კიბოსნაირნი (ლათ.
მათი სხეულია სიგრძე მერყეობს მმ-ის რამდენიმე მეათედიდან 80 სმ-მდე (მადაგასკარის მდინარის კიბო). კიბოსნაირთა სხეული შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან (ხშირად თავი და მკერდი შერწყმულია და ქმნის თავ-მკერდს), თავზე 5 წყვილი კიდური აქვთ: 1. ანტენები (მათზე ხშირად გრძნობის ორგანოებია), 2. ანტენულები (ზოგი ცურვის დროს იყენებს მათ), 3. საღეჭები ანუ მანდიბულები (საკვებს აქუცმაცებს), 4. I წყვილი ყბა ანუ პირველი მაქსილა და 5. II წყვილი ყბა ანუ მეორე მაქსილა. თავზე აქვთ წყვილი (ზოგჯერ კენტი) ფასეტური თვალი. სხეულის გვერდებზე აქვთ კიდურები, რომლებითაც ისინი მოძრაობენ, ან 1-3 წყვილი ყბაფეხი, რომლებიც საჭმლის დაჭერაში მონაწილეობს. მუცლის კიდურები მხოლოდ უმაღლეს კიბოსნაირთ აქვთ და სუნთქვის, საკოპულაციო ორგანოების და ხვა ფუნქციას ასრულებენ. სხეული დაფარული აქვთ სხვადასხვა სისქის ქიტოვანი საფარველით, რომელიც გარეგან ჩონჩხს ქმნის. კიბოსნაირთა საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. იკვებებიან ცხოველური და მცენარეული საკვებით. კიბოსნაირნი სხეულის ზედაპირით სუნთქავენ, ზოგი — ლაყუჩებით. ხმელეთის კიბოსნაირნი კი — თავისებური აღნაგობის ფილტვებით. გამომყოფი ორგანოები ნეფრიდიული ტიპისაა. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ზურგის მხარეზე მდებარე კუნთოვანი პარკია. გულის წინ, ხშირად უკანაც, თითო აორტაა. სისხლი უფერულია, იშვიათად წითელი, ნერვული სისტემა შედგება წყვილი ხახისზედა კვანძის, ხახისირგვლივი რგოლისა და მუცლის ძეწკვისაგან.
კიბოსნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Carcinus maenas | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Crustacea | ||||||||||||
|
კიბოსნაირთა უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგი ჰერმაფროდიტია. უმდაბლესებს ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმიც — დედალი ტანად მამალზე დიდია. უმრავლესობა წყლის ორგანიზმებია. ცხოვრობენ როგორც ზღვაში, ისე კონტინენტალურ წყალსატევებში. წყლის სიზრქეში — პელაგიალშიც და წყლის ფსკერზე — ბენთალშიც. კიბოსნაირთა ნაწილი წყალში ცურავს, ზოგი დაცოცავს, ზოლო რიგი სახეობები მიმაგრებულია რაიმეზე. კიბოსნაირთა კლასი იყოფა 2 ქვეკლასად — უმდაბლეს და უმაღლეს კიბოსნაირებად, აერთიანებს 20000-მდე სახეობას. განაყოფიერებული კვერცხიდან იჩეკება ლარვა ნაუპლიუსი, რომელსაც აქვს ოვალური დაუნაწევრებული სხეული, 3 წყვილი კიდური. შემდეგ უვითარდება პირის კიდურები და ყბები, ბოლოს — მკერდის კიდურები და თანდათანობით სხეული კიბოს ფორმას იღებს.
ზოგი კიბოსნაირნი (კიბორჩხალა, მდინარის კიბო და სხვა) ადამიანის საკვებად გამოიყენება. პლანქტონური კიბოსნაირით იკვებებიან თევზის ლისიტები და პლანქტონური თევზები.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კიბოსნაირნი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.