქონე წრეწირებს. ერთ განედზე არსებულ ყველა წერტილს გააჩნია საერთო სახელწოდოება განედის წრე.
ეკვატორი პლანეტას ყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად და განლაგებულია ნულოვან (0°) განედზე. განედი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

GPSΦგეოგრაფიული კოორდინატებიგეოგრაფიული პოლუსებიგნომონიეკვატორიკუთხელათინური ენამზემთვარეპერპენდიკულარებიპლანეტაპლანეტოგრაფიული კოორდინატებისამხრეთისამხრეთი ნახევარსფეროსელენოგრაფიული კოორდინატებისექსტანტიჩრდილოეთიჩრდილოეთი ნახევარსფეროხმელეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

არისტოტელეაფრიკაშავი ზღვასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამყინვარწვერიკახეთის აჯანყება (1659)შვედეთისაქართველოს სამეფოთამაშგარესეკულარიზმიაზიავახტანგ VIაღმოსავლეთი საქართველოვარძიაგველის-მჭამელილიონელ მესინაკიანი წელიწადიოქროს საწმისიმთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია (2020)აღა-მაჰმად-ხანიგულიალაზანიარაბობა საქართველოშისოლომონ კვირკველიაგიორგი გოჩოლეიშვილიგიორგი ქვილითაიასულხან-საბა ორბელიანიბაგრატიონებიმტკვარისალამურას თავგადასავალიბერძენ-სპარსელთა ომებიაჭარასტუმარ-მასპინძელიინგლისის რევოლუციაადამიანისაქართველოს პრეზიდენტილუქსემბურგიკრასუსიედუარდ შევარდნაძეპითაგორას თეორემაერეკლე IIსინონიმებითბილისის ძეგლებიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიგიორგი ანწუხელიძენიჰილიზმიცენტრალური სტადიონი (თბილისი)მდგრადი განვითარების მიზნებიბიზანტიის იმპერიაოცდაათწლიანი ომიდედამიწის დღემუსიკათევზებიიტალიალუარსაბ IIათეროსკლეროზივახტანგ I გორგასალიტერენტი გრანელიჯინსების თაობადემოკრატიამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიადავით VII ულუგამაფრთხილებელი შეფერილობააქილევსიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენააჭარაბეთ არენათემურლენგიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითალკოჰოლიზმისაჰარალითოსფეროანტანტაელექტრონული მუსიკასაქართველო VI საუკუნეშიირანიიასონიტბა🡆 More