პალეოზოური ჯგუფი (ერა) (ბერძ.
ჯგუფი (ერა) | სისტემა (პერიოდი) | სექცია (საუკუნე) | ≈ ასაკი (მლნ. წ. წ.) |
---|---|---|---|
წინა | წინა | წინა | უფრო ახალგაზრდა |
პალეოზოური ჯგუფი (ერა) | პერმული | Lopingium | 251–260,4 |
გვადელუპური | 260,4–270,6 | ||
Cisuralium | 270,6–299 | ||
კარბონული | პენსილვანიური | 299–318,1 | |
მისისიპური | 318,1–359,2 | ||
დევონური | ზედადევონური | 359,2–385,3 | |
შუადევონური | 385,3–397,5 | ||
ქვედადევონური | 397,5–416 | ||
სილურული | პრჟიდოლური | 416–418,7 | |
ლუდლოური | 418,7–422,9 | ||
უენლოკური | 422,9–428,2 | ||
ლანდოვერიული | 428,2–443,7 | ||
ორდოვიციული | ორდოვიციული | 443,7–460,9 | |
შუა ორდოვიციული | 460,9–471,8 | ||
ქვედა ორდოვიციული | 471,8–488,3 | ||
კამბრიული | Furongium | 488,3–499 | |
3. Serie | 499–510 | ||
2. Serie | 510– 521 | ||
Terreneuvium | 521–542 | ||
მომდევნო | მომდევნო | უფრო ძველი |
παλαιο (palaio), და ბერძ. ζωη (zoe) — სიცოცხლე) — დედამიწის ქერქის ფენათა სტრატიგრაფიული სკალის ერთ-ერთი ჯგუფი (გეოლოგიური წელთაღრიცხვის შესაბამისი ერა). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პალეოზოური ერა დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 340-350 მლნ. წელიწადს. პალეოზოური ჯგუფი (ერა) გამოყო ა. სეჯუიკმა 1837 წელს. პალეოზოური ჯგუფი (ერა)ში ექვსი სისტემა (პერიოდი) გამოიყოფა: კამბრიული სისტემა (პერიოდი), ორდოვიციული სისტემა (პერიოდი), სილურული სისტემა (პერიოდი), დევონური სისტემა (პერიოდი), კარბონული სისტემა (პერიოდი) და პერმული სისტემა (პერიოდი).
პალეოზოური ერის დასაწყისისსათვის უკვე არსებობდა კამბრიულისწინა მძლავრ დანაოჭებათა შედეგად ჩამოყალიბებული ბაქნური და გეოსინკლინური არეები. ჩრდილოეთი ნახევარსფეროში უმთავრესი ბაქნები იყო: აღმოსავლეთი ევროპა, ციმბირი, ჩინეთ-კორეა, სამხრეთი ჩინეთი და ჩრდილოეთი ამერიკისა. სამხრეთ ნახევარსფეროში პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე უნდა არსებულიყო უზარმაზარი კონტინენტი გონდვანა. ბაქნები დროდადრო იფარებოდა ეპიკონტინენტური ზღვებით, სადაც წარმოიქმნებოდა თხელი ნალექები. გეოსინკლინებში კი ილექებოდა დიდი სისქის ვულკანოგენური, კაჟიანი, აგრეთვე ტერიგენული ნალექები. პალეოზოური ერაში გამოვლინდა დანაოჭების ორი მძლავრი ეპოქა: კალედონიური დანაოჭება და ჰერცინული დანაოჭება.
პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე აღინიშნება დიდი ცვლილებები ორგანულ სამყაროში — გაჩნდა და სწრაფად განსახლდა მრავალრიცხოვანი მაგარჩონჩხიანი ფორმები (ჰიოლითები, გასტროპოდები, ბრაქიოპოდები, არქეოციათები). პალეოზოური ერა ტრილობიტების, ოთხქიმიანი მარჯნების, გრაპტოლითებისა და სხვა გაფურჩქვნის ხანაა. პალეოზოურ ერაში ჩნდება ხერხემლიანები — თევზები, მოგვიანებით კი — უძველესი ამფიბიები. მრავალფეროვანია აგრეთვე პალეოზოური ერის ფლორაც (განსაკუთრებით კარბონულ პერიოდში).
პალეოზოური ჯგუფის ნალექები გავრცელებულია საქართველოში — კავკასიონზე და ძველ კრისტალურ მასივებზე.
პალეოზოურ ჯგუფის ქანები მდიდარია წიაღისეულით: განსაკუთრებით ქვანახშირით (დონეცის, პეჩორის, ყარაღანდის, დასავლეთ ევროპას, აპალაჩებისა და სხვა აუზები), მარილებით, ბოქსიტებით, ფოსფორიტებით, ნავთობითა და სხვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article პალეოზოური ჯგუფი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.