ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი (ლუქს.

ლუქსემბურგი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლუქსემბურგი (მრავალმნიშვნელოვანი).

Lëtzebuerg; ფრანგ. Luxembourg; გერმ. Luxemburg), ოფიციალურად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო (ლუქს. Groussherzogtum Lëtzebuerg; ფრანგ. Grand-Duché de Luxembourg; გერმ. Großherzogtum Luxemburg) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. დასავლეთით და ჩრდილოეთით ბელგიას, აღმოსავლეთით გერმანიას და სამხრეთით საფრანგეთს ესაზღვრება. დედაქალაქი ლუქსემბურგი, ბრიუსელთან და სტრასბურგთან ერთად, ევროკავშირის სამი ოფიციალური დედაქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც განლაგებულია ევროკავშირის სასამართლო და ევროკავშირის უმაღლესი იურიდიული ორგანო. ქვეყნის კულტურა, მოსახლეობა და ენა, გადაჯაჭვულია მეზობლებზე, რაც არსებითად ფრანგული და გერმანული კულტურის ნარევია. მეზობელი ქვეყნების მხრიდან რიგი შემოსევების შემდეგ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყანას გაუჩნდა მედიაციის ნება საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რაც გამოიწვია ევროკავშირის შექმნა.

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი ლუქსემბურგის
დროშა გერბი
დევიზი: „Mir wëlle bleiwe wat mir sinn“
„ჩვენ გვინდა დავრჩეთ იმათ, ვინც ვართ“
ჰიმნი: Ons Heemecht
ჩვენი სამშობლო

სამეფო ჰიმნი: De Wilhelmus [ა]
ლუქსემბურგის მდებარეობა ევროპაში
ლუქსემბურგის მდებარეობა
ლუქსემბურგის მდებარეობა ევროპაში
ლუქსემბურგი
ლუქსემბურგის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ლუქსემბურგი
49°36′ ჩ. გ. 6°07′ ა. გ. / 49.600° ჩ. გ. 6.117° ა. გ. / 49.600; 6.117
ოფიციალური ენა
ეთნოქორონიმი ლუქსემბურგელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ანრი
 -  პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი
 -  ვიცე-პრემიერი ეტინ შნიდერი
საკანონმდებლო ორგანო დეპუტატთა პალატა
დამოუკიდებლობა
 -  საფრანგეთის იმპერიისგან
(პარიზის ხელშეკრულება)
9 ივნისი, 1815 
 -  ლონდონის 1-ლი ხელშეკრულება 19 აპრილი, 1839 
 -  ლონდონის მე-2 ხელშეკრულება 11 მაისი, 1867 
 -  პირადი უნიის დასასრული 23 ნოემბერი, 1890 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
ფართობი
 -  სულ 2 586,4 კმ2 (179-ე)
 -  წყალი (%) 0.60 %
მოსახლეობა
 -  2016 შეფასება 576 249
 -  2001 აღწერა 439 539 (170-ე)
 -  სიმჭიდროვე 194,1 კაცი/კმ2 (მე-60)
მშპ (მუპ) 2016 შეფასება
 -  სულ $58.234 მილიარდი (94-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე 100,991 (მე-2)
მშპ (ნომინალი) 2016 შეფასება
 -  სულ $60.176 მილიარდი (71-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $104 359 (მე-3)
ჯინი (2014)positive decrease 28.7
დაბალი · მე-19
აგი (2014)ლუქსემბურგი 0.892
ძალიან მაღალი · მე-19
ვალუტა ევრო (€) [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +352
ინტერნეტ-დომენი .lu [გ]
ა. ^  არ აგერიოთ Het Wilhelmus-ში.
ბ. ^  1999 წლამდე, ლუქსემბურგული ფრანკი.
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ქვეყანა შედგება ორი ძირითადი რეგიონისგან: ესლინგი, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი და არდენების ნაწილი, და გუტლენდი („კარგი მიწა“), ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. 2,586 კმ² ფართობით, ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა (დაახლოებით იგივე ზომისაა, როგორიც როდ-აილენდია და ნორტჰამპტონშირია). 2012 წელს ოქტომბერში, ლუქსემბურგის მოსახლეობამ 524,853 კაცი შეადგინა და გახდა ევროპის მე-8 ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა. ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიაა წარმომადგენლობითი დემოკრატიით, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი ჰერცოგი ანრი. ლუქსემბურგი მსოფლიოს დარჩენილი ერთადერთი დიდი საჰერცოგოა. ლუქსემბურგი განვითარებული ქვეყანაა, განვითარებული ეკონომიკით და გაეროს 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ-თი (მუპ) ერთ სულ მოსახლეზე. ქვეყნის ცენტრალური მდებარეობა, ისტორიულად მიანიჭა მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. თავდაპირველად დაარსდა, როგორც რომაული ციხესიმაგრე, ადრეული შუა საუკუნეებში, იგი მსახურობდა სასიცოცხლო ციხესიმგრეთ ფრანგებისთის, ასევე XVI-XVII საუკუნეებში, დასაყრდენი იყო ესპანეთის გზაზე.

ლუქსემბურგი ევროკავშირის, ეთგოს, გაეროს, ნატოსა და ბენილუქსის დამფუძნებელი წევრია, რაც ასახავს მის პოლიტიკურ კონსენსუსს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქალაქი ლუქსემბურგი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია, ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტისა და სააგენტოს დისლოცირების ადგილია. ლუქსემბურგი, 2013-2014 წლებში, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იყო, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. 2016 წელს, ლუქსემბურგის მოქალაქეებმა მიიღეს უვიზო ან ჩასვლისას ვიზის ხელმისაწვდომობა 172 ქვეყნაში, ამით ლუქსემბურგულმა პასპორტმა მსოფლიოში მე-6 ადგილი დაიკავა, კანადურ და შვეიცარიულ პასპორტთან ერთად.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად - ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; ლუქსემბურგულად - Grousherzog dem Letzebuerg; ფრანგულად - Grand-Duche de Luxembourg; გერმანულად - Grossherzogtum Luxemburg.
  • ეტიმოლოგია - თავდაპირველად ეს სახელი ერქვა მცირე ციხე-სიმაგრეს (lucilemburrugh, კელტურად Lucilem - „მცირე“, გერმანულად burg - „ციხე-სიმაგრე“, შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
  • ქვეყნის კოდი - LU.

ისტორია

საგრაფო

ლუქსემბურგის ისტორია ზიგფრიდის მიერ 963 წელს ზაუერისა და ალზეტის შესართავებთან ბოკის კლდეზე ციხესიმაგრის აგებით იწყება. ამ საფორტიფიკაციო ნაგებობის გარშემო განვითარდა ქალაქი, რომელიც დღევანდელი ლუქსემბურგია.

თანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო არსებობს 1839 წლიდან. 1867 წელს ლონდონის კონფერენციამ იგი გამოაცხადა „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ ქვეყნად. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1890 წლამდე ნიდერლანდებთან უნია ჰქონდა შეკრული. 1921 წლიდან ბელგიასთან ეკონომიკურ-საბაჟო კავშირშია. 1948 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ. 1957 წლიდან ევროგაერთიანების წევრია.

საჰერცოგო

XIV-XV საუკუნეებში ლუქსემბურგების სამი წარმომადგენელი გახდა საღვთო რომის იმპერატორი. 1437 წელს ლუქსემბურგების დინასტიაში მემკვიდრის პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც ჰერცოგინია ელიზაბეტმა ლუქსემბურგის მიწები მიყიდა ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე კეთილს.

შემდეგ წლებში ლუქსემბურგის ციხესიმაგრე გადადიოდა: ბურბონების, ჰაბსბურგების, ჰოენცოლერნებისა და ფრანგების ხელში.

XIX საუკუნე

ლუქსემბურგი 
1861 წელს აგებული პეტრუსის ხიდი, აგრეთვე ცნობილი როგორც ძველი ხიდი.

1815 წელს, ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ლუქსემბურგი პრუსიასა და ნიდერლანდს შორის შადავო ტერიტორია გახდა. ვენის კონგრესზე ლუქსემბურგს დიდი საჰერცოგოს სტატუსი მიენიშა და ნიდელრანდთან პირად კავშირში შევიდა. ეს შეთანხმება 1839 წელს ლონდონის ხელშეკრულებით გაუქმდა, რის შემდეგაც ლუქსემბურგი დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყნის ფრანგულ ენოვანი დასავლეთი ნაწილი ბელგიას გადაეცა.

1866 წელს ლუქსემბურგის კრიზისის შემდეგ (რამაც პრუსია და საფრანგეთი ომის ზღვრამდე მიიყვანა), 1867 წელს ლონდონში კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი სადაც აღინიშნა ლუქსემბურგის დამოუკიდებლობა და ნეიტრალიტეტი.

1890 წლამდე ნიდერლანდის მეფე წარმოადგენდა ასევე ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს და სახელმწიფოს მეთაურს. ვილიამ III-ის გარდაცვალების შემდეგ ნიდერლანდის გვირგვინი მის ქალიშვილ ვილგელმინას გადაეცა, ხოლო ლუქსემბურგის გვირგვინის მფლობელი გახდა ნასაუ-ვეილბურგის დინასტია.

საფრანგეთ-პრუსიის ომის განმავლობაში როგორც გერმანია ასევე საფრანგეთი იცავდა ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტს, თუმცა ომის შემდეგ 1871 წელს დადებული ზავის თანახმად ლუქსემბურგის ტერიტორიების ნაწილი გერმანიის იმპერიას გადაეცა.

XX საუკუნე

1914 წელს გერმანიის იმპერიამ საფრანგეთთან ომის დროს დაარღვია ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ოკუპაციისა გერმანიამ ლუქსემბურგს შეუნარჩუნა პოლიტიკური მექანიზმების დამოუკიდებლობა.

1940 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი ისევ დაირღვა ვერმახტის მიერ. პირველი ოკუპაციისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში ლუქსემბურგი მთლიანად შეუერთეს მესამე რაიხს, როგორც ერთ-ერთი პროვინცია. დევნილობაში მყოფმა მთავრობამ თავი ლონდონს შეაფარა. ლუქსემბურგი 1944 წელს გაათავისუფლეს და ის გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი. ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი კონსტიტუციურად 1948 წელს დასრულდა და 1949 წელს ნატოს შეუერთდა.

1951 წელს ლუქსემბურგი იყო იმ 6 ქვეყანას შორის რომლებმაც დააარსეს ევროპის ქვანახშირისა და რკინის გაერთიანება, რომელიც 1957 წელს გახდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, ხოლო 1993 წელს ევროპის კავშირი. 2003 წელს ლუქსემბურგი შეუერთდა ევროს სავალუტო ზონას.

გეოგრაფია

ლუქსემბურგი 
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია.

  • ფართობი - 2600 კვ. კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ბუურგპლააცი 559; მდინარე (კმ) - სური 150 (სულ 172); ტბა - ზემო სური; კლიმატი - ოკეანური, კონტინენტური.
  • ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი (ამჟამად ექსპლუატაცია შეწყვეტილია), სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური - დიდი ჰერცოგი ანრი (ნასაუს დინასტიიდან).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 3 ოლქი (district) და 12 კანტონი (canton).

პოლიტიკა

ლუქსემბურგი წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიას, რომლის სათავეში კონსტიტუციური მონარქი დგას. 1868 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება დიდი ჰერცოგისა და მინისტრთა კაბინეტის მიერ, რომელიც ჰერცოგის გარდა რამდენიმე სხვა მინისტრისგან შედგება. დიდ ჰერცოგს უფლება აქვს დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო, ხოლო ამ შემთხვევაში, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამი თვის განმავლობაში. თუმცა, 1919 წლის შემდეგ, სუვერენიტეტი იმართება ერის მიერ და ხორციელდება დიდი ჰერცოგის მიერ, ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით.

საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიჭებული დეპუტატთა პალატას, რომელიც 60 წევრისგან შემდგარი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა, სადაც წევრებს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, ოთხივე ოლქიდან. მეორე ორგანო „სახელმწიფო საბჭოა“ (Conseil d'Etat), რომელიც შედგება ოცი რიგითი მოქალაქისგან, დიდი ჰერცოგის მიერ დანიშნული, რომლებიც დეპუტატთა პალატას კანონმდებლობის შემუშავებას ურჩევს.

დიდი საჰერცოგოს გააჩნია სამი ქვედა სასამართლო ტრიბუნალი (ეშ-სიურ-ალზეტი, ქალაქ ლუქსემბურგისა და დიკირხის), ორი სარაიონო ტრიბუნალი (ლუქსემბურგისა და დიკირხის) და უმაღლესი სასამართლო (ლუქსემბურგი), რომელიც მოიცავს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს. არსებობს ასევე ადმინისტრაციული ტრიბუნალი და ადმინისტრაციული სასამართლო, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს.

დემოგრაფია

ეკონომიკა

ლუქსემბურგი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომლის წამყვანი დარგია მეტალურგია.

  • ექსპორტი - რკინა, ფოლადი, ტექსტილი, ქიმიკატები, პლასტმასი.
  • ბიუჯეტი - 5 500 მლნ $.
  • ეროვნული შემოსავალი (1 სულზე) - 81 466 $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ლუქსემბურგული ფრანკი.

მემკვიდრეობა

  • ქალაქი ლუქსემბურგი, მისი კვარტალები და საფორტიფიკაციო ნაგებობები.

ლიტერატურა

რესურსები ინტეტრნეტში

ლუქსემბურგი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ლუქსემბურგი სახელწოდებალუქსემბურგი ისტორიალუქსემბურგი გეოგრაფიალუქსემბურგი სახელმწიფოლუქსემბურგი პოლიტიკალუქსემბურგი დემოგრაფიალუქსემბურგი ეკონომიკალუქსემბურგი მემკვიდრეობალუქსემბურგი ლიტერატურალუქსემბურგი რესურსები ინტეტრნეტშილუქსემბურგი სქოლიოლუქსემბურგიბელგიაბრიუსელი (რეგიონი)გერმანიაგერმანიის კულტურაგერმანული ენადასავლეთი ევროპაევროპის კავშირიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებილუქსემბურგი (ქალაქი)ლუქსემბურგი მეორე მსოფლიო ომშილუქსემბურგული ენამედიაციასაფრანგეთისტრასბურიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეგრისის სამეფოსაქართველოს რევოლუციური კომიტეტიასტიგმატიზმიანტარქტიდაშველიდანიარიონისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)საკურაცოტნე დადიანიიეთიმ გურჯიკლიმატიდისკრიმინაციასომხური სამოციქულო ეკლესიანაცვალსახელისიღნაღიკრასუსიყვავილოვანი მცენარეებიჯიხვიპლანეტარაკეტასამეგრელოსიონის ტაძარიჩინეთის დიდი კედელიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჯაყოს ხიზნებიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიშინაური ძაღლიმარკ ტვენიჩრდილოეთი აფრიკანუსხურიმსოფლიოს მოსახლეობაბაში-აჩუკიისლამიესპანეთიბაში-აჩუკი (ფილმი)ხარებაკორუფციანერვული სისტემასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაცილებიქართლის გაქრისტიანებაეგვიპტის პირამიდებიამფიბიებიქვეწარმავლებიგველებიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ბუნებრივი გადარჩევაგამზრდელი (პოემა)თახვიგიორგი II (საქართველოს მეფე)ცივი ომისაქართველო VI საუკუნეშიწმინდა გიორგიმიწისძვრაენცეფალოპათიაერითროციტებითბილისის ისტორიაპლურალიზმი9 აპრილის ტრაგედიაწრეწირიავტომობილიკავკასიური ნაგაზიდუნაისპილოსებრნისერგო ორჯონიკიძეოლიმპიური თამაშებიკილომეტრინიკო ბაგრატიონიფეხბურთის წესებიისლანდიახევსურეთილეიკოციტოზიკომუნიზმიადმირალი (პეპელა)სოზარ სუბარიFacebook🡆 More