ფუტკრები

ფუტკრები (ლათ.

შეიცავს რამდენიმე ოჯახს (Colletidae, Andrenidae — მოკლეხორთუმიანები, Apidae — ნამდვილი ფუტკრები, Megachillidae და სხვა). ფუტკრების სხეულის სიგრძე 1,5 მმ — 5 სმ აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი; უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათად“, რომელშიც ფუტკრები გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებენ ყვავილის მტვერს, მუცლის ბოლოზე განვითარებულია ნესტარი ანუ საწერტელი. ზეოჯახში 20 ათასამდე სახეობაა. გვხვდება ყველგან, სადაც კი ყვავილოვანი მცენარეებია. ფუტკრები იკვებებიან ყვავილის მტვრითა და ნექტარით. ფუტკრებს ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა, ერთეული ფუტკრების დედალი ერთ- ან რამდენიმეუჯრიან ბუდეს აშენებსმ შიგ კვერცხებს დებს, უჯრას ბეჭდავს და ბუდეს ტოვებს. კვერცხებიდან შეიძლება გამოიჩეკოს როგორც დედალი, ისე მამალი ფუტკარი. ე. წ. ნახევრად სოციალური ფუტკრების დედალი ბუდეში რჩება პირველი თაობის გამოჩეკამდე, რომელიც მხოლოდ დედლებისაგან შედგება. ისინი აშენებენ ახალ უჯრებს, ავსებენ საკვებით, მაგრამ კვერცხებს არ დებენ. კვერცხებს ისევ ძველი დედა ფუტკარი დებს. მხოლოდ 1—4 უნაყოფო თაობის შემდეგ, ძველი დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან ვითარდებიან როგორც დედლები, ისე მამლები, დედა ფუტკარი კი კვდება. ფუტკრებს შორის მრავალი, მათ შორის თაფლის მომცემი ფუტკრები, ოჯახებად ცხოვრობენ (საზოგადო ფუტკრები). მათ ახასიათებთ პოლიმორფიზმი (ფუტკრის ოჯახი) — დედლებისა და მამლების გარდა, მათ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მუშა (უნაყოფო დედლები) ფორმები.

ფუტკრები
ფუტკრები
მეთაფლია ფუტკარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  მწერები
ლათინური სახელი
Apoidea

ფუტკრების ყველა სახეობა სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი. თაფლის მომცემი ფუტკარი (ფუტკარი მეთაფლია) ადამიანმა უძველესიდროიდან მოიშინაურა თაფლის, ცვილის, დინდგელის, ფუტკრის რძის მიღების მიზნით. ფუტკრების შხამს იყენებენ მედიცინაში, ზოგი ფუტკრის კბენა საშიშია ადამიანისა და ცხოველებისათვის. აღსანიშნავია ქართული ფუტკარი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი გრძელი ხორთუმებით, რაც საშუალებას აძლევს ამოწოვოს ნექტარი სხვა ფუტკრებისთვის მიუწვდომელი ყვავილიდან.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ყოოლოგია, გამოც. მე-ე, თბ., 1980

Tags:

ბუდელათინური ენამმმწერებინესტარინექტარიოჯახი (ბიოლოგია)რიგი (ბიოლოგია)სახეობასიფრიფანაფრთიანებისმფუტკრის ოჯახიყვავილოვანი მცენარეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სოკოებითეიმურაზ IIავტორიტარიზმიეთიკასერგო ორჯონიკიძემანდარინიაბრეშუმის დიდი გზაგერგეტის სამების ეკლესიანატვრის ხე (ფილმი)წმინდა გიორგიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებადავით გურამიშვილისალომე ზურაბიშვილიაფროდიტეოქროს კვეთასაქართველოს მმართველთა სიალუი XIVთავისუფლების მოედანი (თბილისი)მაგნიუმიგამაფრთხილებელი შეფერილობავერძი (ასტროლოგია)ქვეყნების სიაფოლკლორიალექსანდრე პუშკინიალკანიქართლ-კახეთის სამეფოკათოლიციზმიებრაელებიახალქალაქიმარიხუანაფოცხვერილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმინერალებიაქლემიჰიპერბოლა (ენა)ებრაული დღესასწაულები26 აპრილიჰექტარირიკოთის უღელტეხილივიკისაწყობიგია ყანჩელითავის ტვინიგონიოს ციხესაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ენერგიაძალაკონსერვატიზმიქართული სამზარეულოდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაკავკასიამტკნარი წყალიობობებიქალწული (ასტროლოგია)ბალეტიქართლიაფხაზთა სამეფონარიყალაცივი ომიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)მარო მაყაშვილიიუსტინიანე Iსარკაზმისოციალიზმისვანეთიპლანეტაშალვა პაპუაშვილიარაბთა გაერთიანებული საამიროებიაზობუდელფინებირიცხვითი სახელიბიპოლარული აშლილობაადოლფ ჰიტლერილიტრიბერლინის კედელიახალციხეკენგურუებიფილოსოფიაზაფხული🡆 More