ცილები

ცილები ან პროტეინები — მაღალმოლეკულური ბუნებრივი ორგანული ნაერთები, რომლებიც ამინომჟავებისაგანაა აშენებული.

ცილები ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ.

ცილები
პროტეინ მიოგლობინის 3D სტრუქტურა

ცილის ტიპები

მემბრანაში ლოკალიზაციის მიხედვით ცილების ორ ჯგუფს არჩევენ. ესენია:

  • ინტეგრალური ცილები
  • პერიფერიული ცილები

მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ცილები ერთმანეთისგან არა მხოლოდ განლაგებითა და აგებულებით, არამედ ფუნქციითაც განსხვავდებიან.არჩევენ ტრანსპორტულ ცილებს, რეცეპტორულ ცილებს, ეფექტორულ ცილებს და სხვა.

ცილების კლასიფიკაცია

ცილის სინთეზისთვის გამოიყენება 20 ტიპის ამინომჟავა, რომლებიც პეპტიდური ბმით უკავშირდებიან ერთმანეთს. თითოეულ ცილაში შეიძლება ათასობით ამინომჟავა იყოს წარმოდგენილი. განასხვავებენ მარტივ და რთულ ცილებს. მარტივი ცილები მხოლოდ ამინომჟვებისგან შედგებიან.

მარტივი ცილებია- პროტეინები, ალბუმინები, ფუძეცილები, გლუტელინები, პროლამინები, პროტეინოიდები. რთულ ცილებში ამინომჟავების გარდა სხვა ნაერთებიცაა ჩართული.

რთული ცილებია- პროტეიდები: ლიპოპროტეინები, პროტეოლიპიდები, ფოსფორპროტეინები, გლიკოპროტეინები, პროტეოგლიკანები.

ცილის სახეობები

ცილის მოლეკულები აშენებენ უჯრედის ყველა ორგანოიდს.

კუმშვადი ცილები უზრუნველყოფენ მოძრაობას.

ცილა ფერმენტები აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს. ცილა-ფერმენტების წყალობით, რომლებიც ნივთიერებათა გარდაქმნებს აჩქარებენ ჩვენს ორგანიზმში რეაქციები ძალიან სწრაფად , წარიერად მიმდინარეობს. ფერმენტები სპეციფიკური მოქმედებით გამოირჩევიან . ყოველი ფერმენტი მხოლოდ გარკვეული ნივთიერების გარდაქმნას უწყობს ხელს.

გარდასაქმნელ ნივთიერებას სუბსტრატი ჰქვია , ის ფერმენტის უბანს აქტიურ ცენტრს უკავშირდება. სუბსტრატი ფორმით და ზომით ზუსტად ემთხვევა ფერმენტის აქტიურ ცენტრს ფიქსირდება და ფერმენტი მას სხვა ნივთიერებად- პროდუქტად გარდაქმნის, რომელიც მაშინვე ტოვებს ფერმენტის მოლეკულას. ფერმენტი ბიოკატალიზატორია , მას შეუძლია მილიონობით სუბსტრატის გარდაქმნა.

ზოგიერთ ფერმენტი რეაქციის დასაჩქარებლად დამხმარე ნივთიერებას - კოფაქტორს - საჭიროებს. ისინი დაბალმოლეკულიანი არაცილოვანი მოლეკულები არიან . მაგალითად: Zn, Mg , Mn , Cu -- ეს ატომები მრავალი ფერმენტის კოფაქტორები არიან .

არსებობენ ნივთიერებები რომლებიც ხელს უშლიან ფერმენტებს და ბლოკავენ მათ მოქმედებას . მათ ინჰიბიტორები ეწოდებათ. ისინი იმიტირებენ სუბსტრატს და ატყუებენ ფერმენტს , იკავებენ აქტიურ ცენტრს და ფერმენტში გარდაქმნები წყდება. რადგან ინჰიბიტორი არ გარდაიქმნება , ხოლო სუბსტრატი მიუწვდომელია ფერმენტისთვის რადგან აქტიური ცენტრი ინჰიბიტორის მიერაა დაკავებული. ასეთ ინჰიბიტორებს კონკურენტული ინჰიბიტორები ჰქვია.

არსებობენ არაკონკურენტული ინჰიბიტორები. ისინი არ იკავებენ აქტიურ ცენტრს, თუმცა ფერმენტთან დაკავშირებისას ამახინჯებენ მას (აქტიურ ცენტრს ) და სუბსტრატი ვეღარ ერგება მას . ამ შემთხვევაშიც წყდება გარდაქმნები.

მიუხედავად ამისა ინჰიბიტორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . ისინი უჯრედში ქიმიურ რეაქციებს აკონტროლებენ . როდესაც ფერმენტების მიერ გამოყოფილი ნივთიერება ჭარბად დაგროვდება და აღარ საჭიროებს მეტის გამოყოფას ამ დროს ინჰიბიტორები ასრულებენ თავის როლს . მანამ სანამ კვლავ არ დარეგულირდება ნივთიერებათა ცვლა და არ გახდება საჭირო ფერმენტის გააქტიურება .

თუმცა არსებობენ ნივთიერებები : Hg , Ag , As .. რომელებიც უკავშირდებიან ფერმენტს უმიზეზოდ და საბოლოოდ გადააგვარებენ მას .

ინჰიბიტორებს იყენებენ დაავადებების სამკურნალოდაც.

ლიტერატურა

  • ჰისტოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008 წელი.
  • Branden C, Tooze J (1999). Introduction to Protein Structure. New York: Garland Pub. ISBN 0-8153-2305-0. 
  • Murray RF, Harper HW, Granner DK, Mayes PA, Rodwell VW (2006). Harper's Illustrated Biochemistry. New York: Lange Medical Books/McGraw-Hill. ISBN 0-07-146197-3. 
  • Van Holde KE, Mathews CK (1996). Biochemistry. Menlo Park, California: Benjamin/Cummings Pub. Co., Inc. ISBN 0-8053-3931-0. 

რესურსები ინტერნეტში

ცილები 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ცილები ცილის ტიპებიცილები ს კლასიფიკაციაცილები ცილის სახეობებიცილები ლიტერატურაცილები რესურსები ინტერნეტშიცილებიამინომჟავებინახშირწყლებინუკლეინის მჟავებიცხიმები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბულგარეთიხელოვნებაფესახისანტიმეტრივაჟა-ფშაველათამარ გვერდწითელიბუნებრივი რესურსებიისლამიაკაკი წერეთელიმაიმუნებიოგანესონიკავკასიონიბარსელონაბუთორნიკე ერისთავიიუნესკოშოთა რუსთაველიFacebookნაცვალსახელიბალეტიიესო ქრისტეალექსანდრე ყაზბეგიბუნებრივი გადარჩევასალომე ზურაბიშვილიანანურის ციხეფუტისილიციუმისვანეთიკუნილინგუსიიალბუზივახტანგ VIვარდიმზეზვიგენებიალეგორიაკატაქართული ფილმების სიასაქართველოს ქალაქებიიმანუელ კანტივენის კონგრესიყვავილოვანი მცენარეებიბალდუინ IV იერუსალიმელისაქართველოს მუნიციპალიტეტებიერეკლე IIარწივიბატონებისტამბოლინარიყალაპინგვინისნაირნირომიბარდა სკლიაროსიხევისბერი გოჩაერთეულთა საერთაშორისო სისტემამსოფლიო მიზიდულობის კანონიპლანეტახარებათხის რქა (ასტროლოგია)ნეკერჩხალინოე სულაბერიძეგიორგი VIIIანალური სექსიარასამთავრობო ორგანიზაციაქვეწარმავლებიგოდერძის უღელტეხილისომხეთიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიგორიაფრიკის ქვეყნების სიაფილიპინებიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგამინერალების სიაჟირაფისებრნიდედამიწის ისტორიაგასტრიტივასკო და გამაგამტარიარაბობა საქართველოშიარაბთა სახალიფო🡆 More