ლიქენები

ლიქენები (ლათ.

ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. მეცნიერებას ლიქენების შესახებ ლიქენოლოგია ეწოდება. ლიქენები აერთიანებენ 400-ზე მეტი გვარის 26 ათასამდე სახეობას.

ლიქენები
ლიქენებით დაფარული ხე

არჩევენ ქაფისებრ (ანუ ქექისებრ), ფოთლისებრ (ანუ ფირფიტისებრ) და ბუჩქისებრ ლიქენებს. არსებობს მათ შორის გარდამავალი ფორმებიც.

ანატომიური აგებულებით ლიქენები ორნაირია: ჰომეომერული (წყალმცენარეები მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული თალუსში) და პეტერომერული (წყალმცენარეები თალუსში ერთ სღეს ქმნიან). ლიქენები მრავლდებიან სქესობრივად, უსქესოდ და ვეგეტატიურად. სქესობრივი პროცესის შედეგად ლიქენის სოკოს სპორები წარმოიშობიან ჩანთებში (ჩანთიანი ლიქენები — ლათ. Ascolichenes) ან, ძალზე იშვიათად, ბაზიდიუმებზე (ბაზიდიუმიანი ლიქენები — ლათ. Basidiolichenes). ჩანთები ვითარდება პერითეციუმებში ან აპოთეციუმებში. უსქესო გამრავლების დროს წარმოიშობიან კონიდიემები და პიკნოსპორები. სოკოს გაღივებული სპორა ხვდება შესაბამის წყალმცენარეს და მასთან ერთად ქმნის ლიქენების ახალ თალუსს. ვეგეტატიური გამრავლება ხდება თალუსის ნაგლეჯებით ან სორედიუმებითა და იზოდიუმებით. ლიქენების მუდმივი კომპონენტი — წყალმცენარეები მრავლდებიან დაყოფით, მწვანე წყალმცენარეები — ხშირად ავტოსპორების წარმოქმნით.

წყლის რეჟიმის მიხედვით ლიქენები მიეკუთვნება პოიკილოჰიდრულ მცენარეებს. წყალს და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს თალუსის მთელი ზედაპირი ითვისებს. ლიქენები შედარებით ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას. გამოშრობისას ფოტოსინთეზი სუსტდება ან წყდება. ლიქენები ნელა იზრდება, მათი წლიური ნაზარდი 0,01-100 მმ აღწევს. ლიქენები სახლდებიან მცენარეულობის გავრცელების უკიდურეს საზღვრამდე, უმთავრესად კარგად განათებულ ადგილებზე, სხვადასხვა სუბსტრატზე — მთის ქანებზე, მერქნიან მცენარეებზე, ნიადაგზე, ტყავზე, ძვალზე, მინაზე, რკინაზე, ქსოვილზე და სხვა. ლიქენებში სოკოსა და წყალმცენარის ურთიერთობის შესახებ ბოლო დრომდე ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სიმბიოზის მცდარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს: სოკო „ამარაგებს“ წყალმცენარეს წყლით და არაორგანული მარილებით, ხოლო წყალმცენარეები — სოკოს მზა ორგანული ნივთიერებებით. სინამდვილეში ლიქენებში სოკოს და წყალმცენარის ურთიერთობა დაფუძნებულია პარაზიტიზმზე. ლიქენები პოლიფილეტური წარმოშობისაა. ნამარხებიდან ყველაზე ადრეულ ლიქენებს ზედა ცარცული პერიოდს მიაკუთვნებენ.

ლიქენები ხშირად მცენარეულობის პიონერებია, სახლდებიან უნაყოფო ადგილებზე; მათი დაღუპვის შედეგად რჩება ორგანული ნივთიერებები, რომელზეც სხვა მცენარეებს შეუძლიათ დასახლება. ჩრდილოეთში ბუჩქისებრი ლიქენები ირმის საკვებია. ზოგიერთი ლიქენები სამკურნალოდ გამოიყენება (სისხლის წნევის ამწევი, პერისტალტიკის გამაძლიერებელი, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების შემცველი), ზოგს სამღებრო საქმესა და პარფიუმერიაშიც ხმარობენ, ზოგიერთისაგან ლაკმუსს ამზადებენ.

ლიტერატურა

Tags:

გვარი (ბიოლოგია)ლათინური ენასახეობასოკოებიწყალმცენარეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სტამბოლირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)აშშ-ის ისტორიაძილის პარალიზიკოსმოპოლიტიზმირუსეთის იმპერიააქემენიანთა იმპერიაავსტრალიაგორილომითითაობააშშ-ის სამოქალაქო ომისამეგრელოხვანჭკარა (ღვინო)გერგეტის სამების ეკლესიაირაკლი აბაშიძეეროზიამურა დათვიგოგირდისეკულარიზმიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაპაბლო პიკასოტოტალიტარიზმიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაუქმე დღეები საქართველოშიქუთაისითამარ ჩერგოლეიშვილიფუტიოშკიქაშვეთის ეკლესიალეიკოციტებიკუნთებიმცხეთაკარლეს პუჩდემონიბუნებრივი რესურსებიმეორე მსოფლიო ომიბაროკოარაბობა საქართველოშიტალკისაქართველოს ფაუნააფხაზეთიალუმინიფილტვებიაშშ-ის პრეზიდენტების სიაირანითვითმმართველობაფრინველებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ლადო გუდიაშვილისაქართველოს სამოქალაქო ომივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიილია თოფურიალევან საგინაშვილილუქსემბურგიჭადრაკიპოლონეთიეგრისის დიდი ომიკილოგრამიგეორგიევსკის ტრაქტატიაპენდიციტიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშისაქართველოს სოფლებიბარსელონადაუნის სინდრომიფარსმან II ქველისულხან-საბა ორბელიანისტუმარ-მასპინძელივასკულიტიჭაბუა ამირეჯიბიქართული ენაბახტრიონი (პოემა)თამბაქოდავით კაჭარავააგნოსტიციზმიპროპაგანდამარკ ტვენიდონ კიხოტიმენსტრუაციამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი🡆 More