Astrazeneca

AstraZeneca plc (ასტრაზენეკა) — ბრიტანულ-შვედური მულტინაციონალური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია.

შტაბ-ბინა მდებარეობს კემბრიჯში (ინგლისი). აწარმოებს სამკურნალო პროდუქტებს ისეთი მნიშვნელოვანი დაავადებებისთვის, როგორებიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ინფექციური, ნევროლოგიური, რესპირატორული და ანთებითი.

AstraZeneca
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია
დარგი ფარმაცევტული
ბიოტექნოლოგიური
დაფუძნდა 6 აპრილი, 1999; 24 წლის წინ (1999-04-06)
სათავო ოფისი კემბრიჯი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
პროდუქცია ფარმაცევტული პრუდუქტები
შემოსავალი Astrazeneca 25,890 მლრდ. $ (2020)
სუფთა მოგება Astrazeneca 3,144 მლრდ. $ (2020)
თანამშრომელი 76 100 (2020)
შვილობილ(ებ)ი MedImmune
საიტი astrazeneca.com

კომპანია 1999 წელს შეიქმნა, შვედური Astra AB-ისა და ბრიტანული Zeneca Group-ის (თავად ეს კომპანია Imperial Chemical Industries-ს გამოეყო 1993 წელს) შერწყმის შედეგად. ამის შემდეგ, AstraZeneca მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების რიცხვში შევიდა და მრავალი კორპორატიული შენაძენი განახორციელა, მათ შორის: Cambridge Antibody Technology (2006 წელს), MedImmune (2007 წელს), Spirogen (2013 წელს) და Definiens (2014 წელს MedImmune-სგან). მისი კვლევითი და განვითარებითი სამუშაოები თავმოყრილია სამ სტრატეგიულ ცენტრში: კემბრიჯში (ინგლისი), გეტებორგსა (შვედეთი) და მერილენდში (აშშ).

AstraZeneca-ს მთავარი ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქვს და შედის FTSE 100 ინდექსში. მეორეხარისხოვანი ლისტინგები წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე, NASDAQ-ზე, მუმბაისა და ინდოეთის ეროვნულ საფონდო ბირჟებზე.

COVID-19-თან ბრძოლა

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე (2020 წლის მარტში) კომპანიამ განაცხადა, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, მათ შორის ნიღბებით დაეხმარებოდა პანდემიასთან მებრძოლ ქვეყნებს. აპრილში გენერალურმა დირექტორმა პასკალ სორიომ საზოგადოებას ამცნო, რომ GlaxoSmithKlin-თან და კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობდა ახალი ლაბორატორიის შექმნაზე, რომელსაც დღეში COVID-19-ის 30 000 ტესტის წარმოება შეეძლებოდა. აგრეთვე განაცხადეს აკალაბრუტინიბის კლინიკური ცდების გეგმების შესახებ, რათა დაავადების სამკურნალოდ მისი შესაძლო გამოყენება შეეფასებინათ.

2020 წლის ივნისში ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ცენტრმა (NIAID) დაადასტურა, რომ 2020 წლის ივლისში დაიწყებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული შესაძლო ვაქცინების ტესტირების მესამე ეტაპი. ერთ-ერთმა მათგანმა, AZD1222-მა, წარმატებით მიაღწია ცდების მესამე ფაზას. 2020 წლის 23 ნოემბერს ოქსფორდმა და AstraZeneca-მ ვაქცინის ცდის წარმატების შესახებ განაცხადეს; ცდების შედეგების თანახმად, მან მონაწილეების 70%-ში აღმოფხვრა სიმპტომების განვითარება. მკვლევარების აზრით, დოზის ცვლილების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 90%-მდეც შესაძლოა გაზრდილიყო.

2021 წლის 19 იანვარს, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 18 წლის ზევით ასაკის ადამიანებისათვის AZD1222-ის გამოყენების ნებართვა გასცა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან საქართველოში პირველად ოქსფორდ–AstraZeneca-ს AZD1222 შემოიტანეს. 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პირველი გვერდითი ეფექტი საქართველოში 18 მარტს დაფიქსირდა, როდესაც 27 წლის ახალციხელ ქალ ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მეორე დღეს, 19 მარტს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბიოტექნოლოგიაგაერთიანებული სამეფოინგლისიინფექციაკემბრიჯინეირომეცნიერებაონკოლოგიაპულმონოლოგიასისხლის მიმოქცევის სისტემაშვედეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თავისუფლების დიდი ქარტიაშველივარლამ ლიპარტელიანიზოდიაქოჭაბუა ამირეჯიბიანგარიშთა გეგმაზმნასლოვაკეთისაქართველოს მუნიციპალიტეტებიგაპიროვნებააშშ-ის ისტორიაერთეულთა საერთაშორისო სისტემააია-სოფიას ტაძარინილოსიფეხბურთიგიორგი სააკაძედელფინებიდედა ენაბიძინა ივანიშვილისამანიშვილის დედინაცვალისამკურნალო მცენარეებიფერმენტებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციამწვერვალიძაღლიალცჰაიმერის დაავადებაკლიმატის ცვლილებალადო გუდიაშვილივეფხისტყაოსანიმუნიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდაუნის სინდრომიჩარლი ჩაპლინისამცხე-ჯავახეთის მხარემთვარეჰიდრავლიკაჰემანგიომახევსურეთიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარისოციალიზმირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებირუსეთ-საქართველოს ომი (1921)საქართველოს თავდაცვის ძალებიენდომეტრიოზიაბო თბილელის წამებაყაზახეთიოგანესონილუი XVIბენიტო მუსოლინირენესანსიფრენბურთივერძი (ასტროლოგია)მცხეთანიანგებიკოლხეთის სამეფოსატურნიუშბათეთნულდიესპანეთიალექსანდრე ჭავჭავაძესაქართველოს სამეფოალაზანიკოსმოპოლიტიზმიჭიანჭველასებრნიმერაბ მამარდაშვილიმდგრადი განვითარებამდინარეანემიამსოფლიოს მოსახლეობაამერიკის შეერთებული შტატებიბათუმიინდოეთიპორტუგალიანიდერლანდებიადამიანის ჩონჩხი🡆 More