ურუგვაი

ურუგვაი (ესპ.

ურუგვაი მდინარე ურუგვაისთვის, იხილეთ ურუგვაი (მდინარე).

ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა. ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს. მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.

ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა
República Oriental del Uruguay
ურუგვაი
ურუგვაი ურუგვაის
დროშა გერბი
დევიზი: „Libertad o Muerte“
„თავისუფლება ან სიკვდილი“
ჰიმნი: Himno Nacional de Uruguay
ურუგვაის ეროვნული ჰიმნი
ურუგვაი
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
მონტევიდეო
34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / 34.883° ს. გ. 56.167° დ. გ. / -34.883; -56.167
ოფიციალური ენა ესპანური
აღიარებული რეგიონული ენები პორტუგალიური
ეთნიკური ჯგუფები (2011)
  • 90,7 % თეთრკანიანი
  • 4,8 % შავკანიანი
  • 2,4 % ადგილობრივები
  • 0,5 % აზიელები
  • 1,9 % სხვა
ეთნოქორონიმი ურუგვაელი
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ლუის ლაკალიე პოუ
 -  ვიცე-პრეზიდენტი ბეატრის არხიმონი
საკანონმდებლო ორგანო გენერალური ასამბლეა
 -  ზედა პალატა სენატორთა პალატა
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
დამოუკიდებლობა ბრაზილიის იმპერიისგან
 -  გამოცხადება 25 აგვისტო, 1825 
 -  აღიარება 28 აგვისტო, 1828 
 -  კონსტიტუცია 18 ივლისი, 1830 
ფართობი
 -  სულ 176 215 კმ2 (91-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 3 324 460 (133-ე)
 -  2011 აღწერა 3 286 314
 -  სიმჭიდროვე 18.87 კაცი/კმ2 (198-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $59.201 მილიარდი (91-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $17 391 (61-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $58.283 მილიარდი (78-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $17 121 (45-ე)
ჯინი (2010)45.3
საშუალო
აგი (2013)ურუგვაი 0.790
მაღალი · 50-ე
ვალუტა ურუგვაული პესო (UYU)
სასაათო სარტყელი UTC-03:00
 -  ზაფხული (DST) UTC-02:00 (UTC)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +598
ინტერნეტ-დომენი .uy

1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში ესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო. 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.

ურუგვაი პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის, მშვიდობის, კორუფციის ნაკლებობისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებლებით; ასევე პირველია სამხრეთ ამერიკაში პრესის თავისუფლების, საშუალო კლასის ზომის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხრივ. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ურუგვაის მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი წვლილი შეაქვს გაეროს სამშვიდობო მისიებში. ქვეყანა რეგიონში მეორეა ეკონომიკის თავისუფლების, შემოსავლების თანასწორობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ. ურუგვაი მესამე საუკეთესო ქვეყანაა კონტინენტზე ადამიანის განვითარების ინდექსის, ეკონომიკის ზრდის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. გაეროს მიერ ურუგვაი შეფასებულია როგორც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა — ერთადერთი მსგავსი მონაცემის მქონე სახელმწიფო ამ რეგიონიდან ჩილესთან ერთად. ურუგვაი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია ისეთი პროდუქტებისა, როგორებიცაა მატყლი, ბრინჯი, სოია, ძროხის გაყინული ხორცი, ალაო და რძე.

2013 წელს, მარიხუანას წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების მიმართ ინოვაციური პოლიტიკის შემოღებისათვის, ჟურნალმა ეკონომისტმა ურუგვაი „წლის ქვეყნად“ დაასახელა. ქვეყანაში ასევე ლეგალურია ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი, რის შედეგადაც, ურუგვაი მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და სოციალურად განვითარებულ სახელმწიფოდ. რეგიონში სამაგალითოა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ჩართულობის საკითხების მხრივ.

ეტიმოლოგია

ლა-რეპუბლიკა-ორიენტალ-დელ-ურუგუაი (La República Oriental del Uruguay) ნიშნავს „მდინარე ურუგვაის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკას“. მდინარე ურუგვაის ეტიმოლოგია ბოლომდე უცნობია, ერთი ვერსიით გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ფერადი ჩიტების მდინარეს“.

ისტორია

ურუგვაის ტერიტორიაზე ესპანელების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ ინდიელი ტომები ჩარუა და ჩანა. XVI საუკუნეში კი იწყება ესპანელთა დაპყრობები, თუმცა თავდაპირველად მათ ვერ შეძლეს მუდმივი დასაყრდენი პუნქტების ჩამოყალიბება. 1680 წელს ლა-პლატის ყურის მარცხენა ნაპირზე პორტუგალიელებმა დააარსეს ციხესიმაგრე კოლონია-დელ-საკრამენტო, საიდანაც მათ არალეგარულად გადაჰქონდათ ტვირთი ბუენოს-აირესში. კონტრაბანდისტებისაგან დასაცავად ესპანელებმა 1724 წელს დააარსეს ქალაქი მონტევიდეო. ახალ ქალაქში კუნძულ ტენერიფედან გადასახლდნენ გუანშები. XVIII საუკუნიდან შევიდა კოლონია რიო-დე-ლა-პლატას შემადგენლობაში. კოლონიალური მმართველობის დასასრულს თანამედროვე ურუგვაის ტერიტორიაზე განსახლებული იყო 30 ათასი ადამიანი, რომელთა მესამედიც მონტევიდეოში ცხოვრობდა.

ნაპოლეონის ესპანეთში შეჭრის შემდეგ გამოცხადდა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დამოუკიდებლობა. თანამედროვე ურუგვაის ტერიტორია (Banda Oriental) შევიდა ახალი სამეფოს შემადგენლობაში. გაუჩოს (გუანშების შთამომავლები) ტომმა მხარი დაუჭირა როგორც ესპანეთისაგან, ისე ბუენოს-აირესისაგან ხოსე ხერვასიო არტიგასის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. თავდაპირველად არტიგასმა და მისმა მომხრეებმა მოითხოვეს ცალკე პროვინციის ჩამოყალიბება. 1814 წლის 7 მარტს რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების უმაღლესმა დირექტორმა ხერვასიო პოსადასმა გასცა ბრძანება აღმოსავლეთის პროვინციის შექმნის შესახებ.

1816 წელს აღმოსავლეთის პროვინციაში შეიჭრა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს ძალები. გაერთიანებულმა პროვინციებმა აღიარა აღმოსალეთ პროვინციის მოკავშირეობა, მაგრამ ომი არ გამოუცხადებია ბრაზილიის ხელისუფლებისათვის. 1820 წლის სექტემბერში არტიგასი დაამარცხეს და პარაგვაიში გადაიხვეწა. პორტუგალიელებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიწვიეს სისპლატინის კონგრესი, რომელმაც 1821 წელს გამოაცხადა ბრაზილიასთან აღმოსავლეთის პროვინციის შეერთება სისპლატინის სახელწოდებით. 1825 წელს ფლორიდაში შეკრებილმა კონგრესმა გამოაცხადა ბრაზილიისაგან გამოყოფა და კვლავ გაერთიანებულ პროვინციებთან გაერთიანება. ამის საპასუხოდ ბრაზილიამ არგენტინას ომი გამოუცხადა. ომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა აღმოსავლეთის პროვინციის დამოუკიდებლობა და ქვეყანამ მიიღო სახელწოდება: აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაი.

1830 წელს მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. ამავე წლის 25 სექტემბერს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ფრუქტუოსო რივერა. 1838-1852 წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომში გადაზრდილი პარტიული დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული კვლავ რივერა გამოვიდა. 1864-1870 წლებში ურუგვაიმ კიდევ ერთი, პარაგვაული ომი გადაიტანა.

ურუგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1907 წელს მიიღო კანონი განქორწინების შესახებ, ხოლო მეორე ქვეყანა სადაც 1877 წელს განათლება სავალდებულო და უფასო გახდა.

1929 წელს დიდმა დეპრესიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყანას. რასაც მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალებები და 1942 წლის ახალი კონსტიტუცია. 1945 წელს ურუგვაიმ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიას გამოუცხადა ომი.

1950 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ანდრეს მარტინეს ტრუებამ, რომლის ძალისხმევითაც 1951 წელს მიიღო ახალი კონსტიტუცია.

1973 წლის 27 ივნისს ქვეყანაში მოხდა მორიგი სამხედრო გადატრიალება და დამყარდა სამხედრო დიქტატურა. 1976 წელს ხელისუფლებაში მოსულმა აპარასიო მენდესმა დაითხოვა ყველა პარტია. 1980 წელს გაიმართა რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის მიღებასა და არსებული რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. მოსახლეობის 57 % ხმა მისცა დიქტატურის წინააღმდეგ. 1984 წლის თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხულიო მარია სანგინეტიმ და გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი.

1991 წელს ურუგვაი გახდა მერკოსურის ეკონომიკური ბლოკის წევრი. 2010 წლიდან ურუგვაის პრეზიდენტია ხოსე მუხიკა, რომელსაც ერთ-ერთ ურარიბეს პრეზიდენტად მიიჩნევენ. 2013 წელს ურუგვაიში დააკანონეს ერთი სქესის წყვილთა ქორწინება. 2013 წლის 25 დეკემბერს პრეზიდენტმა მუხიკამ ხელი მოაწერა კანონს მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა პარლამენტის ზედა პალატამ. შედეგად ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დააკანონეს ამ ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება და გასაღება.

გეოგრაფია

ურუგვაი 
ურუგვაის რუკა

ურუგვაის ფართობი ფართობი 176 220 კმ²-ს შეადგენს.

საზღვრის საერთო სიგრძე 1564 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 579 კმ, ბრაზილიასთან — 985 კმ.). სანაპირო ზოლის სიგრძე: 660 კმ.

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა სერო-კატედრალი 514 მ. სამხრეთით გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია იცვლება დაბლობებით. სანაპირო ზოლი ლაგუნის ტიპისაა.

კლიმატი სუბტროპიკული, ოკეანურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22—24 °C, ივლისისა 10—12 °C. სამხრეთის ქარების, პამპეროს ქროლვის დროს კი ტემპერატურა 5 °C-მდე ეცემა, მოდის თოვლიც.

ატმოსფერული ნალექები 1000 მმ-ს შეადგენს სამრეთის რაიონებში, ხოლო 1200 მმ-ს ჩრდილოეთით.

ფლორა

კლიმატი

სახელმწიფო

ურუგვაი 
ურუგვაის პარლამენტის შენობა — პალასიო-ლეხისლატივო, მონტევიდეო

ურუგვაი წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა საპრეზიდენტო სისტემით. ხელისუფლების წევრები ხუთი წლის ვადით ირჩევიან უნივერსალური საარჩევნო სისტემით. ურუგვაი უნიტარული სახელმწიფოა: მთელს ქვეყანაში ერთიანად ხორციელდება იუსტიციის, განათლების, უსაფრთხოების, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და 13 მინისტრისგან შემდგარი კაბინეტი.

საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი გენერალური ასამბლეა: დეპუტატთა პალატა, რომელიც შედგება 19 დეპარტამენტის 99 წარმომადგენლისაგან, რომლებიც პროპორციული სისტემით არიან არჩეულნი და სენატორთა პალატა, რომელიც შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 31 წევრისაგან და ვიცე-პრეზიდენტისაგან, რომელიც პალატის თავმჯდომარეა.

ხელისუფლების სასამართლო შტოს ახორციელებს უზენაესი სასამართლო და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სასამართლოები და მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს წევრებს გენერალური ასემბლეა ირჩევს; სასამართლოების წევრებს სენატის თანხმობით არჩევს უზენაესი სასამართლო, მოსამართლეებს კი პირდაპირ ნიშნავს უზენაესი სასამართლო.

ამჟამინდელი კონსტიტუცია ურუგვაიმ 1967 წელს მიიღო. ბევრი შესწორება 1973 წელს შეჩერდა,თუმცა კვლავ აღდგა 1985 წელს. ურუგვაის კონსტიტუცია შვეიცარიის კონსტიტუციის მიხედვითაა შედგენილი და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეცვალონ იგი სახლახო ინიციატივის საფუძველზე, თუმცა ის აუცილებლად საყოველთაო-ეროვნული რეფერენდუმით უნდა დაგვირგვინდეს. ბოლო 15 წლის მანძილზე, ურუგვაიში ეს მეთოდი მრავალჯერ გამოიყენეს: იმ კანონის დასადასტურებლად, რომლის თანახმადაც, უარი ითქვა იმ სამხედროების სასამართლო დევნაზე, რომლებიც მილიტარისტული რეჟიმების დროს (1973–1985) ადამიანის უფლებებზე ძალადობდნენ; საჯარო კომპანიების პრივატიზების შესაჩერებლად; პენსიონერთა შემოსავლების დასაცავად და წყლის რესურსების დასაცავად.

ურუგვაის ისტორიის მანძილზე, სახელმწიფოს სათავეში ყველაზე ხშირად კოლორადოს პარტიაა. თუმცა, 2009 წლის ურუგვაის საყოველთაო არჩევნებზე, პარლამენტის არჩევნები აბსოლუტური უმრავლესობით მოიგო ფართო ფრონტმა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი ფართო ფრონტის კანდიდატმა ხოსე მუხიკამ ნაციონალური პარტიის კანდიდატი ლუის ალბერტო ლაკალიე დაამარცხა.

2010 წელს, ლათინობარომეტრის საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლათინურ ამერიკაში, ურუგვაელები დემოკრატიას ყველაზე მეტად უჭერენ მხარს და ამავე დროს, კმაყოფილნი არიან თავიანთ ქვეყანაში დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯებით. Freedom House-ის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსით“, ურუგვაის 27-ე ადგილი უკავია. Economist Intelligence Unit-ის 2012 წლის მონაცემებით, ურუგვაის დემოკრატიის ინდექსი 8,17 იყო, მსოფლიოში სრულ დემოკრატიად მიჩნეულ 25 ქვეყნის სიაში კი მე-18 ადგილზე იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შედგენილ კორუფციის აღქმის ინდექსში კი ურუგვაის მე-18 ადგილზეა.

ადმინისტრაციული დაყოფა

ურუგვაი დაყოფილია 19 დეპარტამენტად, რომლებსაც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებები. თითოეული დეპარტამენტი თავის მმართველს საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევს. დეპარტამენტის აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთვალყურეობას უწევს და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებს დეპარტამენტის საბჭო.

დეპარტამენტი ფართობი
კმ²
მოსახლეობა (2011) დედაქალაქი
არტიგასი 11 928 73 162 არტიგასი
კანელონესი 4536 518 154 კანელონესი
სერო-ლარგო 13 648 84 555 მელო
კოლონია 6106 122 863 კოლონია-დელ-საკრამენტო
დურასნო 11 643 57 082 დურასნო
ფლორესი 5144 25 033 ტრინიდადი
ფლორიდა 10 417 67 093 ფლორიდა
ლავალიეხა 10 016 58 843 მინასი
მალდონადო 4793 161 571 მალდონადო
მონტევიდეო 530 1 292 347 მონტევიდეო
პაისანდუ 13 922 113 112 პაისანდუ
რიო-ნეგრო 9282 54 434 ფრაი-ბენტოსი
რივერა 9370 103 447 რივერა
როჩა 10 551 66 955 როჩა
სალტო 14 163 124 683 სალტო
სან-ხოსე 4992 108 025 სან-ხოსე-დე-მაიო
სორიანო 9008 82 108 მერსედესი
ტაკუარემბო 15 438 89 993 ტაკუარემბო
ტრეინტა-ი-ტრესი 9676 48 066 ტრეინტა-ი-ტრესი

საგარეო ურთიერთობები

ურუგვაი 
ტაბარე ვასკესი (პრეზიდენტი 2005-2010 წლებში) ბრაზილიის მაშინდელ პრეზიდენტ ლულა და სილვასთან ერთად, 2007.
ურუგვაი 
პრეზიდენტი ხოსე მუხიკა (მარჯვნივ) ბრაზილიის მაშინდელ პრეზიდენტ ლულა და სილვასთან ერთად, 2010.
ურუგვაი 
ხოსე მუხიკა ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფთან ერთად, 2011.

2010 წლის ნომებერში, ურუგვაიმ სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა კონსტიტუციური კავშირის რატიფიცირება მოახდინა და ორგანიზაციის მეცხრე წევრი გახდა. ხელშეკრულება 2008 წელს დაიდო და ძალაში 30 დღის შემდეგ შევიდა, როდესაც წევრმა ქვეყნებმა მისი რატიფიკაცია მოახდინეს.

ურუგვაის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან არგეენტინა და ბრაზილია. 2009 წელს იმპორტის 20% არგენტინაზე მოდიოდა. მას შემდეგ, რაც არგენტინასთან ორმხრივი ურთიერთობები პრიორიტად გამოცხადდა, ურუგვაიმ ეჭვქვეშ დააყენა ფოლკლენდის კუნძულების მიდამოებში ბრიტანული გემების მოძრაობა და ურუგვაის ტერიტორიიდან და პორტებიდან საკვებისა და საწვავის მიწოდება შეუწყვიტა. მეტოქეობა მონტევიდეოსა და ბუენოს-აირესის პორტებს შორის სათავეს ჯერ კიდევ ესპანეთის იმპერიის დროიდან იღებს; მაშინ ამ ფაქტს „პორტების ომს“ უწოდებდნენ. საბოლოოდ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მათ ამ ქიშპობის დასრულება ესაჭიროებოდათ და შესაბამის შეთანხმებას 2010 წელს, რეგიონული ინტეგრაციის ფარგლებში მიაღწიეს.

2007 წელს, მდინარე ურუგვაის ნაპირზე, ურუგვაის მხარეს ქაღალდის ფაბრიკის აშენებამ არგენტინის პროტესტი გამოიწვია, რადგან მიაჩნდა, რომ ის გარემოს დაბინძურებას გამოიწვევდა; საბოლოოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა. შემდგომი დავა ამ საკითხზე 2010 წელს მოხდა, რადგან დასკვნებმა აჩვენა, რომ მდინარე ბინძურდებოდა. 2010 წლის ნოემბერში, ურუგვაიმ და არგენტინამ განაცხადეს, რომ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქაღალდის ფაბრიკაზე ერთობლივ მონიტორინგს მოახდენდნენ.

ბრაზილიას და ურუგვაის ხელი აქვთ მოწერილი შეთანხმებებზე თავდაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, ენერგეტიკის, სამდინარო ტრანსპორტირებისა და თევზაობის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. ურუგვაის ბრაზილიასთან ორი გადაუჭრელი სასაზღვრო კონფლიქტი აქვს — სამდინარო კუნძულ ისლა-ბრასილიერისა და სოფელ მასოლიერის სიახლოვეს, მდინარე ინვერანდის რეგიონის 235 კილომეტრიანი მონაკვეთის თაობაზე. ორი ქვეყანა ვერ თანხმდება თუ რომელი შენაკადი წარმოადგენს მდინარე კუარარის ლეგიტიმურ სათავეს, რაც 1851 წელს ორ ქვეყანას შორის დადებული სასაზღვრო ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრავს სადავო რეგიონის საზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიასა და ურუგვაის მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობები და ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ, ეს სასაზღვრო დავა დღემდე გადაუჭრელია. სადავო ტერიტორია დე ფაქტო ბრაზილიის კონტროლქვეშ რჩება, ურუგვაი კი მაინცდამაინც დიდ აქტიურობას არ იჩენს საკუთარი მოთხოვნების წარმოსაჩენად.

მას შემდეგ, რაც ურუგვაიმ დემოკრატიისაკენ სვლა დაიწყო, მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა შეერთებულ შტატებთან. 2004 წელს, ორმხრივი ინვესტირებისა და 2007 წლის იანვარში ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირების ჩარჩო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით გაიზარდა ეკონომიკური კავშირები. აშშ და ურუგვაი ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰაიტიზე გაეროს სტაბილიზაციის მისიაში.

პრეზიდენტმა მუხიკამ ვენესუელას მერკოსურში გაწევრიანება შესთავაზა. ამავე დროს, ის მხარს უჭერდა ვენესუელის ეკონომიკის მინისტრ ალი როდრიგესის კანდიდატურას სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის გენერელური მდივნის თანამდებობაზე; ეს პოსტი მანამდე ნესტორ კირხნერს ეკავა. გარდა ამისა, ვენესუელას ურუგვაისთან აქვს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ყოველდღიურად 40 000 ბარელ ნავთობს შეღავათიან ფასებში აძლევს.

2011 წლის 15 მარტს, ურუგვაი მეშვიდე სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. თუმცა, არ მიუთითებია თუ რა საზღვრებში აღიარებდა პალესტინას. განცხადებაში ურუგვაის მთავრობამ მიუთითა თავის მტკიცე ვალდებულებაზე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, მაგრამ უარი თქვა საზღვრების დაზუსტებაზე.

თავდაცვა

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა

ინფრასტრუქტურა

ტელეკომუნიკაციები

დემოგრაფია

უდიდესი ქალაქები

ჯანდაცვა

რელიგია

ენა

კულტურა

ურუგვაულ კულტურაზე დიდია ევროპული გავლენა, განსაკუთრებით კი სამხრეთევროპული. გაუჩოს ტრადიცია მნიშვნელოვანი ელემენტია ურუგვაულ ხელოვნებასა და ფოლკლორში.

სახვითი ხელოვნება

მუსიკა

ლიტერატურა

მედია

სამზარეულო

სპორტი

ურუგვაი 
მონტევიდეოს „სენტენარიოს“ სტადიონი (1930 წლის ფოტოსურათი)

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია ურუგვაიში. ის ქვეყანაში ინგლისელმა მეზღვაურებმა და მუშებმა შეიტანეს XIX საუკუნის ბოლოს. ასევე შეიტანეს რაგბი და კრიკეტი, თუმცა სპორტის ეს სახეობები ფეხბურთან შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.

ბრიტანეთის კუნძულების გარეთ, პირველი საერთაშორისო მატჩი სწორედ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა ადგილობრივ და არგენტინის ნაკრებებს შორის, 1902 წლის ივლისში. ურუგვაელმა ფეხბურთელებმა მოიგეს ოქროს მედლები 1924 და 1928 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრებს 2-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატიც. 1930 წელს მოიგეს ტურნირის პირველი გათამაშება, რომელიც მათსავე სტადიონებზე გაიმართა. ჩემპიონობას ურუგვაელები 1950 წელსაც შესწვდნენ, როდესაც ბრაზილიაში, „მარაკანაზოდ“ წოდებულ შეხვედრაში, ფავორიტი მასპინძლები მოულოდნელად დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ ქვეყნებს შორის ურუგვაის ყველაზე მცირე მოსახლეობა ჰყავს. უკანასკნელ ხანებში, ყველაზე წარმატებული იყო გამოსვლა 2010 წლის მუნდიალზე: სამხრეთამერიკელებმა მე-4 ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა, მათი დიეგო ფორლანი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2012 წლის ივნისის ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში, ურუგვაის მე-2 ადგილი ეკავა ესპანეთის შემდეგ. ურუგვაელთა საფეხბურთო ნაკრებს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ აქვს მოგებული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი — კოპა ამერიკა. საფეხბურთო კლუბებს შორის, ყველაზე წარმატებულები არიან „ნასიონალი“ და „პენიაროლი“.

2000-იან წლებში, ურუგვაიდან 1,414 ფეხბურთელი წავიდა საზღვარგარეთ, თითქმის იმდენივე, რამდენიც ბრაზილიიდან და არგენტინიდან. 2010 წელს, ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ზომები ფეხბურთელთა ქვეყანაში მაქსიმალურად შესანარჩუნებლად.

განათლება

ლიტერატურა

  • Andrew, G. R. (2010) Blackness in the White Nation: A History of Afro-Uruguay, The University of North Carolina Press
  • Behnke, A. (2009) Uruguay in Pictures, Twenty First Century Books
  • Box, B. (2011) Footprint Focus: Uruguay, Footprint Travel Guides
  • Burford, T. (2010) Bradt Travel Guide: Uruguay, Bradt Travel Guides
  • Canel, E. (2010) Barrio Democracy in Latin America: Participatory Decentralization and Community Activism in Montevideo, The Pennsylvania State University Press
  • Clark, G. (2008) Custom Guide: Uruguay, Lonely Planet
  • Jawad, H. (2009) Four Weeks in Montevideo: The Story of World Cup 1930, Seventeen Media
  • Lessa, F. and Druliolle, V. (eds.) (2011) The Memory of State Terrorism in the Southern Cone: Argentina, Chile, and Uruguay, Palgrave Macmillan
  • Mool, M (2009) Budget Guide: Buenos Aires and Montevideo, Cybertours-X Verlag

რესურსები ინტერნეტში

ურუგვაი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ურუგვაი ეტიმოლოგიაურუგვაი ისტორიაურუგვაი გეოგრაფიაურუგვაი სახელმწიფოურუგვაი ეკონომიკაურუგვაი დემოგრაფიაურუგვაი კულტურაურუგვაი განათლებაურუგვაი ლიტერატურაურუგვაი რესურსები ინტერნეტშიურუგვაი სქოლიოურუგვაიარგენტინაატლანტის ოკეანებრაზილიაესპანური ენამონტევიდეომოსახლეობასაზღვარი (სახელმწიფო)სამხრეთ ამერიკასამხრეთი ამერიკასახელმწიფოსურინამი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დავითგარეჯაეკატერინე IIკურო (ასტროლოგია)საქართველოს ტერიტორიული მოწყობასარკაზმიდუბაის საამირორეფლექსებიგარემოს დაბინძურებასაქართველოს დემოგრაფიამიხეილ ხერგიანიერთეულთა საერთაშორისო სისტემაკეთილშობილი ირემიბახტრიონი (პოემა)კუბიზმიკომუნიზმიქართლისოლიკო ვირსალაძესაქართველოს სამოქალაქო ომიშვეიცარია22 აპრილიალკოჰოლიზმიადოლფ ჰიტლერიღამურაიაკობ გოგებაშვილიგოგირდიარაგვითვითმმართველობამონა ლიზადემოკრატიაასურეთიქართვლის დედავეფხისტყაოსანითითაობალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიპეტრე ჩაიკოვსკილარიელვათახვისაქართველო IV საუკუნეშიელინიზმიელექტრული დენისაქართველოს პრეზიდენტიდავით I კურაპალატიმეწყერიბასიანის ბრძოლათბილისის ისტორიაისლანდიაირაკლი კობახიძენაღვლის ბუშტიკულტურაარაბთა გაერთიანებული საამიროებიფარნავაზ Iსაჰარაკუთხერომან ფიფიათავისუფლების ქანდაკებანაპოლეონის ომებისაფრანგეთიკურდღელისაქართველო XVIII საუკუნეშიფოტოსინთეზისინგაპურიდანიამთავარი გვერდიშუშანიკის წამებაჯიმარაილია IIაბანოთუბანიაქემენიანთა იმპერიაალიტერაციაძაღლიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაალექსანდრე I დიდიდავით სოსლანიინგლისის რევოლუციაავოკადომთლიანი შიდა პროდუქტიანალური სექსი🡆 More