დანალექი ქანები

დანალექი ქანები — ოკეანურ, ზღვიურ, ტბიურ აუზებში, ჭაობებსა და მდინარეებში დედამიწის ქერქის გამოფიტვისა და ვულკანიზმის პროდუქტების, აგრეთვე ორგანული ნაშთების დალექვისა და მათი დიაგენეტურ-კატაგენეტური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ქანები.

დანალექი ქანების წარმოშობა ანუ ლითოგენეზისი რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით ხორციელდება.

დანალექი ქანები
ქვიშაქვა

გეოტექტონიკური ნიშნების მიხედვით განარჩევენ გეოსინკლინურ, ბაქნურ ან გარდამავალი ზონის დანალექ ქანებს, ხოლო სედიმენტაციის გარემოს მიხედვით — ზღვიურ, ტბიურ, მდინარეულ, ჭაობის, მყინვარულ, ეოლურსა და სხვ.

ნივთიერი შედგენილობისა და წარმოშობის პირობების მიხედვით გამოიყოფა დანალექი ქანების სხვადასხვა ჯგუფი: მექანიკური ნალექები — კონგლომერატები, ბრექჩიები, ქვიშაქვები, (არკოზული, გრაუვაკული, ტუფიტური), ალევროლითები, პელიტოლითები; ქიმიური და ბიოგენური ნალექები — კირქვები, დოლომიტები, თაბაშირ-ანჰიდრიტები, ევაპორიტები, ლატერიტ-ბოქსიტები, სილიციტები, ფოსფორიტები, ნახშირები, საწვავი ფიქლები და სხვ.

დანალექი ქანების დამახასიათებელი ნიშანია შრეებრიობა (ასახავს დალექვის პირობებს). აგრეთვე განამარხებული ფლორისა და ფაუნის შემცველობა (განსაზრვრავს დანალექი ქანების გეოლოგიურ ასაკს, აუზის ფიზიკურ-ქიმიურ და ეკოლოგიურ პირობებს).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქოიავა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 364.
  • Основы литологии, 3 изд., Л., 1969;
  • Логвиненко Н. В., Петрография осадочных пород, 2 изд., М., 1974.

Tags:

ეგზოგენური პროცესებიენდოგენური პროცესებიზღვამდინარეოკეანეტბაქანი (გეოლოგია)ჭაობი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საბერძნეთისაჭმლის მომნელებელი სისტემააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითიეთიმ გურჯიკურდღელიქრომოსომაკონსერვატიზმირკინაშხარაოპერაშუშანიკის წამებაუშგულის თემისქესობრივი აქტიასურელი მამებინიკა გვარამიარეფერენდუმიქართლის სამეფოუცხოური აგენტების კანონითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიცენტრალური პროცესორისუვერენიტეტილურჯი ვეშაპიმირიან IIIტუბერკულოზიფუტკრებიმაჰმადისახელმწიფო საზღვარიილარიონ ტალახაძეგაერთიანებული სამეფოკატალიზატორიელინიზმიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაპოლიტიკასვეტიცხოველიპირველი მსოფლიო ომისახელმწიფოYouTubeდავით სარაჯიშვილივლადიმერ პუტინიფილტვებიგრიგოლ ხანძთელისაქართველოს სატელეფონო კოდებიადმირალი (პეპელა)ცენტნერიმიხეილ ლომონოსოვიალჟირიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველო XII-XIII საუკუნეებშილობიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაევროპაბრაზილიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაბუდაპეშტიდანიაზმნაFacebookქეთო და კოტე (ოპერა)ლევან ხაბეიშვილისინონიმებიგერგეტის სამების ეკლესიაქართველებიფსორიაზიდინოზავრებიბაგრატ III (საქართველოს მეფე)საკურაბიპოლარული აშლილობაგერმანიახემარწყვავეტოოსმალეთის იმპერიაბაში-აჩუკიკალათბურთიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოქუნთრუშათრომბოციტებიატომიქართული დამწერლობა🡆 More