ჰიურემ სულთანი

ჰიურემ სულთანი (ოსმ.

 [خرم سلطان], თურქ. Hürrem Haseki Sultan), ევროპაში ცნობილია როგორც როქსოლანა (ლათ. Roxolana; ნამდვილი სახელი უცნობია, ლიტერატურული ტრადიციის თანახმად ნამდვილი სახელია ანასტასია ან ალექსანდრა გავრილის ასული ლისოვსკაია; დაახლ. 1502 ან დაახლ. 1505 — 15 ან 18 აპრილი 1558) — ოსმალეთის სულთნის სულეიმან I დიდებულის ხარჭა და შემდეგ მეუღლე, ჰასეკი, სულთან სელიმ II-ის დედა.

ჰიურემ სულთანი
ჰიურემ სულთანი
მშობლიური სახელი Hürrem Sultan
დაბადების სახელი ანასტასია
დაბადების თარიღი დაახ. 1505
გარდაცვალების თარიღი 1558
კონსტანტინოპოლი , ოსმალეთის იმპერია
დაკრძალულია სულეიმანის მეჩეთი , კონსტანტინოპოლი
რელიგია ქრისტიანობა , მოგვიანებით მიიღო ისლამი
მეუღლე(ები) სულეიმან I
შვილ(ებ)ი მეჰმედი
მიჰრიმაჰი
აბდულა
სელიმი
ბაიაზიდი
ჯიჰანგირი

წარმომავლობა

ინფორმაციები ჰიურემის წარმოშობის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ჰიურემის ჰარამხანაში მისვლამდე დოკუმენტური წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა საკმაოდ ბევრი ლეგენდა და ლიტერატურული ვერსია არსებობს მისი წარმოშობის შესახებ. ჰიურემის თანამედროვე ისტორიული დოკუმენტები არ შეიცავენ ცნობებს მისი ბავშვობის შესახებ და მხოლოდ მისი რუსული წარმომავლობის ხაზგასმით იფარგლებიან. XVI საუკუნის II ნახევარში, ლიტვის დიდი სამთავროს ელჩი ყირიმის სახანოში მიხალონ ლიტვინი, თავის 1548-1551 წლების მოგონებებში აღნიშნავს, რომ

ჰიურემ სულთანი 
„თურქეთის სულთნის საყვარელი მეუღლეც, მისი მემკვიდრის დედა გაიტაცეს ჩვენი მიწიდან.“

1621-1622 წლებში რეჩ პოსპოლიტას თურქეთში ელჩობის მონაწილე სამუილ ტვარდოვსკი არნიშნავს: მას თურქებმა უამბეს იმის შესხებ, რომ როქსალანა იყო მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, უკრაინა).

პოლონური ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით ჰიურემის ნამდვილი სახელია ალექსანდრა და იგი იყო როგატინის მღვდლის გავრილ ლისოვსკის შვილი. ამ ვერსიას იზიარებდნენ საბჭოთა ისტორიკოსებიც.

მიხეილ ორლოვსკის ვერსიის მიხედვით იგი წარმოშობით იყო არა როგატინიდან, არამედ ჩემეროვციდან (ხმელნიცკის ოლქი).

ევროპაში იგი ცნობილია როქსოლანას სახელით. ეს სახელი გამოიგონა ჰამბურგის ელჩმა ოსმალეთის იმპერიაში ოჟე ბუსბეკმა. იგი ეფუძნება ცნობას, რომ ჰიურემი არის წარმოშობით დასავლეთ უკრაინიდან და უწოდა როქსოლანა, XVI საუკუნის მიწურულს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ პოპულარული სახელი, რომელიც მომდინარეობს როქსოლანების ტომის სახელწოდებიდან (აღნიშნული ტომები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში და დუნაის რეგიონში).

სულთნის ცოლი

ყირიმელი თათრების მიერ ერთ-ერთი დარბევის დროს გოგონა ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე გაყიდვის შემდეგ აჩუქეს სულეიმან I-ს, რომელიც იმ პერიოდში იყო ტახტის მემკვიდრე და მანისაში ჰქონდა ჰარამხანა. არ არის გამორიცხული, რომ მას საჩუქარი მიუძღვნეს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ჰარამხანაში როქსოლანას უწოდეს ჰიურემი. ამ პერიოდისათვის იგი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 15 წლის.

მცირე ხანში მან სულთნის ყურადღება მიიქცია. სულთნის საყვარელმა, შეჰზადე მუსტაფას დედამ მაჰიდევრანმა მასზე ეჭვიანობაც კი დაიწყო. 1521-1531 წლებში ჰიურემსა და სულთანს შეეძინათ 6 შვილი: მეჰმედი, მიჰრიმაჰი, აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი და ჯიჰანგირი.

1534 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანის დედა აიშე ჰაფსა სულთანი. მისი გარდაცვალების შემდეგ როქსოლანა ოფიციალურად გახდა სულთნის მეუღლე.

ჰიურემ სულთანის ინიციატივით სტამბოლში აშენდა ბევრი მეჩეთი, აბანო, 2 მედრესე და ქალთა საავადმყოფო.

ჰიურემ სულთანი 
ჰიურემ სულთანის აბანო, 1556/57წწ

აია სოფიასა და სულთან აჰმედის მეჩეთს შორის, სულთან აჰმედის პარკში მდებარე ჰიურემ სულთანის აბანო 1556/57 წლებში ჰიურემ სულთანის ბრძანებით შექმნა სულთნის კარის ხუროთმოძღვარმა სინანმა. ერთსართულიანი მოგრძო შენობა ადვილი საცნობია თავისი მოწითალო–სპილოსძვლისფერი ფასადითა და რამდენიმე მცირე გუმბათოვანი სახურავით. აბანო აქტიურად გამოიყენებოდა 1910 წლამდე. შემდეგ ზუსტად ერთი საუკუნის განმავლობაში ჯერ საწყობის, შემდეგ კი ხალიჩების საგამოფენო სივრცის ფუნქციას ასრულებდა. 2010 წელს მას დაუბრუნდა თავისი უწინდელი ფუნქცია..

მასზე შექმნილია უამრავი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები, დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი, გადაღებულია 3 სერიალი : „როქსოლანა“ (უკრაინა, 1996–2003 წლები), „ჰიურემ სულთანი“ (უკრაინა 2008 წ.) და „დიდებული საუკუნე“ (თურქეთი, 2011–2013 წლები)

რესურსები ინტერნეტში

ჰიურემ სულთანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ჰიურემ სულთანი წარმომავლობაჰიურემ სულთანი სულთნის ცოლიჰიურემ სულთანი რესურსები ინტერნეტშიჰიურემ სულთანი სქოლიოჰიურემ სულთანი150215051558ევროპათურქული ენალათინური ენაოსმალური ენასელიმ IIსულეიმან Iჰასეკი სულთანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს რევოლუციური კომიტეტითორნიკე ოქრიაშვილისანდრო ახმეტელისითბონარკოტიკიგორის ციხე1924 წლის აგვისტოს აჯანყებაჭიანჭველასებრნიჯონჯოლიგიორგი XIზაქარია ფალიაშვილივოლფგანგ ამადეუს მოცარტიჰარი პოტერითამარ მეფემოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიგერმანიაერთიანი ნაციონალური მოძრაობაორალური სექსიეროზიაქვეყნების სიაკარლეს პუჩდემონილადო ასათიანიენცეფალოპათიატრეფიკინგიარჩვიფარსმან II ქველიიურიდიული პირიმაცივარითბილისის ისტორიაჯაყოს ხიზნებიფილტვებიგულიკახა კალაძეჭადრაკიტოლგვერდა სამკუთხედიქუნთრუშაკვორუმისოფლის მეურნეობააფხაზეთიპითაგორას თეორემაუშგულის თემიიესო ქრისტეფეხბურთიბერძნული კოლონიზაციაცოტნე დადიანივენდეტაალაზანივეშაპისნაირნიტემპერატურარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)შხარაპითაგორამიტოზითავისუფლების მოედანი (თბილისი)მცხეთის ჯვრის მონასტერიძალაგიორგი მაზნიაშვილიმთლიანი შიდა პროდუქტიქართლის სამეფომაიმუნებივერცხლიშვეიცარიანიადაგირომის რესპუბლიკაკომუნიზმიაღმოსავლეთი საქართველოსალადინიობობებიფემინიზმიპირველი მსოფლიო ომიThe Beatlesანარქიზმიბუნებრივი გადარჩევაქართველი მწერლების სიათევზები (ასტროლოგია)17 აპრილიჩრდილოეთი აფრიკაგოგა ხაინდრავადიდი გეოგრაფიული აღმოჩენები🡆 More