გვიმრები

გვიმრები (ლათ.

უმეტესად ჩრდილის მცენარეები არიან. ბალახოვანი გვიმრების ღერო უფრო ხშირად მიწისქვეშა დატოტვილი ფესურაა. მასზეა განლაგებული მიწისზედა კვირტებიც. ტროპიკებში შემორჩენილია მეზოზოური ხანის ხისებრი გვიმრები, რომელთა ღერო 20 მ-მდე სიმაღლისაა. მერქანი უმეტესად კიბისებრტრაქეიდებიანია. გვიმრები მრავლდებიან ვეგეტატიურად მიწისქვეშა ფესურებით, ზოგჯერ ჩეკია კვირტებით. უსქესო გამრავლება ხდება სპორანგიუმებში განვითარებული სპორებით. სპორანგიუმის კედელი უჯრედების ერთ ან მრავალ შრეს მოიცავს და აქვს გამხსნელი რგოლი სქელგარსიანი უჯრედებით. სპორანგიუმების ჯგუფები ჩვეულებრივ ქმნიან სორუსებს, რომლებიც ხშირად დაფარულია საბურაველით (ინდუზიუმით). სპორის გაღივების შედეგად ვითარდება წინაზრდილი — ჰაპლოიდური სქესიანი თაობა — გამეტოფიტი. არის დიპლოიდური უსქესო თაობა — სპოროფიტი. ქინაზრდილზე განლაგებულია სასქესო ორგანოები — არქეგონიუმები და ანთერიდიუმები. კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ტენიან გარემოში, მოძრავი მრავალშოლტიანი მამრობითი სასქესო უჯრედებით — აპერმატოზოიდებით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან ვითარდება ახალი გვიმრები (დიპლოიდი).

გვიმრები
Asplenium
გვიმრები
ეუსპორანგიუმიანი გვიმრა
გვიმრები
ჩადუნა

გვიმრები გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად ტენიან ტროპიკებში. მათი მრავალგვარი სასიცოცხლო ფორმიდან ზოგიერთი ხავსებს წააგავს, ზოგი მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგი კი ნამდვილი ხეები. მცირეოდენი სახეობები წყალში იზრდება. ზოგი (ქსეროფიტები) მშრალ ადგილებზეც გვხვდება. მრავალი ტროპიკული გვიმრა ბინადრობს ხის ღეროებსა და ფოთლებზე (ეპიფიტები). გვიმრები იყოფიან სამ კლასად: პირველადი გვიმრები (Primofilices) ნამარხი ფორმებია. აქვთ დიქოტომიურად დატოტვილი ღერო და ტოტების ბოლოზე განლაგებული სპორანგიუმები. ტოლსპორიანები, იშვიათად განსხვავებულსპორიანები არიან; ეუსპორანგიუმიან გვიმრებს (Eufilices) უინდუზიუმო მრავალშრიანი სპორანგიუმის კედელი აქვთ. მათი რამდენიმე სახეობიდან ყველა ტოლსპორიანია. ლეპტოსპორანგიუმიან გვიმრებს (Leptofilices) აქვთ ერთშრიანი სპორანგიუმის კედელი, აგრეთვე ინდუზიუმი. ზოგი ფორმა ტოლსპორიანია, ზოგი — განსხვავებულსპორიანი. ეს გვიმრები ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული. შეიცავენ 10 ათასამდე სახეობას. იყოფიან სამ რიგად: ნამდვილ გვიმრებად (Filicales), მარსილიასნაირებად (Marsiliales) და სალვინიასნაირებად (Salviniales).

საქართველოში გვხვდება როგორც ეუსპორანგიუმიანი, ისე ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრების ზოგიერთი სახეობა. ჭარბობს ნამდვილი გვიმრები, რომელთა 14 ოჯახის 54 სახეობა იზრდება ყველგან — დაბლობებიდან მოკიდებული ალპური სარტყლის ჩათვლით. სახეობათა უმეტესობა გავრცელებულია დასავლეთ სართველოს ტენიან ტყეებში.

ლიტერატურა

  • დოლუხანოვი ა., მიქელაძე ი., Pteropsida, წგნ.: საქართველოს ფლორა, ტ. 1, თბ., 1971;
  • კომარნიცკი ნ. ა., კუდრიაშოვი ლ. ვ., ურანოვი ა. ა., მცენარეთა სისტემატიკა, თბ., 1973;
  • Криштофович А. Н., Палеоботаника, 4 изд., Л., 1957;
  • Тахтаджян А. Л., Высшие пастения, т. 1, М.-Л., 1956;

Tags:

გამეტოფიტილათინური ენასპოროვანი მცენარეებისპოროფიტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დისკრიმინაციათამარ მეფეკონსტანტინოპოლივერცხლიკაცია-ადამიანი?!ალპებიბელგიატელეფონების ნომრები საქართველოშისაქართველოს მდინარეების სიაწრეწირილოცვა ეფრემ ასურისაქართული ვაზის ჯიშებიფანდურიპინგვინისნაირნიდიდგორის ბრძოლაქვეშეთი-კობის გზაკურო (ასტროლოგია)ემპათიამინერალებიდედამიწის ისტორიაენგურის ჰიდროელექტროსადგურიორგაზმიკანონიერი ქურდისეტყვასსრკ-ის დაშლანატურალური რიცხვიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიადიშის ოთხთავიგიორგი ქოჩორაშვილიპრომეთეშერლოკ ჰოლმზისაქართველოს გეოგრაფიაანგარიშთა გეგმამაიკლ ჯექსონივარდი26 აპრილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიწყალიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასაქართველო XII-XIII საუკუნეებშისუვერენიტეტიგიორგი V ბრწყინვალეზაქარია ფალიაშვილიებრაული დღესასწაულებისისხლილიონელ მესიბაში-აჩუკი (ფილმი)ჟანრი ლოლაშვილიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსასწორი (ასტროლოგია)ვარძიარითმაფუტკრებიბალდუინ IV იერუსალიმელიმართლმადიდებლობასაქართველოს დემოგრაფიათბილისის მეტროპოლიტენიტიტანიკიგოგირდიპეტრე I დიდითუშეთიაბრეშუმის დიდი გზაალუდა ქეთელაური (მომღერალი)ვერძი (ასტროლოგია)სამეგრელოსულეიმან Iნაღვლის ბუშტისაფრანგეთიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემადაუნის სინდრომიზვავიThe Beatlesკორუფციაგულიგველებიბაბუაწვერანაციონალ-სოციალიზმინოე ჟორდანიამარილები🡆 More