სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ორსახოვანია.

ქვეყანა ცდილობს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა, როგორც ირანსა და რუსეთთან, ასევე აშშ-სთან და ევროპასთან. ამასთანავე სომხების გენოციდისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ აზერბაიჯანთან და თურქეთთან. სომხეთი 40-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის: გაერო, ევროპის საბჭო, დსთ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის, ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ფრანკოფონია, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება და მიუმხრობლობის მოძრაობა.

სომხების გენოციდის აღიარება

სომეხთა გენოციდი აღიარებულია რიგი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა: არგენტინა, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიბანი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია, ურუგვაი, ვატიკანი, ვენესუელა, ახალი სამხრეთ უელსი ავსტრალიაში და უელსი დიდ ბრიტანეთში. 2007 წლის 30 იანვარს აშშ-ს კონგრესში მიიღეს რეზოლუცია 106, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უნდა გამოეყენებინა ტერმინი გენოციდი 1915-1918 წლის მოვლენებთან მიმართებაში. 24 აპრილის გამოსვლაში ბუშმა ეს ტერმინი არ გამოიყენა. საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ს შემდეგმა პრეზიდენტმაც გამოთქვა სურვილი ეღიარებინათ სომეხთა გენოციდი, თუმცა ეს ტერმინი არც ბარაკ ობამას გამოუყენებია არჩევის შემდეგ.

დავები

ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა. 1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში. ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94 %-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა.

მიმდინარე კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როცა სომეხმა მოსახლეობა მთიან ყარაბაღში აუჯანყდა აზებაიჯანულ ხელისუფლებას და სომხეთისა და მთიანი-ყარაბაღის უზენაესმა საბჭომ მოითხოვა, ავტონომიური რესპუბლიკა გამოყოფოდა აზერბაიჯანს და შეერთებოდა სომხეთს. საბჭოთა ხელოსუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა მშვიდობის შესანარჩუნებლად შედეგი არ გამოიღო, მთიან ყარაბაღში ომი გაჩაღდა, ორ მეზობელ ერს შორის კი ეთნიკური დაპირისპირებები დაიწყო. რეგიონი დღესაც სადავო ტერიტორის სტატუსს ატარებს.

ქვეყნები, რომლებთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს

ქვეყნები, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს 151 სუვერენიტეტულ ქვეყანასთან (მათ შორის ვატიკანი და მალტა), ესენია: ალბანეთი, ავღანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბელარუსი, ბელგია, ბენინი, ბუტანი, ბანგლადეში, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ჩადი, ჩილე, ჩინეთი, კოტ-დ’ივუარი, ხორვატია, კუბა, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, კონგოს რესპუბლიკა, ეგვიპტე, აღმოსავლეთ ტიმორი, ეკვატორული გვინეა, ესტონეთი, ეთიოპია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გრენადა, ვატიკანი, ჰონდურასი, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ყაზახეთი, ქუვეითი, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეა, ყირგიზეთი, ლატვია, ლიბანი, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ლიბია, მაკედონია, მალტა, მავრიტანია, მექსიკა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, მიანმა, ნორვეგია, ნიდერლანდები, ნიგერია, ომანი, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, რუსეთი, სან-მარინო, სერბეთი, სეიშელის კუნძულები, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესპანეთი, სუდანი, ესვატინი, შვედეთი, შვეიცარია, სირია, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქმენეთი, ტუვალუ, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ურუგვაი და ვიეტნამი.

ევროპა

ქვეყანა ოფიციალური ურთიერთობის დასაწყისი საელჩოები (სომხეთი — სხვა ქვეყანა)
ალბანეთი 18 თებერვალი, 1993
ანდორა 18 ნოემბერი, 2003
ავსტრია 24 იანვარი, 1992
ბელარუსი 12 ივნისი, 1993
ბელგია 10 მარტი 1992
ბოსნია და ჰერცეგოვინა 29 ივლისი, 1997
ბულგარეთი 18 იანვარი, 1992
გაერთიანებული სამეფო 20 იანვარი, 1992
გერმანია 1992
დანია 14 იანვარი, 1992
ესტონეთი 23 აგვისტო 1992
ესპანეთი 27 იანვარი, 1992
ვატიკანი 23 მაისი, 1992
ისლანდია
ირლანდია 13 ივნისი, 1996
იტალია 12 მაისი 1993
ლატვია 22 აგვისტო, 1992
ლიეტუვა 21 ნოემბერი, 1991
ლიხტენშტაინი 7 მაისი, 2008
ლუქსემბურგი 11 ივნისი 1992
მალტა 27 მაისი, 1993
მოლდოვა 1992
მონაკო 2008
მონტენეგრო
ნიდერლანდები 30 იანვარი, 1992
ნორვეგია 5 ივნისი, 1992
პოლონეთი 26 თებერვალი, 1992
პორტუგალია 25 მაისი 1992
რუმინეთი 17 ნოემბერი, 1991
რუსეთი 3 აპრილი, 1992
საბერძნეთი 20 იანვარი 1992
სან-მარინო 21 მარტი, 2006
საფრანგეთი 24 თებერვალი 1992
სერბეთი 14 იანვარი, 1993
სლოვაკეთი 14 იანვარი, 1993
სლოვენია 27 ივნისი, 1994
უკრაინა 25 დეკემბერი, 1992

სომხეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობას საუკუნეობრივი ისტორია გააჩნია, თუმცა მას შემდეგ რაც სომხეთმა ყირიმის რეფერენდუმის შედეგები აღიარა, უკრაინამ სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

უნგრეთი 26 თებერვალი, 1992

31 აგვისტო, 2012
ფინეთი 25 მარტი 1992
შვედეთი 10 ივნისი, 1992
შვეიცარია 23 დეკემბერი 1991
ჩეხეთი 30 მარტი, 1992
ჩრდილოეთი მაკედონია 27 აპრილი, 1993
ხორვატია 8 ივლისი, 1994

აზია

ქვეყანა ოფიციალური ურთიერთობის დასაწყისი საელჩოები (სომხეთი — სხვა ქვეყანა)
აზერბაიჯანი იხ. აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები, ყარაბაღის ომი, ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა

ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ბოლო საუკუნის განმავლობაში მათ შორის ორი ომი მოხდა 1918-1920 და 1991-1994 წლებში.

არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბჰუტანი 27 სექტემბერი 2012
ვიეტნამი 14 ივლისი, 1992
თურქეთი

თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მიუხედავად ამისა, მას შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამჟამად მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

თურქმენეთი 1992
ინდოეთი 31 აგვისტო, 1992
ირანი

კულტურული და რელიგიური განსხვავებულობის მიუხედავად ირანი და სომხეთი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ, რაც პირველ რიგში ეხება ირანიდან გაზის მოწოდებას. ირანიდან მიღებული გაზის საშუალებით სომხეთი ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთზე, თავად კი საქართველოსთან ერთად სატრანსპორტო დანიშნულებას ასრულებენ ირანიდან ევროპისკენ.

ისრაელი

დამოუკიდებლობის მიღებიდანვე სომხეთის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ისრაელი გახდა. მიუხედავად ასეთი ახლო დიპლომატიური კავშირისა ისრაელს სომხეთში საელჩო არ აქვს, მათი საელჩოს წარმომადგენელი თბილისში მუშაობს და ხშირად სტუმრობს ერევანს.

იაპონია 7 სექტემბერი 1992
კვიპროსი 18 მარტი, 1992
ლიბანი

ურთიერთობა ლიბანსა და სომხეთს შორის ძალიან მეგობრულია. უამრავი წარმოშობით სომეხი ცხოვრობს ლიბანში. ლიბანის მეორე ომის დროს სომხეთმა ლიბანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.

მალაიზია
პაკისტანი

ქვეყნებს შორის ურთიერთობა მწვავეა, რადგან პაკისტანი ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის მთავარი მხარდამჭერი იყო. ამასთან ერთად პაკისტანი არ აღიარებს სომხეთის სუვერენიტეტს.

საუდის არაბეთი

ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.

საქართველო 17 ივლისი, 1992

ორი უძველესი ქრისტიანული ერი, რომლებსაც აქვთ საკუთარი ანბანი, გარდა ამისა ამ ერებს უამრავი რამ აკავშირებს. ბოლო საუკუნის განმავლობაში მათ შორის გაღვივდა რამდენიმე კონფლიქტი სადავო ტერიტორიებზე, თუმცა XXI საუკუნეში მათ შორის მჭიდრო და მშვიდობიანი ურთიერთობა გრძელდება.

სამხრეთი კორეა 21 თებერვალი, 1992
სირია
ფილიპინები 20 მაისი 1992
ქუვეითი 1994
ყაზახეთი 27 აგვისტო, 1992
შრი ლანკა 12 თებერვალი 1992
ჩინეთი 6 აპრილი, 1992
ჩრდილოეთ კორეა 13 თებერვალი, 1992

აფრიკა, ამერიკა და ოკეანეთი

ქვეყანა ოფიციალური ურთიერთობების დასაწყისი საელჩოები (სომხეთი — სხვა ქვეყნები)
არგენტინა 17 იანვარი 1992
ავსტრალია
აშშ

აშშ-მ სომხეთის დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა.

ბრაზილია 17 თებერვალი 1992
ვენესუელა 30 ოქტომბერი, 1993
კანადა
მადაგასკარი 25 ივნისი, 1993
მავრიკი 28 ივნისი, 2013
მექსიკა 14 იანვარი, 1992
პერუ 20 აპრილი, 1992
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 23 ივნისი, 1993
სეიშელის კუნძულები 19 აპრილი, 2006
ურუგვაი 1992
ჩილე 1992

რესურსები ინტერნეტში

    კანადა
    ჩილე
  • Sassounian, Harut (16 June 2007). „Chile Proves Genocide Recognition is Based on Truth, Not Lobbying“. 73 (24). Armenian Weekly.
  • Chilean Senate: recognition of the Armenian Genocide (in Spanish only) დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
    ჩეხეთი
    ნატო
    საერთაშორისო

სქოლიო

Tags:

სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობები სომხების გენოციდის აღიარებასომხეთის საერთაშორისო ურთიერთობები დავებისომხეთის საერთაშორისო ურთიერთობები ქვეყნები, რომლებთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვსსომხეთის საერთაშორისო ურთიერთობები ქვეყნები, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვსსომხეთის საერთაშორისო ურთიერთობები რესურსები ინტერნეტშისომხეთის საერთაშორისო ურთიერთობები სქოლიოსომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებიაზერბაიჯანიაშშგაეროდსთევრაზიული ეკონომიკური საზოგადოებაევროპაევროპის საბჭოევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციათურქეთიირანიმთიანი ყარაბაღის ომიმიუმხრობლობის მოძრაობამსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციანატორუსეთისაერთაშორისო სავალუტო ფონდისომხების გენოციდისომხეთისომხეთის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი (1991)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ყაზახეთიფსორიაზისაქართველო IX-X საუკუნეებშიXIX საუკუნენაკრძალიმარინა კახიანიავსტრალია (კონტინენტი)მიწისძვრანიადაგითამარ მეფეთამბაქოლურჯი ვეშაპიეგზისტენციალიზმიტურიზმიკონგოქართული ენაეროზიაქართლის ცხოვრებაელექტრული დენილაშა ბექაურიმიგრაციაარხანგელსკიდენის ძალანიკო ბაგრატიონიალექსანდრე იოსელიანისინონიმებიკლიმატითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიპინგვინისნაირნინიუ-იორკისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიხემარწყვააქლემიესესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიიუნესკოარაბობა საქართველოშისპორტიინდუსტრიული რევოლუციაბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)გველის-მჭამელივენააზიაოქროს კვეთაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაფარავანითავისუფლების ქანდაკებაალკანიქართვლის დედალომიენგურისოციოლოგიააფორიზმიხოხობიგანახლებადი ენერგიათეატრითერგდალეულებინიუტონის კანონებიჩარლი ჩაპლინიგალაკტიონ ტაბიძეგორიქართული ფილმების სიაშავი ზღვალუდვიგ ვან ბეთჰოვენიგეომეტრიული პროგრესიაპუნიკური ომებისვანური კოშკილეიკოციტებიელეონორა რუზველტიცენტნერინარცისიმარსისალმან ხანიეგვიპტედეციმეტრიმთაკონტინენტიცილებიზოროასტრიზმი🡆 More