კრატონი

კრატონი (გერმ.

წარმოდგენილია ფარითა და სტაბილური ბაქნით.

კრატონი
დედამიწის გეოლოგიური პროვინციები (USGS)

კრატონი ძირითადად გავრცელებულია ტექტონიკური ფილების შიგნით. მისთვის დამახასიათებელია ორსართულიანი აგებულება: კრისტალურ ფუნდამენტად ცნობილი ქვედა სტრუქტურული სართული ჩამოყალიბებულია გვიანარქეულ-პროტეროზოურში, რომელიც აგებულია დანაოჭებული, ძლიერ მეტამორფული წყებებით.

კრისტალური ფუნდამენტის გადარეცხილ ზედაპირზე უთანხმოდ დევს ზედა სრუქტურული სართული, რომელსაც დანალექ საფარს უწოდებენ. ეს არის ჰორიზონტული ან სუბჰორიზონტული შრეებრიობის მქონე, ძირითადად თხელი ზღვის ქანებით აგებულ წყებათა კომპლექსი, თუმცა მასში არცთუ იშვიათია ლაგუნური და კონტინენტური ქანებიც. გამონაკლისის სახით გვხვდება ვულკანური წარმონაქმნებიც. კრატონი ორი ფენისაგან შედგება. ერთ ფენას, რომელიც მხოლოდ ქვედა სტრუქტურული სართულით, ანუ კრისტალური ფუნდამენტით არის წარმოდგენილი, ფარი ეწოდება, ხოლო მეორე ფენას, ორსართულიანს, — ბაქანი, რომელიც ფარს ზოგიერთ ადგილში დანალექი ქანებით ფარავს.

ზოგადი ცნობები

კრატონების წარმოქმნის პროცესი კრატონიზაციის სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ბევრი რამ ამ პროცესში გაურკვეველია, მაგრამ პირველი კრატონული ხმელეთის მასები შესაძლოა არქეული ეონის განმავლობაში წარმოშობილიყო, რაზეც ალმასების ასაკი მიუთითებს, რომლებიც კრატონების ფესვებშია წარმოქმნილი და თითქმის ყოველთვის 2 მილიარდზე მეტი ან უფრო ხშირად, 3 მილიარდზე მეტი წლით თარიღდება. არქეული ხნოვანების ქანები შეადგენენ მსოფლიოს ამჟამინდელი კრატონების მხოლოდ 7%-ს. კრატონიზაცია სავარაუდოდ დასრულდა პროტეროზოურში. კონტინენტების შემდეგი განვითარება მიმდინარეობდა აკრეციის შედეგად კონტინენტის წყალქვეშა კიდეზე. კრატონების ფესვების წარმოშობა დისკუსიის საგანია, თუმცა კრატონიზაციის დღევანდელი გაგება დაკავშირებულია ამერიკელი გეოფიზიკოსის თომას ჰილმან ჯორდანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან ჟურნალ „Nature“-ში. ჯორდანმა ივარაუდა, რომ კრატონები იქმნება ზედა მანტიის არასრული მაღალი ხარისხის გალღობის შედეგად. ლღობის ასეთი მაღალი ხარისხი შესაძლოა არქეულში მანტიის მაღალი ტემპერტურის შედეგი ყოფილიყო.

კრატონისთვის დამახასიათებელია ანომალიურად მძლავრი და მტკიცე ლითოსფერული ფესვები. კრატონების მაგალითია: ჩრდილოეთ ჩინეთის კრატონი, აღმოსავლეთ ევროპის კრატონი, ამაზონის კრატონი, კააპვაალის კრატონი, ჩრდილოეთ ამერიკის კრატონი და სხვა.

კრატონების ხანგრძლივი ეროზია ცნობილია „კრატონული რეჟიმის“ სახელწოდებით. იგი შეიცავს პედიპლანაციასა და ეჩპლანაციას, რომლებიც ქმნიან პენეპლენს. ეჩპლანაციის პროცესი დაკავშირებულია ჰუმიდურ, ხოლო პედიპლანაცია არიდულ და სემი-არიდულ კლიმატთან; გეოლოგიური დროის განმავლობაში კლიმატის ცვლილებას მოჰყვა შერეული წარმოშობის ე.წ. პოლიგენური პენეპლენების წარმოშობა.

საბჭოთა კავშირში „კრატონის“ ნაცვლად გამოიყენებოდა ტერმინი „პლატფორმა“ ანუ „ბაქანი“. დასავლურ ლიტერატურაში კრატონი, ფარი და ბაქანი განსხვავებული მნიშვნელობის მქონე ტერმინებია. ამჟამად, რუსეთში კრატონი და პლატფორმა ანუ ბაქანი სინონიმებად განიხილება.

სიტყვა „კრატოგენი“ პირველმა შემოგვთავაზა ავსტრიელმა გეოლოგმა ლეოპოლდ კობერმა 1921 წელს, ხოლო 1940 წელს გერმანელმა გეოლოგმა ჰანს შტილემ „კრატოგენის“ ნაცვლად დაამკვიდრა საკუთრივ ტერმინი „კრატონი“.

სქოლიო

Tags:

გერმანული ენალითოსფეროფანეროზოური ეონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამხრეთი კორეათავისუფლების ქანდაკებაკანიკომპასიბესლანის ტერაქტიირლანდიაისლამილაზებითბილისური ეზომტირალას ეროვნული პარკიდედამიწის ისტორიადეციმეტრინიკოლოზ ბარათაშვილისამცხე-ჯავახეთის მხარემთავარი გვერდიბალდუინ IV იერუსალიმელიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ნიადაგიბეჰემოთილიმფოციტებიშხარააქლემიგიორგი III (საქართველოს მეფე)ჩინეთის ისტორიაკილომეტრიფაშიზმიზებულონივეფხვიშუშანიკის წამებათემურლენგიგველის-მჭამელისამხრეთი ამერიკაბარსელონარითმა69 (სექსუალური პოზა)ქრომოსომაიულიუს კეისარიდონ კიხოტინეკერჩხალინელსონ მანდელასასმელი წყალიფილტვებიბათუმირუსეთის იმპერიაზვიგენებიგარემოს დაბინძურებაპაბლო პიკასოსპილოსებრნინაღვლის ბუშტიდიმიტრი ყიფიანივოლფგანგ ამადეუს მოცარტიმცხეთაალუდა ქეთელაურინარიყალადინოზავრებიბრუნებაარსებითი სახელითბილისის ზღვაიუდაიზმიკულტურამტკნარი წყალისინგაპურისომხური სამოციქულო ეკლესიაკილიმანჯარობაგრატიონებიდაღესტანიპროტესტანტული რეფორმაციაოშკიკახეთის მხარებუდუ ზივზივაძეფეხბურთილითიუმიპროტესტანტიზმიტოტალიტარიზმიზაფხულიგეორგიევსკის ტრაქტატიკვიპროსიალმასიკლიმატის ცვლილება🡆 More