თურქმენეთი

თურქმენეთი (თურქმ.

თურქმენეთი
Türkmenistan
თურქმენეთი {{{link alias-s}}}
ჰიმნი: თურქმენეთის ჰიმნი
თურქმენეთი
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
აშხაბადი
37°58′ ჩ. გ. 58°20′ ა. გ. / 37.967° ჩ. გ. 58.333° ა. გ. / 37.967; 58.333
ოფიციალური ენა თურქმენული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი
ფართობი
 -  სულ 488 100 კმ2 (52-ე)
 -  წყალი (%) 4.9
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 5 171 943 (117-ე)
 -  სიმჭიდროვე 10,5 კაცი/კმ2 (208-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $45.11 მილიარდი (86-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $8,900 (95-ე)
აგი (2007) 0.712 (საშუალო) (109-ე)
ვალუტა თურქმენული მანათი (TMT)
დროის სარტყელი UTC+05:00
ქვეყნის კოდი TKM
Internet TLD .tm
სატელეფონო კოდი 993

თურქმენეთი იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე საუკუნეების განმავლობაში. შუა საუკუნეების დროს, მერვი იყო ერთ-ერთი დიდი ქალაქი ისლამურ სამყაროში და მნიშვნელოვანი გაჩერება აბრეშუმის გზაზე, რომელიც გამოიყენებოდა სამარშრუტო ქარავნად, სავაჭრო მიზნით ჩინეთთან, XV საუკუნის შუა რიცხვებამდე. ანექსირებული რუსეთის იმპერიის მიერ 1881 წელს, თურქმენეთში შემდეგ ფიგურირებდა ანტიბოლშევიკური მოძრაობი და ასევე ცენტრალურ აზიაშიც. 1924 წელს, თურქმენეთი გამოცხადდა საბჭოთა რესპუბლიკად, შემდგომში როგორც თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა; იგი გახდა დამოუკიდებელი სსრკ-ის დაშლის საფუძველზე, 1991 წელს.

თურქმენეთი ფლობს მსოფლიოს ბუნებრივი გაზის მეოთხე უდიდეს რეზერვებს. ქვეყნის დიდი ნაწილი დაფარულია ყარაყუმის უდაბნოთი. 1993 წლიდან მოყოლებული, თურქმენეთის მოქალაქემ მიიღო მთავრობის მიერ გამოყოფილი დენი, წყალი და ბუნებრივი აირი უფასოდ.

თურქმენეთს მართავდა მუდმივი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი, სანამ ის არ გარდაიცვალა 2006 წელს. 2007 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. Human Rights Watch-ის თქმით: „თურქმენეთი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყანად. ქვეყანა პრაქტიკულად დახურულია დამოუკიდებელი კვლევისა და მედიისთვის, რელიგიური თავისუფლებები ექვემდებარება დრაკონულ შეზღუდვებს და ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა აქტივისტების წინაშე არსებობს მუდმივი საფრთხე ხელისუფლების მხრიდან“. პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ხელს უწყობს პიროვნების კულტს, სადაც ის, მისი ნათესავები და ახლობლები სარგებლობენ შეუზღუდავი ძალაუფლებით და ახორციელებენ საერთო კონტროლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს.

სახელწოდება

  • ოფიციალური: თურქმენეთი.
  • ეროვნული: Türkmenistan.

ისტორია

1871 წლის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიამ პოდპალკოვნიკ მარკოზოვს დაავალა დასახლებული პუნქტ კრასნოვოდსკის (დღევანდელი თურქმენბაში) სტრატეგიული შესწავლა, რომელიც მიზნად ისახავდა შუა აზიის სახანოებთან არსებული სავაჭრო გზების გამონახვას.

თურქმენეთის საზღვრების ფორმირება საბჭოთაა ეპოქაში მოხდა. მოკავშირე რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში 1925 წლიდან. მისი დაშლის შემდეგ 1992 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. პრეზიდენტი ძალაუფლება თითქმის აბსოლუტურია, არ არსებობს ოპოზიცია, ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური ორგანიზაციაა თურქმენეთის დემოკრატიული პარტია. აშკარაა პიროვნების კულტის ყველა ნიშანი: თურქმენბაშის („თურქმენთა ლიდერი“ - საფარმურატ ნიაზოვის) გამოსახულებაა ყველგან ბანკნოტებიდან დაწყებული სასურსათო პროდუქციის ეტიკეტებით დამთავრებული. 1999 წელს მეჯლისმა მას უვადო საპრეზიდენტო უფლებამოსილება განუსაზღვრა.

გეოგრაფია

თურქმენეთი 
თურქმენეთი

488 100 კმ² ფართობით, თურქმენეთი მსოფლიოს 52-ე უდიდესი ქვეყანაა. ის არის ოდნავ მცირე, ვიდრე ესპანეთი და გარკვეულწილად აღემატება აშშ-ს კალიფორნიის შტატს. ის მდგომარეობს 35° და 43° განედის ჩრდილოეთით და 52° და 67° გრძედის აღმოსავლეთით.

ქვეყნის 80 %-ზე მეტი ტერიტორია დაფარულის ყარაყუმის უდაბნოთი. ქვეყნის ცენტრში დომინირებს თურანის დაბლობი და ყარაყუმის უდაბნო. ქოფეთდაღის ქედი მდებარეობს საზღვრის სამხრეთ-დასავლეთის გასწვრივ, აღწევს 2912 მ „Kuh-e Rizeh-თან“.

დიდი ბალკანეთის ქედის დასავლეთ ნაწილში (ბალკანის ველაიათი) და ქოფეთდაღის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით, უზბეკეთის (ლებაპის ველაიათი) საზღვართან, არის ერთადერთი მნიშვნელოვანი მომატება. დიდი ბალკანეთის ქედი იზრდება 1880 მ-ით მთა არლანთან და თურქმენეთის უმაღლეს მთასთან „Ayrybaba-სთან“ („Kugitang Tau“ ქედი) — 3.137 მეტრით. ქოფეთდაღის ქედი ქმნის თურქმენეთისა და ირანის საზღვრის უმეტეს ნაწილს. მდინარეებია — ამუდარია, თეჯენი და ბარტანგი.

კლიმატი ძირითადად მშრალი და სუბტროპიკულია უდაბნოში, მცირე ნალექებით. ზამთარი რბილი და მშრალია, ყველაზე დიდი ნალექი მოდის იანვრის და მაისის შორის.

თურქმენეთის სანაპირო კასპიის ზღვის გასწვრივ არის 1768 კმ-ს ხანგრძლივით. კასპიის ზღვა მთლიანად დახურულია, რომელსაც მსოფლიო ოკეანეში გასასვლელი არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვოლგა-დონის ხელოვნური არხი, რომელიც საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ გადაზიდვას შავი ზღვის სანაპიროზე.

მთავარ ქალაქებს მოიცავს — აშხაბადი, თურქმენბაში (ყიფილი კრასნოვოდსკი) და დაშოგუზი.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - სოციალისტური პლიურალიზმი.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი გ. ბერდიმუჰამედოვი (2006).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (100+50 წევრი).

პოლიტიკა

თუქმენეთი 69 წლის მანძილზე იყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 27 ოქტომბერს. პრეზიდენტი გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანი საფარმურატ ნიაზოვი (იგივე თურქმენბაში), რომელიც თურქმენეთს 1985 წლიდან მართავდა როგორც თურქმენეთის სსრ-ს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი. მან მოიპოვა აბსოლუტური კონტროლი სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაზე. 1999 წლის 28 დეკემბერს ნიაზოვი თურქმენეთის ახალარჩეული მეჯლისის მიერ გამოცხადდა პრეზიდენტად მთელი სიცოცხლის ვადით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეჯლისი არჩეულ იქნა ოპოზიციის არარსებობის პირობებში, კანდიდატები კი თავად ნიაზოვმა შეარჩია. თურქმენბაში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა 2006 წლის დეკემბერში.

ტერიტორიული მოწყობა

თურქმენეთი ადმინისტრაციულად იყოფა 5 ოლქად (welayat).

  1. ახალის ვილაიეთი - ცენტრი აშხაბადი.
  2. მარის ვილაიეთი - ცენტრი მარი.
  3. ლებაპის ვილაიეთი - ცენტრი თურქმენაბატი.
  4. დაშოუზის ვილაიეთი - ცენტრი დაშოუზი.
  5. ბალკანის ვილაიეთი - ცენტრი ბალკანაბატი.

დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 4.775 ათასი (2003), მათ შორის – თურქმენი 77 %, რუსი 6,7 %, უზბეკი 9,2 %, ყაზახი 2 %.
  • სახელმწიფო ენა - თურქმენული (72 %). სხვა ენები - რუსული (12 %), უზბეკური (9 %).
  • რელიგია - ისლამი.
  • დედაქალაქი - აშხაბადი (728 ათასი). სხვა ქალაქები - თურქმენაბატი (213), დაშოუზი (თაშაუზი, 160), მარი (114), ბალკანაბატი (100), თურქმენბაში (72).

ეკონომიკა

ქვეყანა ფლობს მსოფლიოს ბუნებრივი აირის მეოთხე უდიდეს რეზერვს და არსებითი ნავთობის რესურსებს. თურქმენეთმა მიიღო ფრთხილი ეკონომიკური რეფორმა, იმ იმედით, რომ ბუნებრივი აირის და ბამბის გაყიდვებით შენარჩუნოს თავისი ეკონომიკა. 2004 წელს, უმუშევრობის დონე იყო შეფასებული 60 %-ით.

1998-2002 წლებს შორის, თურქმენეთს აწუხებდა მუდმივი ნაკლებობა ბუნებრივი აირისთვის ადეკვატური საექსპორტო მარშრუტების და მოკლევადიანი საგარეო ვალის ვალდებულებები. ამავე დროს, ღირებულება ექსპორტის მკვეთრად გაიზარდა, საერთაშორისო არენაზე ნავთობისა და გაზის ფასების მომატებით. ეკონომიკური პერსპექტივები უახლოეს მომავალში სევდისმომგვრელია გავრცელებული შიდა სიღარიბის და საგარეო ვალის ტვირთის გამო.

პრეზიდენტმა ნიაზოვმა ქვეყნის შემოსავლები ინტენსიურად დახარჯა ქალაქების რემონტზე, კერძოდ აშხაბადზე. კორუფციაზე მომუშავე ხალხი ახმოვანებს განსაკუთრებულ შეშფოთებას თურქმენეთის სავალუტო რეზერვების მართვაზე, რომლებიც ატარებენ არასწორ სავალუტო პოლიტიკას.

სახალხო საბჭოს 2003 წლის 14 აგვისტოს განკარგულების მიხედვით: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და მარილი იქნება სუბსიდირებული მოქალაქეებს 2030 წლამდე. გარდა ამისა, მანქანის მძღოლებს უფლება აქვთ 120 ლიტრი უფასო ბენზინი მიიღონ თვეში. ავტობუსების, სატვირთოების და ტრაქტორების მძღოლებს შეუძლიად მიიღონ 200 ლიტრამდე საწვავი უფასოდ, ხოლო მოტოს და სკუტერის მძღოლებს 40 ლიტრი უფასოდ. 2006 წლის 5 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც თურქმენეთმა დაიმუქრა ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერებით, რუსეთმა დათანხმდა გააძვიროს ფასი ბუნებრივ აირზე, იგი იხდის თურქმენულ ბუნებრივ აირში $65-დან $100-მდე 1000 კუბურ მეტრზე. ორ მესამედს თურქმენული გაზის ყიდულობს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია გაზპრომი.

კულტურა

თურქმენეთი 
არის გვერდი თემაზე:
  • ღირსშესანიშნაობები: გეოქ-თეფეს ციტადელი ახალთექის ოაზისში; სახელმწიფო ისტორიული და კულტურული პარკი „ძველი მერვი“. მერვი წარმოადგენდა „დიდი ხორასნის“ ხალიფების სატახტო ქალაქს.

სქოლიო

Tags:

თურქმენეთი სახელწოდებათურქმენეთი ისტორიათურქმენეთი გეოგრაფიათურქმენეთი სახელმწიფოთურქმენეთი პოლიტიკათურქმენეთი ტერიტორიული მოწყობათურქმენეთი დემოგრაფიათურქმენეთი ეკონომიკათურქმენეთი კულტურათურქმენეთი სქოლიოთურქმენეთიავღანეთიაღმოსავლეთიდასავლეთიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებითურქმენული ენაირანიკასპიის ზღვაუზბეკეთიყაზახეთიჩრდილოეთიცენტრალური აზია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აფხაზებიეგრისის დიდი ომიბაყაყიდემოკრატიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმიხეილ სააკაშვილისოფლის მეურნეობაანბანიკონსერვატიზმისაქართველოს დაცული ტერიტორიებითვითმმართველობამთლიანი შიდა პროდუქტიკუთხენაკიანი წელიწადისიმკვრივეეროზიასვანებისტოიციზმიაღმოსავლეთი საქართველოიაპონიამარკ ტვენინატურალური რიცხვიკონსტანტინოპოლის დაცემაფესახიენგურის ჰიდროელექტროსადგურიკოპენჰაგენიირაკლი აბაშიძებარსელონავნების კვირაბუდუ ზივზივაძეპაბლო პიკასორუსეთის იმპერიააფხაზეთის ომი (1992-1993)რაჭაბართლომეს ღამეკონგომსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფუტკრებიმინერალებიჰიპერბოლა (ენა)დეციმეტრისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაჰიდრავლიკაგელათის მონასტერივატიკანიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაგიორგი XIბესლანის ტერაქტიფოლკლორიჯალალედინიფემინიზმინიკო ფიროსმანიისლამიზედსართავი სახელიმერკურიზევსისამკუთხედითევზები (ასტროლოგია)სვანეთიაბას I (ირანი)კურო (ასტროლოგია)ფრენბურთიბაგრატიონებინაციონალ-სოციალიზმიიუპიტერიბაბილონიასტრიდ ლინდგრენიბახტრიონის ბრძოლააკაკი წერეთელივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიფოთისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაია-სოფიას ტაძარიორგაზმიხორვატიასაქართველოს სამეფოყივანახველა🡆 More