გაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზი

ნიუ-იორკ ტაიმზი (ინგლ.

The New York Times) — ქალაქ ნიუ-იორკის ყოველდღიური გაზეთი; გამომცემელია ართურ ო. სალცბერგერი (უმც.) და ვრცელდება აშშ-ის მთელ ტერიტორიასა და მის საზღვრებს გარეთაც. გაზეთის მფლობელია „ნიუ-იორკ ტაიმს კომპანი“, რომელიც ორმოცამდე სხვა გაზეთსაც გამოსცემს და მათ შორისაა ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბიუნი და ბოსტონ გლოუბი. გაზეთს მეტსახელად „რუხი ლედი“ შეარქვეს და მას მსოფლიოში თანამედროვე ჟურნალისტიკის ეტალონად მიიჩნევენ.

გაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზი
ტაიმზის 2002 წლის 11 სექტემბრის პირველი გვერდი

ისტორია

ნიუ-იორკ ტაიმზი დაფუძნდა 1851 წლის 18 სექტემბერს ჰენრი ჯერვის რეიმონდისა და ჯორჯ ჯოუნსის მიერ. რეიმონდი ასევე დამფუძნებელი დირექტორი იყო ასოშეიტედ პრესის 1856 წელს. ტაიმზი 1898 წელს შეიძინა ადოლფ ოხსმა და მისი ხელმძღვანელობით გაზეთმა საერთაშორისო რეპუტაცია მოიხვეჭა. 1897 წელს მანვე მოიფიქრა გაზეთის ამჟამინდელი სლოგანი „ყველა სიახლე რასაც კი თაბახი დაიტევს“ („All The News That's Fit To Print“). გაზეთის 42-ე ქუჩაზე ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ, ამ ადგილს ტაიმს-სქვერი (ტაიმზის მოედანი) დაერქვა 1904 წელს. ცხრა წლის შემდეგ ტაიმსმა გახსნა ახალი მინაშენი 43-ე ქუჩაზე #229-ში, რაც მისი დღევანდელი შტაბ-ბინაა, ხოლო 1961 წელს ყოფილი „ტაიმს ტაუერი“ გაიყიდა.

ტაიმზი თავდაპირველად ყოველდღიურად იბეჭდებოდა კვირის გარდა, თუმცა მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დროს ტაიმსმა კვირადღესაც დაიყო გაზეთის გამოშვება. გაზეთმა თავისი პირველი პულიცერის პრიზი ახალი ამბების რეპორტაჟისა და სტატიებისთვის პირველი მსოფლიო ომის შესახებ მიიღო 1918 წელს. ხოლო 1919 წელს მან პირველი ტრანსატლანტიკური მიწოდება მოახდინა ლონდონში.

1942 წლიდან კროსვორდი გაზეთის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმავე წელსვე იგი ყიდულობს რადიო სადგურს WQXR საკუთარი ახალი ამბების და რეპორტაჟების გადმოსაცემად. მოდის განყოფილება 1946 წლიდან იწყება. ამავე წელს დაიწყო საერთაშორისო გამოცემაც, თუმცა ერთ წელიწადში შეწყდა და შეუერთდა ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბიუნსა და ვაშინგტონ პოსტს ინტერნეშენელ ჰერალდ ტრიბიუნის ერთობლივი გამოცემით პარიზში. ოპ-ედ (მოსაზრებანი-ედიტორიალი) განყოფილება 1970-იდან გამოჩნდა. 1996 წელს ტაიმზი ინტერნეტშიც გამოჩნდა, ხელმისაწვდომი გახადა რა გაზეთი მკითხველებისთვის მთელ მსოფლიოში (www.nytimes.com). ახალი შტაბ-ბინა, რენცო პიანოს პროექტის ცათამბჯენი, დასრულების პირასაა და მდებარეობს მანჰეტენზე 41-ე ქუჩისა და მე-8 ავენიუს კუთხეში. ტაიმზის ოფისები ნაწილობრივ უკვე გადასულია ამ შენობაში.

ტაიმზი დღეს

განთქმული შეცდომები

მიკერძოების ბრალდებები

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზი ისტორიაგაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზი ტაიმზი დღესგაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზი განთქმული შეცდომებიგაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზი მიკერძოების ბრალდებებიგაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზი რესურსები ინტერნეტშიგაზეთი ნიუ-იორკ ტაიმზიაშშინგლისური ენანიუ-იორკი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ედუარდ შევარდნაძეპაბლო პიკასოგიორგი VIIIგველხოკერარუსეთიკვების ჯაჭვივახტანგ Vკეთილშობილი ირემიმიტრაბიპოლარული აშლილობაინფექციური დაავადებებიმთაწმინდაკურდღელირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ანდრია მოციქულიმღრღნელებისათბურის ეფექტივალიკო ჯუღელითამარ მეფედავით კლდიაშვილისტიბიუმიკავკასიონიკავკასიური ცარცის წრესამასი არაგველიქრისტეფორე კოლუმბიფრედი მერკურიინდუსტრიული რევოლუციაამირანი (მითოლოგია)ყაზახეთიპოლონეთიზებრებიდინოზავრებისაქართველო XVIII საუკუნეშიწყალიჩვეულებრივი წილადებიირაკლი კობახიძებახტრიონი (პოემა)თბილისის ზღვაზმნიზედაგნეუს პომპეუს მაგნუსიგარემოს დაცვაკანონიერი ქურდიმარკ ტვენიმემედ აბაშიძებაგრატ IV (საქართველოს მეფე)სტიქიური უბედურებატარიელ ხარხელაურიდემეტრე II თავდადებულიძველი თბილისიორალური სექსიშრი-ლანკააზერბაიჯანიდეჟავიუკალიებიშველიმოწამეთასპილოსებრნიტრეფიკინგისაქართველოს ქალაქებიკონსტანტინოპოლიქართული ხალხური ცეკვებინოე ჟორდანიაეგზისტენციალიზმისარკაზმიმანიფესტიჰიმალაიხარებაგაზაფხულისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნილიონელ მესიუდაბნორომის დაარსებაცივი ომითბილისიხეოფსის პირამიდაქვეყნების სიამზის სისტემაიულიუს კეისარი🡆 More