დანია

დანია (დან.

Danmark) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში; დანიის სამეფოს მეტროპოლიური ნაწილი (სამეფოს შემადგენლობაში საკუთრივ დანიის გარდა შედის ორი დომინიონი — ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში). საკუთრივ დანია სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე სახელმწიფოა. მდებარეობს შვედეთისა და ნორვეგიის სამხრეთით, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარი გააჩნია, არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და უამრავ კუნძულზე, რომელთა შორის აღსანიშნავია ზელანდია, ფიუნი, ლოლანი, ფალსტერი და ბორნჰოლმი, ასევე უამრავი მცირე ზომის კუნძული, რომელთა ერთობლიობა ქმნის დანიის არქიპელაგს.

დანია
დან. Danmark
Red with a white cross that extends to the edges of the flag; the vertical part of the cross is shifted to the hoist side {{{link alias-s}}}
დევიზი: „Guds hjælp, Folkets kærlighed, Danmarks styrke“
„ღმერთის დახმარებით, ხალხის სიყვარულით, დანიის სიძლიერისთვის“
ჰიმნი: Der er et yndigt land
ეს მშვენიერი მიწა

სამეფო ჰიმნი: Kong Christian stod ved højen mast
მეფე კრისტიანი მაღალ ანძასთან იდგა
დანიის მდებარეობა ევროპაში
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დანიის მდებარეობა ევროპაში
დანიის სამეფო: დანია, ფარერის კუნძულები (წრეში) და გრენლანდია.
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დანიის სამეფო: დანია, ფარერის კუნძულები (წრეში)
და გრენლანდია.
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
კოპენჰაგენი
55°43′ ჩ. გ. 12°34′ ა. გ. / 55.717° ჩ. გ. 12.567° ა. გ. / 55.717; 12.567
ოფიციალური ენა დანიური
აღიარებული რეგიონული ენები
ეთნოქორონიმი დანიელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო
კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ფრედერიკ X‎
 -  პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი
საკანონმდებლო ორგანო ფოლკეტინგი
დაარსება
 -  კონსოლიდაცია X საუკუნე 
 -  (საკონსტიტუციო აქტის
დემოკრატიზაცია)
5 ივნისი, 1849 
 -  დანიის სამეფო 24 მარტი, 1948 [ბ] 
ფართობი
 -  დანია 42 915,7 კმ2 (133-ე)
 -  გრენლანდია 2 166 086
 -  ფარერის კუნძულები 1399
მოსახლეობა
 -  იანვარი, 2020 შეფასება 5,837,213 (113-ე)
 -  გრენლანდია 56,081 [გ]
 -  ფარერის კუნძულები 52,110[გ]
 -  სიმჭიდროვე 137.65 კაცი/კმ2 [დ]
მშპ (მუპ) 2013 შეფასება
 -  სულ $211.321 მილიარდი [დ] (52-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $37 794 (მე-19)
მშპ (ნომინალი) 2013 შეფასება
 -  სულ $324.293 მილიარდი [დ] (34-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე მე-6
ჯინი (2012)negative increase 28.1
დაბალი
აგი (2013)დანია 0.900
ძალიან მაღალი · მე-10
ვალუტა დანიური კრონი [ე] (DKK)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +45 [ვ]
ინტერნეტ-დომენი .dk [ზ]
ა. ^  ფარერული დანიურთან ერთად ფარერის კუნძულების ოფიციალური ენაა. გრენლანდიური გრენლანდიის ერთადერთი ოფიციალური ენაა. გერმანული სამხრეთ დანიაში აღიარებულია უმცირესობების დაცულ ენად.
ბ. ^  ფარერის კუნძულები 1948 წლის 24 მარტს პირველი თვითმმართველი ტერიტორია გახდა. ასევე გრენლანდიამ 1979 წლის 1 მაისს მიიღო ავტონომია.
გ. ^  2013 წლის შეფასება
დ. ^  ეს მონაცემი მხოლოდ დანიას ეხება. გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მონაცემებისათვის იხილეთ მათი სტატიები.
ე. ^  ფარერის კუნძულებზე ვალუტას ცოტა განსხვავებული დიზაინი აქვს და მას კრონა ჰქვია, თუმცა ეს იგივე ვალუტაა.
ვ. ^  ფარერის კუნძულებსა (+298) და გრენლანდიას (+299) საკუთარი სატელეფონო კოდები აქვთ.
ზ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. გრენლანდიას (.gl) და ფარერის კუნძულებს (.fo) საკუთარი დომენები აქვთ.

დანიის სამეფო არის საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქია, რომლის მთავრობის ადგილსამყოფელია ქვეყნის დედაქალაქი კოპენჰაგენი. დანია უნიტარული სახელმწიფოა, თუმცა საკუთარი შიდა საკითხების მოგვარების უფლება ცენტრალური მთავრობის მიერ დელეგირებულია გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მოსახლეობისადმი. ამგვარ წყობილებას დანიაში უწოდებენ rigsfælleskabet (რაც ქართულად ითარგმნება როგორც დანიის სამეფო. ფარერის კუნძულების სტატუსი განსაზღვრულია როგორც ადამიანთა საზოგადოება სამეფოს შიგნით, ხოლო გრენლანდიის მოსახლეობა - დამოუკიდებელი ერი თვითდამკვიდრების უფლებით.

დანიის ისტორია მნიშვნელოვნად არის განპირობებული მისი ადგილმდებარეობით ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებს შორის, რაც გულისხმობდა გერმანიისა და შვედეთის მიერ ბალტიის ზღვის გაკონტროლებების მცდელობების ეპიცენტრში ყოფნას, რადგანაც კილის არხის გათხრამდე ბალტიის ზღვაში მხოლოდ სამი მომცრო არხის — დანიის კარიბჭეების მეშვეობით შეიძლებოდა გადასვლა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანია ედავებოდა შვედეთსა და ნორვეგიას სკანიის ტერიტორიას, ხოლო ჰანზის კავშირს — შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოებს. საბოლოოდ დანიამ წააგო ორივე კონფლიქტი, რის შედეგადაც სკანია დარჩა შვედეთს, ხოლო შლეზვიგ-ჰოლშტაინი გერმანიის იმპერიას. რაც შეეხება დომინიონებს, დანიამ მიიერთა გრენლანდია და ფარერის კუნძულები 1814 წელს, დანია-ნორვეგიის ერთიანი სამეფოს მოშლის შემდეგ, თუმცა დანიის მონარქი (რომელიც ასევე გაერთიანებული სახელმწიფოს მონარქიც იყო) ფლობდა კოლონიებს XIV საუკუნიდან. როგორც ფარერის კუნძულები, ასევე გრენლანდია გახდნენ დანიის სახელმწიფოს ნაწილი XX საუკუნეში, თუმცა მიიღეს შიდა საკითხების გადაწყვეტის უფლება 1948 და 1979 წლებში.

1973 წელს დანია ევროპის კავშირის წევრი გახდა, თუმცა დღემდე ევროზონის გარეთ რჩება, ამავდროულად გრენლანდიამ და ფარერის კუნძულებმა უარი თქვეს ევროპის კავშირში შესვლაზეც. სამეფო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ნატოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დამფუძნებელი, ასევე ეუთოს წევრი. შერეული ეკონომიკისა და სოციალური სახელმწიფოს პირობებში დანიას ახასიათებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური თანასწორობა და VII ადგილი მშპ-ს მიხედვით. საკმაოდ ხშირად დანიას მიიჩნევენ ყველაზე ბედნიერ და ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად მსოფლიოში. 2011 წელს დანიას ეკავა XVI ადგილი ადამიანური განვითარების ინდექსში, III ადგილი დემოკრატიის ინდექსში და II ადგილი კორუფციის აღმოფხვრის ინდექსში. დანიური ენა საკმაოდ ახლოა შვედურსა და ნორვეგიულ ენებთან, რომლებთანაც ასევე მჭიდრო ისტორიული ფესვები აკავშირებს. დანია, შვედეთსა და ნორვეგიასთან ერთად ცნობილია როგორც „სკანდინავიის“ რეგიონის ნაწილი და ჩრდილოეთის საბჭოს წევრი.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად - დანიის სამეფო; დანიურად - Kongeriget Danmark.
  • ეტიმოლოგია - წარმოსდგება სიტყვებისაგან dhen - „დაბალი“ ან „ბრტყელი“ და გერმანული mark - „სანაპირო რაიონი“. სხვაგვარად dan სატომო სახელია და შესაბამისად Danmark - „დანების ტომის სასაზღვრო ველი“.
  • ქვეყნის კოდი - DK.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, უკავია იუტლანდიის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძულები. სახმელეთო საზღვარი აქვს გერმანიასთან.

  • ფართობი - 43 069 კვ. კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - იდინგ-სკოვი 173 მ; უდ. მდინარე (კმ) - გუდენა 158; მთ. ტბები - ნისუმ-ფიორდი, არესი; მთ. კუნძულები (კვ.კმ) - ზელანდია 7450, ფიუნი 3485, ლოლანი 1244, ბორნჰოლმი 588; კლიმატი - ოკეანური.
  • ბუნებრივი რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, თევზი, მარილი, კირქვა, ქვა, ხრეში და სილა.

სახელმწიფო

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური - დანიის მეფეები შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგთა დინასტიიდან არიან. მე-20 საუკუნეში მეფობდნენ: კრისტიან IX (1863-1906), ფრედერიკ VIII (1906-1912), კრისტიან X (1912-1947), ფრედერიკ IX (1947-1972), დედოფალი მარგრეტე II (MARGRETHE II) 1972-დან.
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ჰელე თორნინგ შმიდტი (2011წლის 3 ოქტომბრიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ფოლკეტინგი (179 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 5 რეგიონი (regioner), 98 კომუნა (komunne), 2 ქალაქი (amtskomunes - კოპენჰაგენი და ფრიდერიკსბერგი) და 2 ავტონომიური ტერიტორია (ფარერები, გრენლანდია).
  • დანიის ყოფილი სამფლობელოები: ისლანდია (930-1944 წლებში), დანიის ანტილები (1672-1733), დასავლეთ ბენგალიაში - ტრანკებარი და სერამპური (1618-1845), ნიკობარის კუნძულები (1756-1789), განაში - კრისტიანბორგი, ფრიდენბორგი და სხვა ტერიტორიები (1699-1850).

დემოგრაფია

ეკონომიკა

დანია 
დანია ღორის ხორცის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში და ამ პროდუქტის უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირში.

დანიას გააჩნია თანამედროვე, მოწინავე და განვითარებული შერეული საბაზრო ეკონომიკა, რომელიც რეიტინგში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ ერთ სულ მოსახლეოზე მე-16 ადგილზეა და მე-5 ადგილზე ერთობლივი შიდა პროდუქტის მხრივ ერთ სულ მოსახლეზე. 1797 წელს იმპორტის ტარიფების ლიბერალიზაციამ დაასრულა მერკანტილიზმი, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ლიბერალიზაციამ კი ჩამოაყალიბა დანიის ლიბერალური ტრადიცია საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც მხოლოდ 1930-იან წლებში დაიმსხვრა. ძლიერ დაცულია საკუთრების უფლება. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით, დანიის ეკონომიკა შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი. ეკონომიკა ძლიერ ეფუძნება საერთაშორისო ვაჭრობას და დანია ცნობილია თავისუფალი ვაჭრობის დამცველად ევროკავშირში. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენების, IMD-ისა და გამოცემა „ეკონომისტის“ თანახმად, დანიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.

მსოფლიო ბანკის თანახმად, დანიას ევროკავშირში ყველაზე თავისუფალი შრომითი ბაზარი აქვს. დამსაქმებელს მუშის ქირაობა და დათხოვნა შეუძლია მაშინ, როცა მოესურვება; სამსახურებს შორის, უმუშევრობის კომპენსაცია საკმაოდ მაღალია. მსოფლიო ბანკი დანიას ევროკავშირში ბიზნესის ყველაზე ადვილად კეთების ადგილად მიიჩნევს. ბიზნესის წამოწყება შესაძლებელია რამდენიმე საათში, ძალიან დაბალ ფასად. დანიას კომპანიების დაბეგვრის საკმაოდ კუნკურენტუნარიანი მაჩვენებელი, 25 % აქვს. საგადასახადო სისტემა მტკიცედ ეფუძნება 25 %-იან დამატებითი ღირებულების გადასახადს, ასევე საშემოსავლო და სხვა გადასახადებს. 2011 წელს გადასახადების ზღვრული მაჩვენებელი 46 % იყო.

დანიის მოქალაქეთაგან 2,9 მლნ ადამიანი ეკონომიკურად აქტიურია. დანიას მსოფლიოში მესამეული განათლების მქონეთა მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია. 2009 წელს, მშპ საათში მუშაობისათვის მე-13 ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დანიაში ყველაზე დაბალია ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი, IMF-ის თანახმად კი ყველაზე მაღალია სახელფასო მინიმუმი. 2010 წლისთვის, უმუშევრობის მაჩვენებელი 7,4 % იყო, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (9,6 %) დაბალია.

  • წამყვანი დარგები - ლითონგადამუშავება, გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, კვების მრეწველობა.
  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 27, მომსახურება - 69;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 34.890 $.
  • ექსპორტი - ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ელექტრომოწყობილობები.
  • უდიდესი კომპანიები – კარლსბერგი, ეგმონტი, ლეგო, ნოვო, ტუბორგი.
  • ბიუჯეტი - 52,900 მლნ $.
  • ვალუტა - დანიური კრონა.

ისტორია

დანია 
Den Grundlovsgivende Rigsforsamling (დანიის კონსტიტუციის მამები, 1860–1864, ავტ. კონსტანტინ ხანსენი)

დანიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX-X საუკუნეებში. 1849 წლიდან გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად. 1940 წელს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1945 წელს აღიარა ისლანდიის დამოუკიდებლობა, ხოლო 1948 წელს - ფარერის კუნძულების თვითმმართველობა. 1949 წლიდან ნატოს წევრია, ხოლო 1973 წლიდან - ევროკავშირის. მარგრეტე II გახდა პირველი დედოფალი 600 წლის შემდეგ (1972). 1992 წელს საერთო სახალხო რეფერენდუმზე უარყოფილ იქნა მაასტრიხტის ხელშეკრულება. მთავრობა იძულებული გახდა გარკვეული ცვლილებები შეეტანა, რის შემდეგაც განმეორებით რეფერენდუმზე იგი მიიღეს.

მემკვიდრეობა

კულტურა

მუსიკა

Carl Nielsen
Wind Quintet, Op. 43
1st movement

კოპენჰაგენსა და რამდენიმე ახლომდებარე კუნძულს აქვთ ხალხური მუსიკის მდიდარი ტრადიციები. დანიური სამეფო ორკესტრი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ძველი ორკესტრი. ყველაზე ცნობილი კლასიკური დანიელი კომპოზიტორია კარლ ნილსენი, განსაკუთრებით ცნობილი ექვსი სიმფონიით და ბუკების კვინტეტით. სამეფო დანიური საბალეტო დასი ქორეოგრაფ აუგუსტ ბურნონვილის ნამუშევრებზეა კონცენტრირებული. დანიელები ცნობილები არიან ჯაზისადმი ინტერესით. მსოფლიოში განთქმულია კოპენჰაგენის ჯაზ-ფესტივალი.

როკ და ბით მუსიკის ადრეულ წლებში ჯაზის პოპულარობამ იკლო. თანამედროვე პოპ და როკ სცენა ცნობილია შემდეგი დანიელი მუსიკოსებით და ჯგუფებით: Aqua, D-A-D, The Raveonettes, Michael Learns to Rock, Alphabeat, მედინა, Oh Land, Kashmir და Mew. ლარს ულრიხი, ჯგუფ „მეტალიკისესკიზი-მუსიკა“ წევრი, არის რიგით პირველი დანიელი მუსიკოსი, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრად იქცა.

ცნობილი დანიელები

დანია 
ჰანს ქრისტიან ანდერსენი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

დანია 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

დანია სახელწოდებადანია გეოგრაფიადანია სახელმწიფოდანია დემოგრაფიადანია ეკონომიკადანია ისტორიადანია მემკვიდრეობადანია კულტურადანია ცნობილი დანიელებიდანია რესურსები ინტერნეტშიდანია სქოლიოდანიაატლანტის ოკეანებორნჰოლმიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაგრენლანდიადანიური ენაზელანდიაიუტლანდიის ნახევარკუნძულილოლანინორვეგიასაზღვარი (სახელმწიფო)სუვერენული სახელმწიფოფალსტერიფარერის კუნძულებიფიუნიშვედეთიჩრდილოეთ ამერიკაჩრდილოეთი ევროპა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ინსულტიდავით სარაჯიშვილიმაცივარისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს რევოლუციური კომიტეტისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალინიამორიერლინგ ჰოლანიტონაფობიების სიაბიპოლარული აშლილობასისხლის მიმოქცევის სისტემალიბერალიზმისუვერენიტეტივატიკანიაზოტიალპებითბილისის ისტორიადიდგორის ბრძოლამაჰმადიპოლონეთილონდონიანარქიზმიცილებიტაო-კლარჯეთიჯიქიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიპარადოქსიამერიკის შეერთებული შტატებითორნიკე ერისთავითბილისის ეროვნული პარკიარსებითი სახელივალტორნასაქართველოს ეროვნული პარკების სიაევროპა-აზიის საზღვარიწიგნი სიბრძნე სიცრუისაქართლის სამეფოEuropebetალუმინიტემპერატურაზაფხულიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიბაქტერიებიLOUDspeakersასურეთიუილიამ შექსპირიპირველი მსოფლიო ომიისრაელილიონელ მესიხევსურეთისოკოებიკასპიის ზღვაქრისტეფორე კოლუმბიკრწანისის ბრძოლაქართული მითოლოგიასანქტ-პეტერბურგიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითქლორიფარნავაზ Iმურა დათვისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024წნევაჯანსუღ ჩარკვიანირუსუდანიბორჯომინაპოლეონ ბონაპარტინიდერლანდებიმეორე მსოფლიო ომიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიიოჰან სებასტიან ბახისაქართველოვახტანგ VIთემურლენგიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიბორჯომი (წყალი)ევროკავშირინახშირწყლებიმარსი🡆 More