გოგონა მარგალიტის საყურით (ნიდერლ.
ნახატის სახელიდან გამომდინარე, ნამუშევრის მთავარ ობიექტად (ფოკუსად) მარგალიტის საყურე წარმოჩინდება. ნახატი ამჟამად მოთავსებულია მაურიცჰეისის გალერეის კოლექციაში, ჰააგაში, თუმცა, 2013 წელს იმის გამო, რომ მუზეუმს დამამთავრებელი სამუშაოები უტარდებოდა, სხვა ნამუშევრებთან ერთად აშშ-ის ტურში გააგზავნეს. 2013 წლის სექტემბრამდე იგი ატლანტის ჰაი მუზეუმში იყო გამოფენილი, ხოლო 2013 წლის 22 ოქტომბრიდან 2014 წლის 19 იანვრამდე ნიუ-იორკში, ფრიკის კოლექციაზე (Frick Collection).
გოგონა მარგალიტის საყურით | |
---|---|
Het Meisje met de Parel | |
ავტორი | იან ვერმეერი |
წელი | დაახ. 1665 |
კატალოგი | 44[1] |
ტიპი | ზეთი ტილოზე |
სიმაღლე | 44.5 |
სიგანე | 39 |
ქალაქი | ჰააგა |
მუზეუმი | მაურიცჰეისი |
ნახატზე მონიშნულია, როგორც „IVMeer“, მაგრამ თარიღი არ არის მითითებული. ასევე დაუზუსტებელია, შეკვეთილ იქნა ნახატი თუ არა, და თუ იქნა ვის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ ის არ არის ნაგულისხმევი, როგორც უბრალო, ნებისმიერი ჩვეულებრივი პორტრეტი. მხატვარი შეეცადა ნახატზე აესახა მომენტი, როდესაც გოგონა თავს ატრიალებს მაყურებლის მიმართულებით და ახლახან შეამჩია ვინმე.
ნახატი წარმოადგენს tronie-ს, „თავის“ ასახვის XVII საუკუნის ნიდერლანდურურ მიმართულებას, რომელიც არ წარმოადგენდა მთლიან პორტრეტს. ნახატის ყველაზე ბოლო 1994 წლის რესტავრაციის შემდეგ, ფაქიზი ფერთა სქემა და გოგონას გამოხედვის მაყურებლისადმი სიახლოვე დიდად დაიხვეწა. აღდგენისას, აღმოაჩინეს, რომ მუქი ფონი, დღესდღეობით ცოტა დაწერტილი, თავდაპირველად მხატვრის მიერ ჩაფიქრებული იყო, როგორც მუქ მწვანედ. ეს ეფექტი მიღებულ იქნა, ამჟამინდელ მუქ ფონზე სქელი ღია ფერის საღებავის ფენის დადებით, რომელსაც „გლეიზ“-ად (Glaze) ან ლესირებად მოიხსენიებენ. რესტავრაციის მიუხედავად, მწვანე სარკალას (green glaze) ორი ორგანული პიგმენტი გაუუფერულდა.
ვიქტორ დე სტიუერსის რჩევით, რომელიც წლები ცდილობდა არ დაეშვა ვერმეერის იშვიათი ნახატების საზღვარგარეთ გაყიდვა, არნოლდუს ანდრიეს დე ტომბემ 1881 წელს ჰააგაში, აუქციონზე შეისყიდა ეს ნახატი, რომელშიც მან მხოლოდ ორი გულდენი და ოცდაათი ცენტი გადაიხადა. იმ დროისთვის, ნახატი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. ტომბეს მემკვიდრეები არ ჰყავდა და 1902 წელს „გოგონა მარგალიტის საყურით“ და სხვა ნახატებიც მაურიცჰეისის მუზეუმს გადასცა.
1937 წელს, ძალიან მსგავსი ნახატი, „მომღიმარი გოგონა“, რომელსაც იმ დროს ასევე ვერმეერს მიაწერდნენ, კოლექციონერ ენდრიუ მელონის მიერ გადაცემულ იქნა ქალაქ ვაშინგტონში მდებარე ხელოვნების ეროვნული გალერეისადმი. დღესდღეობით ფართოდ მიღებული აზრია, რომ „მომღიმარი გოგონა“ ყალბია. ექსპერტის ვერმეერის ნამუშევრების დარგში ართურ უილოქ-ის მიერ 1995 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ნახატი ეკუთვნის XX საუკუნის მხატვარსა და გამყალბებელს თეო ვან ვეინგარდენს, ჰან ვან მეგერენის მეგობარს.
ტრეისი შევალიემ დაწერა ისტორიული რომანი, ასევე დარქმეული, როგორც გოგონა მარგალიტის საყურით (1999), რომელშიც მოგვითხრობს ნახატის შექმნის გარემოებებს. რომანში, იან ვერმეერი უახლოვდება გამოგონილ მოსამსახურეს სახელად გრიტს (დაფუძნებულს შევალიეს ახლო მეგობარ ჯეორჯია კენდალზე), ვერმეერი მას ასისტენტად ქირაობს, რომელიც ვერმეერის ცოლის მარგალიტის საყურეებით მისთვის პოზიორობს როგორც სამხატვრო მოდელი. რომანისგან შთაგონებით შეიქმნა იმავე სახელის მქონე ფილმი (2003) და დადგმა (2008). 2003 წელს გადაღებული ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, გრიტის როლის შემსრულებელი სკარლეტ იოჰანსონი, ნომინირებული იქნა მრავალ ჯილდოზე, მათ შორის ოქროს გლობუსზე და BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გოგონა მარგალიტის საყურით, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.