ბეჰემოთი

ბეჰემოთი ან ჰიპოპოტამი (ლათ.

hippopotamos < ბერძ. ιπποπόταμος ჰიპოს – „ცხენი“ და პოტამოს – „მდინარე“) — დიდი ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარი. ბეჰემოთისებრთა (Hippopotamidae) ოჯახის ორი გადარჩენილი სახეობიდან ერთ-ერთი (მეორე სახეობაა ლიბერიული, ანუ ჯუჯა ბეჰემოთი).

ბეჰემოთი
ბეჰემოთი
ბეჰემოთი, კრიუგერის ეროვნული პარკი, სამხრეთი აფრიკა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
ოჯახი:  ბეჰემოთისებრნი
გვარი:  ბეჰემოთი
სახეობა:  ბეჰემოთი
ლათინური სახელი
Hippopotamus amphibius (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ბეჰემოთიმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 10103
გავრცელება
ბეჰემოთი
  ისტორიული გავრცელება
  ამჟამინდელი გავრცელება

სხეულის სიგრძეა 4,0–4,5 მეტრი, კუდისა — 34–50 სმ, სიმაღლე მინდაოში 165 სმ-მდე, მასა 1,3–3,2 (4,5-მდე) ტონა. მამალი მნიშვნელოვნად აღემატება დედალს. სხეული კასრისებრი ფორმის და ჯმუხია; თავი მასიური, თითქმის უკისრო; დინგი განიერი; ყურები მოკლე; თვალები პატარა; ფეხები მოკლე, მსხვილი და ოთხთითა, თითებს შორის მცირე ზომის საცურავი აპკებია. კანი თითქმის ტიტველია. ამ სქელი კანის ქვეშ აქვს 5 სმ-მდე სისქის ქონის ფენა. შეფერილობა სპილენძისფერიდან მუქ ყავისფრამდე. კანის ჯირკვლები გამოიმუშავებენ მოწითალო სეკრეტს (ე.წ. სისხლიანი ოფლი), რომელიც კანის ზედა შრეებს წყალში გაჟღენთისაგან იცავს. საჭრელი კბილები და ეშვები (შუანი) მუდმივად ეზრდება. კუჭი სამგანყოფილებიანია.

გავრცელებულია აფრიკაში, საჰარიდან სამხრეთით, კონტინენტის სამხრეთი ნაწილის გარდა; შემორჩენილია უმეტესად ეროვნულ პარკებში. ბინადრობს წყალსატევებში, რომლებსაც აქვს ყურეები და დაჭაობებული ლერწმიანი ნაპირები. დღის უდიდეს ნაწილს წყალში ატარებს, მისი ზედაპირიდან მხოლოდ თვალები, ნესტოები და ყურები აქვს ამოწეული; ჩაყვინთვის დროს კანის ნაკეცებით ხურავს ნესტოებსა და ყურებს. წყალქვეშ 5 წუთამდე ჩერდება, შეუძლია ფსკერზე სიარული. ცხოვრობს მცირე ჯგუფებად ან ჯოგებად (30 სულამდე), ბებერი მამლები — მარტოსულად. აქტიურია ღამით. ძირითადად იკვებება წყლის მცენარეულობით, ზოგჯერ საბალახოდ ველებზე გადის. საკვების ძიებაში, როგორც წესი, ნაპირს 300 მეტრზე მეტით არ სცილდება, თუმცა ზოგჯერ 30 კმ-მდეც მიდის.

გამრავლება მთელი წლის განმავლობაში ახასიათებთ. მასიური შობადობა ივნის – სექტემბერშია; ამ დროს მამლებს შორის სასტიკი ორთაბრძოლები იმართება. მაკეობა გრძელდება 8 თვე. ბადებს 1, იშვიათად 2 ნაშიერს; ახალშობილი 35–40 კგ-ს იწონის, მაშინვე შეუძლია სიარული და ცურვა. ტყვეობაში მრავლდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 40–50 წელია.

ხორცის, ტყავისა და ქონის გამო, დიდი ხნის განმავლობაში იყო მოპოვების ობიექტი; დღეს მასზე ნადირობა აკრძალულია. შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა, და CITES-ის II დანართში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბალახისმჭამელებიბერძნული ენაბეჰემოთისებრნილათინური ენასახეობაძუძუმწოვრებიჯუჯა ბეჰემოთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანგარიშთა გეგმახარებაპედაგოგიკაჯანღასაქართველოს სატელეფონო კოდებიქარიკაპიტალიზმიაფროდიტესკოლამცხეთის ჯვრის მონასტერიინგლისური ენაკახა კალაძენეიმარიაკაკი წერეთელიპეტრე ჩაიკოვსკივახტანგ I გორგასალიპორტუგალიათორნიკე ერისთავიგაზაფხულიშინაური ძაღლიბიშკეკირუსეთის იმპერიაამეთვისტოაბრეშუმის დიდი გზასამკურნალო მცენარეებითავისუფლების დიდი ქარტიადიდგორის ბრძოლანატვრის ხე (ფილმი)ნარიყალამდგრადი განვითარებაფუტკრებიკანონი (ნორმატიული აქტი)ჟანრი ლოლაშვილირომან ფიფიაორგაზმისიტყვადავითგარეჯამარო მაყაშვილიქანი (გეოლოგია)დიდება (ჰიმნი)ალიტერაციაბაგრატიონებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკალიებიდედამიწის ისტორიაფერნანდო მაგელანიშუა საუკუნეებიმასონობანიკო ფიროსმანინაციონალიზმიაზიაიასამანისაქართველოს პრეზიდენტიტალკიირემიალტრუიზმიბალდუინ IV იერუსალიმელიამერიკის შეერთებული შტატებიხვიჩა კვარაცხელიასაჭმლის მომნელებელი სისტემაადამიანიავსტრიამარიხუანაბაქტერიებისატურნიმამა გაბრიელილევან საგინაშვილიგამარჯვების დღერომის იმპერიაივანე ჯავახიშვილიჯვაროსნული ლაშქრობებიგიორგი სააკაძეეპითეტისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნივოლფგანგ ამადეუს მოცარტიადამიანის უფლებებიბაბილონიმერკურიმართლმადიდებლობა🡆 More