ევოლუციის ქრონოლოგია

ევოლუციის ქრონოლოგია — დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების საკვანძო ეტაპების მონახაზი არსებული სამეცნიერო თეორიის მიხედვით.

ბიოლოგიაში, ევოლუცია წარმოადგენს ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვლილებებს თაობათა მანძილზე. ბიოლოგიური ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე, სამეფოდან სახეობის ჩათვლით, ასევე, ინდივიდუალურ ორგანიზმებში და ისეთ მოლეკულებში, როგორიცაა დნმ და პროტეინები, არსებული მრავალფეროვნება სწორედ ევოლუციური პროცესების შედეგია. ამჟამად არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებული მსგავსება მიუთითებს საერთო წინაპრის არსებობაზე, რომლისგანაც ყველა ცნობილი სახეობა, ცოცხალიცა და გადაშენებულიც, ევოლუციური პროცესების შედეგად წარმოიშვა. დედამიწაზე ოდესმე არსებულ სახეობათა 99 პროცენტზე მეტი, რაც, დაახლოებით, 5 მილიარდ სახეობას უტოლდება, გადაშენებულად ითვლება. დედამიწაზე ამჟამად არსებულ სახეობებათა რაოდენობის გაანგარიშება მერყეობს 10-დან 14 მილიონ სახეობამდე, რომელთაგანაც მხოლოდ 1.2 მილიონი სახეობაა დოკუმენტირებული, ხოლო დაახლოებით 86% ჯერ აღწერილი არაა. მეორეს მხრივ, 2016 წლის მაისში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით, დედამიწაზე აჟამად 1 ტრილიონ სახეობაზე მეტი არსებობს, აღწერილი კი მხოლოდ მათი 1 პროცენტის ერთი მეათასედი ნაწილია.

ევოლუციის ქრონოლოგია
გეოქრონოლოგიური სკალის სპირალისებური გამოსახულება

სტატიაში მოცემული თარიღები მიახლოებითია და ემყარება ამჟამინდელ სამეცნიერო მტკიცებულებებს. მიუხედავად ამისა, ბიომრავალფეროვნების შესახებ წინააღმდეგობრივი ხედვები არსებობს. უფრო ტრადიციული მიდგომის მიხედვით, ბიომრავალფეროვნება დედამიწაზე დროის გასვლასთან ერთად განუხრელად იზრდებოდა. საწინააღმდეგოდ ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნების გზა ანიჰილაციისა და დივერსიფიკაციის მონაცვლეობას წარმოადგენს და წარსულის გარკვეულ პერიოდებში, მაგალითად, კამბრიული აფეთქების დროს, უფრო დიდი ბიომრავალფეროვნება არსებობდა.

გადაშენება

სახეობათა გადაშენების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, რისი მიზეზიცაა გარემოს ცვლილებები, ორგანიზმების კონკურენცია ეკოლოგიური ნიშის დასაკავებლად და გენეტიკური მუტაციები, რის შედეგადაც ძველი სახეობებისგან ახლები წარმოიქმნება. დროდადრო, დედამიწის ბიომრავალფეროვნება განიცდის სწრაფ განადგურებას, რასაც მასობრივი გადაშენება ეწოდება. ამ დროს სახეობათა გადაშენების ტემპი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალია. მასობრივი გადაშენების მოვლენა, ხშირად, მცირე მასშტაბის გადაშენებათა აკუმულაციას წარმოადგენს დროის შედარებით მოკლე პერიოდში.

დედამიწაზე მომხდარი პირველი ცნობილი მასობრივი გადაშენება იყო ჟანგბადის დიდი კატასტროფა (ინგლ. Great Oxygenation Event, GOE) 2.4 მილიარდი წლის წინ, რამაც პლანეტის ანაერობული სიცოცხლის უდიდესი ნაწილის მოსპობა გამოიწვია. მეცნიერების მიერ დადგენილია ამ მოვლენის შემდეგ მომხდარი 5 ძირითადი მასობრივი გადაშენება:

(თარიღები და პროცენტები მიახლოებითია.)

დეტალური ქრონოლოგია

ჰადეური ეონი

ევოლუციის ქრონოლოგია 
მთვარე

400 მილიონი წლის წინ და უფრო ადრე

თარიღი მოვლენა
4.6 მილიარდი წლის წინ ახალგაზრდა მზის გარშემო მბრუნავი აკრეციული დისკისგან წარმოიშვა პლანეტა დედამიწა. ორგანული ნაერთები (რთული ორგანული მოლეკულები), რომლებიც სიცოცხლისთვისაა საჭირო, სავარაუდოდ, წარმოიშვა მზის გარშემო არსებულ კოსმოსური მტვრის ზემოთაღნიშნულ პროტოპლანეტურ დისკში, ჯერ კიდევ დედამიწის ფორმირებამდე.
4.5 მილიარდი წლის წინ გიგანტური შეჯახების ჰიპოთეზის თანახმად, დედამიწას შეეჯახა ჰიპოთეტური პლანეტა თეია, რის შედეგადაც ახალგაზრდა დედამიწის ორბიტაზე აღმოჩნდა დიდი ოდენობით მცირე ზომის თანამგზავრები, რომლების შეერთების შედეგად წარმოიქმნა მთვარე. ახალი თანამგზავრის გრავიტაციული მიზიდულობის შედეგად დასტაბილურდა დედამიწის ცვალებადი ბრუნვის ღერძი და შეიქმნა პირობები, რომლებშიც შესაძლებელი იყო აბიოგენეზი.
4.4 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე პირველად გამოჩნდა თხევადი წყალი.
4.374 მილიარდი წლის წინ აღმოჩენილთაგან უძველესი ცირკონის კრისტალები ამ პერიოდით თარიღდება.
4.28 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ყველაზე ადრეული შესაძლო თარიღი.

არქეული ეონი

ევოლუციის ქრონოლოგია 
აკასტას გნაისის ფრაგმენტი ვენის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან
ევოლუციის ქრონოლოგია 
ციანობაქტერიული წარმონაქმნი, თეთრი ზღვის ახლოს მდებარე მარილიანი ტბა
ევოლუციის ქრონოლოგია 
ჰალობაქტერია, შტამი NRC-1

4 ― 2.5 მილიარდი წლის წინ

თარიღი მოვლენა
4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა აკასტას გნაისი, სლეივის კრატონის მწვანე ქვის სარტყელი. მდებარეობს კანადაში, ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებზე და წარმოადგენს დედამიწის უძველეს კლდოვან სარტყელს.
4.1–3.8 მილიარდი წლის წინ გვიანი მძიმე დაბომბვა (ინგლ. Late Heavy Bombardment, LHB): მზის სისტემის შიდა პლანეტებზე მეტეოროიდების ხანგრძლივი და ინტენსიური ჩამოცვენის პროცესი. ამის შედეგად წარმოქმნილ ფართო ჰიდროთერმულ აქტივობას შესაძლოა გამოეწვია ტემპერატურის მატება, რაც ხელს შეუწყობდა აბიოგენეზს და სიცოცხლის ადრეულ მრავალფეროვნებას. „ბიოტური სიცოცხლის ნარჩენები“ აღმოჩენილია 4.1 მილიარდი წლით დათარიღებულ კლდეებში, დასავლეთ ავსტრალიაში. ეს არის სიცოცხლის წარმოშობის ყველაზე სავარაუდო თარიღი.
3.9–2.5 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა პროკარიოტების მსგავსი უჯრედები. ითვლება, რომ ეს პირველი ორგანიზმები ქემოავტოტროფები იყვნენ: ისინი მოიხმარდნენ ნახშირორჟანგს ნახშირბადის წყაროდ, ხოლო ენერგიის მისაღებად ახდენდნენ არაორგანული ნივთიერებების ოქსიდაციას.
3.8 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა მწვანე ქვის სარტყელი ისუას კომპლექსში, გრენლანდიის დასავლეთ რეგიონში. აქ არსებული ქვების იზოტოპური სიხშირეები სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს. დედამიწაზე სიცოცხლის უადრესი მტკიცებულებებია: 3.8 მილიარდი წლის ბიოგენური ჰემატიტი ნუვუაგიტუკის მწვანე ქვის სარტყელში, კანადაში, დასავლეთ გრენლადიის მეტასედიმენტურ ქანებში აღმოჩენილი 3.7 მილიარდი წლის გრაფიტი და მიკრობული ნამარხები, აღმოჩენილი 3.48 მილიარდი წლის ქვიშაქვაში, დასავლეთ ავსტრალიაში.
3.5 მილიარდი წლის წინ ამ დროს არსებობდა უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი (last universal common ancestor, LUCA); მოხდა ბაქტერიებისა და არქეების განცალკევება. ბაქტერიებმა განივითარეს ფოტოსინთეზის პრიმიტიული ფორმა, რომელიც, თავდაპირველად, ჟანგბადს არ გამოყოფდა. ეს ორგანიზმები პროტონული გრადიენტის გამოყენებით გამოიმუშავებდნენ ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ATP); ეს მექანიზმი, თითქმის უცვლელი სახით, დღესაც ორგანიზმების უმეტესობაში გმოიყენება.
3.2 მილიარდი წლის წინ აკრიტარქების დივერსიფიკაცია და გავრცელება.
3 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნება ფოტოსინთეზის უნარის მქონე ციანობაქტერიები; ისინი რედუქტანტის სახით წყალს იყენებენ, რის გამოც, ნარჩენი პროდუქტის სახით, გამოიყოფა ჟანგბადი. ჟანგბადი ოკეანეში არსებული რკინის ოქსიდაციას იწვევს, რის გამოც წარმოიქმნება რკინის მადანი. ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაცია ნელ-ნელა იზრდება. იგი ბევრი ბაქტერიისთვის შხამს წარმოადგენს, რაც, საბოლოოდ ჟანგბდის დიდი კატასტროფის სახელით ცნობილ მოვლენას გამოიწვევს.
2.8 მილიარდი წლის წინ ხმელეთზე მიკრობული სიცოცხლის პირველი მტკიცებულებები ორგანული მატერიით მდიდარი პალეონიადაგის, სეზონური გუბეების და ალუვიონების სახით, რომელთა ნაწილიც მიკრონამარხებს შეიცავს.

პროტეროზოული ეონი

ევოლუციის ქრონოლოგია 
ევკარიოტების ენდომემბრანული სისტემის დიაგრამა
ევოლუციის ქრონოლოგია 
პიროფიტული წყალმცენარე (დინოფლაგელატი) Ceratium furca
ევოლუციის ქრონოლოგია 
Blepharisma japonicum, დამოუკიდებელი წამწამიანი უმარტივესი
ევოლუციის ქრონოლოგია 
Dickinsonia costata, ედიაკარული ბიოლოგიური სისტემის წარმომადგენელი.

2.5 მილიარდი ― 542 მილიონი წლის წინ. შედგება პალეოპროტეროზოული, მეზოპროტეროზოული და ნეოპროტეროზოული ერებისგან.

თარიღი მოვლენა
2.5 მილიარდი წლის წინ ციანობაქტერიების ფოტოსინთეზის შედეგად დაგროვებული ჟანგბადი იწვევს ჟანგბადის დიდ კატასტროფას. ძველი ზღვისქვეშა ქერქი საკმარისად მყარია სუბდუქციისთვის, რითიც იწყება ფილების ტექტონიკა.
1.85 მილიონი წლის წინ ჩნდება ევკარიოტული უჯრედები. ევკარიოტები შეიცავენ მემბრანებით დაცულ ორგანელებს სხვადასხვა ფუნქციებით, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოშობილია პროკარიოტების მიერ ფაგოციტოზის (ერთმანეთის შთანთქმის) შედეგად. პროკარიოტული და ევკარიოტული ხაზების გაყოფამდე, ან მალევე ამ მოვლენის შემდეგ, წარმოიქმნა ბაქტერიოფაგები. წითელი დანალექი ქანები მიუთითებს, რომ ამ დროს უკვე არსებობდა ჟანგბადური ატმოსფერო. გარემო პირობები უკვე ხელსაყრელი იყო ევკარიოტული სიცოცხლის გავრცელებისთვის.
1.4 მილიარდი წლის წინ მნიშვნელოვნად იზრდება სტრომატოლიტების მრავალფეროვნება.
1.3 მილიარდი წლის წინ პირველი ხმელეთის სოკოები.
1.2 მილიარდი წლის წინ ერთუჯრედიან ევკარიოტებში გვხვდება მეიოზი და სექსუალური რეპროდუქცია; შესაძლოა, იგი ახასიათებდა ყველა ევკარიოტის საერთო წინაპარსაც. შესაძლოა, სქესი გაჩენილიყო უფრო ადრე, ჰიპოთეტურ რიბონუკლეინურ სამყაროშიც. ნამარხებში პირველად გვხვდება სექსუალური რეპროდუქციის მტკიცებულება; შესაძლოა, მას გაეზარდა ევოლუციის ტემპი.
1 მილიარდი წლის წინ პირველი ევკარიოტები ხმელეთზე. ისინი მრავალუჯრედიანი იყვნენ და ახასიათებდათ ფოტოსინთეზი, რაც მიუთითებს, რომ მცენარეები უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე მიიჩნეოდა.
750 მილიონი წლის წინ პირველი უმარტივესები (მაგალითად, Melanocyrillium); იწყება ცხოველთა სამყაროს ევოლუცია.
850–630 მილიონი წლის წინ შესაძლო გლობალური გამყინვარება. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, გაზარდა თუ შეამცირა ამან ბიომრავალფეროვნება და ევოლუციის ტემპი. ითვლება, რომ გამყინვარება გამოიწვია ხმელეთის პირველი მცენარეების გავრცელებამ, რომელთაც გაზარდეს ატმოსფეროში ჟანგბადის, ხოლო შეამცირეს ნახშირბადის დიოქსიდის შემცველობა.
600 მილიონი წლის წინ ატმოსფეროში ჟანგბადის დაგროვება შესაძლებელს ხდის ოზონის შრის წარმოქმნას. ამ მოვლენამდე სიცოცხლის ხმელეთზე არსებულ ფორმებს დასჭირდებოდათ სხვა ქიმიური ნივთიერებები, რათა შეემცირებინათ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედება და მოეხდინათ ხმელეთის კოლონიზაცია.
580–542 მილიონი წლის წინ ამ დროს არსებული ედიაკარული ბიოლოგიური სისტემა წარმოადგენს პირველი დიდი ზომის, წყალში მცხოვრები რთული მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ერთობლიობას, თუმცა, მათი ტაქსონომიური კუთვნილება დავის საგანია.
580–500 მილიონი წლის წინ ამ პერიოდით, რომელსაც კამბრიული აფეთქება ეწოდება, თარიღდება ამჟამად არსებული ცხოველთა ტიპების უმეტესობა.
550 მილიონი წლის წინ სავარცხლურების (Ctenophora), ღრუბლების (Porifera), მარჯნის პოლიპების წარმოშობა. გაჩნდა Iათასი წლის წინria wariootia, ერთ-ერთი პირველი ორგანიზმი ორმხრივი სიმეტრიით.

ფანეროზოული ეონი

542 მილიონი წლის წინ ― დღემდე

ფანეროზოული ეონით („კარგად გამოხატული სიცოცხლის“ ეონი) იწყება მრავალრიცხოვანი, ნიჟარიანი და ნაკვალევის მქონე ორგანიზმთა ნამარხების გამოჩენა. იგი იყოფა პალეოზოურ, მეზოზოურ და კაინოზოურ ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთისგან მასობრივი გადაშენების მოვლენებითაა გამოყოფილი.

პალეოზოური ერა

542 მილიონი წლის წინ ― 251.0 მილიონი წლის წინ

მოიცავს კამბრიულ, ორდოვიციულ, სილურულ, დევონურ, კარბონულ და პერმულ პერიოდებს.

ევოლუციის ქრონოლოგია 
დღეს მათი მხოლოდ რამდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა ადრე პალეოზოურ ერაში, გვიანი კამბრიულიდან მოყოლებული, ნაუტილოიდები მტაცებელთა მთავარ ჯგუფს წარმოადგენდა.
ევოლუციის ქრონოლოგია 
ჰაიკუიქთისი (Haikouichthys), უყბო თევზი, ფართოდაა ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი თევზი და სავარაუდოდ, წარმოადგენს ბაზალურ (თავდაპირველი სახის) ქორდიანს ან ბაზალურ ქალიანს.
ევოლუციის ქრონოლოგია 
გვიმრები პირველად 360 მილიონი წლის წინ, გვიან დევონურ პერიოდში გაჩნდა.
თარიღი მოვლენა
535 მილიონი წლის წინ ოკეანეში არსებული სიცოცხლის მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია: ქორდიანები, ფეხსახსრიანები (ტრილობიტები, კიბოსნაირები და სხვა), კანეკლიანები, მოლუსკები, მხარფეხიანები, ფორამინიფერები და ა.შ.
530 მილიონი წლის წინ ხმელეთზე აღმოჩენილი უძველესი ნაკვალევი ამ პერიოდით თარიღდება.
525 მილიონი წლის წინ პირველი გრაპტოლითები
511 მილიონი წლის წინ პირველი კიბოსნაირები
510 მილიონი წლის წინ პირველი თავფეხიანები (ნაუტილოიდები) და ჯავშნიანები
505 მილიონი წლის წინ ბერჯესის თიხნარის (კანადა) განამარხება
500 მილიონი წლის წინ სულ მცირე ამ დროიდან არსებობენ მედუზები.
485 მილიონი წლის წინ პირველი ხერხემლიანები ნამდვილი ძვლებით (უყბო თევზები)
450 მილიონი წლის წინ პირველი სრულად შემონახული კონოდონტები და ზღვის ზღარბები
440 მილიონი წლის წინ პირველი უყბო თევზები: Heterostraci, Galeaspida და Pituriaspida
420 მილიონი წლის წინ პირველი სხივფარფლიანი თევზები, ტრიგონოტარბიდი ობობასნაირები და ხმელეთის მორიელები
410 მილიონი წლის წინ თევზებში კბილების წარმოქმნის პირველი ნიშნები. პირველი ნაუტილიდები, ლიკოპოდიუმები და ტრიმეროფიტები.
395 მილიონი წლის წინ პირველი ლიქენები, სხივანები (ხარალები). პირველი მთიბავები, ტკიპები, ბოლოფეხიანები და ამონიტები. პირველი ოთხფეხა ნაკვალევი ხმელეთზე.
365 მილიონი წლის წინ აკანთოსტეგა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ხერხემლიანს, რომელსაც სიარული შეუძლია.
363 მილიონი წლის წინ კარბონული პერიოდის დასაწყისში დედამიწა ამჟამინდელი სახის მიღებას იწყებს. ხმელეთი სავსეა მწერებით, რომლებიც მალე დაიწყებენ ფრენას; ოკეანეებში ზვიგენები უმაღლეს მტაცებლებს წარმოადგენენ, ხმელეთი დაფარულია მცენარეული საფარით, მალე განვითარდება თესლოვანი მცენარეები და ტყეები. ოთხფეხა არსებები თანდათან იძენენ ადაპტაციებს, რომლებიც მათ ხმელეთზე ცხოვრებაში დაეხმარება.
360 მილიონი წლის წინ პირველი კიბორჩხალები და გვიმრები. ხმელეთის ფლორაში დომინირებს თესლოვანი გვიმრები. ამ პერიოდით თარიღდება ზინჰანგის ტყე.
350 მილიონი წლის წინ პირველი დიდი ზვიგენები, ქიმერისებრნი და მიქსინები
340 მილიონი წლის წინ ამფიბიების დივერსიფიკაცია
330 მილიონი წლის წინ პირველი ამნიონიანი ხერხემლიანები (Paleothyris)
320 მილიონი წლის წინ სინაპსიდები (ძუძმწოვართა წინაპრები) გამოეყოფიან ზაუროპსიდებს (რეპტილიებს) გვიან კარბონულ პერიოდში.
305 მილიონი წლის წინ პირველი დიაპსიდი რეპტილიები (მაგალითად, Petrolacosaurus)
296 მილიონი წლის წინ პირველი ცობილი რვაფეხა (Pohlsepia)
280 მილიონი წლის წინ პირველი ხოჭოები. თესლოვანი და წიწვოვანი მცენარეები განიცდიან დივერსიფიკაციას, ხოლო ლეპიდოდენდრონების და შვიტების განვითარება იკლებს. ხმელეთის ტემნოსპონდილური ამფიბიები და პელიკოზავრები (მაგალითად, დიმეტროდონი) წარმოშობენ ახალ სახეობებს.
275 მილიონი წლის წინ თერაფსიდი სინაპსიდები გმოეყოფიან პელიკოზავრ სინაპსიდებს.
270 მილიონი წლის წინ ამ პერიოდით თარიღდება გორგონოპსის ნამარხები.
251.9-251.4 მილიონი წლის წინ პერმულ–ტრიასული გადაშენება ანადგურებს ზღვის სახეობების 90-95%-ზე მეტს. ხმელეთზე მცხოვრები ორგანიზმებისთვის შედეგები ნაკლებად კატასტროფული იყო. ამ სახით „ადგილის გამოთავისუფლებამ“, შესაძლოა, ხელი შეუწყო შემდგომ დივერსიფიკაციას, თუმცა, სიცოხლის სრულ აღდგენას დაახლოებით 30 მილიონი წელი დასჭირდა.

მეზოზოური ერა

251.4 მილიონი წლის წინ ― 66 მილიონი წლის წინ

მოიცავს ტრიასულ, იურულ და ცარცულ პერიოდებს.

ევოლუციის ქრონოლოგია 
უტაცუზავრი (Utatsusaurus) იქთიოპტერიგიანების ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული წარმომადგენელია .
ევოლუციის ქრონოლოგია 
Plateosaurus engelhardti
ევოლუციის ქრონოლოგია 
საგოვანა Cycas circinalis
თარიღი მოვლენა
250 მილიონი წლის წინ იწყება ზღვის ცხოველების მეზოზოური რევოლუცია: სულ უფრო კარგად ადაპტირებული და მრავალფეროვანი მტაცებლები დიდ ზეწოლას ახდენენ უძრავ ზღვის ცხოველებზე. მსხვერპლთა ზოგიერთი ჯგუფი უკეთ ადაპტირდება, ვიდრე სხვები, რაც ოკეანეში ძალთა ბალანსს ცვლის.
250 მილიონი წლის წინ Triadobatrachus Massinoti პირველი ჩვენთვის ცნობილი ბაყაყია.
248 მილიონი წლის წინ ჩნდებიან ზუთხისებრნი და დინგნიჩაბისებრნი.
245 მილიონი წლის წინ პირველი იქთიოზავრები
240 მილიონი წლის წინ ევცინოდონტებისა და რინხოზავრების მრავალფეროვნება იზრდება
225 მილიონი წლის წინ პირველი დინოზავრები (პროზაუროპოდები), პირველი ორსაგდულიანები კარდიიდების ოჯახიდან; საგოვანების, ბენეტიტისნაირების და წიწვოვნების დივერსიფიკაცია. პირველი ძვლიანი თევზები. პირველი ძუძუმწოვრები (Adelobasileus).
220 მილიონი წლის წინ ხმელეთზე დომინირებენ შიშველთესლოვნები; მცენარისმჭამელი ცხოველები აღწევენ უზარმაზარ ზომებს, რაც გამოწვეულია საკვები ნივთიერებებით ღარიბი მცენარეების დიდი რაოდენობის გადასამუშავებლად აუცილებელი დიდი ზომის მომნელებელი სისტემის საჭიროებით. პირველი ბუზები და კუები (Odontochelys). პირველი ცელოფიზოიდი დინოზავრები.
205

მილიონი წლის წინ

ტრიასულ-იურული მასობრივი გადაშენება, რომელმაც გაანადგურა ფსევდოზუქიების ჯგუფის უმეტესობა, რითიც დაიწყო დინოზავრების, მათ შორის, აპატოზავრების, ტირანოზავრების, პეროტაზავრების და სტეგოზავრების ოქროს ხანა.
200 მილიონი წლის წინ პირველი მტკიცებულება ვირუსების არსებობისა, რომლებიც ევკარიოტულ უჯრედებს აინფიცირებენ (სულ მცირე, არსებობდა გემინივირუსების ჯგუფი). ვირუსების შესახებ ჯერ კიდევ მცირე ინფორმაცია არსებობს. შესაძლოა, მათი წარმოშობა სიცოცხლის დანარჩენ ფორმებზე ადრე მომხდარიყო, ასევე, შესაძლოა, ისინი ბევრად გვიანდელ ფენომენს წარმოადგენდეს.


ხმელეთის ხერხემლიანთა და დიდი ამფიბიების მასობრივი გადაშენებები. ჯავშნოსანი დინოზავრების უადრესი მაგალითები.

195 მილიონი წლის წინ პირველი პტეროზავრები სპეციალიზებული კვებითი რაციონით (Dorygnathus). პირველი ზავროპოდები. ფრინველმენჯა დინოზავრების დივერსიფიკაცია: ჰეტეროდონტოზავრები, ფაბროზავრები და სკელიდოზავრები.
190 მილიონი წლის წინ ჩნდება პლიოზავრების ნამარხები. პირველი ქერცლფრთიანი მწერები (Archaeolepis), კიბო-განდეგილები, თანამედროვე ზღვის ვარსკვლავები, არარეგულარული ზღვის ზღარბები, კორბულიდების ოჯახის ორსაგდულიანები და ხავსელები. ექვსსხივიანი ღრუბლებისგან შემდგარი რიფების გავრცელება.
176 მილიონი წლის წინ სტეგოზავრების ჯგუფის პირველი დინოზავრები
170 მილიონი წლის წინ პირველი სალამანდრები, ტრიტონები, კრიპტოკლიდიდების და ელასმოზავრების ოჯახის პლეზიოზავრები. ზავროპოდების დივერსიფიკაცია.
165 მილიონი წლის წინ პირველი სკაროსები და გლიციმერიდების ოჯახის ორსაგდულიანები. პირველი ვამპირი კალმარები.
163 მილიონი წლის წინ პირველი პტეროდაქტილები
161 მილიონი წლის წინ ჩნდება რქიანი დინოზავრების (ცერატოპსების) ნამარხები (Yinlong). პირველი პლაცენტიანი ძუძუმწოვარი: Juramaia.
160 მილიონი წლის წინ მრავალბორცვიანი ძუძუმწოვრები (გვარი Rugosodon) აღმოსავლეთ ჩინეთიდან
155 მილიონი წლის წინ პირველი სისხლისმწოველი მწერები (შუყაყისებრნი), რუდისტების რიგის ორსაგდულიანები, ქეილოსტომატიდების რიგის ხავსელები. ჩნდება არქეოპტერიქსი, ფრინველების სავარაუდო წინაპარი, ასევე, ტრიკონოდონტიდი და სიმეტროდონტიდი ძუძუმწოვრები. სტეგოზავრებისა და თეროპოდების ჯგუფის დინოზავრების დივერსიფიკაცია.
153 მილიონი წლის წინ პირველი ფიჭვები
140 მილიონი წლის წინ ჩნდება არანეიდების ჯგუფის ობობები
130 მილიონი წლის წინ ყვავილოვან მცენარეთა აღზევება: ამ მცენარეთა ნაწილი იზიდავს მწერებსა და სხვა ცხოველებს, რომლებიც მტვერს ავრცელებენ; სხვები კი ქარისა და წყლის საშუალებით მტვერიანდება. ეს ინოვაცია ცხოველთა აქტიურ თანაევოლუციას უწყობს ხელს. პირველი პელომედუზისებრი კუები. პირველი კრილი.
120 მილიონი წლის წინ პირველი ჰეტეროკონტები, მათ შორის პირველი ზღვის დიატომები და სილიკოფლაგელატები
115 მილიონი წლის წინ პირველი ერთგასავლიანი ძუძუმწოვრები
112 მილიონი წლის წინ ქსიფაქტინუსი (Xiphactinus), დიდი ზომის მტაცებელი თევზი
110 მილიონი წლის წინ პირველი ჰესპერორნისები, კბილიანი მყვინთავი ფრინველები. ლიმოპსიდების, ვერტიკორდიიდების და თიასირიდების ჯგუფის პირველი პრსაგდულიანები.
106 მილიონი წლის წინ სპინოზავრი, გიგანტური თეროპოდი დინოზავრი, თეროპოდების უდიდესი წარმომადგენელი
100 მილიონი წლის წინ პირველი ფუტკრები
95 მილიონი წლის წინ პირველი ნიანგები
90 მილიონი წლის წინ იქთიოზავრების გადაშენება. პირველი გველები და ნუკულანიდების ჯგუფის ორსაგდულიანები. ფარულთესლოვანთა დიდი დივერსიფიკაცია: მაგნოლიიდები, როზიდები, ჰამამელიდიდები, ერთლებნიანები და ჯანჯაფილისებრნი. ტკიპების პირველი წარმომადგენლები. პლაცენტიანი ძუძუმწოვრების სავარაუდო წარმოშობა (ყველაზე ძველი უდავო ნამარხი 66 მილიონი წლისაა).
80 მილიონი წლის წინ პირველი ჭიანჭველები
70 მილიონი წლის წინ იზდება მრავალბორცვიანი ძუძუმწოვრების დივერსიფიკაცია. პირველი იოლდიიდების ჯგუფის ორსაგდულიანები.
68 მილიონი წლის წინ ამჟამინდელი ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში ჩნდება ტირანოზავრი, ხმელეთის ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი. ტრიცერატოპსის პირველი სახეობები.

კაინოზოური ერა

66 მილიონი წლის წინ – დღემდე

ევოლუციის ქრონოლოგია 
პატრიოფელისის (ოქსიენიდების ოჯახის კატის მსგავსი ძუძუმწოვარი) ჩონჩხი, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი
ევოლუციის ქრონოლოგია 
52.2 მილიონი წლის წინ გაჩნდა ღამურა იკარონიქტერისი
ევოლუციის ქრონოლოგია 
ერთლებნიანი ყვავილები
თარიღი მოვლენა
66 მილიონი წლის წინ ცარცულ–პალეოგენური გადაშენების შედეგად ამოწყდა ცხოველთა სახობების დაახლოებით ნახევარი, მათ შორის, მოზაზავრები, პტეროზავრები, პლეზიოზავრები, ბელემნიტები, რუდისტების და ინოცერამიდების ოჯახის ორსაგდულიანები და ყველა სახეობის დინოზავრი, გარდა ფრინველებისა.
66 მილიონი წლის წინ- წიწვოვნები და გინკგოები დომინირებენ დიდ სიმაღლეებზე. ძუძუმწოვრები დომინანტი სახეობები ხდებიან. პირველი პსამობიიდი ორსაგდულიანები. ჭიანჭველების სწრაფი დივერსიფიკაცია.
63 მილიონი წლის წინ კრეოდონტების, მტაცებელი ძუძუმწოვრების მნიშვნელოვანი ჯგუფის ევოლუცია
62 მილიონი წლის წინ პირველი პინგვინები
60 მილიონი წლის წინ დიდი, არამფრენი ფრინველების დივერსიფიკაცია. პირველი ნამდვილი პრიმატები, ასევე, სემელიდი ორსაგდულიანები, არასრულკბილიანი, მტაცებელი და მწერიჭამია ძუძუმწოვრები, ბუები. ცოცხლები არიან მტაცებელთა წინაპრები (მიაციდები).
59 მილიონი წლის წინ პირველი იალქნოსანი თევზები
56 მილიონი წლის წინ გასტორნისი, დიდი ზომის მორბენალი (არამფრენი) ფრინველი
55 მილიონი წლის წინ ფრინველთა დივერსიფიკაცია თანამედროვე ჯგუფებად (პირველი ბეღურასნაირები, თუთიყუშები, ღორიხვები, ნამგალასებრნი, კოდალასებრნი), პირველი ვეშაპი (Himalayacetus), პირველი კურდღლისნაირები, არმადილოები; ჩნდებიან სირენები, ხორთუმიანები, კენტჩლიქოსნები და წყვილჩლიქოსნები. ფარულთესლოვანთა დივერსიფიკაცია. არსებობს კარხაროდონის გვარის ზვიგენების წინაპარი, Isurus hastalis.
52 მილიონი წლის წინ პირველი ღამურები (Onychonycteris)
50 მილიონი წლის წინ დინოფლაგელატების და ერთუჯრედიანი ნანონამარხების დივერსიფიკაციის პიკი. იზრდება ანომალოდესმატების და ჰეტეროკონქების ჯგუფის ორსგდულიანების დივერდიფიკაცია. ჩნდებიან ბრონტოთერიუმები, ტაპირები, მარტორქები და აქლემები. პრიმატების დივერსიფიკაცია.
40 მილიონი წლის წინ ჩნდებიან თანამედროვე პეპლები და ჩრჩილები. გადაშენდა გასტორნისი. ჩნდება ბასილოზავრი, ერთ-ერთი პირველი გიგანტური ვეშაპი.
38 მილიონი წლის წინ პირველი დათვები
37 მილიონი წლის წინ პირველი ნიმრავიდები („ცრუ ხმალკბილა კატები“) — ეს მტაცებლები თანამედროვე კატისებრთა ნათესავები არ არიან. პირველი ალიგატორები.
35 მილიონი წლის წინ ერთლებნიან ფარულთესლოვნებს გამოეყო მარცვლოვანები, გაფართოვდა მინდვრები. სიცივეს შეგუებული ნიჟარიანების და ფორამინიფერების მცირედი დივერსიფიკაცია. მუცელფეხიანების, რეპტილიების, ამფიბიების და მრავალბორცვიანი ძუძუმწოვრების გადაშენებები. ჩნდება ძუძუმწოვართა თანამედროვე ჯგუფები: პირველი გლიპტოდონტები, ხმელეთის ზარმაცები, ძაღლისებრნი, პეკარები, პირველი არწივები და ქორები. კბილიანი და უკბილო ვეშაპების დივერსიფიკაცია.
33 მილიონი წლის წინ თილაცინიდების (ჩანთოსანი მგლების) წარმოშობა
30 მილიონი წლის წინ პირველი ულვაშფეხიანი კიბოები. პირველი ევკალიპტისნაირები. ემბრითოპოდების რიგის და ბრონტოთერიუმების ოჯახის ძუძუმწოვრების გადაშენება. პირველი ღორები და კატები.
28 მილიონი წლის წინ ჩნდება გიგანტური პარაცერათერიუმი, ყველა დროის უდიდესი ხმელეთის ძუძუმწოვარი. პირველი ვარხვები.
25 მილიონი წლის წინ ჩნდება სანდერსის პელაგორნისი, ყველა დროის უდიდესი მფრინავი ფრინველი
25 მილიონი წლის წინ პირველ ირმები
24 მილიონი წლის წინ პირველი ფარფლფეხიანები
23 მილიონი წლის წინ პირველი სირაქლემები. მუხების მთავარი ჯგუფები უკვე არსებობს
20 მილიონი წლის წინ პირველი ჟირაფები, აფთრები, გიგანტური ჭიანჭველაჭამიები. იზრდება ფრინველების მრავალფეროვნება.
17 მილიონი წლის წინ ყორნების გვარის პირველი წარმომადგენლები
15 მილიონი წლის წინ პირველი მასტოდონტები, პირველი ძროხისებრნი და კენგურუები. ავსტრალიური მეგაფაუნის დივერსიფიკაცია.
10 მილიონი წლის წინ ჩნდება მინდვრები და სავანები. იზრდება მწერების, განსაკუთრებით, ჭიანჭველებისა და ტერმიტების მრავალფეროვნება. ცხენები ზომაში იზრდებიან და უვითარდებათ ჰიპსოდონტები. მინდვის ძუძუმწოვრების, აგრეთვე, გველების დიდი დივერსიფიკაცია.
9.5 მილიონი წლის წინ თარგი:Dubious დიდი ამერიკული მიგრაცია, რომლის დროსაც ხმელეთისა და მტკნარი წყლის ბევრი სახეობა გადავიდა ჩრდილოეთიდან სამხრეთ ამერიკაში და პირიქით. არმადილოები, ოპოსუმები, კოლიბრები, ფორორაციდისებრნი, ხმელეთის ზარმაცები, გლიპტოდონტები და სხვადასხვა სახეობის სამხრეთ ამერიკული ჩლიქოსნები გადავიდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ცხენები, ტაპირები, ხმალკბილა კატები, იაგუარები, დათვები, კოატები, ქრცვინები, წავები, სკუნსები და ირმები გადავიდნენ სამხრეთ ამერიკაში.
9 მილიონი წლის წინ პირველი იხვნისკარტა
6.5 მილიონი წლის წინ პირველი ჰომინინები (საჰელანთროპი)
6 მილიონი წლის წინ ავსტრალოპითეკების დივერსიფიკაცია (ორორინი, არდიპითეკი)
5 მილიონი წლის წინ პირველი ხის ზარმაცები და ჰიპოპოტამები. ზებრებისა და სპილოების, დივერსიფიკაცია, ასევე, ლომების, ძაღლების და სხვა დიდი მტაცებლების, მღრღნელების, კენგურუების, ფრინველების, მცირე მტაცებლების დივერსიფიკაცია; სვავები იზრდებიან ზომაში, მცირდება კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვრების რაოდენობა. ნიმრავიდები გადაშენდნენ. პირველი ზღვის ლეოპარდები.
4.8 მილიონი წლის წინ ჩნდებიან მამონტები
4.5 მილიონი წლის წინ ზღვის იგუანა გამოეყო ხმელეთის იგუანას
4 მილიონი წლის წინ ავსტრალოპითეკის წარმოშობა. ჩნდება სტუპენდემისი, დიდი ზომის მტკნარი წყლის კუ. ჩნდებიან პირველი თანამედროვე სპილოები, ჟირაფები, ზებრები, ლომები, მარტორქები და გაზელები.
3.6 მილიონი წლის წინ ლურჯი ვეშაპები აღწევენ ამჟამინდელ გიგანტურ ზომებს
3 მილიონი წლის წინ პირველი შიმშერი
2.7 მილიონი წლის წინ პარანთროპის წარმოშობა
2.5 მილიონი წლის წინ სმილოდონის („ხმალკბილა ვეფხვი“) პირველი სახეობები
2 მილიონი წლის წინ ადამიანის გვარის პირველი წარმომადგენელი, ჰომო ჰაბილისი („მარჯვე ადამიანი“). წიწვოვნების დივერსიფიკაცია დიდ სიმაღლეებზე. ინდოეთში ჩნდება პირველყოფილი ძროხა, ტური, თანამედროვე შინაური მსხვილფეხა საქონლის წინაპარი.
1.7 მილიონი წლის წინ ავსტრალოპითეკების გადაშენება
1.2 მილიონი წლის წინ ჰომო ანტესესორის წარმოშობა. პარანთროპის გადაშენება.
1 მილიონი წლის წინ პირველი კოიოტები
800 ათასი წლის წინ მოკლედრუნჩიანი დათვების (Arctodus simus) სიმრავლე ჩრდილოეთ ამერიკაში
600 ათასი წლის წინ ჰაიდელბერგელი ადამიანის წარმოშობა
400 ათასი წლის წინ პირველი პოლარული დათვები
350 ათასი წლის წინ ნეანდერტალელის წარმოშობა
300 ათასი წლის წინ გადაშენდა გიგანტოპითეკი, ორანგუტანის გიგანტური ნათესავი აზიიდან
250 ათასი წლის წინ აფრიკაში ჩნდება ანატომიურად თანამედროვე ადამიანი. დაახლოებით 50,000 წლის წინ მათ დაიწყეს სხვა კონტინენტების კოლონიზაცია და ჩაანაცვლეს ნეანდერტალელები ავროპაში და სხვა ჰომინინები აზიაში.
40 ათასი წლის წინ გადაშენდა გიგანტური ვარანი (Varanus priscus), ყველა დროის ყველაზე დიდი ხმელეთის ხვლიკი
30 ათასი წლის წინ გადაშენდა ნეანდერტალელი. გამოჩნდა პირველი შინაური ძაღლი.
15 ათასი წლის წინ გადაშენდა ბოლო ბეწვიანი მარტორქა (Coelodonta antiquitatis).
11 ათასი წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში გადაშენდნენ მოკლედრუნჩიანი დათვები, გიგანტური ზარმაცები და ცხენისებრნი.
10 ათასი წლის წინ დაახლოებით 10,000 წლის წინ, ბოლო დიდი გამყინვარების შემდეგ, იწყება ჰოლოცენის ეპოქა. გადაშენდა ბეწვიანი მამონტი (Mammuthus primigenus) და სმილოდონი.
8 ათასი წლის წინ გადაშენდა გიგანტური ლემური.
ისტორიული გადაშენებები
ევოლუციის ქრონოლოგია 
კარიბის სელაპი-ბერი
ევოლუციის ქრონოლოგია 
ბაიჯი, ჩინური მტკნარი წყლის დელფინი, რომელიც 2006 წელს ფუნქციურად გადაშენებულად გამოცხადდა.
ევოლუციის ქრონოლოგია 
დასავლეთის შავი მარტორქის ჰოლოტიპი, რომელიც 1911 წელს მოკლეს
ევოლუციის ქრონოლოგია 
თილაცინი, მოკლეს 1936 წელს
თარიღი მოვლენა
4000 წელი ჩვ. წ.-მდე ამოწყდა იუტაში და მიჩიგანში არსებული ამერიკული მასტოდონტის მცირე პოპულაციები.
2500 წელი ჩვ. წ.-მდე ალასკის ვრანგელის კუნძულზე არსებული ჯუჯა ბეწვიანი მამონტების პოპულაცია ამოწყდა.
1400 ახალ ზელანდიაში გადაშენდა მოა და მისი მტაცებელი, ჰაასტის არწივი.
1627 გადაშენდა ბოლო ველური ძროხა.
1688 გადაშენდა დოდო.
1768 გადაშენდა სტელერის ზღვის ძროხა.
1883 გადაშენდა კვაგა, ზებრის ქვესახეობა.
1905 იაპონიაში გადაშენდნენ მგლები.
1914 მოკვდა მართა, ბოლო მოგზაური მტრედი.
1936 თილაცინი, ჩანთოსანი მგლების ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელი ავტრალიის ზოოპარკში გადაშენდა.
1937 მოკლეს უკანასკნელი ბალის ვეფხვი.
1952 გადაშენდა კარიბის სელაპი.
2008 ბაიჯი, იგივე იანძის მდინარის დელფინი ფუნქციურად გადაშენებულად გამოცხადდა.
2011 გადაშენებულად გამოცხადდა დასავლეთის შავი მარტორქა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

დამატებითი ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ევოლუციის ქრონოლოგია გადაშენებაევოლუციის ქრონოლოგია დეტალური ქრონოლოგიაევოლუციის ქრონოლოგია იხილეთ აგრეთვეევოლუციის ქრონოლოგია ლიტერატურაევოლუციის ქრონოლოგია დამატებითი ლიტერატურაევოლუციის ქრონოლოგია რესურსები ინტერნეტშიევოლუციის ქრონოლოგია სქოლიოევოლუციის ქრონოლოგიაბიოლოგიაბიოლოგიური კლასიფიკაციადედამიწადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევოლუციამოლეკულასახეობასიცოცხლეუკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარიცილები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ყარყარაშვილისაქართველოს მდინარეების სიაჟანგბადივენდეტასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ერეკლე IIსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპელოპონესის ომიაბას I (ირანი)ლუვრიკონსტანტინოპოლიგიორგი მაზნიაშვილიბრესტი (საფრანგეთი)სამანიშვილის დედინაცვალიMemento moriალპებიბაქტერიებიდიდი დეპრესიატატო გრიგალაშვილიკომუნიკაციაყაზახეთიბერძენ-სპარსელთა ომებისალადინიცილებიგოდერძი ჩოხელიაუტიზმიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაოსმალეთის იმპერიანორვეგიალაზარეს შაბათინათურასიმკვრივეზუგდიდიფარნავაზ Iსქესობრივი აქტიმარო მაყაშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემარითმადოფამინიკოპენჰაგენისტამბოლივნების კვირაფოტოსინთეზიფრიდრიხ ნიცშემამა გაბრიელიდედამიწის ისტორიაქართველებიათენიჰიურემ სულთანიზურა ყიფშიძეაშშ-ის პრეზიდენტების სიასაქართველოს სახელმწიფო გერბითევდორე კველთელიტელეფონების ნომრები საქართველოშიშვიდწლიანი ომითბილისის ზღვაჩემი ცოლის დაქალებიინტერნეტისიყვარულისაქართველოს მუნიციპალიტეტებიგულიპროპაგანდადიდი ხუთშაბათიკრიშტიანუ რონალდუცისფერყანწელებიჰორმონებინიკეის პირველი საეკლესიო კრებაქართული დამწერლობაევერესტიისლამიშენგენის ზონაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაფრანგეთის რევოლუციამტკვარიექვთიმე თაყაიშვილიბაგრატის ტაძარიაბო თბილელის წამება🡆 More