ზვიგენები

ზვიგენები — ხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა.

არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არ აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჟამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა (კატისებრი ზვიგენები, ბოლოხერხა და სხვა) კვერცხისმდებელია (კვერცხი დაფარულია რქოვანი შალითით), ზოგი ცოცხლადმშობია (კვერნისებრი ზვიგენები, ქაშაყისებრი ზვიგენები, ქიცვიანი ზვიგენები და სხვა). ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანი ზვიგენები.

ზვიგენები
Stegostoma fasciatum
Stegostoma fasciatum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  თევზები
რიგი:  ზვიგენისნაირნი
ლათინური სახელი
Orectolobiformes

ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 518.
  • Никольский Г. В., Частная ихтиология, 2 изд., М., 1954

Tags:

მოლუსკებისაქართველოსაცურავი ბუშტიქიცვიანი ზვიგენიშავი ზღვაჭიებიხრტილიანი თევზები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფანდურიიტალიადაუნის სინდრომიპანკრეასიეთიოპიაყირიმის ომიგონიოს ციხეეგვიპტის პირამიდებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაკალათბურთირუსეთ-საქართველოს ომი (1921)აფხაზებიმსოფლიოს შვიდი საოცრებამშვილდოსანი (ასტროლოგია)დედოფალაშვეიცარიათბილისის ბოტანიკური ბაღისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებინაცვალსახელიძველი თბილისიწითელასიმონ Iგლობალური დათბობაკორდილიერებიაფხაზეთიანემიასუნთქვამარშალის გეგმაფრინველთა მიმოფრენარკინაჭადრაკისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიაზოტიქეთო და კოტე (ოპერა)სამეგრელორევაზ ინანიშვილიგიორგი მამარდაშვილითუთის აბრეშუმხვევიაზვიგენებითხის რქა (ასტროლოგია)გოგონა მარგალიტის საყურითტურიზმიშხარადიდგორის ბრძოლაოქსიდიარაპენეტრაციული სექსიორგაზმიწრეწირიოგანესონინაწლავებიმარი ანტუანეტიტოლგვერდა სამკუთხედიგარემოს დაცვაცოტნე დადიანიბაში-აჩუკიპოლიმერებიჯიქიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიჯიხვინილოსინიკოლა ტესლაზაფხულინატრიუმისაჰარაკომუნიზმისოფლის მეურნეობაკილიმანჯაროგრიგოლ რობაქიძეკუთხეტყეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიიაპონიალურჯი ვეშაპიგიორგი სააკაძეხევსურეთივეფხვიYandexანა კალანდაძე🡆 More