ბრატისლავა (სლოვაკ.
ოფიციალურად, მოსახლეობა დაახლოებით 430,000 ადამიანია, თუმცა, სავარაუდოდ, მისი მოსახლეობა ოფიციალური მაჩვენებლის 150%, 660,000-ზე მეტია. არის ევროპის ერთ-ერთი პატარა დედაქალაქი; მიუხედავად ამისა, მაინც ქვეყნის უდიდესი ქალაქია. მდებარეობს სლოვაკეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე დუნაის ორივე და მდინარე მორავას მარცხენა ნაპირზე. ესაზღვრება ავსტრიასა და უნგრეთს; ერთადერთი დედაქალაქია, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს ესაზღვრება.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრატისლავა Bratislava | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ბრატისლავა | ||||
შიდა დაყოფა | ძველი ბრატისლავა, ნოვე მესტო, Karlova Ves, Ružinov, პეტრჟალკა, დუბრავკა, დევინი, Devínska Nová Ves, Záhorská Bystrica, Lamač, რაჩა, Vajnory, ვრაკუნა, Podunajské Biskupice, Jarovce, Rusovce და Čunovo | ||||
კოორდინატები | 48°08′41″ ჩ. გ. 17°06′46″ ა. გ. / 48.14472° ჩ. გ. 17.11278° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მათიუშ ვალო | ||||
დაარსდა | 907 | ||||
პირველი ხსენება | 907 | ||||
ფართობი | 367.6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 152 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 475 503 (1 იანვარი, 2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 421-2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8XX XX | ||||
საავტომობილო კოდი | BA | ||||
ოფიციალური საიტი | bratislava.sk | ||||
ქალაქის ისტორიაში დიდი გავლენა იქონია მრავალი ერისა და რელიგიის ხალხმა, მათ შორის: ავსტრიელებმა, ბულგარელებმა, ხორვატებმა, ჩეხებმა, გერმანელებმა, უნგრელებმა, ებრაელებმა, სერბებმა და სლოვაკებმა. 1536-1783 წლებში იყო უნგრეთის სამეფოს დედაქალაქი, საკანონმდებლო ცენტრი და მეფედ (დედოფლად) კურთხევის ადგილი; ქალაქი იყო მრავალი სლოვაკის, უნგრელისა და გერმანელი ისტორიული მოღვაწის სახლი.
ბრატისლავა არის სლოვაკეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. აგრეთვე, არის სლოვაკეთის პრეზიდენტის, პარლამენტისა და აღმასრულებელი ორგანოს ადგილსამყოფელი. ქალაქში მდებარეობს მრავალი უნივერსიტეტი, მუზეუმი, თეატრი, გალერეა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება. აქვე აქვს შტაბი სლოვაკეთის მრავალ მსხვილ ბისნესისა და ფინანსურ დაწესებულებას.
2017 წელს ბრატისლავა ევროკავშირის მესამე უმდიდრესი რეგიონი იყო მშპ-ით (PPP) ერთ სულ მოსახლეზე (ჰამბურგისა და ლუქსემბურგის ქალაქის შემდეგ). მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ბრატისლავაში დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე სხვა სლოვაკეთის რეგიონებში. ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ტურისტი სტუმრობს.
ტერიტორიაზე მუდმივი დასახლებები ნეოლითის ხანაში ჩნდება. დაახლოებით ძვ. წ. 200 წელს ბოიების კელტურმა ტომმა დააფუძლა აქ პირველი გამაგრებული დასახლება. მათ ასევე შექმნეს ზარაფხანა რომელიც ბიატეკად ცნობილ ვერცხლის მონეტებს უშვებდა.
ბრატისლავა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ სლოვაკეთში, ბრატისლავის მხარეში. მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ავსტრიასთან და უნგრეთთან საზღვრები, ქალაქს აქცევს ერთადერთ დედაქალაქად, რომელიც ორ სახელმწიფოს ესაზღვრება. ქალაქიდან უნგრეთამდე მანძილი მხოლოდ 18 კილომეტრია, ხოლო ავსტრიის დედაქალაქ ვენამდე - 60 კილომეტრი.
ქალაქის საერთო ფართობი 367.58 კვადრატული კილომეტრია, რაც მას ტერიტორიით სლოვაკეთის მეორე უდიდეს ქალაქად აქცევს (პირველი ვისოკე-ტარტია). ქალაქი მდინარე დუნაის გასწვრივაა განლაგებული; აღნიშნული მდინარე საუკუნეების განმავლობაში სხვა რაიონებისკენ მთავარ სატრანსპორტო გზას წარმოადგენდა. მდინარე ქალაქს დასავლეთიდან სამხრეთისკენ კვეთს. შუა დუნაის აუზი სათავეს დასავლეთ ბრატისლავაში მდებარე დევინის კარიბჭეში იღებს. სხვა მდინარეებიდან აღსანიშავია მორავა, რომელიც ქმნის ქალაქის ჩრდილო-დასავლეთის საზღვარს და დევანის ტერიტორიაზე დუნაის უერთდება; აგრეთვე აღსანიშნავია პატარა დუნაი და ვიდრიკა, რომლებიც დუნაის კარლოვ-ვეზის უბანში უერთდებიან.
ქალაქის უდაბლესი ადგილი დუნაის ზედაპირია (ზღვის დონიდან 126 მეტრი), ხოლო უმაღლესი წერტილი დევინსკა-კობილაა (ზღვის დონიდან 514 მეტრი). საშუალო სიმაღლე 140 მეტრია.
ბრატისლავა მდებარეობს ჩრდილოეთ ზომიერ ზონაში და კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ახასიათებს ზომიერი კონტინენტური კლიმატი. წლიური საშუალო ტემპერატურა 10.5 °C-ია (1990–2009 მონაცემებით); გამოიყოფა 4 სეზონი; ყველაზე ცხელი თვის საშუალო ტემპერატურა 21 °C-ია, ხოლო ყველაზე ცივის - –1 °C. ნალექები მთელი წლის განმავლობაში თითქმის თანაბრადაა განაწილებული. ნესტიანი ზამთრისა და ცხელი ზაფხულის გარდამავალ პერიოდებში ხშირად ქრის ძლიერი ქარი. ქალაქი სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და მშრალი ადგილია.
ბოლო პერიოდში, ზამთრიდან ზაფხულსა და ზაფხულიდან ზამთარში გადასვლა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, შემოდგომისა და გაზაფხულის პერიოდები შემცირდა. უფრო ხშირად მოდის თოვლი, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. უკიდურესი ტემპერატურებია: (1981–2013 პერიოდში დაფიქსირებული) უმაღლესი: 39.4 °C, ხოლო უდაბლესი: –24.6 °C. ზოგიერთი მხარე, მაგალითად, დევინი და დევინსკა-ნოვე-ვესი, დაუცველია მდინარე დუნაისა და მორავას წყალდიდობებისგან.
ბრატისლავას პეიზაჟი ხასიათდება შუასაუკუნეების კოშკებითა და XX საუკუნეში აგებული გრანდიოზული შენობებით, თუმცა, ქალაქმა XXI საუკუნის დასაწყისში არქიტექტურული თვალსაზრისით ღრმა ცვლილებები განიცადა.
ისტორიული შენობების უმეტესობა ძველ ქალაქში მდებარეობს. ბრატისლავას ძველი ქალაქის დარბაზი წარმოადგენს XIV-XV საუკუნეში აღმართულ სამ კორპუსს, რომელშიც დღესდღეობით ქალაქ ბრატისლავას მუზეულია მოწყობილი. მაიკლის კარიბჭე ერთადერთი კარიბჭეა, რომელიც შემონახულია შუა საუკუნეების ბრატისლავის ციხესიმაგრეებიდან და იგი ქალაქის უძველეს ნაგებობებს შორისაა; უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც აშენდა 1756 წელს, 1802-1848 წლებში გამოიყენებოდა, როგორც უნგრეთის სამეფოს საკანონმდებლო შენობა. სწორედ აქ ამოქმედდა უნგრეთის რეფორმების პერიოდის მრავალი მნიშვნელოვანი კანონპროექტი (მაგალითად, ბატონყმობის გაუქმება და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსება).
ქალაქის ისტორიული ცენტრში ვხვდებით ბაროკოული სტილით აგებულ მრავალ სასახლეს. გრასალკოვიჩის სასახლე, რომელიც 1760 წელს შენდა, ამჟამად სლოვაკეთის პრეზიდენტის რეზიდენციაა, ხოლო ქვეყნის პარლამენტის ადგილსამყოფელი ძველი ეპისკოპოსის სასახლედ წოდებული შენობაა. 1805 წელს, იმპერატორმა დიპლომატებმა, ნაპოლეონმა და ფრანც II-მ, აუსტერლიცის ბრძოლაში ნაპოლეონის გამარჯვების შემდეგ, ბრატისლავაში მდებარე პრიმატების სასახლეში ხელი მოაწერეს მეოთხე პრესბურგის ხელშეკრულებას. აღსანიშნავია პატარა სახლებიც, რომელთა ნაწილი ისტორიულად მნიშვნელოვანია; მათ შორისაა ძველ ქალაქში სახლი, რომელშიც ცნობილი კომპოზიტორი, იოჰან ნეპომუკ ჰუმელი, დაიბადა.
აღსანიშნავ ტაძრებსა და ეკლესიებს მიეკუთვნება გოთიკური წმინდა მარტინის ტაძარი, რომელიც XIII-XVI საუკუნეებში აიგო; 1563-1830 წლებში სწორედ ამ ტაძარში ტარდებოდა უნგრეთის სამეფოს მეფედ/დედოფლად კურთხევის ცერემონიალი. XIII საუკუნით დათარიღებული ფრანცისკანური ეკლესია წარმოადგენდა რაინდთა ცერემონიალის გასამართ ადგილს; იგი ქალაქში ყველაზე ძველი შემონახული საკრალური ნაგებობაა. წმინდა ელიზაბეტის ეკლესია, რომელიც ფერის გამო უფრო ცნობილია როგორც ლურჯი ეკლესია, მთლიანად უნგრეთის სეპარატისტული სტილითაა აგებული.
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა ბრატისლავის ციხეა, რომელიც მდებარეობს დუნაის ზედაპირიდან 85 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს. ციხესიმაგრის გორაკი ქვისა და ბრინჯაოს პერიოდიდან მოყოლებული დასახლებულია; აღნიშნული ადგილი ისტორიის განმავლობაში იყო კელტების დასახლების აკროპოლისი, რომის იმპერიის ლიმესის ნაწილი, უზარმაზარი სლავური გამაგრებული დასახლების ადგილსამყოფელი და დიდი მორავიის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ცენტრი. გორაკზე, რომელიც უნგრეთის სამეფოს ეკუთვნოდა, ქვის კონსტრუქცია X საუკუნემდე არ აშენებულა.
სიგიზმუნდ I ლუქსემბურგის მმართველობის პერიოდში, 1430 წელს, სასახლე გოთიკურ ანტი-ჰუსიტეურ ციხე-სიმაგრედ გადაკეთდა; 1562 წელს იქცა რენესანსულ ციხედ, ხოლო 1649 წელს ბაროკოს სტილში გადაკეთდა. დედოფალ მარია ტერეზიას მმართველობის ქვეშ, ციხე პრესტიჟულ სამეფო ადგილად გადაიქცა. 1811 წელს ციხე უნებურად გაანადგურეს; იგი ნანგრევებად 1950-იან წლებამდე რჩებოდა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში იგი აღადგინეს დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში, როგორიც დედოფალ ტერეზიას მმართბელობისას იყო.
დანგრეული და ახლახან განახლებული დევინის ციხე დაბა დევინში, კლდის თავზე, მდინარე მორევასა და დუნაის შესართავთან მდებარეობს. ეს არის სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილი, სადაც მდებარეობს მუზეუმი, რომელიც მისივე ისტორიას ეძღვნება. სტრატეგიული მდებარეობის გამო, დევინის ციხე დიდი მორავიისა და ადრეული უნგრეთის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხე იყო. იგი გაანადგურა ნაპოლეონის ჯარებმა 1809 წელს. არის სლოვაკეთის და სლავური ისტორიის მნიშვნელოვანი სიმბოლო.
2001 წლის აღწერის შედეგები | |||||
რაიონი | მოსახლეობა | ეთნიკური ჯგუფები | მოსახლეობა | ||
ბრატისლავა I–V | 491,061 | სლოვაკები | 452,767 | ||
ბრატისლავა I | 44,798 | უნგრელები | 11,541 | ||
ბრატისლავა II | 108,139 | ჩეხები | 7,972 | ||
ბრატისლავა III | 61,418 | გერმანელები | 1,200 | ||
ბრატისლავა IV | 93,058 | მორავები | 635 | ||
ბრატისლავა V | 141,259 | ხორვატები | 614 |
ქალაქის წარმოშობიდან XIX საუკუნემდე დომინანტური ეთნიკური ჯგუფი გერმანელები იყვნენ. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, პრესბურგის (იგივე ბრატისლავის) მოსახლეობის 42% საუბრობდა გერმანულ ენაზე, 40% უნგრულად და 15% სლოვაკურად.
1918 წელს ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, ბრატისლავა დარჩა მრავალეთნიკურ ქალაქად, თუმცა განსხვავებული დემოგრაფიული ტენდენციით. „სლოვაკაციის“ გამო, ქალაქში გაიზარდა სლოვაკებისა და ჩეხების რიცხვი, ხოლო გერმანელთა და უნგრელთა რაოდენობა შემცირდა. 1938 წელს ქალაქის მოსახლეობის 59% სლოვაკი ან ჩეხი იყო; გერმანელები 22%-ს, ხოლო უნგრელები 13%-ს წარმოადგენდნენ. 1939 წელს სლოვაკეთის სახელმწიფოს შექმნამ სხვადასხვა ცვლილება გამოიწვია: ქვეყნიდან განიდევნა ბევრი ჩეხი, ხოლო ჰოლოკოსტის პერიოდში ქვეყანა მრავალმა ებრაელმა დატოვა. 1945 წელს განხორციელდა გერმანელთა უმეტესი ნაწილის ევაკუაცია.
ბრატისლავა არის სლოვაკეთის კულტურული ცენტრი. ქალაქი მულტი-კულტურული ხასიათისაა; ადგილობრივ კულტურას ეტყობა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის გერმანელების, სლოვაკების, უნგრელებისა და ებრაელების კვალი. ბრატისლავაში მდებარეობს მრავალი თეატრი, მუზეუმი, გალერეა, საკონცერტო დარბაზი, კინოთეატრები, ფილმის კლუბები და უცხოური კულტურული ინსტიტუტები.
1961 წელს დაარსებული სლოვაკეთის ეროვნული მუზეუმის (Slovenské národné múzeum) მთავარი შენობა მდებარეობს ბრატისლავაში, მდინარის ნაპირას, ძველ ქალაქში. ეს არის უდიდესი კულტურული დაწესებულება სლოვაკეთში, რომელიც მართავს 16 სპეციალიზებულ მუზეუმს ბრატისლავაში და მის ფარგლებს გარეთ. ბრატისლავის საქალაქო მუზეუმი (Múzeum mesta Bratislavy), რომელიც დაარსდა 1868 წელს, წარმოადგენს უძველეს მუზეუმს, რომელიც უწყვეტად ფუნქციონირებს. მისი უმთავრესი მიზანია ისტორიული და არქეოლოგიური კოლექციების გამოყენებით ჩაიწეროს ბრატისლავის ისტორია უძველესი პერიოდიდან დღემდე. იგი მნახველს რვა სპეციალურ მუზეუმში მუდმივად სთავაზობს გამოფენებს. აღსანიშნავია 1948 წელს დაარსებული სლოვაკეთის ეროვნული გალერეა, რომელიც ქვეყნის გალერეების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს.
პირველი უნივერსიტეტი ბრატისლავაში, უნგრეთის სამეფოში (და ასევე დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე) იყო ისტროპოლიტის უნივერსიტეტი, რომელიც 1465 წელს მეფე მატიაშ ჰუნიადიმ დააარსა. 1490 წელს, მეფის გარდაცვალების შემდეგ, უნივერსიტეტი დაიხურა.
ბრატისლავაში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი უნივერსიტეტი, კომენიუსის უნივერსიტეტი, რომელშიც 27,771 მოსწავლე ირიცხება; ქალაქშივე მდებარეობს სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (18,473 მოსწავლე) და ქვეყნის უძველესი ხელოვნების სკოლები (საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია და სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია). უმაღლესი განათლების სხვა ინსტიტუტებში შედის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სიეტლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,პირველი კერძო კოლეჯი სლოვაკეთში. მთლიანობაში, ბრატისლავაში მდებარე უნივერსიტეტებში ირიცხება დაახლოებით 56,000 მოსწავლე.
ქალაქში ამჟამად 65 საჯარო, ცხრა კერძო და ათი რელიგიური დაწყებითი სკოლაა. საერთო ჯამში, დაწყებით სკოლებში ირიცხება 25,821 მოსწავლე. ქალაქის საშუალო განათლების სისტემა (ზოგი საშუალო სკოლა და ყველა უმაღლესი სკოლა) მოიცავს 39 გიმნაზიას 16,048 მოსწავლით, 37 სპეციალიზებულ საშუალო სკოლას 10,373 მოსწავლით, და 27 პროფესიულ სკოლას 8,863 მოსწავლით (2007 წლის მონაცემებით).
სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემია ასევე ბრატისლავაშია განთავსებულია. თუმცა, ქალაქი ევროპის იმ მცირე დედაქალაქებს შორისაა, რომელსაც არც ობსერვატორია და არც პლანეტარიუმი აქვს. უახლოესი ობსერვატორია მოდრაში, 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ხოლო უახლოესი პლანტარიუმი განთავსებულია გლოგოვეცში, ქალაქიდან 70 კილომეტრში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბრატისლავა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.