ლემურისებრნი

ლემურისებრნი (Lemuridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი პრიმატების რიგისა.

მათი სხეულის სიგრძე 13-37 სმ, კუდისა — 16-56 სმ აღწევს. სხეული შემოსილი აქვთ რბილი და გრძელი ბალნით. თითები ბოლოვდება ფრჩხილებით (ტერფის მეორე თითზე ბრჭყალია). კიდურები სატაცია. მკერდზე 2 სარძევე ჯირკვალია (რუხ პაპალემურს — მხრებზე). აქვთ 36 კბილი. თავის ტვინი სუსტადაა განვითარებული. ცნობილია 6 გვარის 14 სახეობა. ლემურისებრნი გავრცელებულნი არიან მადაგასკარზე. ბინადრობენ ტყეში. იკვებებიან ხილით, ფოთლებით, ყვავილებით, მწერებითა და მათი მატლებით. მაკეობა 2-5 თვემდე გრძელდება. აქტიურები არიან ღამე ან ბინდში. დღე სძინავთ ფუღუროებსა ან ბუდეებში. ზოგნი ჯგუფებად (4-10 ინდივიდი) ან ჯოგებად (60-მდე ცხოველი) ცხოვრობენ, ზოგნი — წყვილებად ან მარტოულადაც. შობენ 1-3 ნაშიერს. ლემურისებრნის საერთო რაოდენობა თანდათანობით კლებულობს.

ლემურისებრნი
ლემურისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ლემურისებრნი
ლათინური სახელი
Lemuridae

ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 6, გვ. 168, თბ., 1983

Tags:

მადაგასკარიპრიმატებიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გია ყანჩელიმთვარეგიორგი V ბრწყინვალეტოლგვერდა სამკუთხედიმზევაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიადიშის ოთხთავიკოლხეთის დაბლობიელისაბედ Iჩინგიზ-ყაენილაშა ბექაურილომინაპოლეონ ბონაპარტივატიკანისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობააფრიკამთავარი გვერდიკოსმოსური ხომალდიზმნაძირითადი საშუალების ცვეთაისლამიბერძნული მითოლოგიადეციმეტრიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითხინკალიპოსტიფობიების სიათეთრი დათვითბილისის ისტორიამარსისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიეკონომიკაენერგიათავისუფლების დიდი ქარტიაგველის-მჭამელიმიგრაციაპანსექსუალითიხაქალწული (ასტროლოგია)ხმოვანიოქსიმორონიატლანტის ოკეანეოკეანეძველი ეგვიპტემამებისა და შვილების ბრძოლაშვედეთინაციონალ-სოციალიზმიზურაბ ზვიადაურიშინაური ძაღლიმიტოზიილია სულამანიძეიუნესკონავთობისფინქსიიაპონიის კონსტიტუციაალკოჰოლიზმიუჯრედიტელეფონების ნომრები საქართველოშიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოლომი (ასტროლოგია)ხაშურიწყალიიუსტინიანე Iვოლფგანგ ამადეუს მოცარტინინო სალუქვაძეადამიანის უფლებებიკოლხეთის სამეფოგანახლებადი ენერგიაჯულიანო მედიჩიმოლინუაალცჰაიმერის დაავადებამდგრადი განვითარებარუსეთ-საქართველოს ომი (2008)იგავ-არაკიხოხობიღვარცოფიუილიამ შექსპირი🡆 More