ამფიბიები
ამფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული ენიდან: αμφις — ორივე და βιος — სიცოცხლე — ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი.
ამფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები (ლათ. Amphibia) სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული ენიდან: αμφις — "ორივე" და βιος — "სიცოცხლე" — ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან.
ამფიბიები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Amphibia | ||||||||||||
|
თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან (ზოგი ცოცხალ მშობია), რადგან მათ კვერცხებსა და ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები (უამნიონოები). უმეტეს შემთხვევაში განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა - დაბალი და სხვა.
თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომზოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს (სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი გომბეშო). ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან (უკუდო ამფიბიების უმრავლესობა) 275-მდე (უფეხო ამფიბიები) მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი - სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები (გვერდითი ხაზი) აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.
ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები — ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ. უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე — ლაყუჩებით.
ლარვების სისხლის მიმოქცევა თევზებისას ჰგავს. ზრდასრული ამფიბიების გული სამკანიანია: შედგება 2 წინა გულისა და 1 პარკუჭისაგან. მარცხენა წინა გულში არტერიული სისხლია, მარჯვენაში — ვენური. პარკუჭიში ხდება არტერიული და ვენური სისხლის ნაწილობრივი შერევა. ამფიბიების უმრავლესობა ქვირითს წყალში ყრის, აქვე ხდება მათი განაყოფიერება. უფეხო ამფიბიებს, კუდიანი ამფიბიების უმრავლესობას და ზოგ უკუდო ამფიბიას ახასიათებს შინაგანი განაყოფიერება. ყრიან 3-დან 28- ათასამდე კვერცხს. ცოცხალმშობნი 2-დან 25-მდე ნაშიერს შობენ. უკუდო ამფიბიების ლარვა (თავკომბალა) მეტად განსხვავდება ზრდასრული ცხოველისაგან. მეტამოფფოზის დამთავრებისათვის გარეგანი ლაყუჩები და კუდი ქრება, ვითარდება წყვილი კიდური, ფილტვები და სხვა. ზოგი კუდიანი ამფიბიის (ამბისტომა) ლარვა მეტამორფოზის გარეშე მწიფდება სქესობრივად და მრავლდება (იხ. ნეოტენია).ზოგი ამფიბია თავისებურად ზრუნავს შთამომავლობაზე მაგ., ბაყაყი-მეანი თავკომბალების გამოჩეკამდე ქვირითს უკანა კიდურებზე ატარებს. დარვინის რი რინოდერმა (მამალი) — პირის ღრუში ინახავს, ჩანთოსანი ვასაკა და პიპა (დედლები) ზურგით ატარებენ და სხვა. ამფიბიები სქესობრივად უმეტესად 3-4 წლის ასაკში მწიფდებიან. ცოცხლობენ რამდენიმე წლიდან 50 წლამდე. ბინადრობენ ტენიანსა და ჩრდილოან ადგილებში.
ამფიბიები თითქმის მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მეტად ტროპიკებში გვხვდებიაბ. მხოლოდ ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობენ უფეხო ამფიბიები, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — კუდიანი ამფიბიები, ხოლოუკუდო ამფიბიები — თითქმის მთელ მსოფლიოში. ამფიბიები არ არიან ოკეანის ზოგ კუნძულზე, არქტიკულსა და ანტრაქტიკულ ქვეყნებში, ალპურ ზონაში, უდაბნოებში, მლაშე წყალსატევებში და სხვა.
საქართველოში ამფიბიებიდან გვხვდება ჩვეულებრივი ტრიტონი, მცირეაზიური ტრიტონი, კავკასიური სალამანდრა, მწვანე გომბეშო, სირიული მყვარი, კავკასიური ჯვრიანა, ჩვეულებრივი ვასაკა, ტბის ბაყაყი, ამიერკავკასიური ბაყაყი და სხვა.
ამფიბიების უმრავლესობას სარგებლობა მოაქვს: ისინი ანადგურებენ სახახლხო მეურნეობის მავნებლებს. ზოგი კი სარეწაო ცხოველის (წავი, წაულა და სხვა) საკვებია. ბევრ ქვეყანაში (საფრანგეთი, იტალია, აშშ და სხვა) ზოგიერთი სახეობის ამფიბიებს საკვებად იყენებენ. ამფიბიების საუკეთესო მასალაა სამეცნიერო ცდებისათვის ფიზიოლოგიაში და კარგი ობიექტია ხერხემლიან ცხოველთა ზოოლოგიის შესასწავლად.
ნამარხი ამფიბიები
ნამარხი ამფიბიები უფრო მრავალრიცხოვანი და ნაირგვარი იყვნენ, ვიდრე თანამედროვენი. ნამარხი ამფიბიების კლასიფიკაცია ემყარება მათი ხერხემლისა და ქალას აგებულების თავისებურებებს. ყველაზე უძველესი და პრიმიტიული ამფიბიებია იქთიოსტეგები, რომლებიც მტევანფარფლიანებს ემსგავსებოდნენ. ნამარხი ამფიბიების მთავარი განშტოებაა ლაბირინთოდონტები, რომლებიდანაც, როგორც ჩანს, გამოიყვნენ ბატრაქოზავრები და მიკროზავრები. ზოგიერთი ნამარხი ამფიბია გიგანტური ზომისა იყო, მისი ქალას სიგრძე 1 მ-ს აღემატებოდა (მასტოდონზავრი). ნამარხი ამფიბიების უმრავლესობა ცნობილია ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, ზოგი სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან. ნამარხი ამფიბიების ნაშთები მრავლად გვხვდება რუსეთის ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 413.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ამფიბიები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- აფრიკაანსი: Amfibieë - Wiki Afrikaans
- შვეიცარიული გერმანული: Amphibien - Wiki Alemannisch
- ამჰარული: አምፊናል - Wiki አማርኛ
- არაგონული: Amphibia - Wiki Aragonés
- არაბული: برمائيات - Wiki العربية
- Egyptian Arabic: برمائيات - Wiki مصرى
- ასამური: উভচৰ প্ৰাণী - Wiki অসমীয়া
- ასტურიული: Amphibia - Wiki Asturianu
- აზერბაიჯანული: Suda-quruda yaşayanlar - Wiki Azərbaycanca
- South Azerbaijani: سودا-قورودا یاشایانلار - Wiki تۆرکجه
- ბაშკირული: Ер-һыу хайуандары - Wiki башҡортса
- Samogitian: Varlēgīvē - Wiki žemaitėška
- ბელარუსული: Земнаводныя - Wiki беларуская
- Belarusian (Taraškievica orthography): Земнаводныя - Wiki беларуская (тарашкевіца)
- ბულგარული: Земноводни - Wiki български
- ბენგალური: উভচর প্রাণী - Wiki বাংলা
- ბრეტონული: Divelfenneg - Wiki Brezhoneg
- ბოსნიური: Vodozemci - Wiki Bosanski
- Russia Buriat: Газар уһанай амитад - Wiki буряад
- კატალანური: Amfibis - Wiki Català
- სებუანო: Bakion - Wiki Cebuano
- ჩეროკი: ᎢᏧᎳ ᎦᏙ ᎠᎹ ᏱᏃ ᎡᎯ - Wiki ᏣᎳᎩ
- ცენტრალური ქურთული: وشکاوی - Wiki کوردی
- ჩეხური: Obojživelníci - Wiki čeština
- ჩუვაშური: Çĕрти-шыврисем - Wiki чӑвашла
- უელსური: Amffibiad - Wiki Cymraeg
- დანიური: Padder - Wiki Dansk
- გერმანული: Amphibien - Wiki Deutsch
- ევე: Lãnɔgodzikpletɔmewo - Wiki Eʋegbe
- ბერძნული: Αμφίβια - Wiki Ελληνικά
- ინგლისური: Amphibian - Wiki English
- ესპერანტო: Amfibioj - Wiki Esperanto
- ესპანური: Amphibia - Wiki Español
- ესტონური: Kahepaiksed - Wiki Eesti
- ბასკური: Anfibio - Wiki Euskara
- Extremaduran: Anfibiu - Wiki Estremeñu
- სპარსული: دوزیستان - Wiki فارسی
- ფინური: Sammakkoeläimet - Wiki Suomi
- ფრანგული: Amphibia - Wiki Français
- Arpitan: Amfibiens - Wiki Arpetan
- ჩრდილოფრიზიული: Amfiibie - Wiki Nordfriisk
- დასავლეთფრიზიული: Amfibyen - Wiki Frysk
- ირლანდიური: Amfaibiach - Wiki Gaeilge
- Guianan Creole: Amphibia - Wiki Kriyòl gwiyannen
- შოტლანდიური გელური: Dà-bheathach - Wiki Gàidhlig
- გალისიური: Anfibios - Wiki Galego
- გუარანი: Ypegua - Wiki Avañe'ẽ
- მენური: Daa-veaghagh - Wiki Gaelg
- ებრაული: דו-חיים - Wiki עברית
- ჰინდი: उभयचर - Wiki हिन्दी
- Fiji Hindi: Amphibian - Wiki Fiji Hindi
- ხორვატული: Vodozemci - Wiki Hrvatski
- უნგრული: Kétéltűek - Wiki Magyar
- სომხური: Երկկենցաղներ - Wiki հայերեն
- ინტერლინგუალური: Amphibio - Wiki Interlingua
- ინდონეზიური: Amfibi - Wiki Bahasa Indonesia
- ილოკო: Ampibia - Wiki Ilokano
- იდო: Amfibio - Wiki Ido
- ისლანდიური: Froskdýr - Wiki íslenska
- იტალიური: Amphibia - Wiki Italiano
- იაპონური: 両生類 - Wiki 日本語
- Jamaican Creole English: Amfibian - Wiki Patois
- ლოჟბანი: banfi - Wiki La .lojban.
- იავური: Amfibi - Wiki Jawa
- ყარაყალფახური: Jer-suw haywanları - Wiki Qaraqalpaqsha
- კაბილური: Tikelmanin - Wiki Taqbaylit
- ყაბარდოული: Амфибиэхэр - Wiki адыгэбзэ
- Kabiye: Kpataayala - Wiki Kabɩyɛ
- ყაზახური: Қосмекенділер - Wiki қазақша
- კანადა: ಉಭಯಚರಗಳು - Wiki ಕನ್ನಡ
- კორეული: 양서류 - Wiki 한국어
- კომი-პერმიაკული: Amphibia - Wiki перем коми
- ქურთული: Bejavî - Wiki Kurdî
- კორნული: Diwelvennek - Wiki Kernowek
- ყირგიზული: Жерде-сууда жашоочу - Wiki кыргызча
- ლათინური: Amphibia - Wiki Latina
- ლუქსემბურგული: Lurchen - Wiki Lëtzebuergesch
- Lingua Franca Nova: Amfibio - Wiki Lingua Franca Nova
- განდა: Ensolo Lubbira - Wiki Luganda
- ლიმბურგული: Amfibieë - Wiki Limburgs
- Ligurian: Amphibia - Wiki Ligure
- Ladin: Anfibe - Wiki Ladin
- ლიეტუვური: Varliagyviai - Wiki Lietuvių
- ლატვიური: Abinieki - Wiki Latviešu
- მალაგასიური: Amphibia - Wiki Malagasy
- მინანგკაბაუ: Amfibia - Wiki Minangkabau
- მაკედონური: Водоземци - Wiki македонски
- მალაიალამური: ഉഭയജീവി - Wiki മലയാളം
- მარათჰი: उभयचर प्राणी - Wiki मराठी
- მალაიური: Amfibia - Wiki Bahasa Melayu
- ბირმული: ကုန်းနေရေနေ သတ္တဝါ - Wiki မြန်မာဘာသာ
- ნეაპოლიტანური: Amphibia - Wiki Napulitano
- ქვემოგერმანული: Amphibien - Wiki Plattdüütsch
- ქვემოსაქსონური: Amfibieën - Wiki Nedersaksies
- ნეპალური: उभयचर - Wiki नेपाली
- ნევარი: एम्पिबियन - Wiki नेपाल भाषा
- ნიდერლანდური: Amfibieën - Wiki Nederlands
- ნორვეგიული ნიუნორსკი: Amfibium - Wiki Norsk nynorsk
- ნორვეგიული ბუკმოლი: Amfibier - Wiki Norsk bokmål
- ნავახო: Biyáázh Tsʼǫʼasánígíí (Táyiʼ dóó Niʼkáágóó Ndaakaaígíí) - Wiki Diné bizaad
- ოქსიტანური: Amphibia - Wiki Occitan
- ორომო: Dagal-hareeyyii - Wiki Oromoo
- ოსური: Донзæххонтæ - Wiki ирон
- პენჯაბური: ਜਲਥਲੀ - Wiki ਪੰਜਾਬੀ
- პამპანგა: Amphibian - Wiki Kapampangan
- პოლონური: Płazy - Wiki Polski
- Piedmontese: Anfibi - Wiki Piemontèis
- Western Punjabi: دو پاسی جندڑی - Wiki پنجابی
- პუშტუ: دوه ژوندوي - Wiki پښتو
- პორტუგალიური: Anfíbios - Wiki Português
- კეჩუა: Allpa yaku kawsaq - Wiki Runa Simi
- რეტორომანული: Amfibis - Wiki Rumantsch
- რუმინული: Amfibieni - Wiki Română
- რუსული: Земноводные - Wiki русский
- Rusyn: Земноводны - Wiki русиньскый
- იაკუტური: Амфибия - Wiki саха тыла
- სიცილიური: Anfibbiu - Wiki Sicilianu
- შოტლანდიური: Amphibian - Wiki Scots
- სინდჰური: ٻٽي زندگي گذاريندڙ - Wiki سنڌي
- სერბულ-ხორვატული: Vodozemci - Wiki Srpskohrvatski / српскохрватски
- სინჰალური: උභය ජීවීන් - Wiki සිංහල
- Simple English: Amphibian - Wiki Simple English
- სლოვაკური: Obojživelníky - Wiki Slovenčina
- სლოვენური: Dvoživke - Wiki Slovenščina
- შონა: Dzehugaro huviri - Wiki ChiShona
- სომალიური: Beribiyood - Wiki Soomaaliga
- ალბანური: Ujëtokësorët - Wiki Shqip
- სერბული: Водоземци - Wiki српски / srpski
- Saterland Frisian: Amphibien - Wiki Seeltersk
- სუნდური: Ampibi - Wiki Sunda
- შვედური: Groddjur - Wiki Svenska
- სუაჰილი: Amfibia - Wiki Kiswahili
- ტამილური: நீர்நில வாழ்வன - Wiki தமிழ்
- ტელუგუ: ఉభయచరము - Wiki తెలుగు
- ტაჯიკური: Обхокиҳо - Wiki тоҷикӣ
- ტაილანდური: สัตว์สะเทินน้ำสะเทินบก - Wiki ไทย
- Tagalog: Amphibia - Wiki Tagalog
- ტონგანური: Monumanu nofo ʻuta mo vai - Wiki Lea faka-Tonga
- თურქული: Amfibiler - Wiki Türkçe
- თათრული: Җир-су хайваннары - Wiki татарча / tatarça
- უკრაინული: Земноводні - Wiki українська
- ურდუ: جل تھلیے - Wiki اردو
- უზბეკური: Suvda va quruqlikda yashovchilar - Wiki Oʻzbekcha / ўзбекча
- Veps: Amfibijad - Wiki Vepsän kel’
- ვიეტნამური: Động vật lưỡng cư - Wiki Tiếng Việt
- West Flemish: Amfibieën - Wiki West-Vlams
- ვალონური: Batracyin - Wiki Walon
- ვარაი: Ampibyan - Wiki Winaray
- ვუ: 两栖动物 - Wiki 吴语
- ქჰოსა: Isele - Wiki IsiXhosa
- იდიში: אמפיביע - Wiki ייִדיש
- Zeelandic: Amfibieën - Wiki Zeêuws
- ჩინური: 两栖动物 - Wiki 中文
- Min Nan Chinese: Lióng-chhe-lūi - Wiki Bân-lâm-gú
- კანტონური: 兩棲動物 - Wiki 粵語