ევკალიპტი

ევკალიპტი (ლათ.

აერთიანებს 600-ზე მეტ სახეობას. სწრაფმზარდი ხე ან ბუჩქია, მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, უხვად ყვავილობს, ქმნის მეჩხერ კორომს. იგი იზრდება 150-160 -მდე, რომლებიც დაახლოებით 4-5 მეტრის სიმსხოა. ღერო სწორი ან მრუდეა, გლუვი ან დაღარული. ფოთოლი უმეტესად მარტივია, ხეშეში; ზოგიერთი სახეობისა დაფარულია ცვილისებრი ფიფქით; ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, იშვიათად ყვითელი ან მუქი წითელი. ნაყოფი კოლოფია, თესლი მრავალწახნაგოვანი და წვრილი, ვარჯი პირამიდული, კვერცხისებრი, სფეროსებრი ან მტირალა ფორმისაა. მისი ფოთოლი შეიცავს ძვირფას ეთეროვან ზეთებს და ქერქი კი 40%-მდე მთრთიმლავ ნივთიერებას. კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, ვერ ეგუება დამლაშებულ ნიადაგსა და მშრალ ქვიშას. მრავლდება თესლით და ამონაყარით.

ევკალიპტი
tereticornis-ის ყვავილი
ევკალიპტი
Eucalyptus viminalis
ევკალიპტი
Eucalyptus viminalis

ბუნებრივ პირობებში ევკალიპტი გავრცელებულია ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალი გვინეის კუნძულებზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ ზონაში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში ევკალიპტის, როგორც დეკორატიული მცენარის, ასამდე სახეობაა კულტივირებული. ევკალიპტის საუკეთესო სახეობებია: მანეულისებრი ევკალიპტი, მაკართურის ევკალიპრი, ლურჯი (სფეროსებრი) ევკალიპტი, ცისფერი ევკალიპტი, ახოვანი ევკალიპტი და სხვა. ევკალიპტის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიდა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და სხვა, ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს — მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა.

საქართველოში იგი 20-25 წლის განმავლობაში 25-30 მ-ის სიმაღლეს აღწევს. ყინვას შედარებით კარგად უძლებს,მაგრამ ძლიერი ყინვების დროს იღუპება.

ლიტერატურა

  • მირზაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 33.
  • კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ 226,თბ., 1957

Tags:

ბუჩქიგვარი (ბიოლოგია)ლათინური ენამირტისებრნიმცენარეებიოჯახი (ბიოლოგია)სახეობაფოთოლიღეროყვავილიხე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გამარჯვების დღეფილტვებილიეტუვაალუდა ქეთელაურისკოლაგიორგობაფუტიალექსანდრე მაკედონელიდავით გურამიშვილიობობებინახშირწყლებიაშშ-ის სამოქალაქო ომიმურა დათვიაშშ-ის ისტორიაწინადადებაწიგნიკობიკონტინენტიბაზალეთის ტბაარაპენეტრაციული სექსისაჰარასტუმარ-მასპინძელიალბერტ აინშტაინინეკერჩხალიქუთაისიგამტარიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიეიფელის კოშკითანდებულიკაპიტალიზმიქეთო და კოტე (ოპერა)ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიჰაერიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდიმიტრი ყიფიანიარსებითი სახელიფერნანდო მაგელანიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ინტერნეტივირუსებირიკოთის უღელტეხილიზომიერი სარტყლებიგიორგი მამარდაშვილიალპებიკაცია-ადამიანი?!უცხოური აგენტების კანონირელიგიაგამაფრთხილებელი შეფერილობაეგრისის დიდი ომიკათოლიციზმისანქტ-პეტერბურგიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისაქართველო IX-X საუკუნეებშიდავით სარაჯიშვილიფრინველებიადმირალი (პეპელა)ლიტრიირაკლი კობახიძეანბანიმარო მაყაშვილიასურეთიბატონებიბერძნული კოლონიზაციასაქართველოს პარლამენტივულკანიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითღამურაზღარბისებრნიბარსელონაბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)საქართველოს ოქროს ხანათეთრი დათვიდუბაისიმკვრივეძველი თბილისივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ბაში-აჩუკი (ფილმი)თვითმმართველობა🡆 More